1 |
მოავლინა უფალმა დიდი თევზი და შთაანთქმევინა იონა. სამი დღე და სამი ღამე დაჰყო
იონამ თევზის სტომაქში. |
1 |
და უბრძანა უფალმან ვეშაპსა დიდსა შთანთქმად იონა და იყო იონა მუცელსა შინა
ვეშაპისასა სამ დღე და სამ ღამე. |
2 |
ლოცვა აღუვლინა იონამ უფალს, თავის ღმერთს, თევზის
სტომაქიდან. |
2 |
და ილოცა იონა უფლისა მიმართ ღმრთისა მისისა მუცლით გამო
ვეშაპისთჳს. |
3 |
თქვა: ჭირში მყოფმა შევღაღადე უფალს და მან ხმა გამცა.
ქვესკნელის მუცლიდან შველა ვითხოვე და შენ ისმინე ჩემი ვედრება. |
3 |
და თქუა: ღაღად-ვყავ ჭირსა შინა ჩემსა უფლისა მიმართ
ღმრთისა ჩემისა და შეისმინა ჩემი მუცლისაგან ჯოჯოხეთისა ღაღადებისა ჩემისა,
გესმა ჴმისა ჩემისა. |
4 |
როცა ღურღუმელში, ზღვის გულში ჩამაქანე, როცა მორევმა
ჩამითრია, თავზე შენი ტალღა და ღვარი გადამდიოდა, |
4 |
განმაგდე მე სიღრმედ მიმართ გულისა ზღჳსა და მდინარეთა
მომიცვეს მე, ყოველნი განსაცხრომელნი შენნი და ღელვანი შენნი ჩემ ზედა
გარდაჴდეს. |
5 |
ვთქვი: გაგდებული ვარ შენი პირისგან, ნუთუ ოდესმე
მეღირსება-მეთქი შენი წმიდა ტაძრის ხილვა? |
5 |
და მე ვთქუ: განვიგდე თუალთა შენთაგან, სადმე
შე-ღა-ვსძინო მიხედვად ტაძრისა მიმართ წმიდისა შენისა. |
6 |
სულამდე მიწია წყალმა, უფსკრულმა მომიცვა, თავზე ლელი
შემომეწნა, |
6 |
გარემომესხა მე წყალი, ვიდრე სულად ჩემდამდე, უფსკრულმან
მომიცვა მე უკანაჲსკნელმან, დაჴდა თავი ჩემი |
7 |
მთების ფესვებამდე ჩავედი; მიწა სამუდამოდ ჩაირაზა ჩემს
უკან, მაგრამ შენ ქვესკნელს გამოსტაცე ჩემი სიცოცხლე, უფალო, ღმერთო ჩემო! |
7 |
ნაპრალებსა მთათასა, შთავჴედ ქუეყანად, რომლისა მოქლონნი
მისნი კლიტე საუკუნეებ. და აღმოვედინ ხრწნისაგან ცხორება ჩემი. |
8 |
როცა სულს ვღაფავდი, ვახსენე უფალი და ჩემმა ვედრებამ
შენამდე შეაღწია შენს წმიდა ტაძარში. |
8 |
შენდამი უფალო, ღმერთო ჩემო, მოკლებასა შინა ჩემგან
სულისა ჩემისასა. უფალი მოვიჴსენე და შევედინ შენდამი ლოცვა ჩემი, ტაძრით
მიმართ, წმიდისა შენისა. |
9 |
ამაოებათა მსახურნი ვერ ეღირსებიან წყალობას! |
9 |
მცველთა ამაოსა და ცრუსათა წყალობა მათი დაუტევეს, |
10 |
მე კი მსხვერპლს შემოგწირავ სამადლობელი სიტყვით;
შევასრულებ, რაც აღთქმული მაქვს. უფლისგან არის ხსნა! |
10 |
ხოლო მე ჴმისა თანა ქებისა და აღსარებისასა გამსხუერპლო შენ. რავდენი ვილოცე კუალად
გაგო შენ მაცხოვარებად ჩემდა უფალსა. |
11 |
უბრძანა უფალმა თევზს და მან ხმელეთზე გადმოანთხია იონა. |
11 |
და ებრძანა უფლისა მიერ ვეშაპსა და განაგდო იონა ჴმელსა ზედა. |