1 |
შეჰღაღადე, ვინ გიპასუხებს? წმიდათაგანს ვის მიმართავ?
|
1 |
ხადოდეღა შენ, უკუეთუ ვინმე გერჩდეს, გინათუ ანგელოზთაგანი, წმიდათა იხილო.
|
2 |
უგუნურს ღუპავს ბრაზი, ბრიყვს შური კლავს. |
2 |
და რამეთუ უგნური იგი რისხვამან მოკლის, ხოლო შეცთომილი
იგი მოაკუდინის შურმან. |
3 |
მე ვნახე ფესვგადგმული უგუნური და მეყსეულად შევაჩვენე
მისი ბინა. |
3 |
მე ვიხილენ უგნურნი, რომელთა ძირნი დაებნეს, არამედ
მეყსეულადვე შეიჭამა როჭიკი მათი. |
4 |
შორს არიან მისი შვილები ხსნისაგან, კარიბჭესთან სცემეს
მათ და არავინ იყო მშველელი. |
4 |
განეშორნეს ძირნი მათნი ცხორებისაგან და იქენჯნებოდენ
იგინი კართა ზედა უნაკლულევანესთანა და არავინ იყოს განმრინებელ მათდა. |
5 |
რასაც მოიმკის, მშიერი შეუჭამს, ეკლებიდანაც კი ააცლიან.
მწყურვალი კაცი შთანთქავს მათ დოვლათს. |
5 |
რამეთუ, რაჲ-იგი მათ შეიკრიბეს, მართალთა შეჭამონ და
იგინი ბოროტისაგან ვერ განერნეს. გამოიწოვენ ძალი მათი, |
6 |
რადგან სატკივარი მტვერიდან არ ამოდის და მიწიდან არ
აღმოცენდება სატანჯველი. |
6 |
რამეთუ არა გამოჴდის ქუეყანით ბნელი, არცა მთათაგან
აღმოსცენდის სალმობაჲ. |
7 |
ადამიანი სატანჯველად იბადება და ნაბერწკლებივით მაღლა
მიისწრაფის. |
7 |
არამედ კაცი იშვების სალმობად, მართუენი ყანჩისანი
მაღალსა ფრინვენ. |
8 |
ისევ ღმერთს დავეკითხები და ღმერთს მივანდობ ჩემს საქმეს, |
8 |
არა ეგრე, არამედ მე უფალსა ვევედრებოდე და უფალსა
ღმერთსა, ყოვლისა მპყრობელსა ვხადოდე, |
9 |
შემოქმედს სიდიადეთა და გამოუკვლეველ საკვირველებათა,
რომელთაც არა აქვს რიცხვი, |
9 |
რომელმან ქმნნა დიდ-დიდნი და გამოუკლეველნი დიდებულნი და
საკჳრველნი, რომელთა არა არს რიცხჳ, რომელმან მოსცის წჳმაჲ ქუეყანასა და
მოავლინის წყალი ცასა ქუეშე. |
10 |
მაწვიმებელს მიწის პირზე და წყლის გამომგზვნელს ყანების პირზე, |
10 |
|
11 |
რათა მდაბალნი აამაღლოს და დამწუხრებულნი ხსნად
აღზევდნენ. |
11 |
რომელმან ქმნნის მდაბალნი მაღალ და წარწყმედულნი
აღმართნის, |
12 |
ის ფუშავს ცბიერთა ზრახვებს და მათი ხელები ვეღარ
ასრულებენ ჩანაფიქრს. |
12 |
და აგნის ზრახვანი წარმართთანი და არა ქმნის ჴელთა მათთა ჭეშმარიტებაჲ. |
13 |
ის იჭერს ბრძენკაცებს მათივე ცბიერებით და ხრიკიანთა თათბირი ფუჭი ხდება. |
13 |
რამეთუ წარეწიის ბრძენთა გონიერებითა და ზრახვა იგი მრავალმთხზველთა განაქარვა. |
14 |
დღისით უკუნეთს აწყდებიან და ხელისცეცებით დადიან შუადღისას, როგორც ღამეში. |
14 |
დღისი შეემთხჳოს მათ ბნელი და შუვასამხრის ეჩქუეფებოდიან, ვითარცა ღამე. წარწყმდედ
იგინი ბრძოლასა შინა. |
15 |
ის იხსნის ღატაკს მახვალისგან, მათი პირიდან და მაგარი ხელიდან.
