1 |
მიუგო იობმა და უთხრა:
|
1 |
მიუგო იობ და თქუა:
|
2 |
რომ აწონილიყო ჩემი წუხილი და ჩემი ტანჯვა ერთბაშად
დადებულიყო სასწორზე, |
2 |
უკუეთუმცა ვინმე წონით აღწონნა რისხვანი ჩემნი და
სალმობანი ჩემნი და აღიხუნა სასწორითა ერთბამად, |
3 |
ახლა ზღვის ქვიშაზე უფრო მძიმე იქნებოდა; ამიტომაც
სიმწრით არის სავსე ჩემი სიტყვები. |
3 |
ქჳშისამცა ზღჳსკიდისა უმძიმეს იპოვა, არამედ, ვითარ
საგონებელ არს, სიტყუანი ჩემნი ვიდრემე არიან ბოროტ. |
4 |
რადგან ჩარჭობილი მაქვს ყოვლადძლიერის ისრები და შხამს
წოვს ჩემი სული. ღვთის საშინელებებმა შემომიტიეს. |
4 |
რამეთუ ისარნი უფლისანი ჴორცთა ჩემთა განწონილ არიან,
რომელთა გულისწყრომაჲ მათი გამოსწოვს სისხლთა ჩემთა, რაჟამს სიტყუად ვიწყე,
დამწერტედ მე. |
5 |
ყროყინებს გარეული ვირი საბალახოზე? თუ ბღავის ხარი თავის
თივის წინ? |
5 |
აწ უკუე რაჲმე არს? ცუდადმე რას ჴმობსა ვირი ველური,
არამედ საზრდელსა ეძიებნ? ანუ თუ აუტევის ჴმაჲ ჴარმან, ბაგასა ზედა წინაშე
რაჲ უცნ საჭმელი? |
6 |
თუ ჭამენ უგემურს, უმარილოს? თუ არის რაიმე გემო კვერცხის
ცილაში? |
6 |
ანუ იჭამოს პური თჳნიერად მართლისა? ანუ თუ არს გემოჲ
სიტყუათა შინა ცუდთა? |
7 |
გული არ მიმდის, ისეთი საძაგელია ჩემი პური. |
7 |
რამეთუ ვერ ჴელ-ეწიფების დაცხრომად სულსა ჩემსა. მყრალად
ვხედავ საზრდელსა ჩემსა, ვითარცა სულმყრალობასა ლომისასა. |
8 |
ნეტავ ახდებოდეს ჩემი ნატვრა და გამიმართლებდეს იმედს
ღმერთი! |
8 |
უკუეთუ მომცეს მე უფალმან, და მოვიდეს თხოვაჲ ჩემი, და
სასოებაჲ ჩემი მომცეს ღმერთმან. |
9 |
ნეტავ ინებებდეს ღმერთი და დამლეწავდეს, აუშვებდეს ხელს
და გამკვეთავდეს! |
9 |
იწყო უფალმან და დამწყლა მე. და სრულიად ნუ მომსპოლავნ
მე. |
10 |
იქნებოდა კიდევ ნუგეში და უწყალო სატანჯველში ვინეტარებდი, რადგან არ უარმიყვია
წმიდის სიტყვები. |
10 |
იყავნ ჩემდა ქალაქი ესე საფლავ, რომლისა ზღუდეთა ზედა
ვიქცეოდე, არა ვერიდო, რამეთუ არა ვიცრუე სიტყუათა წმიდათა ღმრთისა
ჩემისათა. |
11 |
რა არის ჩემი ძალა, რომ დავენდო? რა არის ჩემი ბოლო, რომ
დავითმინო? |
11 |
რაჲმე არს ძალი ჩემი, რამეთუ დავითმინო? ანუ რავდენ არს
ჟამი ჩემი, რამეთუ თავს-იდვას სულმან ჩემმან. |
12 |
განა ქვის ძალაა ჩემი ძალა, განა სპილენძია ჩემი ხორცი? |
12 |
ნუუკუე ძალი კლდისა არსა ძალი ჩემი? ანუ ჴორცნი ჩემნი არიან რვალისანი? ანუ მე არა
მას ვესევდ? შეწევნაჲ ჩემი მისგან განმეშორა. |
13 |
აღარ არის იმედი ჩემში, წარკვეთილი მაქვს გადარჩენის სასო. |
13 |
განმწუართა მე წყალობაჲ მისი. მოღუაწებამან უფლისამან უგულებელს-მყო მე. |
14 |
გაწამებულს მეგობრისგან აქვს წყალობა, თუნდაც დაივიწყოს ყოვლადძლიერის შიში. |
14 |
არა მომხედეს მე მახლობელთა ჩემთა, |
15 |
ჩემი მოძმენი მუხანათობენ ხევებივით, ხევების ღვარივით მიედინებიან. |
15 |
ვითარცა ჴევი ღუარისაჲ, მოვაკლდი და, ვითარცა ელვაჲ, წარვჴედი. |
16 |
ყინულისგან ჩაშავებულნი, მათ ქვეშ თოვლი იმალება.
