1 |
განაჩენი, სიტყვა უფლისა ისრაელისადმი მალაქიას პირით: |
1 |
მიღებაჲ სიტყჳსა უფლისაჲსა ისრაჱლსა ზედა ჴელითა ანგელოზისა მისისაჲთა. |
2 |
მე შეგიყვარეთ თქვენ, ამბობს უფალი; თქვენ კი ამბობთ,
რისთვის შეგვიყვარეო? განა ესავი იაკობის ძმა არ არის? ამბობს უფალი,
მაგრამ მე იაკობი შევიყვარე, |
2 |
დაისხენით უკუე გულთა შინა თქუენთა. შეგიყუარენ თქუენ, -
იტყჳს უფალი, - და სთქუთ: რაჲსა შორის შემიყუარებ ჩუენ? არა ძმაჲ იყოა ისავ
იაკობისი? იტყჳს უფალი, - და შევიყუარე ძე იაკობი, |
3 |
ესავი კი შევიძულე და გავაუკაცრიელე მისი მთები და
უდაბნოს ტურებს მივეცი მისი სამკვიდრო. |
3 |
ხოლო ისავი მოვიძულე და დავსხენ საზღუარნი მისნი
უჩინოსაქმნელად და სამკჳდრებელი მისი მისაცემელებად უდაბნოჲსა |
4 |
თუმცა ამბობს ედომი: დარბეული ვართ, მაგრამ კვლავ
ავაშენებთ ნაოხარსო. ცაბაოთ უფალი ასე ამბობს: ისინი ააშენებენ და მე
დავანგრევ: დაარქმევენ მათ სიბოროტის მხარეს და ისეთ ხალხს, რომელსაც
სამუდამოდ შემოსწყრა უფალი. |
4 |
მით, რამეთუ თქუეს: უკეთუ იდუმეა დაიქცეს და მივიქცეთ და
აღვაშენნეთ ნაოჴარნი მოოჴრებულნი მისნი, - ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა
მპყრობელი, - იგინი აშენებდენ და მე დავაქციო და ეწოდოს მათ საზღურებ
უსჯულოებისა და ერ, რომლისაგან განყენებულ არს უფალი ვიდრე საუკუნომდე. |
5 |
იხილავენ ამას თქვენი თვალები და იტყვით: იდიდა უფალმა
ისრაელის საზღვრებს გარეთ. |
5 |
და თუალთა თქუენთა იხილონ და თქუენ სთქუათ: განდიდნა
უფალი ზეშთა ზედაჲთ საზღუართა ისრაჱლისათა. |
6 |
შვილი პატივს სცემს მამას და ყმა - თავის ბატონს. თუ მამა
ვარ, სად არის ჩემი პატივისცემა? თუ მათი ბატონი ვარ, სად არის ჩემდამი
შიში? თქვენ გეუბნებათ ცაბაოთ უფალი, მღვდლებო, ჩემი სახელის
შეურაცხმყოფელნო; თქვენ კი ამბობთ: რითი შეურაცხვყავით შენი სახელიო? |
6 |
ძე ადიდებს მამასა და მონაჲ ეშიშვის უფალსა თჳსსა. და
უკუეთუ მამაჲ ვარ მე, სადა არს დიდებაჲ ჩემი? და უკეთუ უფალი ვარ მე, სადა
არს შიში ჩემი? - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, - თქუენ, მღდელთა,
განაოხეთ სახელი ჩემი და თქუთ: რაჲსა მიერ განვაოხეთ სახელი შენი? |
7 |
მოგაქვთ ჩემს სამსხვერპლოზე წაბილწული პური და ამბობთ:
რითი წაგბილწეთო? იმით, რომ ამბობთ: სუფლო ტაბლა შესაზიზღიაო. |
7 |
მოიხუენით მსხუერპლისა საცავისა მომართ ჩემისა პურნი
შეგინებულნი და სთქუთ: რაჲსა მიერ შევაგინენით იგინი? თქუმისა მიერ
თქუენგან: ტაბლაჲ უფლისაჲ შეურაცხ-ქმნილი არს და ზედა დასხმულნი ჭამადნი
შეურაცხნი არიან. |
8 |
ბრმას რომ სწირავთ მსხვერპლად, ბოროტება არ არის? კოჭლი
და სნეული რომ მოგყავთ, ბოროტება არ არის? აბა მიართვი იგი შენს
ხელისუფალს, თუ მოგიწონოს ანთუ კეთილად შემოგხედოს? ამბობს ცაბაოთ უფალი. |
8 |
მით, რამეთუ შემო-თუ-სწიროთ ბრმაჲ მსხუერპლისა საცავად,
არა ბოროტ არსა? და უკეთუ შემოსწიროთ მკელობელი ანუ სნეული, არა ბოროტ
არსა? შესწირე იგი წინამძღვარსა შენსა, უკეთუ მიითვალოს იგი, ანუ ათნოს
პირსა შენსა? - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი. |
9 |
ახლა კი შეევედრეთ ღმერთს, ვინძლო შეგვიწყაღოთ. როგორ შემოგხედოს კეთილად, როცა ეს
გამოდის თქვენი ხელიდან? ამბობს ცაბაოთ უფალი. |
9 |
და აწ დაიგეთ პირი ღმრთისაჲ თქუენისაჲ, და ევედრენით მას;
რამეთუ ჴელთა შინა თქუენთა იქმნეს ესენი, უკეთუ მე ვიპოო თქუენგან პირი
თქუენი? - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი. |
10 |
რომელმა თქვენგანმა დახშა კარი, რომ ფუჭად არ ანთებდეთ ცეცხლს ჩემს სამსხვერპლოზე!
