1 |
აბა, მოისმინე, იობ, ჩემი სიტყვები და ჩემს ყოველ სიტყვას მიუგდე ყური.
|
1 |
არა ხოლო ეგრე, არამედ ისმინენ, იობ, სიტყუანი ჩემნი. ყურად-იხუენ თქმულნი
ჩემნი.
|
2 |
აჰა, დავძარი ბაგე, ალაპარაკდა ჩემი ენა ჩემს სასაში. |
2 |
აჰა, ესერა, აღვაღე პირი ჩემი და იტყოდეს ენაჲ ჩემი,
წმიდა არს გული ჩემი სიტყუათაგან, და გულისჴმის-ყოფამან ბაგეთა ჩემთამან
წმიდად ცნას. |
3 |
გულწრფელია ჩემი სიტყვები და ჩემი ბაგე ნათლად
გამოაცხადებს ცოდნას; |
3 |
|
4 |
ღვთის სულმა შემქმნა მე და ყოვლადძლიერის სუნთქვამ
მომანიჭა სიცოცხლე. |
4 |
სული საღმრთოჲ არს, რომელმან შემქმნა მე და სული ყოვლისა
მპყრობელისაჲ, რომელი მასწავებს მე. |
5 |
თუ შეგიძლია, მიპასუხე! მოემზადე, დაიცავი თავი! |
5 |
უკუეთუ ძალ-გიც, მომიგეთ მე სიტყუაჲ ამას ზედა, უკუეთუ
არა, დამითმეთ მე. |
6 |
აჰა, მეც შენი მსგავსი ვყავარ ღმერთს, მეც თიხისგან ვარ
მოზელილი. |
6 |
დადეგ შენ ჩემდამო და მე შენდამი. თიჴისაგან შექმნილ ვართ
მეცა და შენცა, მისვე თიჴისაგან დაბადებულ ვართ. |
7 |
ჩემი შიში შენ არ გაშინებს და ჩემი ხელი შენ არ
გამძიმებს. |
7 |
არა შიშმან ჩემმან შეგაძრწუნოს შენ, არცა ჴელმან ჩემმან
დაგამძიმოს შენ. |
8 |
ჩემს გასაგონად ლაპარაკობდი და მე მესმოდა შენი სიტყვების
ხმა: |
8 |
ვითარმედ სთქუ ყურთა ჩემთა, ჴმაჲ სიტყუათა შენთაჲ მესმა. |
9 |
სუფთა ვარ, უცოდველიო, არა მაქვსო ბრალი; |
9 |
რამეთუ იტყჳ: წმიდაჲ ვარი მე, და არა რაჲ მიცოდავს მე,
უბრალო ვარ მე საქმითა, არა რაჲ უსჯულოჲ მიქმნიეს. |
10 |
ჯავრი აქვს ჩემი, თავის მტრად შევურაცხივარო; |
10 |
ბრალი ჩემ ზედა პოვა და შემრაცხა მე, ვითარცა მტუერი. |
11 |
ხუნდებში გამაყრევინა ფეხები, ჩემს ყოველ ნაბიჯს
უთვალთვალებსო. |
11 |
დაასხნა ჴუნდსა შინა ფერჴნი ჩემნი. დამიმარხნა ყოველნი
გზანი ჩემნი. |
12 |
აი, ამაში არა ხარ მართალი. მე გეუბნები, რადგან ადამიანზე დიდია ღმერთი.
|
12 |
რამეთუ აწ სთქუა: უკუეთუ მართალ ვარი მე და არა ისმინა? რამეთუ საუკუნე არს,
რომელ-იგი კაცთა ზედა არს.
|
13 |
რატომ ედავები? ის ხომ პასუხს არ აგებს თავის
ნამოქმედარზე. |
13 |
და იტყჳ: რასათჳს სასჯელისა ჩემისა სიტყუანი არა ისმინნა? |
14 |
ღმერთი ხომ ასეც ლაპარაკობს და ისეც, ვერავინ მიუხვდება. |
14 |
ერთჯერღა თქუა უფალმან, ხოლო მეორედ ჩუენებით, |
15 |
სიზმარში, ღამეულ ჩვენებაში, როცა ძილი წაიღებს ადამიანს,
როცა თვლემს თავის საწოლზე, |
15 |
ანუ სწავლასა ღამისასა, ვითარ-იგი მას ჟამსა დაეცის კაცთა
ზედა ბოროტი შიში ძილსა შინა, საწოლსა ზედა. |
16 |
მაშინ ხსნის ღმერთი ადამიანთა ყურებს და თავისი
შეგონებებით ბეჭდავს, |
16 |
მაშინ გამოაცხადნეს გონებანი კაცთანი, სახითა შიშისაჲთა
ესევითარითა შეაშინა იგინი, |
17 |
რომ აარიდოს კაცი ავ საქმეს და დაიცვას ამპარტავნობისგან; |
17 |
რათა მოაქციოს კაცი სიცრუვისაგან, და ჴორცნი მისნი
დაცემისაგან იჴსნნა |
18 |
რომ იხსნას მისი სული წარწყმედისგან და მისი სიცოცხლე -
მახვილით დაღუპვისგან; |
18 |
და ჰრიდა სულსა მისსა სიკუდილისაგან, რათა არა დაეცეს იგი
ბრძოლასა შინა. |