|
15 |
უძლური იგი განერის ჴელისაგან ძლიერისა.
|
16 |
ბეჩავი კაცი იმედით ცოცხლობს, უკეთურება კი პირს მუწავს. |
16 |
იყავნ უძლურისა მის სასოებაჲ და ცრუისა მის პირი დაიყავნ. |
17 |
აჰა, ნეტარია კაცი, რომელსაც ამხილებს ღმერთი! ყოვლადძლიერის შეგონებას ნუ
უკუაგდებ! |
17 |
ხოლო ნეტარ არს კაცი, რომელსა ამხილა უფალმან. სწავლასა ყოვლისა მპყრობელისასა ნუ
განიშორებ, |
18 |
ის წყლავს და ისევ უხვევს ჭრილობებს, ის ჰგვემს, მაგრამ კურნავს თავისივე ხელით. |
18 |
რამეთუ მან ალმის და მერმე კუალად მოაგის, დასცა და ჴელთა მისთა განკურნეს. |
19 |
ექვს განსაცდელში დაგიჭარავს და მეშვიდეგზის ბოროტება არ შეგემთხვევა. |
19 |
ექუსგზის ბოროტისაგან გიჴსნეს შენ და მეშჳდესა მას არა შეგეხოს შენ ბოროტი. |
20 |
შიმშილობის დროს სიკვდილისგან გიხსნის და ომში - მახვილისგან, |
20 |
სიყმილსა გიჴსნეს შენ სიკუდილისაგან, ბრძოლასა შინა ჴელისაგან მახჳლისა განგარინოს
შენ. |
21 |
ენის შოლტს დაემალები და არ შეგეშინდება განადგურებისა, როცა კი მოვა. |
21 |
გუემისაგან ენისა დაგიფაროს შენ და არა გეშინოდის შენ ბოროტისაგან მომავალისა. |
22 |
განადგურებაზე და შიმშილზე გაგეცინება და მიწის მხეცებისა არ შეგეშინდება. |
22 |
ცრუთა და უსჯულოთა ეკიცხევდე და მჴეცთაგან ველურთა არა გეშინოდის. |
23 |
რადგან ყანის ქვებთან აღთქმა გექნება და ველის მხეცებთან მშვიდობაში იქნები. |
23 |
რამეთუ მჴეცნი ველისანი დაგიმშჳდნენ შენ. |
24 |
დაინახავ, რომ მშვიდობაა შენს კარავში, თვალს მოავლებ შენს საცხოვრებელს და
დანაკლისი არ გექნება. |
24 |
მაშინ სცნა, რამეთუ მშჳდობა არს სახლსა შენსა და წესმან საყოფლისა შენისამან არა
ცოდოს. |
25 |
დაინახავ, რომ გამრავლდა შენი მოდგმა და მიწის ბალახივითაა შენი ნაშიერი. |
25 |
მაშინ სცნა, რამეთუ მრავალ არს ნათესავი შენი და შვილნი შენი, ვითარცა ყოველი
მწუანვილი ველისაჲ. |
26 |
სისრულით ჩახვალ სამარეში, როგორც პურის ძნა შემოდის თავის დროზე. |
26 |
და მოხჳდე საფლავად, ვითარცა იფქლი ჟამისაჲ ჟამსა თჳსსა მომკილი, ანუ ვითარცა ზჳნი
კალოსაჲ ჟამად-ჟამად შეკრებილი. |
27 |
აი, ეს არის, რაც გამოვიკვლიეთ, ეს ჭეშმარიტებაა! შეისმინე და იცოდე შენთვის! |
27 |
აჰა, ესე ესრეთ გამოვიკულიეთ და ესე არს, რომელი გუასმიეს, ხოლო შენ ცან თავისაჲ,
რაჲ-იგი შენ გიქმნიეს. |