1 |
იყო უფლის სიტყვა იონაზე, ამითაის ძეზე: |
1 |
და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ იონაჲს მიმართ, ძისა ამათიანისა, მეტყუელი: აღდეგ და
წარვედ ნინევად, ქალაქად დიდად, და ქადაგე მას შინა. აღმოვიდა ღაღადება უკეთურებისა
მისისაჲ ჩემდამო.
|
2 |
ადექი, წადი ნინევეში, დიდ ქალაქში, და ამცნე, რომ
მომწვდა მისი ბოროტების ამბავი. |
2 |
|
3 |
ადგა იონა, რომ თარშიშში გაქცეულიყო უფლის პირისგან.
ჩავიდა იაფოში, მონახა თარშიშს მიმავალი ხომალდი, გადაიხადა საფასური,
ჩაჯდა შიგ და მათთან ერთად გაემგზავრა თარშიშისკენ, რომ უფლის პირისგან
გადახვეწილიყო. |
3 |
და აღვიდა იონა სივლტოლად თარშიდ პირისაგან უფლისა, და
შთავიდა იოპპედ და პოვა ნავი, მიმავალი თარშიდ, და მისცა სანავე მისი და
აღვიდა მისდამი ცურვად მათ თანა თარშიდ მიმართ პირისაგან უფლისა. |
4 |
ამოაგდო უფალმა ძლიერი ქარი ზღვაზე. დიდმა ქარიშხალმა
ააბობოქრა ზღვა; ცოტაც და, უნდა დალეწიღიეო ხომალდი. |
4 |
და უფალმან აღადგინა ქარი ზღუასა შინა და იქმნა ღელვა
დიდი შორის ზღჳსა. და ნავი დაჭირვებულ იქმნებოდა შემუსრვად. |
5 |
შეშინდნენ მეზღვაურები, ყველამ თავ-თავის ღმერთს
შეჰღაღადა; ზღვაში გადაყარეს, რაც რამ საქონელი ჰქონდათ ხომალდზე, რომ
შეემსუბუქებინათ იგი. იონა კი ხომალდის ბანქვეშ ჩასულიყო, იწვა და ეძინა. |
5 |
და შეშინდეს მენავენი. და ჴმობდა კაცად-კაცადი ღმრთისა
მიმართ თჳსისა და გარდაყრაჲ ქმნეს ნავისშინათა ჭურჭელთა ზდუად აღსუბუქებად
მათგან. ხოლო იონა შთავიდა უბესა ნავისასა, და ეძინა და ხურინევდა. |
6 |
მივიდა მასთან ხომალდის უფროსი და უთხრა: რას დაგიძინია?
ადექი, შენც შეჰღაღადე შენს ღმერთს, ვინძლო შეგვიწყალოს ღმერთმა და არ
დავიღუპოთ. |
6 |
და მოვიდა მისდამი მეპრორე და ჰრქუა მას: რასა ჰხურინავ
შენ? აღდეგ და ჰხადე ღმერთსა შენსა, უკუეთუ ვითარ მაცხოვნნეს ჩუენ ღმერთმან
და არა წარვწყმდეთ. |
7 |
თქვა ერთმანეთში ხალხმა: მოდით, წილი ვყაროთ და გავიგოთ,
ვის გამო ჩავცვივდით ამ განსაცდელში. ყარეს წილი და შეხვდა წილი იონას. |
7 |
და თქუან, თითოეულმან მოყუსისა მიმართ თჳსისა მოვედით,
ვყარნეთ წილნი და ვსცნათ, ვისთჳს არს სიბოროტე ესე ჩუენ ზედა. და ყარნეს
წილნი და დავარდა წილი იონას ზედა. |
8 |
ჰკითხეს: გვითხარი, ვის გამო ჩავცვივდით ამ განსაცდელში;
რა ხელობის კაცი ხარ, საიდან მოდიხარ, სადაური ხარ, რა რჯულისა? |
