1 |
თუ იცი ჯიხვთა დაბადების ჟამი? ფურირმის მყვირალობა თუ შეგინიშნავს?
|
1 |
უკუეთუ სცნა ჟამი შობისაჲ ირემვაცთაჲ შინა, ანუ შენ დაუმარხეა სალმობაჲ ირემთა?
|
2 |
თუ დაგითვლია მისი მაკეობის თვეები? ან თუ იცი ჟამი
მოგებისა? |
2 |
და აღრაცხენ თთუენი შობისა მათისანი სავსებით, ანუ
სალმობანი მათნი შენ განჰჴსნენა? |
3 |
ჩაიმუხლებენ, გამოაგდებენ ნაშიერთ, უამდებათ შობის
ტკივილები. |
3 |
და განჰზარდენ მართუენი მათნი თჳნიერ შიშისა? და
სალმობანი მათნი მოუვლინენ? |
4 |
მაგრდებიან მათი შვილები, იზრდებიან ტრიალ მინდორზე,
იფანტებიან და უკან აღარ უბრუნდებიან. |
4 |
დასთხინენ შვილნი მათნი და განმრავლდენ შობითა. განვიდენ
და არღარა მოიქცენ თავით თჳსით. |
5 |
ვინ გაუშვა ნებაზე კანჯარი და ველურ ვირს საბელი ვინ
გაუხსნა, |
5 |
ანუ ვინ განუტევა კანჯარი თავისუფლად, და საკრველნი მათნი
ვინ განჴსნა? |
6 |
რომელსაც უდაბნო მივეცი სახლად და სამყოფლად - მლაშობი? |
6 |
ვყავ საყოფლად მათდა უდაბნოჲ და საძოვარად მათდა ქუეყანაჲ
მარილოვანი. |
7 |
ქალაქის ხმაურს არად აგდებს და გამრეკის შეძახილებს არ
უსმენს. |
7 |
ეკიცხენ სიმრავლესა ქალაქისასა და ბრძოლაჲ
ხარკის-მკრებელთაჲ არა ესმინ მათ. |
8 |
მთებზე საძოვრად დაეხეტება და ყოველგვარ სიმწვანეს
დაეძებს. |
8 |
განიმსტურნიან მთანი საძოვრად მათდა და შემდგომად კუალსა
ყოვლისა მდელოჲსასა ეძიებედ. |
9 |
თუ ისურვებს მარტორქა შენს სამსახურს? შენს ბაგებთან თუ
დაიღამებს? |
9 |
ანუ ინებოსმეა მარტორქამან მონებად შენდა, ანუ დაწოლად
ბაგასა შენსა? |
10 |
ბაწრით თუ დააკავებ მარტორქას ხნულთან? თუ დაგიფარცხავს
ნახნავებს შენს უკან? |
10 |
ანუ შე-მე-უკრა საბლითა უღელი მისი, ანუ ზიდვიდესმეა
ორნატსა შენსა ველსა ზედა? |
11 |
თუ დაენდობი მის ძლიერებას და შენს საშრომელს თუ მიანდობ? |
11 |
გინათუ ესვიდე მას, რამეთუ დიდ არს ძალი მისი. და მიუტეო
მას საქმე შენი. |
12 |
თუ გექნება იმედი, რომ თესლს დაგიბრუნებს და კალოზე
დაგიხვავებს? |
12 |
გრწამსა, ვითარმედ მოგაგოს შენ თესლი შენი და შემოიღოს
კალოსა შენსა? |
13 |
ხალისობენ სირაქლემას ფრთები, მაგრამ სიყვარულის
ნაკრეტენი და ბუმბულია ისინი? |
13 |
ფრთითა განსცხრებინ მჭურინავი, უკუეთუ მიუდგეს სირაქლემი
და იხჳ, |
14 |
რადგან მიწაზე დებს თავის კვერცხებს და ქვიშაში ათბობს
მათ; |
14 |
რამეთუ დაუტევნეს ქუეყანასა ზედა კუერცხნი მისნი და
მიწასა ზედა აცხობნ მათ, |
15 |
ავიწყდება, რომ ფეხით გაიჭეჭყება და ველის მხეცი გათელავს
მას. |
15 |
და დაავიწყდეს, სადა-იგი დააბნინა, და მჴეცთა ველისათა
დათრგუნნეს იგინი. |
16 |
სასტიკად ექცევა თავის ბარტყებს, თითქოს მისები არ ყოფილიყვნენ; ამაოა მისი გარჯა
სიფრთხილის გარეშე;
|
16 |
განფიცხნეს შვილნი მისნი, ვითარცა არა მისნი, ცუდად
დაშურა თჳნიერად შიშისა, |
17 |
რადგან ღმერთმა დაუკავა მას ჭკუა და წილად არ არგუნა
გონება; |
17 |
რამეთუ დაადუმა უფალმან მისმან სიბრძნე მისი და არა განუწილა მას
გულისჴმის-ყოფაჲ.
