1 |
აჰა, უმტყუნებს მას იმედი, მის ერთ შეხედვაზე დაეცემა.
|
|
|
2 |
მის აღძვრას ვერავინ ბედავს თუ მე ვინღა დამიდგება წინ? |
1 |
ანუ არა ჰგონებ, რამეთუ განმზადებულ არს ჩემდა? ვინმე
უკუე არ წინაადმდგომ? ანუ ვინ წინააღმიდგეს მე და დამითმოს? |
3 |
ვისი რა მმართებს, რომ გადავუხადო? ყველაფერი ჩემია
ცისქვეშეთში. |
2 |
რამეთუ ყოველივე ცასა ქუეშე ჩემი არს? |
4 |
არ შევწყვეტ სიტყვას მისი სხეულის ასოებზე, მის
ძლიერებაზე და მისი აღნაგობის სილამაზეზე. |
3 |
არა დავდუმნე მისთჳს, და სიტყუამან ძლიერებისამან
შეიწყალოს სწორი მათი. |
5 |
ვინ გახდის მას ზედა სამოსელს? მის ორ ყბას შუა ვინ
შეაღწევს? |
4 |
ვინმე გამოაცხადოს პირი შემოსილებისა მისისაჲ? და
შეწებულთა მკერდისა მისისათა ვინმე შევიდეს? |
6 |
მისი პირისახის კარს ვინ გააღებს? მის კბილთა ირგვლივ
საშინელებაა! |
5 |
ანუ ბჭენი პირისა მისისანი ვინმე განახუნეს? გარემო
კბილთა მისთა შიში. |
7 |
მისი ზურგი დელამფართა წყებაა, მჭიდრო ბეჭდებით შეკრული; |
6 |
ნაწლევნი მისი ასპიდი რვალისანი ნაწევარი მისი, ვითარცა
მყარი ლოდი. |
8 |
ერთი მეორეზეა მიჯრილი და ქარი არ ატანს მათ შორის; |
7 |
ერთი ერთსა შეყოფილ, სული ვერ განვიდეს მას. კაცი ძმასა
თჳსსა შეეყოს. |
9 |
ერთმანეთს შეეწებნენ, შედუღდნენ და აღარ სცილდებიან; |
8 |
შეეყუნენ და არა განაშორნენ. |
10 |
მისი დამცხიკვება შუქს აფრქვევს, მისი თვალები განთიადის
წამწამებია; |
9 |
კცენასა მისსა გამოჰკრთებიან ნათელნი, ხოლო თუალნი მისნი,
ვითარცა ხილთაჲ მთიებისაჲ. |
11 |
მისი პირიდან მაშხალები გამოდის, ცეცხლის ნაკვერჩხლები
ცვივიან; |
10 |
პირისა მისისაგან გამოვლენ ლამპარნი მგზებარენი, და
გამოსცჳვიან შანთნი ცეცხლისანი. |
12 |
ნესტოებიდან კვამლს უტევებს, როგორც მდუღარე ქვაბი,
როგორც ნახანძრალი ლერწამი; |
11 |
ცხჳრთა მისთაგან გამოვალს საჴმილი აღგზებული ცეცხლისა
ნაკუერცხალისაჲ. |
13 |
მისი სუნთქვა მუგუზლებს აღვივებს და მისი პირიდან ალი
გამოდის; |
12 |
სული მისი ნაკუერცხალ არს. ალი პირისა მისისაგან
გამოვალს. |
14 |
მის ქედზე ძალაა დავანებული და მის წინაშე როკავს შიში;
|
13 |
ქედსა მისსა ზედა დადგრომილ არს ძალი, წინაშე მისსა რბინ
წარსაწყმედელი. |
15 |
ხორცის ნაკვთები მისი შენივთულია ერთმანეთთან, მკვრივად
აფენია, შეუძვრელად; |
14 |
ჴორცნი გუამისა მისისანი შეყოფილ არიან, წარმო-თუ-ეცეს მის ზედა დარღუნაჲ.
|
16 |
ქვასავით მკვრივია მისი გული, მკვრივია ქვედა დოლაბივით. |
15 |
არა შეიძრნენ, გული მისი დამყარებულ არს, ვითარცა ლოდი და
ჰგიეს იგი, ვითარცა გურდემლი განუჭედელი. |
17 |
წამოიმართება და ფრთხებიან ძლიერნი, თავზარდაცემისგან
გონს კარგავენ; |
16 |
გარემოქცევასა მისსა შიში მჴეცთა ოთხფერჴთაჲ, ქუეყანასა
მავალთაჲ. |
18 |
მახვილი ვერ უძლებს მას, ვერც შუბი, ვერც ჰოროლი, ვერც
ჯავშანი; |
17 |
უკუეთუ შეემთხჳნენ მას ლახუარნი, რაჲ უყონ მას |
19 |
რკინა ჩალად უჩანს და ფუტურო ხედ - რვალი; |
18 |
სათხედი და თორნი? (!) შეურაცხიეს მას რკინაჲ გზედ, ხოლო
რვალი ვითარცა ძელი. |
20 |
ვერ გააქცევს მას მშვილდის ნასხლეტი, თივის ბულულია
მისთვის შურდულის ქვები; |
19 |
ვერ მოწყლას იგი მშჳლდმან რვალისამან, შეურაცხიეს მას
კლდეთაგან ქვაჲ თივად. |
21 |
ბზედ უჩანს ლახტი და ლახვრის შხუილზე ეღიმება; |
20 |
და ვითარცა ლერწამი შეურაცხია მას ურონი. ეკითხევნ იგი
ძრვასა ცეცხლშემოსილსა. |
22 |
წამახული ქვები აქვს მუცლის ქვეშ, განრთხმულია კევრივით
ჭონჭყოში; |
21 |
სარეცელნი მისნი, ისრისპირნი, მახჳლნი და ყოველნი ოქრონი
ზღჳსა მის ქუეშე, ვითარცა თიჴა ურიცხჳ. |
23 |
ქვაბივით ადუღებს უფსკრულს, ზღვას საცხებლის კოჭობად
აქცევს; |
22 |
აღადუღის უფსკრული, ვითარცა ქუაბი. შეურაცხიეს ზღუაჲ
საცხებელად ოდენ. |
24 |
თავის უკან ასხივებს ბილიკს, ჭაღარად ჩნდება ზღვის
მორევი; |
23 |
ხოლო ტარტაროსი უფსკულისაჲ, ვითარცა ტყვე, შერაცხა
უფსკრული სამოთხველად. |
25 |
არ არის მიწაზე მისი მსგავსი, უშიშრად არის გაჩენილი; |
24 |
და არარაჲ არს არცაღა ერთ მსგავსი მისი ქუეყანასა ზედა.
და შექმნილ არს იგი სამღერელად ანგელოზთა ჩემთათჳს. |
26 |
ყოველი მაღლის მჭვრეტელია, მეფობს ყოველ ამპარტავანზე. |
25 |
ყოველსა მაღალსა ხედავს, და იგი არს მეუფე ყოველთა, რაჲ
არიან წყალთა შინა. |