1 |
კაცის ცხოვრება ჯარის სამსახურია ამქვეყნად, მისი დღეები ქირისკაცის დღეებია.
|
1 |
აწ არამე განსაცდელი არსა ცხორებაჲ კაცისაჲ ქუეყანასა ზედა და ვითარცა მორეწისა
მდევრისა ჟამი მისი?
|
2 |
როგორც მონას სწყურია ჩრდილი და როგორც ქირისკაცი ელის
გასამრჯელოს, |
2 |
ანუ ვითარცა მსახური, რომელი მოშიშ არს უფლისა თჳსისა და
ძრწინ აჩრდილისა მისისაგან და ვითარცა მოსასყიდლე, რომელი მოელინ
სასყიდელსა თჳსსა, |
3 |
ასე მხვდა წილად ფუჭი თვეები და მძიმე ღამეები მომეთვალა. |
3 |
ეგრეცა მე დავითმინენ თთუენი ცუდნი და ღამენი სალმობათანი
მოცემულ არიან ჩემდა. |
4 |
თუ ვწევარ, ვამბობ, როდის ავდგები? გრძელია ღამე და
გამძღარი ვარ ფორიაქით განთიადამდე; |
4 |
ოდეს დავწვი, ვთქჳ: ოდესმე იყოს დღე? და აღ-რა-ვდგი,
კუალად: ოდესმე მწუხრი? რამეთუ აღვივსი სალმობითა მწუხრითგან ვიდრე
განთიადმდე. |
5 |
მატლებით არის ჩემი ხორცი შემოსილი და მიწის მტვერით,
სკდება ჩემი კანი და იხრწნება; |
5 |
შესუარულ არიან ჴორცნი ჩემნი საძაგელებითა მატლთათა,
დავადნობ მძორთა ქუეყანისათა წუთხისა ხუეტითა. |
6 |
ჩემი დღეები ჯარაზე სწრაფია და უიმედოდ იწურებიან; |
6 |
ხოლო ცხორებაჲ ჩემი არს უსულმცირე სიტყჳსა, წარწყმდა
ცუდითა სასოებითა. |
7 |
გახსოვდეს, ქარია ჩემი სიცოცხლე, არ მობრუნდება ჩემი
თვალი სიკეთის სანახავად; |
7 |
მო-უკუე-იჴსენე, რამეთუ სული არს ცხორებაჲ ესე ჩემი და
არღარა მოქცევად არს თუალი ჩემი ხილვად კეთილისა. |
8 |
ვეღარ მიხილავს ჩემი დამნახველი თვალი, თვალს მომკრავ და,
აჰა, აღარა ვარ! |
8 |
ვერ განმიცდის მე თუალი ჩემი ხილვად ჩემდა, თუალნი შენნი
ჩემზედა, და არღარა ვარ, |
9 |
განქარდება ღრუბელი და მიდის, ასე ჩადის შავეთში და აღარ
ამოდის, |
9 |
ვითარცა ღრუბელი რა გარდაწმდის ცით. უკუეთუ შთავიდეს კაცი
ჯოჯოხეთად, არღარა აღმოჴდეს. |
10 |
აღარ ბრუნდება თავის სახლში და ვეღარ ცნობილობს მას მისი ადგილი. |
10 |
არცა მოიქცეს სახლსა თჳსსა მერმე, არცაღა იცნას იგი
ადგილმან თჳსმან. |
11 |
მეც აღარ დავაყენებ ჩემს პირს, ვილაპარაკებ
სულშეჭირვებული, ვიღაღადებ სიცოცხლეგამწარებული. |
11 |
აწ უკუე არცაღა მე ვერიდო პირითა ჩემითა, არამედ ვიტყოდე,
რამეთუ ურვასა შინა ვარ, აღვაღო სიმწარითა სულისა ჩემისათა პირი ჩემი. |
12 |
განა ზღვა ვარ ან გველეშაპი, ყარაული რომ დამიყენე?
|
12 |
აწ უკუე ზღუაჲ მე ვარ ანუ ვეშაპი, რამეთუ დააწესე ჩემ ზედა საცოჲ?
|
13 |
როცა ვიტყვი, მანუგეშებს ჩემი საწოლი-მეთქი, ამატანინებს მწუხარებას ჩემი
სარეცელი-მეთქი, |
13 |
ვთქუ, ვითარმედ: ნუგეშინის-მცეს მე ცხედარმან ჩემმან. და აღვიხუნე თავით ჩემით
თჳსაგან სიტყუანი სასუენებელსა ჩემსა ზედა. |
14 |
მაშინ მაფრთხობ სიზმრებით და მოჩვენებებით მაშინებ, |
14 |
მაშინებ მე ძილსა შინა და საჩუენებელითა მწყლავ მე. |
15 |
დახრჩობას ირჩევს ჩემი სული და სიკვდილს - ჩემი ძვლები! |
15 |
განმაშორებ სულისაგან ჩემისა საშუმინველსა ჩემსა და სიკუდილითა ძუალთა ჩემთა. |
16 |
მომძულდა! არ ვიცოცხლებ სამარადისოდ. დამეხსენი, რადგან ფუჭია ჩემი სიცოცხლე. |
16 |
არა უკუე ცხოველ-ყოფად ვარ, რათამცა დავითმინე განმეშოვრე ჩემგან, რამეთუ ცუდ არს
ცხორებაჲ ჩემი. |
17 |
რა არის ადამიანი, რომ ასე განადიდე და მისკენ მიგიპყრია გულისყური? |
17 |
რა არს კაცისა, რამეთუ განადიდე იგი, ანუ რამეთუ ერჩი გონებასა მისსა? |
18 |
რომ მოინახულებ ყოველ დილით და გამოსცდი ყოველ წამს? |
18 |
ანუ მოხედვაჲ მისი ჰყოა განთიადმდე და განსუენებად მოიყვანო იგი? |
19 |
როდის მომაშორებ მზერას, როდის მომეშვები, რომ ნერწყვი მაინც გადავყლაპო? |
19 |
ვიდრემდე არა მიტევებ მე, არცა მაცადებ მე, ვიდრემდე შთავნთქნე ნერწყუანი ჩემნი
სალმობით? |
20 |
თუ შევცოდე, შენ რა დაგიშავე, ადამის მოდგმის მცველო? რისთვის დამისვი შენს
სამიზნედ, რისთვის შევიქენი ტვირთად ჩემივე თავისთვის? |
20 |
უკუეთუ მე ვცოდე, რაჲმე ძალ-მიც შენდა ყოფად, რომელმან-ეგე იცნი გონებანი კაცთანი.
რაჲსათჳს მყავ მე მოქენე შენდა? და ვარ შენდა ტჳრთად! |
21 |
რატომ არ მომიტევებ შეცოდებას და არ წარმიხოცავ დანაშაულს? რადგან ახლა მიწაში რომ
ვიწვე, დილით დამიწყებდი ძებნას და აღარ ვიქნებოდი. |
21 |
ანუ რად არა ჰყვენ უსჯულოებათა ჩემთა დავიწყებანი და განწმედაჲ ცოდვათა ჩემთაჲ? აწ,
ესერა, მიწად მივიქცევი განთიადმდე და არღარა ვიყო. |