არ მეთნევით, ამბობს ცაბაოთ უფალი, და არ მეამება თქვენი ხელით მორთმეული ძღვენი. |
10 |
მით, რამეთუ თქუენ თანაცა დაჴშულ იქმნენ კარნი და არა აღიხუნეთ მსხუერპლისსაცავად
ჩემდა ძღუენი, არა არს ნება ჩემი თქუენდა, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, - და
მსხუერპლსა არ შევიწირავ ჴელთაგან თქუნთა |
11 |
რადგან დიდი იქნება ჩემი სახელი ხალხებში მზის აღმოსავლეთიდან დასავლამდე; ყოველ
ადგილას დაუკმევენ საკმეველს ჩემს სახელს და წმიდა ძღვენს შემომწირავენ; რადგან
დიდი იქნება ჩემი სახელი ხალხებში, ამბობს ცაბაოთ უფალი. |
11 |
მით, რამეთუ აღმოსავალთაჲთგან მზისათაჲთ და ვიდრე დასავალთამდე სახელი ჩემი დიდებულ
არს წარმართთა შორის და ყოველსა ადგილსა საკუმეველი მოერთუმის სახელსა ჩემსა და
მსხუერპლი წმიდაჲ; და მით, რამეთუ დიდ არს სახელი ჩემი წარმართთა შორის, - იტყჳს
უფალი, ყოვლისა მპყრობელი. |
12 |
თქვენ კი შელახეთ იგი თქვენი ნათქვამით: უფლის ტაბლა წაბილწულიაო და ნაყოფი მისი
შესაზიზღიაო საჭმელად. |
12 |
ხოლო თქუენ შეაგინებთ მას თქუმისა მიერ თქუენისა: ტაბლაჲ
უფლისაჲ მწიკულევანი არს და მას ზედა დაგებულნი ჭამადნი შეურაცხ არიან. |
13 |
ამბობთ: აჰა, რა დამქანცველიაო. და გძულთ იგი, ამბობს ცაბაოთ უფალი, და მოგყავთ
ნატაცები, კოჭლი და სნეული; ძღვენიც ასეთივე მოგაქვთ - როგორ მეამოს მისი მიღება
თქვენი ხელიდან? ამბობს უფალი. |
13 |
და სთქჳთ: ესენი ძჳრვნებულობისაგან არიან, და განვბერენ
იგინი, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, და შემოიხუამთ ნატაცებთა და
მკელობელთა და აღშფოთებულთა და შემოსწირავთ მსხუერპლსა, უკეთუ მივითუალავ
ამათ ჴელთაგან თქუენთა? - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, |
14 |
წყეულიმც იყოს ის თვალთმაქცი, ვისაც მამალი პირუტყვი
ჰყავს ფარაში, მაგრამ დასაჩიხრებულს აღუთქვამს მსხვერპლად უფალს! რადგან
დიდი მეფე ვარ მე, ამბობს ცაბაოთ უფალი, და საშინელია ჩემი სახელი
ხალხებში. |
14 |
და წყეულ იყავნ კაცი, რომელი შემძლებელ იყოს, და იყოს
სამწყსოსა შინა მისსა ვერძი, და აღთქუმაჲ მისი მას ზედა და დაუკლავს უფალსა
განხრწნილი მათ, რამეთუ მეფე დიდი ვარ მე, - იტყჳს უფალი, ყოვლისა
მპყრობელი, - და სახელი ჩემი ზედსაჩინო არს წარმართთა შორის. |