1 |
მიუგო უფალმა იობს გრიგალიდან და უთხრა:
|
1 |
ჰრქუა უფალმან იობს არმურით გამო და ღრუბლით:
|
2 |
ვინ არის, რომ აბნელებს განგებას უგუნური სიტყვებით? |
2 |
ვინ არს ესე, რომელი მიმალავს სიტყუათა, და შეუკრებიან
ზრახვანი გულსა თჳსსა, და ჩემგან ჰგონებს დაფარვასა? |
3 |
წელი შემოისარტყლე, მეომარივით, მე შეგეკითხები და შენ
მიპასუხე: |
3 |
შეირტყენ ვითარცა მამაკაცმან წელნი შენნი, მე გკითხვიდე
და შენ მომიგებდ მე. |
4 |
სად იყავი, როცა დედამიწას ვაფუძნებდი? ამიხსენი, თუ
გაქვს გაგება. |
4 |
სადა იყავ, რაჟამს დავაფუძნებდ მე ქუეყანასა? მითხარ მე,
უკუეთუ იცი გულისჴმის-ყოფაჲ. |
5 |
ვინ დასაზღვრა მისი ზომები, თუ იცი? მასზე ბაწარი ვინ
გადაჭიმა? |
5 |
ვინ დადვა საზომი მისი, უკუეთუ იცი? ან ვინ მოიღო საზომი
მის ზედა? |
6 |
რაზე დგას მისი საძირკვლები ან ვინ დადო მისი ქვაკუთხედი, |
6 |
ანუ რასა ზედა კარშიკნი მისნი დამსჭუალულ არიან? ანუ ვინ
არს, რომელმან დადვა ლოდი იგი საკიდური მის ზედა? |
7 |
როცა გალობდნენ დილის ვარსკვლავები და ყიჟინობდნენ
ღვთისშვილები? |
7 |
ოდეს იქმნნეს ვარსკულავნი, მიქებდეს მე ჴმითა დიდითა
ყოველნი ანგელოზნი ჩემნი. |
8 |
ვინ ჩაუკეტა ზღვას კარიბჭენი, როცა საშოდან ამოხეთქა, |
8 |
და-უკუე-ვჰჴაშ ზღუაჲ ბჭეებითა, რაჟამს-იგი იშუებოდა,
დედის მუცლით გამო-რა-ვიდოდა. |
9 |
როცა ნისლი მივეცი სამოსელად და წყვდიადი - სახვევებად, |
9 |
დავსდევ მას ზედა ღრუბელი სამოსლად და ნისლითა წარვგრაგნე
იგი. |
10 |
როცა დავუდგინე ჩემი წესი და დავუტანე ურდული და
კარიბჭენი - |
10 |
დავსცენ მას ზედა საზღვარნი და დავაგენ მას კლიტენი და
ბჭენი. |
11 |
და ვთქვი, აქამდე მოდი, იქით აღარ, აქ შეწყდეს შენი
ტალღების აზვირთება-მეთქი? |
11 |
და ვარქუ: აქამომდე მოხჳდე და არა გარდაჰჴდე, არამედ შენ
ზედვე შეიმუსრნენ ღელვანი შენნი. |
12 |
თუ გიბრძანებია შენს სიცოცხლეში დილისათვის, თუ
გიჩვენებია ცისკრისათვის მისი ადგილი, |
12 |
ანუ შენ ზედა დავაწესე ნათელი განთიადისა, და მთიებმან
იცნა თჳსი იგი წესი |
13 |
რომ ეპყრა ქვეყნის კიდეები და ბოროტეულნი განეფერთხა
მისგან? |
13 |
მიწევნად ფრთეთა ქუეყანისათა, და განბნევად უღელნი
მისგან? |
14 |
გადაიქცევა საბეჭდავ თიხად და სამოსელივით აჭრელდება, |
14 |
ანუ შენ მოიდე მიწაჲ ქუეყანით და თიჴაჲ შეჰქმენ ცხოვლად
და პირმეტყუელად და დაადგინე ქუეყანასა ზედა? |
15 |
წაერთმევა ბოროტეულთ მათი ნათელი და აღმართული მკლავი
შეიმუსრება. |
15 |
ანუ შენ მოუღე ნათელი უღმრთოთა, და მკლავნი ამპარტავანთანი შენ შეჰმუსრენ?
