1 |
კვლავ მიუგო ელიჰუმ და უთხრა:
|
1 |
მიუგო ელიუს და ჰრქუა:
|
2 |
ისმინეთ, ბრძენებო, ჩემი სიტყვები! ყური მომაპყარით,
გაგებულნო! |
2 |
ისმინეთ ჩემი ბრძენთა, რომელნი მეცნიერნი ხართ. |
3 |
რადგან ყური გამოსცდის სიტყვებს და სასა გემოს უგებს
საჭმელს: |
3 |
ყურად-იღეთ, რამეთუ სასმენელმან სიტყუანი განიკითხნის, და
სასამან გემოჲ იხილის ჭამადთაჲ. |
4 |
ავირჩიოთ, რაც სამართლიანია და ვიცოდეთ ჩვენს შორის, რა
არის უკეთესი. |
4 |
საშჯელი გამოვიძიოთ თავისა თჳსისა, და ვცნათ შორის
ურთიერთას, რაჲ-იგი კეთილ, |
5 |
კი თქვა იობმა, მართალი ვარო და ღმერთმა წამართვაო
სამართალი; |
5 |
რამეთუ თქუა იობ, ვითარმედ: მართალ ვარო. უფალმან
თანაწარმხადა მე სამართალი ჩემი, |
6 |
მართალი გავმტყუნდი, უდანაშაულოდ მჭირსო ეს წყლული. |
6 |
ეცრუვა სასწაულსა ჩემსა, რომლითა გამწონნა ისარნი ჩემნი
თჳნიერ ცოდვისა. |
7 |
თუ არის ვინმე იობის მსგავსი, წყალივით რომ სვამდეს
გმობას? |
7 |
ვინ არს კაცი, ვითარ იობ, რომელი სუამს შეურაცხებასა
ვითარცა წყალსა? |
8 |
ავისმქნელებთან შეთქმულებას ესწრაფოდეს, რომ ბოროტეულ
ხალხთან იაროს? |
8 |
არა რაჲ უცოდავს, არცა უღმრთოობაჲ რაჲ უქმნიეს, არცა
გზასა ზიარებულ არს მოქმედთა თანა უსჯულოებისათა და მისრულ უღმრთოთა თანა? |
9 |
რადგან ამბობს: რას არგებს კაცს ღვთისმოსავობაო? |
9 |
ნუ იტყჳ, ვითარმედ: არა იყოს მოხედვაჲ კაცისაჲ და
მოხედვაჲ მათი უფლისა მიმართ. |
10 |
ამიტომ მისმინეთ, გულისხმიერნო! შორს იყოს ღმერთი
ბოროტებისგან და ყოვლადძლიერი უსამართლობისგან! |
10 |
ამისთჳს გულითა სიბრძნის-მყოფელთა, გულითა ისმინეთ ჩემი.
ნუ იყოფინ ჩუენდა წინაშე უფლისა უღმრთო-ყოფაჲ და წინაშე ყოვლისა
მპყრობელისა ქცევაჲ სამართლისაჲ, |
11 |
რადგან საქმისამებრ მიუზღავს ადამიანს და მისი
საქციელისამებრ შეამთხვევს კაცს. |
11 |
არამედ მიაგენ კაცსა, ვითარცა იქმს კაცად-კაცადი მათი და
ალაგთა ზედა, კაცისათა პოვოს იგი. |
12 |
ჭეშმარიტად, არ ბოროტობს ღმერთი და არ ამრუდებს სამართალს
ყოვლადძლიერი! |
12 |
ანუ ჰგონებ უფალსა უჯეროჲს-მოქმედ? ანუ ყოვლისა
მპყრობელმან განდრიკოს სასჯელი? |
13 |
ვინ ჩააბარა მას მიწა და ვინ მიანდო მას მთელი სამყარო? |
13 |
რომელმან შექმნა ქუეყანაჲ. ვინ არს, რომელმან შექმნა ცასა
ქუეშე და ყოველი, რაჲ არს მას შინა? |
14 |
თუ თავისკენ მიაბრუნა თავისი სული და უკანვე წაიღო თავისი
სუნთქვა, |
14 |
უკუეთუ უნდეს შეპყრობად. და სულისა მის თანა დაყენებად, |
15 |
ერთიანად გაწყდება ყოველი ხორციელი და მიწად მიიქცევა
ადამიანი; |
15 |
აღესრულოს ყოველი ჴორციელი ერთბამად და ყოველი კაცი მიწად მიიქცეს, ვინაცა
დაებადა.
