1 |
ახლა თქვენთვის არის ეს მცნება, მღვდლებო: |
1 |
და აწ მცნებაჲ ესე თქუენდა მიმართ არს მღდელთა: |
2 |
თუ არ გაიგონებთ და გულში არ ჩაიდებთ მას, რომ პატივი
მიაგოთ ჩემს სახელს, ამბობს ცაბაოთ უფალი, მოვავლენ თქვენზე წყევლას და
დავწყევლი თქვენს კურთხევებს. დავწყევლე კიდეც, რადგან არ ჩაგიდევთ გულში. |
2 |
უკეთუ არა ისმინოთ და უკეთუ არა დაიდვათ გულსა შინა
თქუენსა მიცემად დიდება სახელსა ჩემსა, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი,
- და გამოვავლინო თქუენ ზედა წყევაჲ და დავწყეო კურთხევა თქუენი და დავწყეო
იგი და განვიქარვო კურთხევა თქუენი და არა იყოს თქუენ შორის, რამეთუ თქუენ
არ დაიდევით გულსა შინა თქუენსა. |
3 |
აჰა, დაგიკავებთ თესლს და პირისახეზე დაგაყრით საკლავის
განავალს, თქვენი დღესასწაულების განავალს, და თან წაიღებთ მას. |
3 |
აჰა, ესერა, მე მიგიღებ თქუენგან მჴარსა და განვჰყოფ
ქუსეტსა პირთა თანა თქუენსა, ქუსეტსა დღესასწაულისა თქუენთასა და მიგიხუნე
თქუენ მისდამი. |
4 |
მიხვდებით, რომ მე გამოგიგზავნეთ ეს მცნება ლევიანებთან
ჩემი აღთქმის შესანარჩუნებლად, ამბობს ცაბაოთ უფალი. |
4 |
და შეემეცნნეთ, ვითარცა მე მოვავლინე თქუენდა მცნება ესე
ყოფად აღთქმა ჩემი ლევიტელთა მიმართ, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, |
5 |
ჩემი აღთქმა მასთან სასიცოცხლოდ და სამშვიდობოდ იყო და მე
მივეცი ეს მათ ჩემი შიშისათვის; რიდი ჰქონდათ ჩემი და ეკრძალვოდნენ ჩემს
სახელს. |
5 |
აღთქმაჲ ჩემი იყოს მის თანა სიცოცხლისა და მშჳდობისაჲ და
მივეც მას შიშისა მიერ შეშინებად ჩემგან და პირისაგან სახელისა ჩემისა
შეკდემულ-ყოფად მისდა. |
6 |
ჭეშმარიტი რჯული იყო მის პირში და უკეთურება არ იპოვებოდა
მის ბაგეებში; მშვიდობით და სიმართლით დადიოდა ჩემს წინაშე და მრავალი
მოაქცია ბოროტებისგან. |
6 |
შჯული ჭეშმარიტებისაჲ იყო პირსა შინა მისსა და
უსამართლოებაჲ არა იპოვა ბაგეთა შორის მისთა. მშჳდობაჲ წარმმართებელი
ვიდოდა ჩემ თანა და მრავალნი მოვაქციენ უსამართლოებისაგან, |
7 |
რადგან მღვდლის ბაგეები უნდა იმარხავდეს ცოდნას და მისი
პირიდან უნდა მოელოდნენ რჯულს, რადგან ცაბაოთ უფლის მოციქულია იგი. |
7 |
რამეთუ ბაგენი მღდელისანი დაიცვენ მეცნიერებასა და შჯული
გამოიძიონ პირისაგან მისისა, რამეთუ ანგელოზი უფლისა, ყოვლისა მპყრობელისა,
არს. |
8 |
თქვენ კი გადაუხვიეთ გზიდან, ბევრი ააცდინეთ რჯულს და
დაარღვიეთ ლევიანთა აღთქმა, ამბობს ცაბაოთ უფალი. |
8 |
ხოლო თქუენ მისდერკით გზისგან და უძლურ-ჰყვენით მრავალი
შჯულსა შინა და განხრწენით აღთქმაჲ ლევისი, - იტყჳს უფალი, ყოვლისა
მპყრობელი, |
9 |
მეც საძულველად გაგხდით და დაგამცირებთ ყოველი ხალხის თვალში, რადგან არ დაიცავით
ჩემი გზები და მიკერძოებას იჩენდით რჯულში. |
9 |
და მე მიგცენ თქუენ შეურაცხ-ქმნილად და უგულებელს-ყოფილად
ყოველთა შორის წარმართთა. მით, რამეთუ თქუენ არ დაიცვენით გზანი ჩემნი,
არამედ მიიღებდით პირთა შჯულსა შინა. |
10 |
განა ერთი მამა არა გვყავს ყველას? განა ერთმა ღმერთმა არ გაგვაჩინა? მაშ, რატომ
