1 |
თქვა ივდითმა: ადიდეთ ჩემი ღმერთი ბობღნებით, უგალობეთ უფალს წინწილებით, აღუვლინეთ
მას ახალი ფსალმუნი, განადიდეთ და ახსენეთ მისი სახელი,
|
1 |
და უპირობდა ივდით აღსარებითა მით ყოველსა ისრაჱლსა და მიუგებდა ყოველი ერი
ქებასა მას.
|
|
|
2 |
და იტყოდა ივდით: აქებდით ღმერთსა ჩემსა ბობღნითა,
უგალობდით უფალსა ჴმითა წინწილისათა აღრთულითა, ფსალმუნითა ახლითა
უგალობდით მას, აღამალებდით და ხადოდით სახელსა მისსა. |
2 |
რადგან ღმერთია იგი, ბრძოლათა შემმუსრველი უფალი. რადგან
მის ბანაკში, შუაგულ ხალხში, მიხსნა ჩემი მდევნელების ხელთაგან. |
3 |
რამეთუ იგი თავადი არს, რომელმან შემუსრნის ბრძოლანი,
უფალ არს სახელი მისი, ღმერთმან, რომელმან დასცა |
|
|
4 |
ბანაკი მათი შორის ერსა თჳსსა და მიჴსნა მე ჴელთაგან
მდევართა ჩემთასა, |
3 |
მოვიდა აშური ჩრდილოეთის მთებიდან, მოვიდა თავისი
აურაცხელი ლაშქრით, მათმა სიმრავლემ ჩახერგა ხევები და მათმა ცხენებმა
დაფარა ბორცვები. |
5 |
რამეთუ მოვიდა ასური მთავართაგან ჩრდილოსათა ბევრეულითა
ერითა. რომლისა სიმრავლემან დაჴშნა ჴევნი, დააშრნა წყალნი, და ცხენმან
მათმან დაფარნა ბორცუნი. |
4 |
ბრძანა, გადაბუგვა ჩემი საზღვრებისა, ჩემი ჭაბუკების
მახვილით შემუსვრა, მიწად დანარცხება ჩემ ძუძუმწოვართა, ნადავლად წაგვრა
ჩემ წვრილშვილთა, ნამუსის ახდა ჩემ ქალწულთათვის. |
6 |
და თქუა მოწვა საზღვართა ჩემთა და ჭაბუკთა ჩემთა მოსრვა
მახჳლითა და მწოვართა ჩემთა დახეთქებაჲ ქუეყანასა და ჩჩჳლთა ჩემთა მიცემად
იავარსა და ქალწულთა ჩემთა წარტყუენვად. |
5 |
მაგრამ ყოვლისმპყრობელმა უფალმა დაამხო ისინი დედაკაცის
ხელით. |
7 |
უფალმან ღმერთმან ყოვლისა მპყრობელმან შეურაცხ-ყვნა
ჴელითა ქალისათა და სირცხჳლეულ-ყუნა იგინი, |
6 |
არ დაცემულა მათი ხელმწიფე მოყმეთა ხელით, დევკაცთა
ნაშიერთ არ მოუკლავთ იგი, არც ამაყ ბუმბერაზებს დაუჯაბნია, არამედ ივდითმა,
მერარის ასულმა, გაანადგურა თავისი სილამაზით. |
8 |
რამეთუ არა დაეცა ძლიერი მათი ჭაბუკთაგან, არცა ძეთა
ტიტანელთაგან მოიკლა, არცა ასაკგრძელთა გმირთა დასცეს, არამედ ივდით,
ასულმან მერარისამან, სიკეთითა პირისა მისისათა დაჴსნა იგი, |
7 |
ქვრივობის სამოსი გაიხადა დათრგუნულთა აღსადგინებლად
ისრაელში, ნელსაცხებელი იცხო სახეზე, |
9 |
რამეთუ განიძარცვა სამოსელი ქურიობისა მისისა
აღსამაღლებლად შრომათა ისრაჱლისათა. |
8 |
თავსაკვრელით შეიკრა თმები და სელის სამოსელი ჩაიცვა მათ
საცთუნებლად. |
10 |
იცხო პირსა მისსა ნელსაცხებელი და შეითხზნა თმანი მისნი
საბურველითა და მოიღო სამოსელი სელისა საცთურად მისა. |
9 |
მოსტაცა თვალი ოლოფერნეს მისმა სანდალმა, მისმა სილამაზემ
დაუტყვევა სული. და გაჰკვეთა მახვილმა მისი კისერი. |
11 |
სანდალთა მისთა მისტაცნეს თუალნი მისნი და სიკეთემან
მისმან წარტყუენა სული მისი და განვიდა საბარკალი ქედსა მისსა. |
10 |
შეაძრწუნა სპარსელები მისმა სიმამაცემ და მიდიელები მისმა
გულადობამ გააოგნა. |
12 |
შეძრწუნდეს სპარსნი კადნიერებასა მისსა და უჟიკნი სიხუესტესა მისსა, შეძრწუნდა
ყოველი ბანაკი ასურასტანელთა და დაეცნეს.
