1 |
კვლავ მიუგო ელიჰუმ და უთხრა:
|
1 |
მიუგო ელიუს და ჰრქუა:
|
2 |
ნუთუ სამართლიანად მიგაჩნია, რომ ამბობ, ღმერთზე მართალი
ვარო? |
2 |
რასათჳს ესრეთ განიზრახე სასჯელსა შინა? შენ ვინ ხარ,
სთქუ, ვითარმედ: მართალ ვარ წინაშე უფლისა? |
3 |
რომ ამბობ, რას მარგებს, რას მომიტანს ჩემი უცოდველობაო? |
3 |
ანუ ესემე სთქუა: ერთვე ვცოდე, აწ რა ვყო? |
4 |
მე შეგიბრუნებ სიტყვას შენ და შენს მეგობრებსაც: |
4 |
მე მოგიგო შენ სიტყუაჲ და სამთა მაგათ მეგობართა შენთა. |
5 |
ახედე ცას და დაინახე, შეხედე ცარგვალს - ხომ შენზე
მაღალია? |
5 |
აღიხილენ ზეცად და იხილენ და განიცადენ ღრუბელნი, რავდენ
მაღალ არიან შენგან. |
6 |
რას დაუშავებ მას შენი შეცოდებით? რაც უნდა იმრავლოს
შენმა დანაშაულმა, რას ავნებ მას? |
6 |
უკუეთუ სცოდე, აწ რაჲ ჰყო? ანუ თუ ფრიად უსჯულოებაჲ
გიქმნიეს, რაჲ ჴელ-გეწიფების ყოფად? |
7 |
რას შემატებ მას შენი სიმართლით ან რას უნდა გემოელოდეს
შენგან? |
7 |
ღაღათუ მართალ ხარ, რაჲმე მისცე მას? ანუ რამე მიიღოს
ჴელთაგან შენთა? |
8 |
მხოლოდ კაცს, შენივე მსგავსს, ეხება შენი უკეთურება და
ადამის ძეს - შენი სიმართლე. |
8 |
კაცისა მსგავსისა შენისაებრ უსჯულოებაჲ შენი და ძისაგან
კაცისა სიმართლე შენი. |
9 |
ბევრი ჩაგვრისაგან კვნესიან, შველას ითხოვენ ძლიერთა
მკლავებიდან. |
9 |
სიმრავლისაგან ცილისწამებისა ღაღადებდენ და ვალალებდენ
მკლავისა მაგრისაგან მრავალთასა. |
10 |
არავინ ამბობს: სად არის ღმერთი, ჩემი შემქმნელი, ღამით
გალობათა მომმადლებელი? |
10 |
და არა თქუან: სადა არს ღმერთი, რომელმან შემქმნა მე,
რომელმან დააწესნა საცონი ღამისანი, |
11 |
რომელმაც განგვასწავლა მიწის მხეცებზე მეტად და ცის
ფრინველებზე მეტად განგვაბრძნო? |
11 |
რომელმან გამომარჩია მე ოთხფერჴთაგან ქუეყანისათა და
მფრინველთაგან ცისათა. |
12 |
იქ კვნესიან ისინი და პასუხს არ სცემს ღმერთი უკეთურთა
ამპარტავნობის გამო. |
12 |
მუნ ღაღადებდენ და არა ისმინოს მათი და გინებისაგან
უკეთურთასა, |
13 |
ჭეშმარიტად სიცრუეს არ მოისმენს ღმერთი და არ მოხედავს
მას ყოვლადძლიერი. |
13 |
რამეთუ უჯერო არს. ჰნევას ხილვად უფალსა, რამეთუ თავადი
ყოვლისა მპყრობელი მსტუარ არს მოქმედთა უსჯულოებისათა და მიჴსნნეს ჩუენ. |
14 |
თუმცა შენ ამბობ, რომ ვერ ხედავ მას, მაგრამ სამართალი
მის წინაშეა, დაელოდე. |
14 |
ესაჯეღა წინაშე მისსა, უკუეთუ ვითარ შეუძლო ქებად მისა,
რავდენ-იგი არს. |
15 |
თუ ახლა არა, ოდესმე მაინც გამოაჩენს თავის რისხვას და
არად ჩააგდებს მეტისმეტ სიამპარტავნეს. |
15 |
და აწ არა ვინ არს, რომელმანცა მოხედა რისხვასა მისსა, და
არა ცნა იგი ფრიად შეცოდებითა მით. და იობ ამაოდ აღაღო პირი მისი და
უცნობელებით სიტყუათა დაამძიმებს. |
16 |
ამაოდ გახსნა პირი იობმა და უაზროდ ახვავებს სიტყვებს. |
|
|