1 |
შეწყვიტა ამ სამმა კაცმა პასუხის გაცემა იობისთვის, რადგან გაიმართლა მან თავი.
|
1 |
და დასცხრა იობ სიტყუად მათგან. დასცხრეს სამნიცა იგი მეგობარნი მისნი
სიტყჳს-გებად იობისა, რამეთუ იყო იობ მართალ წინაშე მათსა.
|
2 |
მაშინ განრისხდა ელიჰუ, ძე ბუზელი ბარაქიელისა, რამის
საგვარეულოდან; იობზე განრისხდა იმის გამო, რომ მან ღმერთზე მართლად
ჩათვალა თავი. |
2 |
განრისხნა ელიუს ბარაქეელისი ბუზელი, ნათესავისაგან
არამისა, ევსიტელთა სოფლისა. განურისხნა იობს ფრიად, რამეთუ გამოიჩინებდა
თავსა მართლად წინაშე უფლისა. |
3 |
თავის სამ მეგობარზეც განრისხდა იმის გამო, რომ პასუხი
ვერ გასცეს იობს და ამით გაამტყუნეს ღმერთი. |
3 |
და სამთა მათცა ზედა მეგობართა მისთა განრისხნა ფრიად,
რამეთუ ვერ უძლეს სიტყჳს-მიგებად იობისა და შეჰრაცხეს იგი, ვითარცა უღვთოჲ. |
4 |
ელიჰუ აცლიდა იობს ლაპარაკს, რადგან ყველანი მასზე
უფროსები იყვნენ ასაკით. |
4 |
ხოლო ელიუს დაითმენდა სიტყჳს-მიგებად იობისა, რამეთუ
უხუცეს მისსა იყვნეს დღითა. |
5 |
დაინახა ელიჰუმ, რომ არ გამოვიდა პასუხი ამ სამი კაცის
პირიდან, და განრისხდა. |
5 |
და იხილა ელიუს, რამეთუ არა იყო სიტყჳს-გებაჲ პირისაგან
სამთა მათ კაცთასა, და განურისხნა მათ გულისწყრომით. |
6 |
მიუგო ელიჰუმ, ბუზელი ბარაქიელის ძემ, და უთხრა: წლებით
უმრწემესი ვარ მე, თქვენ კი მოხუცებულნი; ამიტომაც მომერიდა და ვერ გავბედე
მომეხსენებინა თქვენთვის ჩემი აზრი. |
6 |
მიუგო ელიუს ბარაქეელისამან ბუზელმან და ჰრქუა: უჭაბუკეს
ვარ მე თქუენსა ჟამითა, ხოლო თქუენ მოხუცებულნი ხართ. ამისთჳს დავდუმენ და
მეშინოდა თხრობად თქუენდა სწავლულებისა ჩემისა. |
7 |
ვიფიქრე, დღეებმა ილაპარაკონ და წელთა სიმრავლემ
ასწავლოს-მეთქი სიბრძნე; |
7 |
და ვთქუ, ვითარმედ: ჟამი სამე არს, რომელი იტყჳნ, და
მრავლისა წლისათა იციან სიბრძნე. |
8 |
ნამდვილად კი, კაცში მყოფი სული და სუნთქვა
ყოვლადძლიერისა განასწავლის მას. |
8 |
არამედ სული ვიდრემე არს კაცთა შორის, და იგი სული
ყოვლისა მპყრობელისა არს, რომელი ასწავებს მათ. |
9 |
დღეგრძელნი ყოველთვის არ არიან ბრძენნი და მხოლოდ
მოხუცებულნი არ მიხვედრილან სიმართლეს. |
9 |
არა თუ მრავლისა ჟამისანი არიან ბრძენ, არცა ბრძენთა
იციან სამართალი. |
10 |
ამიტომ ვამბობ: მომისმინეთ, მეც გამოვთქვა ჩემი აზრი. |
10 |
ამისთჳს ვთქუ: ისმინეთ ჩემი და გითხრა თქუენ, რავდენი-რაჲ
ვიცი. |
11 |
მე ვუცდიდი თქვენს სიტყვებს, ყურს ვაპყრობდი თქვენს
მსჯელობას, როცა ეძებდით სათქმელს. |
11 |
და ყურად-იხუენით სიტყუანი ჩემნი, ისმინოთ თუ თქუენ,
ვიდრემდე განიკითხნეთ სიტყუანი, და ვიდრე თქუენდამდე გულისჴმა-ვყო. |
12 |
გაკვირდებით და, აჰა, არ არის თქვენს შორის მამხილებელი, რომ პასუხი მიაგოს იობს.
|
12 |
და, აჰა, ესერა, არა ვინ არს იობისა მამხილებელ და სიტყჳს-მიმგებელ სიტყუათა
მისთა წილ თქუენგანი,
|
13 |
ნუ გგონიათ, სიბრძნისათვის მიგეგნოთ, როცა ფიქრობთ,
ღმერთმა გააწბილოს იგი და არა ადამიანმაო. |
13 |
რათა არა სთქუათ: ვპოეთ სიბრძნე, შე-რაჲ-ვეძინენით
უფალსა. |
14 |
ჩემს წინააღმდეგ არ მოუმართავს სიტყვები და მეც
თქვენსავით არ ვუპასუხებ. |
14 |
და კაცსა უტევეთ სიტყუად ესევითართა სიტყუათა. |
15 |
გაოგნდნენ, ვეღარ უპასუხეს, დაელიათ სათქმელი; |
15 |
შეძრწუნდეს და არღარა მიუგეს მას. და დააცადნეს მათგან
სიტყუანი. |
16 |
მეც ველოდებოდი, როდის შეწყვეტდნენ ლაპრაკს. რაკი დადგნენ
და აღარ პასუხობენ, |
16 |
დადუმნეს და არღარა იტყოდეს, დადგეს და არა რაჲ მიუგეს. |
17 |
მეც გავცემ ჩემს წილ პასუხს, მეც გამოვთქვამ-მეთქი ჩემს
აზრს. |
17 |
მიუგო ელიუს და ჰრქუა: მერმე ვიტყოდივე, |
18 |
რადგან სავსე ვარ სიტყვებით და შიგნიდან მაწვება სული; |
18 |
რამეთუ სავსე ვარ სიტყჳთა, განვსთქდები სულითა მუცლისათა, |
19 |
აჰა, თავმოუხდელ ღვინოსავით არის ჩემი შიგანი,
გასკდომაზეა ახალი ტიკივით. |
19 |
ხოლო მუცელი ჩემი, ვითარცა თხიერი ტკბილითა სავსე
შეკრული, და ვითარცა საბერველი მჭედლისაჲ რაჲ განსთქდებინ. |
20 |
ვილაპარაკებ, რომ სული მოვითქვა; გავხსნი ბაგეებს და
პასუხს გავცემ. |
20 |
ვიტყოდი, რათა განვისუენო და აღვახუნე ბაგენი ჩემნი. |
21 |
პირფერობას არ დავუწყებ კაცს და ადამიანს არ
მიველაქუცები; |
21 |
კაცისა არა შევირცხჳნო, არცაღა ჴორციელისა შევიკდიმო, |
22 |
რადგან მე ლაქუცი არ ვიცი, უმალ ღმერთმა წამიღოს აქედან! |
22 |
რამეთუ არა ვიცი თუალთ-ღებაჲ პირისაჲ, უკუეთუ არა, მეცა
მღილთა შემჭამონ. |