1 |
ამის გამოც მიფრთხის გული და საგულედან ამოვარდნას ლამობს.
|
1 |
და ამას ზედა შემიძრწუნდა გული ჩემი და განვარდა ადგილით თჳსით.
|
2 |
უსმინეთ, კარგად უსმინეთ გრგვინვაში მის ხმას და ქუხილს,
მისი პირიდან გამომავალს! |
2 |
ისმინე სმენაჲ რისხვისა გულისწყრომისა უფლისაჲ და სიტყუაჲ
პირისა მისისაგან გამოვიდეს. |
3 |
მთელს ცისქვეშეთში აჭექებს მას და მისი ელვა ქვეყნიერების
კიდეებს სწვდება; |
3 |
ქუეშე ყოველსა ცასა დასაბამი მისი და ნათელი მისი ფრთეთა
ზედა ქუეყანისათა. |
4 |
მის მერე დაიქუხებს, დაიგრიალებს დიდებულ ხმაზე და არ
შეწყვეტს ელვას, როცა ისმის მისი ქუხილი. |
4 |
კუალსა მისსა შემდგომად დაღადებდეს ჴმითა და იქუხოს ჴმითა
რისხვისა მისისაჲთა. და არა ცვალნეს იგინი, რამეთუ გესმეს ჴმაჲ მისი. |
5 |
გრგვინავს ღმერთი თავის საკვირველ ხმაზე, ქმნის
სიდიადეთა, რომელთა შეცნობა ჩვენ არ ძალგვიძს; |
5 |
იქუხოს ძლიერმან მან ჴმითა თჳსითა საკჳრველად, რომელნი
ქმნნა საქმენი დიდ-დიდნი, რამეთუ არა ვიცოდეთ. |
6 |
რადგან თოვლს ეუბნება: დაეფინე მიწას! წვიმის თავსხმას და
თავისი წვიმების თქეშს: გაძლიერდი! |
6 |
უბრძანოს თოვლსა ყოფად ქუეყანასა ზედა და ზამთარი წჳმათა
ძლიერებისა მისისათაჲ. |
7 |
ის ბეჭდავს ყოველი ადამიანის ხელს, რომ მთელმა ხალხმა
იცოდეს მისი ნამოქმედარი; |
7 |
ჴელთა ყოვლისა კაცისათა დაჰბეჭდოს, რათა ცნას ყოველმან
კაცმან თჳსი იგი უძლურებაჲ. |
8 |
მხეცები გარბიან ქვაბულებში და თავიანთ ბუნაგებში
იყუჟებიან; |
8 |
შევიდენ მჴეცნი ქუეშე საფარველსა, და იყოფოდეს საწოლსა
მათსა ზედა. |
9 |
სამხრეთიდან მოდის ქარიშხალი და ჩრდილოეთიდან - ყინვა; |
9 |
საუნჯეთაგან მოუჴდენ სალმობანი, მთათა მწუერვალთაბან
ყინელი, |
10 |
ღვთის სუნთქვა ბადებს ყინულს და წყალთა სიფართე
ვიწროვდება; |
10 |
და ქარისაგან ძლიერისა მოსცეს ნეფხუაჲ, შეკრიბნეს წყალნი,
ვითარცა ჰნებავნ. |
11 |
წყლით ბერავს ღრუბელს და მისი ელვა ჯანღებს ფანტავს; |
11 |
და რჩეულთა მისთა მოჰფინის ღრუბელი, განაბნიის ღრუბელი
ნათლითა მისითა. |
12 |
ყველაფერი მისი განგებით ბრუნავს, რომ ყოველი მისი
ნაბრძანები აღსრულდეს დედამიწის ზურგზე; |
12 |
და თავადმან სიმრგულე მისი გარემოაქციის ენთიებულათოთ
საქმედ მათა ყოველივე, რავდენი ამცნო მათ, ესენი ბრძანებულ არიან მის მიერ
ქუეყანასა ზედა, |
13 |
თუ დასასჯელად, თუ მიწისთვის, თუ წყალობისთვის გამოაჩენს მას.