|
16 |
თუ ჩაგიღწევია ზღვის წყაროებამდე? თუ გივლია უფსკრულის სიღრმეებში?
|
16 |
მი-მე-სრულ ხარა წყაროსა მას ზღჳსასა, ანუ კუალსა
უფსკრულთასა სრულ ხარა? |
17 |
თუ გაღებულა შენს წინაშე სიკვდილის კარიბჭენი და შავეთის
კარიბჭენი თუ გინახავს? |
17 |
გან-მე-გეხუნენა შიშით ბჭენი სიკუდილისანი, ანუ მეკარეთა
ჯოჯოხეთისათა გიხილონ და შეძრწუნდენ? |
18 |
თუ განგიცდია დედამიწის სიგრძე და განი? მითხარი, თუ იცი
ეს ყველაფერი? |
18 |
ანუ სწავლულ ხარა სივრცესა ცასა ქუეშე? მითხარ მე:
ვითარმე, ანუ რაბამ არს? |
19 |
სად არის გზა ნათლის სამყოფელისკენ და სად არის ბნელეთის
ადგილი, |
19 |
რომელსა ადგილსა იქცევის ნათელი, ანუ რომელი ადგილი არს
ბნელისაჲ? |
20 |
რომ დაიჭირო თავის საზღვართან და მიაგნო მისი სახლის
ბილიკებს? |
20 |
მი-ხოლო-თუ-მიიყვანო საზღვართა მისთა, გინათუ იცნი ალაგნი
მისნი? |
21 |
თუ იცოდი, რომ ოდესმე დაიბადებოდი და მრავალჟამიერი
იქნებოდი? |
21 |
მეცნიერმე ხარა? ვინ უწყის, მაშინ შობილ იყო და რიცხუნი
წელთა შენთანი ფრიად იყუნეს? |
22 |
თუ შეგიღწევია თოვლის საგანძურში და სეტყვის საგანძური თუ
გინახავს, |
22 |
მი-მე-სრულ ხარა საუნჯეთა თოვლისათა, გიხილვანა საუნჯენი
სეტყუათანი? |
23 |
რომელსაც ვიმარაგებ ძნელბედობისთვის, ომისა და ბრძოლის
დღისათვის? |
23 |
რამეთუ დაუუნჯებულ არიან დღედ მტერთა, დღედ ბრძოლისა და
ლალვისა. |
24 |
რა გზით ნაწილდება ნათელი, როგორ ვრცელდება აღმოსავლეთის
ქარი დედამიწაზე? |
24 |
ანუ ვინაჲ გამოვალს თრთჳლი, რომელი განეფინების სამხრით
ცასა ქუეშე? მითხარღა მე! |
25 |
ვინ გაუხსნა ნიაღვარს სადინარი და გზა - ჭექა-ქუხილს, |
25 |
ანუ ვინ განუმზადა წჳმისა სასტიკისა დინებაჲ, და გზაჲ
ნადირთა? |
26 |
რომ აწვიმოს უკაცრიელ მიწაზე, უდაბნოში, სადაც ადამიანი
არ ჭაჭანებს, |
26 |
სადა არს კაცი, უდაბნოთა უკაცურთა |
27 |
რომ მორწყას უდაბური ხრიოკები და აღმოაცენოს მწვანე
ბალახი? |
27 |
განაძღოს დაუთრგუნავნი და უშენნი. და აღმოაცენოს
მცენარენი? |
28 |
თუ ჰყავს წვიმას მამა ან ვინ დაბადა ნამის წვეთები? |
28 |
ვინ არს წჳმისა მამაჲ? ანუ ვინ არს, რომელმან შვნა შანთნი
ცუარისანი? |
29 |
ვისი საშოდან გამოვიდა ყინული და ციური ჭირხლი ვინ
დაბადა, |
29 |
ვისისა მუცლისაგან გამოვალს მყინვარი? ანუ ნეფხუაჲ ცასა
ქუეშე ვინ შვა? |
30 |
როცა ქვასავით მკვრივდება წყალი და იკვრის უფსკრულის
ზედაპირი? |
30 |
რომელი გარდამოვალს, ვითარცა წყალი მდინარე? ანუ პირნი
ცისანი ვინ დაადნო? |
31 |
თუ შეკრავ ხომლის საბელებს ან ორიონის საკვრელებს თუ გახსნი?
