|
|
|
თავი 39 |
1 |
1. მიუგო უფალმა იობს და უთხრა:
|
31 |
და მიუგო უფალმან ღმერთმან იობს და ჰრქუა:
|
2 |
რას ედავება ყოვლადძლიერს შარიანი კაცი? ღვთის
მამხილებელი ამაზე პასუხს აგებს. |
32 |
აწ ნუუკუე შენ სასჯელსა შემძლებელისა თანა ერიდები,
რომელი ამხილებდეს ღმერთსა, მიეგოს მას სიტყუაჲ. |
3 |
მიუგო იობმა უფალს და უთხრა: |
33 |
მიუგო იობ და ჰრქუა უფალსა: |
|
|
34 |
რასაღამე ვისაჯები სწავლასა შინა და ვამხილებ უფალსა და
მესმნეს ესოდენნი ესე არარასა ამას? |
4 |
აჰა, ნამცეცი ვარ, რა გიპასუხო? პირზე მაქვს ხელი
მიდებული. |
35 |
და მე რაჲ სიტყუაჲ უპოო ესოდენისა მიმართ, ჴელი დავიდვა
პირსა ჩემსა? |
5 |
ერთხელ ვთქვი და მეტს აღარ ვიტყვი, მეორეჯერაც და -
დავდუმდები. |
36 |
ერთგზის ვიტყოდი და მერმე არღარა შევსძინო. |
|
|
|
თავი40 |
6 |
მიუგო უფალმა იობს გრიგალიდან და უთხრა: |
1 |
მერმე მიუგო უფალმან იობს და ჰრქუა ღრუბლით გამო:
|
7 |
შემოისარტყლე წელი მამაკაცურად, შეგეკითხები და
გამაგებინე: |
2 |
ნუ ეგრე, არამედ შეირტყენ, ვითარცა მამაკაცმან წელნი
შენი. მე გკითხვიდე და შენ მომიგებდე მე. |
8 |
გინდა გააუქმო ჩემი სამართალი, გამამტყუნო, რომ თავად
გამართლდე? |
3 |
ნუ განაგდებ სასჯელსა ჩემსა, ანუ ჰგონებ, ვითარმცა სხუად
რადმე გამოგეცხადე შენ? არამედ, რათა გამოსჩნდე მართლად. |
9 |
იქნებ ღვთისდარი მკლავი გაქვს და მისი ხმით გრგვინვა
შეგიძლია? |
4 |
აწ მკლავი შენი ნუ არსა უფლისა მიერ, ანუ ჴმისა მისებრ
ჰქუხდე? |
10 |
აბა, შეიმკე დიდებით და სიდიადით! აბა, შეიმოსე ნათელი და
შარავანდი! |
5 |
აღიღე სიმაღლე და ძალი, დიდებაჲ და პატივი შეიმოსე. |
11 |
აბა, გადმოაფრქვიე შენი რისხვის ცეცხლი! დახედე
განდიდებულს და დააკნინე! |
6 |
და წარავლინენ ანგელოზნი რისხვისანი, დაშრიტე,
მაგინებელნი დაამდაბლენ და ამპარტავანი დაშრიტე. |
12 |
დახედე განდიდებულს და დაამდაბლე, ადგილზევე გააცამტვერე
ბოროტეულნი! |
7 |
დაალპენ უღმრთონი მეყსეულად, |
13 |
მტვერში ჩამარხე ერთიანად და შავეთში მობურე მათი
პირისახე. |
8 |
დაჰფარენ ქუეყანასა მას გარესკნელსა ერთბამად, და პირნი
მათნი გინებითა აღავსენ. |
14 |
მაშინ მეც დაგიჯერებ, რომ შენს მარჯვენას ძალუძს შენი
გადარჩენა. |
9 |
აღმიაროსა, ვითარმედ ძალ-უც მარჯუენესა შენსა? |
15 |
აჰა, ბეჰემოთი, შენთან ერთად რომ შევქმენი, ჭამს ხარივით
ბალახს. |
10 |
არამედ, აჰა, ეგერა, მჴეცნიცა შენ წინაშე თივასა, ვითარცა
ზროხანი, ჭამენ. |
16 |
აჰა, ძალა მისი მის წელშია, მისი სიმაგრე - მუცლის
კუნთებშია; |
11 |
აჰა, ეგერა, ძალი მისი წელთა მისთა და ძლიერებაჲ მისი
უპესა მუცლისასა |
17 |
ნაძვივით დრეკს თავის კუდს, თეძოების ძარღვები გადაგრეხილი აქვს;
|
12 |
აღჰმართა ბოლოჲ მისი, ვითარცა საროჲ. ხოლო ძარღუნი მისნი
შეთხზულ არიან. |
18 |
მისი ძვლები სპილენძის მილებია, მისი სახსრები - რკინის
წნელები; |
13 |
გუერდნი მისნი გუერდნი რვალისანი და ზურგისძუალი მისი
რკინაჲ დასხივებული, |
19 |
ის პირველია ღვთის ქმნილებებში, მხოლოდ მისი გამჩენი თუ
დაჰკრავს მახვილს; |
14 |
ესე იგი არს დასაბამად დაბადებისა უფლისა, და შექმნული
სამღერელად ანგელოზთა მისთა. |
20 |
მთები აძლევს მას საზრდოს და ველის ყოველი მხეცი იქ
ერთობა. |
15 |
მოვიდეს მთასა მყარსა მწუერვალსა, ყვის მხიარულებაჲ ოთხფერჴთაჲ. ტარტაროსსა
შიდა.