|
13 |
გინათუ ველსა, გინათუ ქუეყანასა მისსა, გინათუ წყალობად პოოს იგი.
|
14 |
ყურადიღე ეს, იობ! დადექი და ჩასწვდი ღვთის სასწაულებს! |
14 |
ყურად-იღე ესე, იობ, დადეგ და ისწავე ძალი უფლისაჲ, |
15 |
თუ იცი, როგორ განაგებს მათ ღმერთი და როგორ გამოაშუქებს
ელვას თავისი ღრუბლიდან? |
15 |
ხოლო ესე უწყი, რამეთუ ღმერთმან დაამტკიცნა საქმენი
თჳსნი: ნათელი შექმნა ბნელისაგან. |
16 |
თუ იცი ჯანღების ასავალ-დასავალი - ყოვლადბრძენის
საკვირველებანი? |
16 |
და იცის განკითხვაჲ ღრუბელთაჲ, განსაკჳრვებელი დაცემაჲ
მრავალთაჲ. |
17 |
თუ იცი, რატომ ხურდება შენი სამოსელი, როცა მყუდროვდება
ქვეყანა სამხრეთის ქარში? |
17 |
ხოლო სამოსელი შენი ტფილ, და დაყუდნეს ქუეყანასა ზედა. |
18 |
თუ აიჭრები მასთან ერთად ცის მყარში, სარკესავით რომ არის
ჩამოსხმული? |
18 |
სიმტკიცე მის თანა სიძუელედ, ძლიერ არიან, ვითარცა ხილვაჲ
მოფენისა წყალთაჲ. |
19 |
გვასწავლე, რა ვუთხრათ მას? ვერაფერი მოგვიფიქრებია
სიბნელისგან. |
19 |
აწ რაჲსათჳს არს ესე? მასწავე მე, რა ვჰრქუათ მას, და
დავდუმნეთ მრავალისაგან სიტყჳსა. |
20 |
თუ მოხსენდება მას, რომ ლაპარაკი მსურს? თუ ინატრებს
კაცი, რომ შთაინთქას? |
20 |
ანუ წიგნი, ნუ და მიწგნობარი წინამიდგს მე, რათა
კაცისათჳს წინამდგომელისა დავდუმნე? |
21 |
ვერ უსწორებენ თვალს ცაზე მოკაშკაშე მნათობს, როცა ქარი
გადაივლის და გადაწმენდს ცარგვალს. |
21 |
ხოლო ყოველთა ვერსახილველ არს ნათელი, ბრწყინვალე არს
დაძუელებადთა შორის, ვითარცა-იგი მის წინაშე ღრუბელთა ზედა. |
22 |
ჩრდილოეთიდან მოდის ნათება, საშინელია ღვთის ირგვლივ
ბრწყინვალება! |
22 |
ჩრდილოთ ღრუბელნი ოქროფერნი, ამათ ყოველთა ზედა დიდ არს
დიდებაჲ და პატივი ყოვლისა მპყრობელისაჲ. |
23 |
ვერ ვწვდებით ყოვლადძლიერს, ის აღმატებულია ძალით და
სიმართლით; მრავალმოწყალეა, არავის ჩაგრავს. |
23 |
და არა ვის ვპოებთ სხუასა მსგავსსა მისსა ძლიერებითა,
რომელი-იგი სიმართლისა მსაჯული არს. არა ჰგონება, ვითარმცა ისმინა მისი? |
24 |
ამიტომაც მისი ეშინია ხალხს; ბრძენებს ის არად აგდებს. |
24 |
ამისთჳს ეშინოდის მისა კაცთა და ეშინოდის მისა ბრძენთა
გულითა. შემდგომად დადუმებისა მის ელიუსისა სიტყუათა ამათ. |