|
11 |
მაშინ შეღაღადეს ჩაგრულთა ჩემთა და შეშინდნენ უძლურნი და
შეძრწუნდნენ, ხმამაღლა ყვიროდნენ და უკუიქცნენ. |
13 |
მაშინ ღაღად-ყვეს მდაბალთა ჩემთა და შეეშინა უძლურთა
ჭირსა ჩემსა და შეშფოთნეს და აღიმაღლეს ჴმაჲ მათი და მართლუკუნიქცეს მტერნი
ჩემნი. |
12 |
მხევალთა შვილებმა განგმირეს ისინი და უკუქცეულთა
ბავშვებივით ჩეხავდნენ, დაიღუპნენ ისინი ჩემი უფლის განაჩენით. |
14 |
ძეთა ქალთა განგუმირნეს იგინი და ვითარცა ყრმათა მეოტთა
დასწყლვიდეს მათ; წარწყმდეს წყლულებისაგან უფლისა ჩემისა. |
13 |
გიგალობ, ჩემო ღმერთო, ახალი საგალობლით. უფალო, დიადი ხარ და დიდებული, ძალით
საკვირველი, დაუძლეველი,
|
15 |
უგალობდე ღმერთსა ჩემსა გალობითა ახლითა: |
|
|
16 |
უფალო, უფალო, დიდ ხარ ძალითა და დიდებულ საკჳრველებითა! |
14 |
შენ გმორჩილებს ყოველი ქმნილება შენი, რადგან თქვი და
გაჩნდნენ. მოავლინე შენი სული და დამკვიდრდნენ ისინი. არავინაა, რომ
გაუძლოს შენს ხმას. |
17 |
შენ გმონებდეთ ყოველნი დიდებულნი შენნი, რამეთუ სთქუ და
იქმნნეს ესრეთ, მოავლინენ სიტყუაჲ შენი და აღაშენენ. |
15 |
წყლებითურთ შეირყევა მთათა საფუძვლები, კლდენი შენს
წინაშე ცვილივით დადნებიან, შენს მოშიშებს კი წყალობას არ მოაკლებ. |
18 |
და კლდენი წინაშე პირსა შენსა, ვითარცა ცჳლნი, დადნენ,
მერმე კუალად მოშიშთა შენთა შენვე ულხინო, რამეთუ მცირე არს ყოველი
მსხუერპლი საყნოსელად სულნელებისა და უმრწემეს არს ყოველი ცმელი
შესაწირავად შენდა. |
16 |
რადგან მწირია ყოველი ამოდსაყნოსველი მსხვერპლი და
მცირეზე მცირეა ყოველი ქონი, შენთვის დასაწველი. უფლის მოშიში კი
ყველაფერზე დიდია. |
19 |
ხოლო მოშიში უფლისა დიდ არს მარადის. |
17 |
ვაი, ხალხებს, ჩემი ერის წინააღმდგომელთ! ყოვლისმპყრობელი
უფალი დასჯის მათ განკითხვის დღეს. ცეცხლსა და მატლებს მიუვლენს იმათ ხორცს
და მწარედ იტირებენ უკუნისამდე. |
20 |
ვაჲ თესლთა მათ, რომელნი ადგენ ნათესავთა ჩუენთა ზედა,
უფალმან ყოვლისა მპყრობელმან დღესა სასჯელისასა შური იძიოს მათთჳს და
მოხედვა-ყოს მათ ზედა. |
|
|
21 |
და მოსცეს ცეცხლი და მატლი ჴორცთა მათთა და ტიროდიან
ტკივილითა მათითა მარადის უკუნისამდე. |
18 |
როგორც კი მივიდნენ იერუსალიმში. თაყვანი სცეს ღმერთს და
როცა ხალხი განიწმიდა, შესწირეს აღსავლენი, ნებაყოფლობითი მსხვერპლი და
ძღვენი. |
22 |
და ვითარცა მოვიდეს იერუსალჱმდ და თაყუანის-სცეს ღმერთსა, რაჟამს განწმიარა ერი
იგი არაწმიდებისაგან მათისა, მაშინ შეწირეს ნამსხუერპლები მათი უფლისა და
აღნათქვემნი მათნი და ნეფსით შესაწირავნი მათნი და ნიჭნი მათნი.