|
31 |
გულისჴმა-გიყოფიან საკჳრველნი ხომთანი, ანუ ზღუდენი ორიონთანი შენ განახუენ?
|
32 |
თუ ამოიყვან ზოდიებს თავ-თავის დროზე და დიდ დათვს თავისი
ბელებითურთ თუ წარუძღვები? |
32 |
შენ აღმოაბრწყინეა მთიები ჟამსა მისა და აფროდიტე შვილი
ზედა ქუეყანისა? |
33 |
თუ იცი ცათა კანონები ან თუ დაადგენ მის წესს ქვეყანაზე? |
33 |
ანუ ცანი ქუეშე ერთბამად რავდენნი ქმნილ არიან? |
34 |
ღრუბლებს თუ მიუწვდენ ხმას, რომ დაგფაროს წყლის თქეშმა? |
34 |
უწოდემეა ღრუბელთა ჴმითა და ძრწოლით, წყლითა მძაფრითა
გერჩდენ შენ? |
35 |
თუ დაიბარებ ელვას, რომ მოვიდეს და გითხრას: აქა ვარო! |
35 |
ანუ წარ-მე-ავლინნე მეხის-ტეხანი და წარვიდენ და გრქუან
შენ, ვითარმედ: რა უკუე არს? |
36 |
ვინ ჩადო გულში სიბრძნე ან ვინ მისცა გონებას
გამჭრიახობა? |
36 |
ანუ ვინ მოსცა დედათა ქსლისა სიბრძნე, ანუ ჭრელობისა
მეცნიერებაჲ? |
37 |
ვინ დათვლის ღრუბლებს სიბრძნით და ცის კოლოტებს ვინ
გადმოცლის, |
37 |
ანუ ვინ აღრაცხნა ღრუბელნი სიბრძნითა თჳსითა, და ცანი
ქუეყანად მოდრიკნა? |
38 |
როცა შედუღებულია მიწა და კოლბოხები ერთმანეთს ეწებება? |
38 |
განფენილ არს, ვითარცა მიაწჲ მტუერი, შევამტკიცო იგი,
ვითარცა ლოდსა კუბაჲ? |
39 |
ლომს შენ უნადირებ მსხვერპლს, შენ უკლავ შიმშილს ლომის
ბოკვერებს, |
39 |
ანუ შენ უნადირეა ლომთა საზრდელი, ანუ სულნი ვეშაპთანი
შენ განაძღენ? |
40 |
როცა ბუნაგებში განაბულან, როცა წვანან თავიანთ საფარში? |
40 |
და შეშინებულ არიან იგინი საწოლსა თჳსსა ზედა, სხენან
იგინი მაღნართა შინა და მზირიან. |
41 |
საზრდოს ვინ უმზადებს ყორანს, როცა მისი ბახალები ღმერთს
შესჩხავიან და მშივრები დაბორიალობენ? |
41 |
ანუ ვინ განუმზადა ყორანსა საზრდელი? რამეთუ მართუენი
მისნი უფლისა მიმარი, ღაღადებენ შეცთომილნი, საზრდელსა ეძიებედ. |