|
16 |
რომელთა-იგი ჩემდა ეშინოდა, აწ ზედა დამესხმიან,
|
17 |
გადნებიან და გაქრებიან; დააცხუნებს და ადგილზევე აორთქლდებიან, |
17 |
ვითარცა თოვლი, გინა მყინვარი დაყინებული რაჲ დადნის სიცხისაგან და არა საცნაურ
არნ, სადა იგი იყო. |
18 |
იცვლიან კალაპოტებს, გადიან უდაბნოში და იკარგებიან, |
18 |
ეგრეცა მე დავშთი, ყოველთა მიერ წარვწყმდი და სახლისაგან განვარდი. |
19 |
თემას გზებს გაჰყურებენ, შებას სავალნი ელოდება მათ; |
19 |
იხილენით გზანი თემანელთანი და ალაგნი ესებონელთანი, რომელნი-იგი ეზღუანნიან. |
20 |
შერცხვებიან, იმედი რომ ჰქონდათ, მივლენ იქ და გაფითრდებიან. |
20 |
და სირცხჳლის თანამდებ იყვნენ, რომელნი-იგი ქალაქებსა და საფასებთა მოსავ არიან. |
21 |
რადგან ახლა არარაობა ხართ, იხილეთ საშინელება და შეძრწუნდით, |
21 |
ხოლო აწ თქუენცა, ეგერა, მეტად მექმნენით მე უწყალო მის წილ, რამცა იხილეთ
წყლულებაჲ ესე ჩემი და შეგეშინა. |
22 |
ხომ გითხარით, მომიტანეთ-მეთქი, თქვენი დოვლათიდან გაიღეთ-მეთქი ჩემი გულისთვის, |
22 |
აწ უკუე რაჲ? ნუ თქუენგან რასმე ვითხოვ, |
23 |
დამიხსენით მტრის ხელიდან და მძლავრთა ხელიდან გამომისყიდეთ, |
23 |
ანუ ძალისა თქუენისა მოქენე რას ვარ? რათამცა განმარინეთ მე ჴელთაგან მტერთასა, ანუ
ჴელისაგან ძლიერთასა მიჴსნეთ მე? |
24 |
მასწავლეთ და დავდუმდები, გამაგებინეთ ჩემი ბრალი-მეთქი. |
24 |
მასწავეთ მე და მე დავდუმნე. უკუეთუ რას ცთომილ ვარ, მითხართ მე? |
25 |
როგორ ჭრის მართალი სიტყვა! მაგრამ რა ძალა აქვს თქვენს საყვედურებს? |
25 |
არამედ მსგავს არიან ამათსა ჭეშმარიტისა სიტყუანი, არა თუ თქუენგან ძალსა რასმე
ვითხოვ. |
26 |
როგორ შეთხზავთ სასაყვედურო სიტყვებს! ქარს მიაქვს სასოწარკვეთილის ნათქვამი. |
26 |
არცაღა მხილებამან სიტყუათა თქუენთამან დამაცხროს მე, არცა თქმული ეგე სიტყუათა
თქუენთაჲ თავს-ვიდვა. |
27 |
ობოლზეც კი წილსა ყრით და ძირს უთხრით თქვენს მეგობარს. |
27 |
გარნა ესე, რამეთუ, ვითარცა ობოლსა, ზედა დამესხმით მე და ზედამომივალთ მეგობარსა
თქუენსა. |
28 |
ახლა კი მომხედეთ მე, თუ ვიცრუო თქვენს წინაშე. |
28 |
აწ, ესერა, მივხედო პირსა თქუენსა და არა ვტყუო. დასხედით და ნუ იყოფინ სიცრუე. |
29 |
მობრუნდით, არ იქნება ტყუილი! ჰო, მობრუნდით, ჩემი სიმართლეა აქ! |
29 |
და მერმე კუალად სამართალს ვიდრე შეერთენით, |
30 |
აბა თუ არის ჩემს ენაზე ტყუილი? თუ ვერ ხვდება ჩემი სასა ბოროტებას? |
30 |
რამეთუ არა არს ენასა ჩემსა სიცრუე, ანუ არა სასა ჩემი გულისჴმის-ყოფასა იწურთის? |