|
19 |
შესწირა ღმერთს ივდითმა ოლოფერნეს მთელი აღჭურვილობა,
რომელიც ხალხმა მას მიაკუთვნა, და გალავაკი, რომელიც თავისთვის აიღო
ოლოფერნეს საწოლიდან. |
23 |
და მისცა ივდით ყოველი ჭურჭელი ჰოლომფორესი, რაოდენი
მისცა ერმან და სამუმლე იგი, რომელი მოიღო მან საწოლისაგან მისისა,
შესაწირავად უფლისა მისცა. |
20 |
სამ თვეს ხარობდა ხალხი იერუსალიმში სიწმინდეთა წინაშე და
ივდითიც მათთან ერთად იყო. |
24 |
და იხარებდა ერი იგი უფლისა მიმართ იერუსალჱმს წინაშე
სიწმიდეთა სამ თვე, ივდით მათ თანა დაადგრა მონაგებითურთ მისით. |
21 |
ამ დღეების შემდეგ ყველანი თავ-თავიანთი
სამკვიდრებლისაკენ გაემართნენ, ივდითიც ბეთულიაში წავიდა და იქ ცხოვრობდა
ძველებურად. პატივდებული იყო თავის დღეში მთელ ქვეყანაზე. |
25 |
და შემდგომად მათ დღეთა აღიძრა და წარვიდა კაცად-კაცადი
სამკჳდრებელად, თჳსა, ხოლო ივდით წარვიდა ბეტულად და იყოფოდა სახლსა შინა
მისსა. |
|
|
26 |
და მიერ ჟამითგან იყო სახელი მისი დიდებულ ყოველსა
ქუეყანასა. |
22 |
ბევრს ჰქონდა მისი სურვილი, მაგრამ კაცს არ გაჰკარებია
მთელი სიცოცხლე მას მერე, რაც მენაშე, მისი ქმარი, გარდაიცვალა და თავის
ერს შეუერთდა. |
27 |
და მრავალნი ნატრიდენ მას ყოველთა დღეთა ცხორებისა
მისისათა, ვინა დღითგან მოკუდა მანასე, ქმარი მისი, და შეეძინა ერსა თჳსსა. |
23 |
უფრო და უფრო სახელოვანი შეიქმნა და დაბერდა თავისი ქმრის
სახლში ასხუთი წლისა. გაათავისუფლა თავისი მხევალი, გარდაიცვალა ბეთულიაში
და დაკრძალეს იგი თავისი ქმრის, მენაშეს სამარხში. |
28 |
და წარემატებოდა და დიდებულ იქმნეოდა დღითი დღე და
დაბერდა სახლსა შინა ქმრისა თჳსისასა, ცხონდა ასდახუთ წელ და განუტევა
შიმუნვარი იგი თავისუფლად და მოკუდა ბეტულსა შინა და დაფლეს საფლავსა
მანასესსა, ქმრისა მისისასა. |
24 |
შვიდი დღე გლოვობდა მას ისრაელის სახლი. სიკვდილის წინ
გაუყო ქონება თავისი ქმრის, მენაშეს, ყველა ნათესავს და ნათესავებს თავის
საგვარეულოში. |
29 |
და იგლოვდა მას ზედა ყოველი სახლი ისრაჱლისა შჳდ დღე და
განუყო მონაგები თჳსი სიცოცხლესავე თჳსსა ნათესავთა მანასესთა, ქმრისა
თჳსისათა, და ყოველთა მახლობელთა თჳსთა. |
25 |
ისრაელიანები მეტად აღარავის შეუშინებია ივდითის
სიცოცხლეში და დიდხანს, მისი სიკვდილის შემდეგაც. |
30 |
და არავინ იყო შემაწუხებელ ძეთაგან ისრაჱლისათა ყოველთა
დღეთა ივდითისათა და არცა შემდგომად სიკუდილისა მისისა მრავალ დღე. |
|
|
31 |
ხოლო ესე ძლევისა დღე დღესასწაულად დაიდვა ურიათა შორის
და რიცხუთა წმიდათასა შინა აღწერილ არს ურიათაგან დამარხვით ვიდრე
დღეინდელად დღემდე. |