1 |
ისმინეთ, რას ამბობს უფალი: აღდეგ, დავა გაუმართე მთებს და ასმინე შენი ხმა
გორაკებს! |
1 |
ისმინენით აწ, რომელნი უფალმან თქუნა აღდეგით და განისაჯენით მთათა მიმართ და
ისმინეთ ბორცუთა ჴმისა შენისაჲ |
2 |
ისმინეთ, მთებო, უფლის დავა, და თქვენც, დედამიწის მყარო
საფუძვლებო, რადგან დავა აქვს უფალს თავის ერთან და უჩივის ისრაელს. |
2 |
ისმინეთ ბორცუთა მსჯავრი უფლისაჲ და ღელეთა საფუძველთა
ქუეყანისათა, რამეთუ საშჯელ არს უფლისაჲ ერისა მიმართ მისისა და ისრაჱლისა
თანა პაექრობა ყოს. |
3 |
ჩემო ერო, რა გაგიკეთე და რითი დაგაღონე? გამეცი პასუხი. |
3 |
ერო ჩემო, რაჲ გიყავ შენ, ანუ რაჲთა შეგაწუხე შენ, ანუ
რაჲთა აღგაშფოთე შენ? მომიგე მე |
4 |
ხომ გამოგიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან და მონობის სახლიდან
გამოგისყიდე; წინ წაგიძღოლე მოსე, აარონი და მირიამი. |
4 |
მით, რამეთუ აღმოგიყვანე შენ ქუეყანისაგან ეგჳპტისა და
სახლისაგან მონებისა განგათავისუფლე შენ, და განვავლინენ წინაშე პირსა
შენსა მოსე და აჰრონ და მარიამი. |
5 |
ჩემო ერო, გაიხსენე, რას განიზრახავდა ბალაკი, მოაბის
მეფე, და რა პასუხს სცემდა მას ბალაამ ბეყორის ძე შიტიმიდან გილგალამდე,
რათა გცოდნოდა უფლის წყალობანი. |
5 |
ერო ჩემო, მოიჴსენე, რაჲ იზრახა ძჳნად შენდა ბალაკ,
მეფემან მოაბისმან და რაჲ-იგი მიუგო მას ბალაამ, ძემან ბეორისამან,
საზომელთაჲთგან ვიდრე ბალგალამდე, რათა საცნაურ იქმნეს სიმართლე უფლისაჲ |
6 |
რით წარვდგე უფალთან და თაყვანივსცე მაღალ ღმერთსო?
აღსავლენებით - წელგამოვლილი ხბოებით ხომ არ წავრდგეო? |
6 |
რაჲსა მიერ ვეწიო უფალსა, და შევეწიო ღმერთსა ჩემსა
მაღალსა? უკუეთუ მე ვეწიო მას ყოვლად დასაწუელთა მიერ ზუარაკთა მიერ
წელიწდეულთა? |
7 |
ეამება კი უფალს ათასი ვერძი, ზეთის ათიათასი მდინარეო?
ხომ არ მივცე ჩემი პირმშო ჩემი დანაშაულის წილ, ნაყოფი ჩემი წიაღისა ჩემი
საკუთარი ცოდვის წილო? |
7 |
უკეთუ შეიწყნარებს უფალი ათასეულთა შორის ვერძთა, ანუ
ბევრეულთა შორის ვაცთა მსუქანთა, უკეთუ მივსცნე პირმშონი ჩემნი
უთნოობისათჳს, ნაყოფი მუცლისა ჩემისაჲ ცოდვისათჳს სულისა ჩემისა? |
8 |
ხომ გეუწყა შენ, ადამიანო, რა არის სიკეთე და რას ითხოვს
შენგან უფალი? მხოლოდ სამართლის ქმნას და წყალობის სიყვარულს, მოწიწებით
სიარულს უფლის წინაშე. |
8 |
მიგეთხრა შენ, ჵ კაცო, რაჲ კეთილ, ანუ რასა ეძიებს შენგან
უფალი, არამედ ქმნასა მსჯავრისასა და შეყუარებასა წყალობისასა და
მზად-ყოფასა სლვად უფლისა თანა ღმრთისა შენისა. |
9 |
უფლის ხმა მოუწოდებს ქალაქს და ვინც ნაცადია, შეეშინდება შენი სახელის; გაუგონეთ
კვერთხს და მის დამდგენელს. |
9 |
ჴმაჲ უფლისაჲ ქალაქსა ზედა იწოდოს, და აცხოვნნეს მოშიშნი
სახელის მისისანი, ისმინენ ტომმან და ვინ შეამკოს ქალაქი. |
10 |
თუ არის კიდევ ბოროტეულის სახლში ბოროტეული განძი და
დამცრობილი საწყაო, დაწყევლილი? |
10 |
არა ცეცხლმანა? და სახლი უსჯულოთასა, რომელი იუნჯებს, საუნჯეთა უსჯულოთა და
გინებისა თანა უსამართლოჲსა. |
11 |
როგორ გავამართლო ბოროტეული სასწორი და ქისა მატყუარა საწონით? |
11 |
და უკეთუ გამართლდეს უფლისა შორის უსჯულოჲ და ვაშკარანსა შორის საწონისა ზაკულისა |
12 |
რადგან ქალაქის მდიდრები აივსნენ დატაცებულით; მისი მცხოვრებნი ტყუილებს
ლაპარაკობენ და ცრუა მათი ენა მათ პირში. |
12 |
რომელთაგან სიმდიდრე მათი უთნოობითა აღავსეს, და
დამკჳრებულნი მისნი იტყოდეს ცრუსა, და ენაჲ მათი ამაღლდა პირისაგან მათისა |
13 |
და მეც სასტიკად დაგცხებ, გაგატიალებ შენი ცოდვების გამო. |
13 |
და მე ვიწყებ დაცემად შენდა და უჩინო გყოფ შენ ცოდვათა
შენთათჳს. |
14 |
შეჭამ და ვერ გაძღები; შიმშილი გექნება მუცელში; გადამალავ, მაგრამ ვერ
შეინარჩუნებ; რასაც შეინარჩუნებ, მახვილს მივცემ. |
14 |
შენ სჭამო და არა განსძღე. და დაბნელდეს შენ შორის, და
შეპყრობილ-იქმნე და შენ ვერ განერე და რაოდენიცა განერნენ, მახჳლსა
მიეცნენ. |
15 |
დათესავ და ვერ მოიმკი; ზეთს გამოხდი და ვერ გაიპოხები; ღვინოს დაწურავ და ვერ
შესვამ. |
15 |
შენ სათესო და ვერ მოიმკო შენ სწნეხდე ზეთსა, და შენ ვერ
იცხო ზეთი. და ჰქმნა ღჳნოჲ, და ვერ ჰსუა. |
16 |
შენახული გაქვთ ყომრის ზნე და ყოველი საქმე ახაბის სახლისა; მისდეევთ მათ თათბირს,
რომ გაგატიალოთ და სასაცილოდ გავხადო თქვნი მცხოვრებნი. თქვენ კი ჩემი ერის
სირცხვილი დაგეკისროთ. |
16 |
და უჩინო იქმნეს შჯული ერისა ჩემისაჲ და ყოველნი საქმენი
სახლსა აქაბისნი. და ვიდოდენ ნეგათა შინა მათთა, რათა მგცე შენ უჩინო
სიქმნელად და შორი^ს დამკჳდრებულნი მისნი დასასტჳნველად და ყუედრება ერისაჲ
მიიღოთ. |