|
21 |
ლაქაშებში წვება, ლერწმის საფარში და ჭაობებში; |
16 |
ქუეშე თითოფერთა ხეთა დაწჳს ჭილსა თანა ლერწამსა და
ლელსა. |
22 |
ლაქაშები ჩრდილს აფენს მას, ღელის ძეწნები გარს ახვევია; |
17 |
აგრილობედ მას ხენი დიდ-დიდნი მორჩითურთ და რტონი
აგნისანი ნუ იყოს ღათუ. |
23 |
აჰა, ბობოქრობს მდინარე, ის კი არ ფრთხება, მშვიდად არის,
თუნდაც იორდანე მიეღვაროს პირში. |
18 |
წყლით-რღუნაჲ ვერ აგრძნეს, ესავნ თავსა თჳსსა
მი-ღა-თუ-ჰმართის იორდანემან პირსა მისსა. |
24 |
თვალით ვინ დაიჭერს მას, მახით ვინ გაუხვრეტს ცხვირს? |
19 |
თუალსა მისსა შთაიწრიდოს იგი, განდრეკასა მას მისსა
განუჴურიტოს ცხჳრი მისი. |
25 |
თუ ამოათრევ ანკესით ლევიათანს და ბაწრით თუ დაუბამ ენას? |
20 |
მო-მე-ითრიოა ვეშაპი სამჭედურითა და განიღო ხრატუკი
ნიღრსა მისსა? |
26 |
ცხვირში თუ გაუყრი კაუჭს და ყბაში ჩანგალს თუ მოსდებ? |
21 |
ანუ ამოაცუა გრკალი ნიჩურსა მისსა და გრგოლითა განუჴურიტო
ბაგე მისი? |
27 |
თუ დაგიწყებს ბევრ ვედრებას ანთუ ტკბილი სიტყვით
დაგეუბნება? |
22 |
და გეტყოდის შენ ვედრებით, მოქენებით ქუემო? ანუ დადვას
აღთქმაჲ შენ თანა. |
28 |
თუ დაგიდებს აღთქმას ანთუ სამუდამო ყმად გაიხდი? |
23 |
და მოიყვანთ იგი მონად საუკუნოდ? |
29 |
თუ დაუწყებ თამაშს, როგორც ჩიტს რასმე, თუ დააბამ შენი
გოგონებისთვის? |
24 |
და ემღერდე მას, ვითარცა მფრინველსა, ანუ შეუკრა იგი
ვითარცა სირი ყრმასა? |
30 |
თუ მოივაჭრებენ მას მოვაჭრენი, თუ დაანაწილებენ
ქანაანელთა შორის? |
25 |
განძღენ მით წარმართნი და განიყონ იგი ზღჳსკიდისა
ნათესავთა? |
31 |
თუ დაუფარავ კანს ჰოროლებით და თავს - ბარჯებით? |
26 |
ყოველნი ღათუ მენავენი შეკრბენ, ვერ მოიღონ ერთი ქეცი
ბოლოჲსა მისისაჲ და ნავებითა მესათხევლეთათა თავი მისი. |
32 |
შეახე მას ხელი და გახსოვდეს ბრძოლა, მეტს აღარ ეცდები. |
27 |
ანუ დასდვა ჴელი შენი მას ზედა და მოიჴსენო ბრძოლაჲ იგი,
რომელი იყო ჴორცთა მისთა ზედა. და ნუღარა იყოფინ. |
|
|
28 |
არა გიხილავსა იგი და არცა სიტყუათა ამათ ზედა
დაგიკჳრდების? |