1 |
შეიკრიბნენ ეფრემელები, გადავიდნენ ცაფონში და უთხრეს იფთახს: რატომ წახვედი
ყამონიანებთან საომრად და ჩვენ არ დაგვიძახე. სახლკარიანად გადაგბუგავთ.
|
1 |
და შეკრბეს და მოვიდეს ძენი ეფრემისნი სეფინად და ჰრქუეს იეფთაეს: რაჲსათჳს
განხუედ შენ ბრძოლად ძეთა ამონისთა და ჩუენ არა გუაუწყე, რათამცა ვჰბრძოლეთ ჩუენცა
შენ თანა? აწ სახლი შენი დაგაწუათ ცეცხლითა შენ ზედა.
|
2 |
უთხრა მათ იფთახმა: მაგარი მტრობა გვქონდა ყამონიანებთან
მე და ჩემს ხალხს. გიძახდით, მაგრამ არ მიხსენით მათი ხელიდან. |
2 |
ხოლო იეფთაე ჰრქუა მათ: კაცი მსაჯული ვიყავ მე, და ერი
ჩემი და ძენი ამონისნი მაჭირვებდეს მე ფრიად, და ვღაღადებდ მე თქუენდა
მიმართ და არა მიჴსენით მე ჴელთაგან მათთა. |
3 |
როცა ვნახე, არავინ დამიხსნიდა, თავი გამოვიმეტე, წავედი
ყამონიანებზე და ღმერთმა ხელში ჩამიგდო ისინი. ახლა რისთვის მეჩხუბებით? |
3 |
და ვითარცა ვიხილე, რამეთუ არავინ იყო მჴსნელ ჩემდა,
წარვიღე თავი ჩემი სიკუდილად ჴელითა ჩემითა და წიაღუჴედ ძეთა ამონისთა. და
მოსცნა უფალმან ძენი ამონისნი ჴელთა ჩემთა და თქუენ მოსრულ ხართ ბრძოლად
ჩემდა? |
4 |
შეკრიბა იფთახმა ყველა გალაადელი და შეება ეფრემს.
დაამარცხეს გალაადელებმა ეფრემი, რადგან ამბობდნენ, თქვენ ეფრემიდან ხართო
გადმოხვეწილნი. გალაადი ეფრემს შორისაა და მენაშეს შორისაა. |
4 |
და შეიკრიბა იეფთა ყოველი ერი გალაადისაჲ და ჰბრძოდა ძეთა
ეფრემისთა. და მოსრეს კაცთა ბალაადისათა ძეთაგანი ეფრემისთა მახჳლითა. |
5 |
გადაუჭრა გალაადმა ეფრემს იორდანეზე გადასასვლელი ფონი და
როცა რომელიმე გადარჩენილი ეფრემიანი იტყოდა, გაღმა გადამიშვითო,
ჰკითხავდნენ, ეფრემიანი ხომ არა ხარო? თუ მიუგებდა: არაო, |
5 |
და წინაწარ დაიპყრეს გალაადელთა წიაღსავალი იგი
იორდანისაჲ ეფრემისი. და იყო, რაჟამს-იგი იქუეს განრინებულთა მათ
ეფრემისთა, ვითარმედ: წიაღვჴდეთ იორდანესა: ჰრქუეს გალაადელთა მათ: ნუუკუე
ეფრემისგანი იყუნეთ თქუენ? ხოლო მათ ჰრქუეს: არა ვართ ეფრემისგანნი. |
6 |
უბრძანებდნენ: თქვი „შიბოლეთი“ (თავთავი). ის კი იტყოდა:
„სიბოლეთი“, სხვაგვარად წარმოთქმა არ შეეძლო. მაშინ შეიპყრობდნენ და
კლავდნენ იორდანეს ფონთან. ორმოცდაორი ათასი ეფრემიანი დაეცა იმჟამად. |
6 |
და მათ ჰრქუეს: გჳთხარ ნუ რაჲ სასწაული და მათ ვერ
წარიმართეს სიტყუად სიტყუად ეგრესახედ. და აღიპყრობდეს მათ და მოსწყუედდეს
წიაღსავალსა მას ზედა იორდანისასა და დაეცნეს მას დღესა შინა ერისაგან
ეფრემისი ორმეოცდაორი ათასი. |
7 |
ექვსი წელი მსაჯულობდა იფთახი ისრაელზე. მერე მოკვდა
იფთახ გალაადელი და დამარხეს გალაადის ერთერთ ქალაქში. |
7 |
და სჯიდა იეფთაე ისრაჱლსა ექუს წელ. და მოკუდა იეფთაე
გალაადელი, და დაფლეს იგი ქალაქსა თჳსსა გალაადს. |
8 |
მის შემდეგ ისრაელის მსაჯული გახდა იბცან ბეთლემელი. |
8 |
და სჯიდა მისსა შემდგომად ისრაჱლსა ესებონ ბეთლემელი. |
9 |
ოცდაათი ვაჟი ჰყავდა, შინიდან ოცდაათი ქალი გაისტუმრა, ოცდაათი ქალი შინ მოუყვანა
თავის ვაჟებს და შვიდი წელი მსაჯულობდა ისრაელზე. |
9 |
და ესხნეს მას ოცდაათ ძე ოცდაათ ასულ, რომელნი მიეცნეს ქმართა ოცდაათნი ცოლნი
შემოჰგუარნეს ძეთა თჳსთა, და სჯიდა ისრაჱლსა შჳდ წელ.
|
10 |
მერე მოკვდა იბცანი და დამარხეს ბეთლემში. |
10 |
და მოკუდა ესებონ და დაფლეს იგი ბეთლემს. |
11 |
მის შემდეგ ისრაელის მსაჯული გახდა ელონ ზებულონელი. ათი წელი მსაჯულობდა იგი
ისრაელზე.
|
11 |
და ამისა შემდგომად სჯიდა ისრაჱლსა ელომ ზაბულონელი ათ წელ |
12 |
მერე მოკვდა ელონ ზებულონელი და დამარხეს აიალონში,
ზებულონის მხარეში. |
12 |
და მოკუდა და დაჰფლეს ქუეყანასა ზაბულონისასა. |
13 |
მას შემდეგ ისრაელის მსაჯული გახდა ყაბდონი, ჰილელის ძე,
პირყათონელი. |
13 |
და ამისა შემდგომად სჯიდა ისრაჱლსა აბოდონ, ძე ელექისი,
ფარათონელი. |
14 |
ორმოცი ვაჟი და ოცდაათი შვილიშვილი ჰყავდა, სამოცდაათ
ახალგაზრდა სახედარზე ამხედრებული, და რვა წელი მსაჯულობდა ისრაელზე. |
14 |
და ესხნეს მას ორმეოც ძე და ოცდაათ ძისწულ, რომელნი
აღსხდებოდეს სამეოცდაათთა საჴედართა; და სჯიდა იგი ისრაჱლსა რვა წელ. |
15 |
მერე მოკვდა ყაბდონ ჰილელის ძე, პირყათონელი, და დამარხეს
პირყათონში, ეფრემის მხარეში, ყამალეკის მთაში. |
15 |
და მოკუდა აბოდონ, ძე ელექისი, ფარათონელი, და დაფლეს იგი
ფარათონს, მთასა ამალეკისასა. |