|
16 |
თუ გაგება გაქვს, მოისმინე ეს, ყური უგდე ჩემს სიტყვებს:
|
16 |
უკუეთუ არა ისწავებ, ისმინე ესე და ყურად-იღე ჴმაჲ
სიტყუათა ჩემთა, |
17 |
იხელმწიფებს განა სამართლის მოძულე? ბრალს დასდებ განა
მართალს, ძალმოსილს? |
17 |
უკუეთუ შენ მოძულე უსჯულოჲსაჲ და მომსრველი უკეთურებისაჲ,
საუკუნო არს მართალი. უღმრთო არს, |
18 |
ვინც ეუბნება მეფეს: არამზადავ! და დიდებულებს:
ბოროტეულო! |
18 |
რომელმან ჰრქუას მეფესა: უსჯულოსა იქმ, უღმრთო არიან,
რომელთა მთავართა პირისათჳს არა შეიკდიმონ, |
19 |
ვინც მთავრებს არ მიჰკერძავს და ვინც არ განარჩევს
მდიდარს და ღარიბს, რადგან ყველანი მისი ხელით არიან შექმნილნი. |
19 |
და პატიოსანთა, არცა იცის პატივის-პყრობაჲ დიდთაჲ და
თუალთ-ღებაჲ პირთა მათთაჲ. |
20 |
წამში იხოცებიან, შუაღამისას შებარბაცდება კაცი და
იღუპება; ძლიერი წარიტაცებს მას არა კაცის ხელით; |
20 |
ცუდი და ამაოჲ შეემთხჳოს მათ. ღაღადებაჲ იგი და
მორცხჳნებაჲ კაცისაჲ, რამეთუ უსჯულოდ გარდააქცევდეს უძლურთა, |
21 |
რადგან მისი თვალი კაცის გზებს დაჰყურებს და ხედავს მის
ყოველ ნაბიჯს; |
21 |
რამეთუ იგი თავადი არს, რომელი ხედავს საქმესა კაცთასა,
და არა დაავიწყდა მას, რასა-იგი იქმან. |
22 |
ვერც ბნელში, ვერც შავეთში ვერ დაიმალება ბოროტმოქმედი; |
22 |
არცა იყოს ადგილი დაფარვად მოქმედთა უსჯულოებისათა, |
23 |
რადგან კაცისთვის არ დაუწესებია ჟამი ღმერთთან მისასვლელ
სამსჯავროზე. |
23 |
რამეთუ არღარა განმამაკაცნეს, რამეთუ უფალი ყოველსა
ხედავს, |
24 |
ის მუსრავს ძლიერებს განუკითხავად და სხვებს წამოსწევს
მათ ადგილზე. |
24 |
რომელი წარეწევის გამოუკულეველთა დიდებულთა და
საკჳრველთა, რომელთა არა არს რიცხჳ, |
25 |
რადგან მან უწყის მათი ნამოქმედარი, ღამით დაამხობს მათ
და შეიმუსრებიან, |
25 |
რომელმან იცნის საქმენი მათნი და გარდააქციოს ღამე, და
დაამდაბლნეს. |
26 |
როგორც ბოროტეულთ შემოჰკრავს ყველას დასანახად; |
26 |
დაშრიტნა უღმრთონი, და სახილველ წინაშე მტერთა მათთა
იქმნნეს. |
27 |
რადგან ზურგი შეაქციეს მას და არ შეიმეცნეს მისი გზები; |
27 |
რამეთუ გარდაჰჴდეს სჯულისაგან ღმრთისა, და სამართალნი
მისნი ვერ იცნნეს ყოფად. |
28 |
რადგან მის ყურამდე მიიტანეს ბედშავთა კვნესა და
დაჩაგრულთა კვნესა ესმის მას. |
28 |
და მოაწია მათ ზედა ღაღადებაჲ გლახაკთა, და ჴმაჲ
დავრდომილთა ისმინოს. |
29 |
როცა დუმს ის, ვინ არის მისი მბრალმდებელი? როცა იფარავს
სახეს, ვინ არის მისი მხილველი? ხალხი იქნება თუ ერთი კაცი? |
29 |
და მან თავადმან დუმილი მოსცეს, და ვინმე დასაჯოს? დაიფაროს პირი, და ვინმე
იხილოს იგი? და თესლთათჳს და კაცისათჳს ერთბამად.
|
30 |
რომ არ იხელმწიფოს უღვთომ, რომ მახე არ დაუგოს ხალხს. |
30 |
მეუფებს კაცი ორგული სიძნელისაგან ერისა, |
31 |
რადგან ღმერთს უნდა ეუბნებოდეს კაცი: დავაშავე, აღარ შევცოდავო.
|
31 |
რამეთუ რომელმა ჰრქუას ძლიერსა: მოვიღე და არა ვიჴუთე
თჳნიერ თავისა ჩემისა. |
32 |
შენ მასწავლე, რასაც მე ვერ ვხედავ: თუ ცოდვა მაქვს
ჩადენილი, აღარ ჩავიდენო. |
32 |
ვიხილო, ხოლო შენ მიჩუენე მე, უკუეთუ სიცრუე რაჲმე ვქმენ,
არღარა შევსძინო. |
33 |
შენგნით მიუზღავს ის სამართალს? როგორც შენ დაგიგმია,
როგორც შენ აგირჩევია და არა როგორც მე? ილაპარაკე, რაც იცი! |
33 |
ნუ შენგან მოიზღოს იგი? რამეთუ განიშორე და შენ
მო-ვე-ელი, და არა მე და, რაჲ-იგი სცან, იტყოდე. |
34 |
გაგებული ხალხი ჩემსავით იფიქრებს და ბრძენი კაცები
დამეთანხმებიან. |
34 |
ამისთჳს გონიერთა გულითა თქჳან ესე, ხოლო კაცმან ბრძენმან
ისმინა სიტყუაჲ ჩემი. |
35 |
იობი უგუნურად ლაპარაკობს და სიბრძნე აკლია მის სიტყვებს. |
35 |
ხოლო იობ არა გულისჴმის-ყოფით იტყოდა და სიტყუანი მისნი
არა მეცნიერებით იყვნეს. |
36 |
ოჰ, ერთი გამოიცდებოდეს იობი საბოლოოდ, უკეთურთა მსგავსად
რომ პასუხობს! |
36 |
არა აგრე, არამედ ისწავე, იობ. ნუღარა ჰყოფ
სიტყჳს-გებასა, ვითარცა უგნურნი, |
37 |
რადგან თავის ცოდვას ახალი დანაშაული მიუსართა: ხელი ხელს
შემოჰკრა ჩვენს შორის და გაამრავლა სიტყვები ღვთის წინააღმდეგ. |
37 |
რათა არა შევძინოთ ცოდვასა ჩუენსა ზედა ცოდვაჲ. და
უსჯულოებად შემერაცხოს ჩუენ ფრიად, რაჲ ვიტყოდით ჩუენ წინაშე ღმრთისა. |