1 |
ვაი ავისმზრახველთ და ბოროტისმოქმედთ, განთიადისას რომ სჩადიან თავიანთ საწოლებზე,
როცა ძალა აქვთ ხელებში! |
1 |
იქმნნეს შემრაცხელ შრომათა და მთქმელ ძჳრთა საწოლთა ზედა მათთა და მეყსეულად.
დღისი და ნათლივ აღასრულებდეს მათ მით, რამეთუ არა აღიხუნეს ღმრთისა მიმართ ჴელნი
მათნი |
2 |
მოუნდებათ ყანები და იტაცებენ, სახლები - და მიაქვთ;
ავიწროებენ კაცსა და მის სახლს, ადამიანს და მის სამკვიდროს. |
2 |
გული უთქმიდა აგარაკებთა და იტაცებდეს ობოლთა და სახლებსა
ჰმძლავრობდეს და დაიტაცებდეს კაცსა და სახლსა მისსა, კაცსა და
სამკჳდრებელსა მისსა. |
3 |
ამიტომ ასე ამბობს უფალი: აჰა, ბოროტს ვიზრახავ ამ
მოდგმაზე, რომლისგანაც ვერ გაითავისუფლებთ კისრებს და გამართულად ვერ
ივლით, რადგან ავი დროება იქნება. |
3 |
ამისთვის, ამათ იტყჳს უფალი, აჰა, მე ვგულის-ვსიტყუავ
ტომსა ამას ზედა ბოროტთა, რომელთაგან ვერ აღიხუმიდეთ ქედთა თქუნთა და ვერ
ხჳდოდით მართლიად, რამეთუ ჟამი ბოროტი არს. |
4 |
იმ დღეს შეთხზავენ თქვენზე იგავს, გაიმართება გლოვა და
ითქმება: გაძარცულნი ვართ! ჩემი ხალხის ხვედრი სხვას შეხვდა! როგორ
გამცილდა! ჩვენ დამატყვევართ დაუნაწილდა ჩვენი ყანები. |
4 |
მას დღესა შინა მოღებულ იქმნეს თქუენ ზედა იგავი. და
იგოდებოდეს გოდებაჲ, კილოჲთა მეტყუელი: საარებაჲ ვისაარებეთ. ნაწილი ერისა
ჩემისა განინაწილა ვითარცა საბელითა. და არა იყო მაყენებელი მისი მოქცევად,
აგარაკნი ჩუენნი განინაწილნეს. |
5 |
ამიტომ არ გეყოლება უფლის კრებულში წილისყრით მიწის
გამზომელი. |
5 |
ამისთჳს არა იყოს შენდა დამდებელ საბლსა წილსა შორის
ეკლესიასა შინა უფლისასა |
6 |
ნუ ქადაგებთ, მოქადაგენო! არ უქადაგოთ მათ, ვინც ვერ
გაექცევა სირცხვილს. |
6 |
ნუ სტირთ ცრემლითა, ნუცა ცრემლოიან ამათ ზედა, რამეთუ
არცა განეშოროს ყუედრება |
7 |
ნათქვამია, იაკობის სახლო: განა სულმოკლეა უფალი? ასეთია
მისი საქმეები? განა კეთილი არ მოაქვს ჩემ სიტყვებს იმათთვის, ვინც წრფელად
იქცევა? |
7 |
მეტყუელი: სახლმან იაკობისამან განარისხა სული უფლისაჲ,
უკეთუ ესენი სიმარჯუე მათდა არიან. არა სიტყუანი მისნი კეთილ მის თანა და
აღმართებით ვიდოდიან და წინაშე ერი ჩემი |
8 |
ადრიდანვე მტრად აღდგა ჩემი ხალხი, ადრევე ხდიდით
ტანისამოსს არხეინად მომავალთ, ბრძოლიდან დაბრუნებულთ. |
8 |
მტერად აღუდგა წინაშე მშჳდობისა მისისა. ტყავი მისი
განჴადეს მიღებად სასოებისა შემუსრვაჲ ბრძოლისაჲ. |
9 |
ჩემი ერის ქალებს მათი სანუკვარი სახლებიდან ერეკებით; მათ ბავშვებს სამუდამოდ
ართმევთ ჩემს დიდებას. |
9 |
ამისთჳს წინამძღუარნი ერისა ჩემისანი განვარდენ სახლთაგან
შუებისა მათისათა, ბოროტთათჳს სიმარჯუეთა განცჳვეს. მიეახლენით მთათა
საუკუნეთა. |
10 |
ადექით და წადით, არ არის აქ განსასვენებელი ადგილი;
უწმიდურობის გამო გაიტანჯება და მწარე იქნება სატანჯველი. |
10 |
აღდეგ და ვიდოდე, რამეთუ არა არს შენდა განსუენება. არაწმინდებისათჳს განიხრწნენით
ხრწნილებითა. |
11 |
ოჰ, ერთი მოიტყუებდეს ქარისა და სიცრუის მდევნელი კაცი: მე გიქადაგებთ ღვინოზე და
თაფლუჭზეო. ის იქნებოდა ამ ხალხის ქადაგი. |
11 |
იდევნენით არცა ერთის ვის მდევრობასა, რომელი დამტკიცნა ტყუილთა. გწთოდა შენ ღჳნოდ
და მთრვალობად, და იყოს ქუეყანისაგან წუეთი ერისა ამის |
12 |
მთლიანად შეგკრებ, იაკობ, თავს მოვუყრი ისრაელის ნატამალს; ერთად დავსხამ როგორც
ცხვარს ფარეხში; როგორც ფარა თავის სადგომში, ისე ახმაურდება კაცთა სიმრავლისგან. |
12 |
შეკრებული შეკრბეს იაკობ, ყოვლისა თანა მომლოდე მოველოდი
ნეშტთა ისრაჱლისათა. დავდვა მოქცევაჲ მათი, ვითარცა ცხოვარნი ჭირსა შინა,
ვითარცა სამწყსო საშუალ საწოლისა მათისა განვლიდენ, კაცთაგან |
13 |
მათ წინ აივლის კედლის მნგრეველი, გაანგრევენ და გაივლიან
და უკანვე გამოვლენ; ჩაივლის მათ წინ მათი მეფე და უფალი მათ სათავეში. |
13 |
განკუეთილებისათჳს პირისა მათისა განჰკუეთეს და განვლეს
ბჭე და განვიდა მისგან. და განვიდა მეფე მათი წინაშე პირსა მათსა, ხოლო
უფალი უძღოდის მათ. |