8 |
და თქუეს მისდამი: მითხარ ჩუენ, რასათჳს არს სიბოროტე ესე
ჩუენ შორის, რაჲ არს მოქმედებაჲ შენი და ვინა მოხუალ და სადა წარხუალ, და
რომლისა სოფლისა და რომლისა ერისაგან ხარ შენ? |
9 |
მიუგო: ებრაელი ვარ, მოშიშარი უფლისა, ცათა ღმერთისა, რომელმაც ზღვა და ხმელეთი
შექმნა. |
9 |
და თქუა მათდა მიმართ: მონაჲ უფლისაჲ ვარ მე. და ღმერთსა
ცისასა ვეშიშვი მე, რომელმან შექმნა ზღუაჲ და ჴმელი. |
10 |
დიდად შეეშინდათ ამ კაცებს, უთხრეს: ეს რა ჩაგიდენიაო,
როცა გაიგეს, რომ უფლის პირისგან იყო გაქცეული; რადგან თვითონვე გამოუტყდა. |
10 |
და შეეშინა კაცთა შიში დიდი და თქუეს მისდამი: რაჲ ესე ჰყავ მით, რამეთუ აგრძნეს
კაცთა, ვითარმედ: პირისაგან უფლისაჲ იყო მლტოლვარე, რამეთუ მიუთხრა მათ). |
11 |
ჰკითხეს: რა უნდა გიყოთ, რომ ზღვა დაგვიწყნარდესო? რადგან ზღვა კვლავინდებურად
ღელავდა. |
11 |
და თქუეს მისდამი: რა გიყოთ შენ? და დასცხრეს ჩუენ ზედა ზღუაჲ, რამეთუ ზღუაჲ ვიდოდა
და უფროს აღადგენდა ღელვათა. |
12 |
მიუგო: ამიღეთ, გადამაგდეთ ზღვაში და ზღვა დაგიწყნარდებათ, რადგან ვიცი, ეს დიდი
ქარიშხალი ჩემს გამო დაგატყდათ თავს. |
12 |
და თქუა იონამან მათდა მიმართ: აღმიღეთ მე და შთამაგდეთ ზღუად და დაყუდნეს თქუენგან
ზღუაჲ მით, რამეთუ ვსცნობ მე, ვითარმედ ჩემთჳს არს ღელვა ესე დიდი თქუენ ზედა. |
13 |
მოუსვეს ნიჩბები, რომ ხმელეთს მისდგომოდნდნ, მაგრამ ვერაფერს გახდნენ, რადგან ზღვა
კიდევ უფრო აუბობოქრდათ. |
13 |
და იძულებოდეს კაცნი მიქცევად ქუეყანად მიმართ და ვერ შეუძლებდეს, რამეთუ ზღუაჲ
ვიდოდა და უფროს აღდგებოდა მათ ზედა. |
14 |
მაშინ შეჰღაღადეს უფალს და უთხრეს: ჰე, უფალო, ნუ დაგვღუპავ ამ კაცის გამო, მაგრამ
ნურც მართალ სისხლს მოგვკითხავ. რადგან ისე მოაწყვე, უფალო, როგორც გინდოდა. |
14 |
და ჴმა-ყუეს უფლისა მიმართ და თქუეს: ნუსადა უფალო, ნუ წარვწყმდებით სულისათჳს
კაცისა ამის და ნუ გუცემ ჩუენ ზედა სისხლსა მართალსა მით, რამეთუ შენ, უფალო,
ვითარცა სახედ გენება, ჰყავ. |
15 |
აიღეს და ზღვაში გადააგდეს იონა და ზღვამ შეწყვიტა ღელვა. |
15 |
და მოიყუანეს იონაჲ და შთააგდეს იგი ზღუად. და დადგა ზღუაჲ რყევისაგან მისისა. და
შეეშინა კაცთა მათ შიში დიდი უფლისაჲ და ამსხუერპლეს მსხუერპლი უფალსა და აღთქუნეს
აღთქმანი. |
16 |
დიდად შეეშინდათ ამ კაცებს უფლისა; მსხვერპლი შესწირეს და აღთქმები დაუდეს. |
|
|