19 |
სატკივარით ისჯება საწოლზე და ეწამება მისი ძვლები; |
19 |
მერმე კუალად ამხილა მას სნეულებითა სარეცელთა ზედა. და
სიმრავლე ძუალთა მისთა დააბუშვა, |
20 |
მის სიცოცხლეს შესძაგდება პური და მის სულს - გემრიელი
საჭმელი; |
20 |
უკუეთუ საჭმელი საზრდელისა ვერ ჴელ-ეწიფების მიღებად და
სულსა მისსა საზრდელისა გული უთქმიდეს, |
21 |
დადნება ხორცი მისი, უხილავი გახდება; გამოჩნდებიან მისი
ძვლები, უხილავნი რომ იყვნენ; |
21 |
ვიდრემდე დალპენ ჴორცნი მისნი და გამოაჩინნეს ძუალნი
მისნი ცუდნი. |
22 |
მიაწევს საფლავამდე მისი სული და მისი სიცოცხლე -
სიკვდილის წლებამდე; |
22 |
მიეახლა სული მისი სიკუდილსა და ცხორებაჲ მისი ჯოჯოხეთსა. |
23 |
თუ აღმოჩნდა ათასში მისი მეოხე ერთი ანგელოზი, რომ ადამიანის სიწრფელე გამოაცხადოს,
|
23 |
იყვნენღა თუ ათასნი ანგელოზნი მაკუდინებელნი, ერთმანცა მათგანმან ვერ წყლას იგი.
|
24 |
შეიბრალოს და თქვას: ნუ გასწირავ საფლავად ჩასვლისთვის,
ნაპოვნი მაქვსო გამოსასყიდი, |
24 |
უკუეთუ ცნას გულითა თჳსითა მოქცევად უფლისა, და უთხრას
კაცსა ბრალი თჳსი, და გონებაჲ თჳსი აჩუენოს და თავს-იდვას, რათა არა
შევარდეს იგი სიკუდილსა. |
25 |
განუახლდება ხორცი ადრინდელზე უფრო და სიყმაწვილის ხანას
დაუბრუნდება. |
25 |
და განაახლნეს ჴორცნი მისნი, ვითარცა საგოზლითა კედელი,
და ძუალნი მისნი აღავსნეს ტჳნითა. და მოაჩჩუნეს სხეულნი მისნი, ვითარცა
ყრმისა ჩჩჳლისანი, და კუალად მოაგოს იგი განმამაკაცებული კაცთა შორის. |
26 |
ის ლოცვას აღუვლენს ღმერთს, ღმერთი კი შეიწყალებს მას და
სიხარულით შეხედავს მის სახეს, დაუბრუნებს მის სიმართლეს; |
26 |
ილოცოს უფლისა მიმართ, და შეისმინოს მისი, და შევიდეს იგი
მხიარულითა პირითა აღსაარებით, და მიაგოს კაცთა სიმართლე. |
27 |
ის იმღერებს კაცთა წინაშე და ეტყვის: ვცოდე მე, სწორი
გავამრუდე, მაგრამ არ მომაგო საკადრისადო. |
27 |
მაშინ აბრალებდეს კაცი თჳთ თავსა თჳსსა და იტყოდის:
რასა-ესე ვიქმოდე, და არა, ვითარ-იგი ვღირდი, მტანჯა მე, რავდენ-იგი
შევსცოდე. |
28 |
იხსნა ჩემი სული საფლავში ჩასვლისაგან და, აჰა, ჩემი
სიცოცხლე ნათლის ჭვრეტაშიაო. |
28 |
იჴსენ სული ჩემი, რათა არა შევიდეს განსარყუნელად, და
ცხორებამან ჩემმან ნათელი იხილოს, |
29 |
აჰა, ყველაფერს ამას ორგზის, სამგზის უკეთებს ღმერთი
ადამიანს, |
29 |
აჰა, ესერა, ყოველი ესე უქმნიეს ძლიერსა მას, სამი გზაჲ
არს კაცისა თანა, |
30 |
რომ გამოაბრუნოს მისი სული საფლავიდან და სიცოცხლის
ნათლით გაანათლოს. |
30 |
არამედ იჴსნა სული ჩემი სიკუდილისაგან, რათა ცხორებაჲ
ჩემი ნათელსა შინა აქებდეს მას. |
31 |
ყური დამიგდე, იობ, მომისმინე, დადუმდი და მე
ვილაპარაკებ. |
31 |
ყურად-იღე, იობ, და ისმინე ჩემი. დადუმენ და მე ვიტყოდე: |
32 |
თუ სათქმელი გექნება, მიპასუხე, რადგან მწადია შენი
გამართლება. |
32 |
უკუეთუ არიან სიტყუანი, მომიგე მე, იტყოდე, მნებავს
განმართლებაჲ შენი! |
33 |
თუ არა და, მე მისმინე, დადუმდი, მე გასწავლი სიბრძნეს. |
33 |
უკუეთუ არა, შენ ისმინე ჩემი, დადუმენ და მე გასწაო შენ
სიბრძნე. |