1 |
მიუგო ბილდად შუხელმა და უთხრა:
|
1 |
მიუგო ბალდად სავქელმან და ჰრქუა:
|
2 |
როდემდე უნდა ლაპარაკობდე ასე? ამოვარდნილი ქარია შენი
ბაგის სიტყვები. |
2 |
ვიდრემე იტყოდი მაგას სულითა მრავლისმეტყუელითა პირითა
შენითა? |
3 |
შეცვლის ღმერთი სამართალს? შეცვლის ყოვლადძლიერი
სიმართლეს? |
3 |
ნუუკუე უფალმან ნაწილი საჯოს. ანუ, რომელმან ყოველივე
შექმნა, ცვალოს სამართალი? |
4 |
შენმა შვილებმა შესცოდეს მას და მანაც ხელში ჩაუგდო ისინი
მათსავე დანაშაულს. |
4 |
უკუეთუ ძეთა შენთა ცოდეს წინაშე მისსა, მოუვლინა ჴელითა
უსჯულოებისა მათისათჳს. |
5 |
თუ შენ ღმერთისკენ მიისწრაფი და შეწყალებას ევედრები
ყოვლადძლიერს, |
5 |
ხოლო შენ აღიმსთუე უფლისა მიმართ, ყოვლისა მპყრობელისა,
ვედრებით. |
6 |
თუ სუფთა და წრფელი ხარ, ის ახლავე იფხიზლებს შენთვის და
შენს უმწიკვლო საცხოვრებელს აღგიდგენს. |
6 |
უკუეთუ წმიდა იყო და ჭეშმარიტ, ვედრებისა შენისა ისმინოს
და მოგაგოს ნაყოფი სიმართლისა. |
7 |
და თუ შენი დასაბამი მცირე იყო, შენი საბოლოო დიდად
გაიზრდება. |
7 |
და იყოს პირველი იგი შენი მცირედ, ხოლო უკუნასკნელი შენი
ურიცხჳ. |
8 |
ერთი შეეკითხე გარდასულ თაობებს და ყურად იღე მამა-პაპის
სიბრძნე. |
8 |
ჰკითხეღა ნათესავსა მას პირველსა და გამოიძიე ნათესავითა
ნათესავად მამათა, |
9 |
(რადგან გუშინდელნი ვართ ჩვენ და არაფერი ვიცით, რადგან
ჩრდილია ჩვენი დღეები ამ ქვეყანაზე). |
9 |
რამეთუ საწუთონი ვართ და არა ვიცით, რამეთუ აჩრდილ არს
ცხორებაჲ ჩუენი ქუეყანასა ზედა. |
10 |
განა არ დაგმოძღვრავენ და არ გეტყვიან, და გულიდან არ აღმოუტევებენ სიტყვებს? |
10 |
ანუ არა ამათ გასწაონ და გითხრან შენ და გულისაგან
გამოიხუნენ სიტყუანი? |
11 |
თუ იზრდება ლერწამი უჭაობოდ? თუ ამოდის შამბნარი უწყლოდ? |
11 |
ნუუკუე აღმოსცენდის ჭილი თჳნიერად წყლისა, ანუ აღმაღლდის
ბანჯარი ურწყუელად? ძირთა ზედაღა იყოს |
12 |
ვიდრე ნედლია, არ ჭრიან და ყველა ბალახზე ადრე ჭკნება.
|
12 |
და ვერ მოითიბოს პირველ, ვიდრე არა მოირწყოს ყოველივე მწუანვილი, გაჴმეს იგი.
|
13 |
ასეთი ბოლო აქვს ყველას, ღვთის დამვიწყებელს, და უკეთურის მოლოდინი გაქარწყლდება, |
13 |
ესრე იყოს აწ აღსასრული ჟამთაჲ, რომელთა დაჰვიწყებიეს უფალი, რამეთუ სასოებაჲ
უღმრთოთა წარწყმდეს. |
14 |
მისი სასო წარიკვეთება და მისი იმედი ობობას სახლია; |
14 |
და უმკჳდრო იყვნენ სახლნი მათნი, დედაზარდლის ქსელ იყვნენ სახლნი მათნი. |
15 |
დაენდობა თავის სახლს და ვერ გაუძლებს, მოეჭიდება და ვერ დაიჭერს; |
15 |
და-ღათუ-მტკიცნენ სახლნი მათნი. ვერვე დგენ, შე-ღათუ-იკრძალონ იგი, ვერვე დაუთმოს, |
16 |
ამწვანებულია მზის გულზე და მთელს ბაღზე გადმოშლილი აქვს ტოტები; |
16 |
რამეთუ ნედლ არს იგი მზისაგან და სიხენეშისაგან მისისა მორჩი მისი გამოჴდეს. |
17 |
ქვების გროვაში იხლართება მისი ფესვები, ლოდებს შორის დაუდევს ბინა; |
17 |
შესაკრებელსა ქვათასა დაწვეს და შორის ღჳნჭათა ცხონდეს. |
18 |
თუ ამოგლიჯეს თავისი ადგილიდან, უარყოფს მას, არასოდეს მინახიხარო. |
18 |
უკუეთუ შთანთქას, ადგილი იგი უარის-ყოფად დგეს მისა, არა გიხილავსა ესევითარი? |
19 |
აჰა, წარხდა სიხარული მის გზაზე! მიწიდან კი სხვა აღმოცენდება. |
19 |
რამეთუ დაქცევაჲ უღმრთოთა ესე არს, ხოლო ქუეყანით სხუაჲ აღმოაცენის, |
20 |
იცოდე, ღმერთი არ შეიძულებს უმწიკვლოს და ხელს არ აღუპყრობს ბოროტისმოქმედთ! |
20 |
რამეთუ უფალმან არა განიშოროს უბიწოჲ იგი, ხოლო ყოველი ძღუენი უღმრთოთაჲ არა
შეიწიროს. |
21 |
კიდევ აგივსებს პირს ღიმილით და ბაგეებს მხიარული ყიჟინით. |
21 |
და პირნი ჭეშმარიტთანი აღავსნეს სიცილითა და ბაგენი მათნი აღსარებითა. |
22 |
შენი მოძულენი სირცხვილს შეიმოსენ და უკეთურთა კარავი განქარდება. |
22 |
ხოლო მტერთა მათთა შეიმოსონ სირცხვილი და ნაწილი უღმრთოთა არა იყოს. |