ვმუხანათობთ ერთმანეთს? რომ შევლახოთ ჩვენი მამა-პაპის აღთქმა? |
10 |
არა ღმერთმან ერთმან აღგაგნაა თქუენ, არა მამაჲ ერთი არსა თქუენ ყოველთა? რად,
რამეთუ დაუტევეთ თითოეულმან ძმაჲ თჳსი, შეგინებად აღთქმასაცა მამათა თქუენთასა? |
11 |
მუხანათობს იუდა და სისაძაგლე ხდება ისრაელში და იერუსალიმში, რადგან შელახა იუდამ
უფლის სიწმიდე, რომელიც უყვარდა, და უცხო ღმერთის ასულს ექმრო. |
11 |
დატევებულ იქმნა იუდაჲ და საძაგელი იქმნა ისრაჱლსა შორის და იერუსალჱმსა შორის
მით, რამეთუ შეაგინნა იუდამან წმიდანი უფლისანი, რომელნი შეიყუარნა მათ შორის და
მომარჯუე იქმნა ღმერთთა მიმართ უცხოთა. |
12 |
მოიკვეთს უფალი იაკობის კარვებიდან ამის ჩამდენს - მღვიძარს და ხმისგამცემს და
ძღვენის მიმტანს ცაბაოთ უფლისადმი. |
12 |
მოსპობს უფალი კაცსა მოქმედსა ამათსა. ვიდრემდის
დამდაბლდესცა კარვებთაგან იაკობისათა და შემწირველთაგან მსხუერპლსა უფლისა,
ყოვლისა მპყრობელისა, |
13 |
აჰა, კიდევ რას აკეთებთ: ცრემლით აფარვინებთ
სამსხვერპლოს, ტირილითა და კვნესით, ისე რომ ვეღარ ხედავს ძღვენს და
კეთილგანწყობით ვეღარ იღებს თქვენი ხელიდან. |
13 |
და ამათ, რომელნი მძულდეს, ჰყოფდით. დაჰფარეთ ცრემლითა
მსხუერპლისსაცავი ჩემი და ტირილითა და სულთქმითა შრომათაგან, რამეთუ ღირს
არს მიხედვა მსხუერპლისა მიმართ ანუ მიღებად მისათუალველი ჴელთაგან
თქუენთა. |
14 |
თქვენ ამბობთ: რისთვისო? იმისთვის, რომ მოწმე იყო უფალი
შენსა და შენი სიყრმის ცოლს შორის, რომელსაც უღალატე; ის კი შენი მეგობარი
და შენი აღთქმის ცოლი იყო. |
14 |
და სთქუ: რაჲთა უფლისათჳს გელმა შორის შენსა და შორის
ცოლისა სიჭაბუკისა შენისაჲსა, რაჲთ დაუტევე და ესე ზიარი შენი და ცოლი
აღთქმისა შენისაჲ? |
15 |
არავინ ჩაიდენს ამას, ვისაც კი სულის ნატამალი შერჩენია.
რას ითხოვს კაცი? შთამომავლობას ღვთისაგან. თქვენც გაუფრთხილდით თქვენს
სულს და ნუ უღალატებთ სიყრმის ცოლს. |
15 |
და არა სხუამან ქმნა და ქუემინაღებ სულისა მისისა? და
სთქუთ რასა სხუასა, გარნა თესლსა ეძიებს უფალი. და დაიცევით სულთა შორის
თქუენთა და ცოლსა სიჭაბუკისა შენისასა ნუ დაუტევებ, |
16 |
რადგან მძულს გაყრა, ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი, და
თავისი სამოსელის ძალადობით დამფარველი, ამბობს ცაბაოთ უფალი, გაუფრთხილდით
თქვენს სულს და ნუ იქნებით ღალატიანი. |
16 |
არამედ უკუეთუ მომძულებელი განავლენ, - იტყჳს უფალი,
ღმერთი ისრაჱლისაჲ, - და დაფაროს უთნოობაჲ გულისზრახვათა შენთა ზედა, -
იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, - და დაიცევით სულისა შორის თქუენისა და
არდატევებულ იქმნეთ |
17 |
დაღალეთ უფალი თქვენი სიტყვებით და ამბობთ: რითი
დავღალეთო? იმით, რომ ამბობთ: ყოველი ბოროტმოქმედი კეთილად უჩნსო უფალს და
ისინი უყვარსო მას, ან სად არისო სამართღის ღმერთი? |
17 |
განმაძჳნებელნი უფლისანი, სიტყუათა მიერ თქუენთა და
სთქუთ: რასათჳს განვაძჳნეთ? თქუმასა შორის თქუენსა: ყოველი მოქმედი
ბოროტთაჲ კეთილ წინაშე უფლისა და მათ შორის სათნო იყო მან, და სადა არს
ღმერთი სიმართლისაჲ? |