|
18 |
რაჟამს შეიმართება გასაფრენად, დასცინის ცხენსა და
მხედარს. |
18 |
ჟამად-ჟამად სიმაღლისა აღიმაღლის, ეკიცხევნ ცხენზედა და
ზედამჯდომელსა. |
19 |
შენ ახტუნებ კალიასავით? მისი დიდებული ჭიხვინი
ზარდამცემია! |
19 |
ანუ შენ შეჰმოსეა ძალი ცხენსა და შეარტყ ქედსა მისსა
შაში? |
20 |
|
20 |
და შეჰმოსე საჭურველი და დიდებაჲ მკერდსა მისსა და
კადნიერებაჲ? |
21 |
მიწას თხრის ველზე და ხარობს, ძლიერი ჭენებით მახვილს
ეგებება. |
21 |
აღმოითხრინ ფერჴითა და იბეკნ ველსა ზედა, იზახებნ და
განვალნ ველად. |
22 |
შიშს დასცინის, არ ფრთხება და მახვილისგან პირს არ
აბრუნებს; |
22 |
შემთხუევასა ისრისასა ეკიცხევნ და არა გარემიიქცის
მახჳლისაგან. |
23 |
მის თავზე ჟღრიალებს კაპარჭი, ელავს შუბისწვერი და
ჰოროლი. |
23 |
მის ზედა ოხრინ რაჲ მშჳლდი და მახჳლი, ლახურისა და
ჰოროლისა ძრვაჲ. |
24 |
გრიალ-დგანდგარში ყლაპავს მიწას და ბუკის ხმა ვერ
აკავებს; |
24 |
და რისხვითა განჰრყუნინ ქუეყანასა და არა ჰრწამნ,
ვიდრემდე დაჰბერონ. ნესტუმაღა ჴმა-ყვის. |
25 |
ბუკის ცემაზე, იტყვის: აჰა! და შორითვე იყნოსავს ბრძოლას,
სარდლის შეძახილებს და ყიჟინას. |
25 |
მან თქჳს: ვაშა, ვაშა! შორითავე სული ეცის ბრძოლისაჲ და
ზედამისლვა და ღაღადებაჲ. |
26 |
შენს ჭკუაზე ნავარდობს ქორი და სამხრეთისკენ მიფრინავს
ფრთაგაშლილი? |
26 |
ანუ შენითა სწავლითა დადგის ქორი? განიპყრნის ფრთენი
თჳსნი და შეუძრველად დგან და იხედავნ ჩრდილოჲთ კერძო. |
27 |
შენს ბრძანებაზე აღმაფრენს არწივი და იკეთებს მაღლა თავის
ბუდეს? |
27 |
ანუ შენითა ბრძანებითა აღმაღლდის ორბი და ყანჩი დაჯდის
მართუეთა ზედა? |
28 |
კლდეზე სახლობს და ათევს ღამეს, კლდის ქიმია მისი
ციხე-სიმაგრე; |
28 |
და იქცევინ მწუერვალთა ზედა კლდისათა ფარულად, |
29 |
იქიდან ეძებს საკვებს, შორიდანვე ჭვრეტს მისი თვალი; |
29 |
მუნ არნ და ეძიებნ საზრდელსა, შორით თუალნი მისნი ხედვენ, |
30 |
მისი მართვენი სისხლს ხვრეპენ და სადაც ლეშია, იქ
გაჩნდება. |
30 |
მართუენი მისნი შეიბღალნიან სისხლითა, სადაცა არს მძორი,
მეყსეულად მუნ იპოვნიან. |
|
თავი 40 |
|
|
1 |
მიუგო უფალმა იობს და უთხრა:
|
31 |
და მიუგო უფალმან ღმერთმან იობს და ჰრქუა:
|
2 |
რას ედავება ყოვლადძლიერს შარიანი კაცი? ღვთის
მამხილებელი ამაზე პასუხს აგებს. |
32 |
აწ ნუუკუე შენ სასჯელსა შემძლებელისა თანა ერიდები,
რომელი ამხილებდეს ღმერთსა, მიეგოს მას სიტყუაჲ. |
3 |
მიუგო იობმა უფალს და უთხრა: |
33 |
მიუგო იობ და ჰრქუა უფალსა: |
|
|
34 |
რასაღამე ვისაჯები სწავლასა შინა და ვამხილებ უფალსა და
მესმნეს ესოდენნი ესე არარასა ამას? |
4 |
აჰა, ნამცეცი ვარ, რა გიპასუხო? პირზე მაქვს ხელი
მიდებული. |
35 |
და მე რაჲ სიტყუაჲ უპოო ესოდენისა მიმართ, ჴელი დავიდვა
პირსა ჩემსა? |
5 |
ერთხელ ვთქვი და მეტს აღარ ვიტყვი, მეორეჯერაც და -
დავდუმდები. |
36 |
ერთგზის ვიტყოდი და მერმე არღარა შევსძინო. |