1 |
მიუგო ელიფაზ თემანელმა და უთხრა:
|
1 |
მიუგო ელიფას თემანელმან და ჰრქუა:
|
2 |
რომ ვცადოთ შენთან ლაპარაკი, ვაითუ დაგიმძიმდეს
სატკივარი. მაგრამ ვის ძალუძს დადუმება? |
2 |
ნუუკუე მრავალგზის თქმულ არიან შენდამი? შრომით ძალსა
მაგას სიტყუათა შენთასა ვინ დაუთმოს? |
3 |
შენ ხომ ბევრს არიგებდი ჭკუას და დაუძლურებულ მკლავებს
განამტკიცებდი, |
3 |
დაღათუ შენ განსწავლენ მრავალნი და ჴელსა უძლურთასა
ნუგეშინის-გეცა. |
4 |
წაქცეულს ფეხზე აყენებდი შენი სიტყვით და ჩაკეცილ მუხლებს
აღონიერებდი. |
4 |
და სნეულნი აღგედგინნეს და მუჴლთა უძლურთასა კადნიერებაჲ
გეცა. |
5 |
ახლა შენ დაგიდგა ჯერი და ილაჯი გაგიწყდა; შენ გეწია და
შეძრწუნდი! |
5 |
აწმცა მოწევნულ არს შენ ზედა სალმობაჲ. და შეგეხო შენ,
ხოლო შენ ისწრაფე! |
6 |
განა მოშიშება არ გქონდა სასოდ? განა შენი სიალალის იმედი
არ გქონდა? |
6 |
ანუ არა აწ შიში ეგე შენი არს უგუნურებით და სასოებაჲ
შენი და უკეთურებაჲ გზათა შენთა? |
7 |
გაიხსენე, თუ ვინმე დაღუპულა უდანაშაულო, მართალნი თუ
ამომწყდარან? |
7 |
აწ მოიჴსენე: ვინმე წმიდა იყო და წარწყმდა, ანუ ოდეს სადა
ჭეშმარიტნი ძირითურთ აღიფხურნეს, |
8 |
როგორც მინახავს, სიავის მხვნელნი და სიცრუის მთესველნი
მასვე მოიმკიან. |
8 |
ვითარცასახედ ვიხილენ, რომელნი-იგი უჯეროსა ჴნვიდეს, ხოლო
რომელნი სთესვენ მას, სალმობაჲ მოიმკონ. |
9 |
უფლის სუნთქვაზე დაიღუპებიან და მისი რისხვის ქარზე
გაწყდებიან. |
9 |
ბრძანებითა ღმრთისაჲთა წარწყმდენ და სულითა რისხვისა
მისისათა განირყუნეს. |
10 |
ლომის ღრიალი მიწყდება და მხეცის კბილები შეიმუსრება; |
10 |
ძალი ლომისაჲ და ჴმაჲ ლომისა ძუვისაჲ, ზახებაჲ ვეშაპთაჲ
დაშრტა. |
11 |
ლომი უნადავლოდ დაიღუპება, ძუ ლომის ბოკვერნი
გაიფანტებიან; |
11 |
ჯინჭველლომი მოისპო, რამეთუ არა იყო მისა საზრდელ. ლეკუთა ლომისათა დაუტევეს
ერთმანერთი. |
12 |
იდუმალ მომეპარა სიტყვა და ჩურჩული ჩამესმა ყურში; |
12 |
უკუეთუმცა სიტყუაჲ რაჲმე ჭეშმარიტი ყოფილ იყო თქმულთა შინა შენთა, არამცა რაჲ
ბოროტი შემთხუეულ იყო შენდა. აწ არა ნუ უფალი არს, რომელმან ასწავის
გულისჴმის-ყოფაჲ და მეცნიერებაჲ.
|
13 |
ღამეულ ჩვენებებში ფიქრების დროს, როცა ძილბურანს მიაქვს კაცი,
|
13 |
შიშითა და ოხრითა ღამისათა დაეცის შიში კაცთა ზედა. |
14 |
შიშმა შემიპყრო და ყოველი ძვალი ჩემი შეაძრწუნა; |
14 |
ზარი შემემთხჳა მე და შიში და დიდად ძუალნი ჩემნი შეაძრწუნნეს |
15 |
წინ ჩამიქროლა სულმა და ტანზე თმები ამებურძგლა. |
15 |
და სული პირად ჩემდა მოიწია. შეძრწუნდეს თმანი ჩემნი და ჴორცნი. |
16 |
შედგა, მაგრამ ვერ გავარჩიე მისი სახე, რაღაც ხატება იყო ჩემ თვალწინ, დუმილი და,
აჰა, მერე ხმა გავიგონე: |
16 |
და აღვდეგ და არა ვიცან თავი ჩემი. ვიხილე და არა იყო ხატი წინაშე თუალთა ჩემთა,
არამედ ნიავი და ჴმაჲ ხოლო მესმოდა. |
17 |
ღმერთზე მართალია ადამიანი? თავის შემქმნელზე წმიდაა კაცი? |
17 |
აწ რაჲ? ნუუკუე წმიდა სადამე იყოს კაცი წინაშე უფლისა, ანუ საქმეთა თჳსთაგან უბიწო
იყოს კაცი? |
18 |
აჰა, თავის ყმებში შეაქვს ეჭვი და თავის ანგელოზებშიც კი პოულობს ნაკლს! |
18 |
ანუ მონათა თჳსთა არამე არწმუნოს და ანგელოზთათჳს დრკუდ რამე განიზრახა? |
19 |
რაღა ითქმის თიხის სახლებში მცხოვრებლებზე, მტვერში რომ უდგათ საფუძველი? მღილებზე
უმალ რომ იჭყლიტებიან? |
19 |
ხოლო დამკჳდრებულნი იგი სახლსა შინა თიჴისასა, რომელნი-ესე მისვე თიჴისაგანნი ვართ,
რავდენ დასცნა იგინი მღილისსახედ. |
20 |
დილასა და მწუხრს შორის რომ იღუპებიან, სამარადისოდ ქრებიან უსახელოდ? |
20 |
და განთიადითგან მწუხრადმდე არღარა არიან, |
21 |
აჰა, გაწყდება მათი სიცოცხლის ძაფი და უაზროდ დაიხოცებიან. |
21 |
რამეთუ ვერ ეძლო მათ თავთა თჳსთა შეწევნად და წარწყმდეს. |
|
|
22 |
მოჰბერა მათ ზედა და განჴმეს და წარწყმდეს, რამეთუ არა აქუნდა მათ სიბრძნე. |