|
|
1 |
აწ შეიზღუდოს ასული ეფრემისი ზღუდისა მიერ; შეწყუდევაჲ განაწესა თქუენ ზედა,
კუერთხითა სცემდენ ღაწუთა ზედა ტომთა ისრაჱლისათა. |
1 |
შენ კი, ეფრათას ბეთლემო, უმცირესი ხარ იუდას ათასეულთა
შორის, მაგრამ შენგან გამომივა ხელმწიფე ისრაელში და ძველითგან იქნება მისი
წარმოშობა, საუკუნო დღეებიდან. |
2 |
და შენ, ბეთლემ, სახლი ეფრათასი, მცირე ხარ ყოფად
ათასეულთა შორის იუდასთა, რამეთუ შენგან გამოვიდეს ჩემდად ყოფადი, მთავრად
ისრაჱლსა ზედა და გამოსავალნი მისნი დასაბამით დღეთაგან საუკუნოჲსათა |
2 |
ამიტომ მიუშვებს მათ იმ დრომდე, ვიდრე არ შობს ის,
რომელმაც უნდა შობოს; დანარჩენი ძმებიც დაბრუნდებიან ისრაელიანებთან. მ |
3 |
ამისთჳს მისცეს მათ, ვიდრე ჟამადმდე შობისა შუეს. და
ნეშტნი ძმათა მისთანი მოიქცენ ძეთა მომართ ისრაჱლისათა |
3 |
ის დადგება და დამწყესავს უფლის ძალით, უფლის, თავისი
ღმერთის სახელის დიდებით, და მობრუნდებიან; რადგან ამიერიდან იდიდებს ის
ქვეყნის კიდემდმე |
4 |
და დადგეს და იხილოს და მწყსიდეს სამწყსოსა მისსა
ძლიერებით უფალი და დიდებისა მიერ სახელისა უფლისა ღმრთისა მათისა იყუნენ
მით, რამეთუ განდიდნენ აწ ვიდრე კიდეთამდე, ქუეყანისათა |
4 |
და ის იქნება, მშვიდობას რომ მოიტანს. როცა აშური მოვა
ჩვენს ქვეყანაში და როცა ფეხს დაადგამს ჩვენს დარრზებში, მაშინ აღვძრავ მის
წინააღმდეგ შვიდ მწყემსს და რვა ცხებულს. |
5 |
და იყოს ესე მშჳდობაჲ, ოდეს ასურასტანელი მოვიდეს
ქუეყანასა ზედა თქუენსა და აღდგენ მის ზედა შჳდნი მწყემსნი და რვანი
წყლულებანი კაცთანი |
5 |
დამწყესავენ აშურის ქვეყანას მახვილით და ნიმროდის
ქვეყანას მის კართან, და იხსნის აშურისგან, როცა ის მოვა ჩვენს ქვეყანაში
და როცა ჩვენს საზღვრებში მემოდგამს ფეხს. |
6 |
და მწყსიდენ ასსურსა მახჳლისა მიერ და ქუეყანასა
ნავროდისსა საზღუარსა შინა მისა, და გიჴსნას შენ ასსურისაგან, ოდეს მოჴდეს
ქუეყანასა ზედა თქუენსა და ოდეს ზედაღჴდეს საზღუართა ზედა თქუენთა. |
6 |
და იქნება იაკობის ნატამალი უამრავ ხალხთა შორის როგორც
უფლის ცვარი, როგორც შხაპუნა წვიმა ბალახზე; აღარ ექნება კაცის იმედი და
აღარ დაენდობა ადამიანებს. |
7 |
და ყოს დაშთომილი იაკობისი საშუალ ერთა მრავალთა, ვითარცა
ცუარი დავრდომილი უფლისა მიერ და ვითარცა წუეთი კლერტსა ზედა, რათა არ
შეკრბეს არცა ერთი, არცა შემტკიცნეს შორის ძეთა კაცთასა. |
7 |
და იქნება იაკობის ნატამალი ხალხებში, უამრავ ერებს შორის
როგორც ლომი ტყის ცხოველთა შორის, ლომის ბოკვერივით ცხვრის ფარაში; თუ
ჩაიარა, თელავს და გლეჯს და არავინაა მხსნელი. |
8 |
და იყოს დაშთომილი იაკობისი წარმართთა შორის საშუალ ერთა
მრავალთა, ვითარცა ლომი საცხოვართა შორის მაღნარსა შინა და ვათრცა ლეკჳ
სამწყსოსა შორის ცხოვართასა, ვითარსახედ ოდეს განვლოს და განმმთესველმან
მიიტაცოს, და არა იყოს განმარინებელი. |
8 |
აღიმართება შენი ხელი შენს მტრებზე და წარიხოცება ყველა
შენი მოწინააღმდეგე. |
9 |
ამაღლდეს ჴელი შენი მაჭირვებელთა ზედა შენთა და ყოველნი
მტერნი შენნი მოისრნენ. |
9 |
მაშინ იქნება, ამბობს უფალი, რომ გაგიწყვეტ ცხენებს ქვეყანაში და ეტლებს
გაგინადგურებ; |
10 |
და იყოს მას დღესა შინა, - იტყჳს უფალი, - და მოვსრნნე ჰუნენი შენნი შორის შენსა და
წარვწყმიდნე ეტლნი შენნი |
10 |
გავანადგურებ ქალაქებს შენს ქვეყანაში და დავაქცევ ყველა
შენს ციხე-სიმაგრეს; |
11 |
და მოვსპნე ქალაქნი ქუეყანისა შენისანი და აღვიხუნე ყოველნი სიმაგრენი შენნი. და
აღვიხუნე ყოველნი გრძნებანი შენნი ჴელთაგან შენთა და აღმომჴმობელნი არა იყუნენ
შენდა |
11 |
ხელიდან გამოგგლეჯ ჯადოქრებს და აღარ გეყოლება მჩხიბავები; |
|
|
12 |
შეგიმუსრავ კერპებს და სათაყვანო სვეტებს და აღარ დაუწყებ თაყვანისცემას შენსავე
ნახელავს; |
12 |
და მოვსპნე ქანდაკებულნი შენნი და ძეგლნი შენნი შორის
შენსა. და არღა მერმე ართაყუანის-სცე ქმნულებსა ჴელთა შენთასა. |
13 |
ამოვძირკვავ შენს აშერებს შენი გარემოდან და დავაქცევ შენს ქალაქებს. |
13 |
და აღმოვსჭრნე სერტყებნი საშუალისაგან შენისა და
ვაუჩინოვნე ქალაქნი შენნი |
14 |
რისხვითა და გულისწყრომით მოვახდენ შურისგებას ხალხებზე, რომელთაც არ ინდომეს
მოსმენა. |
14 |
და ვყო რისხვისა მიერ და გულისწყრომისა მის შურის-ძიებაჲ
ნათესავთა შორის მათ წილ, რომელ არა მერჩდეს მე. |