1 |
კვლავ უკუღმართად იქცეოდნენ ისრაელიანები უფლის თვალში და ფილისტიმელების ხელში
ამყოფა ისინი უფალმა ორმოც წელს.
|
1 |
და შესძინეს ძეთა ისრაჱლისათა მერმე ყოფა ბოროტისა წინაშე უფლისა. და მისცნა
იგინი უფალმან ჴელთა უცხოთესლთასა ორმეოც წელ.
|
2 |
იყო იმჟამად ერთი ცორელი კაცი დანის ტომში, სახელად
მანოახი. ცოლი ბერწი ჰყავდა და შვილს ვერ უჩენდა. |
2 |
და იყო კაცი სარაჲთ ტომისგან დანისა, და სახელი მისი
მანოე. და ცოლი მისი იყო ბერწ და არა შობდა. |
3 |
გამოეცხადა ქალს უფლის ანგელოზი და უთხრა: აჰა, ბერწი ხარ
და შვილს ვერ აჩენ, მაგრამ დაორსულდები და ვაჟი შეგეძინება. |
3 |
და გამოეცხადა დედაკაცსა მას ანგელოზი უფლისაჲ და ჰრქუა
მას: შენ, ეგერა ბერწ ხარ და არა გიშობიეს, ხოლო აწ მიუდგე და შვე ძე. |
4 |
ოღონდ ფრთხილად იყავი, არ დალიო ღვინო და თაფლუჭი,
უწმიდურიც არაფერი ჭამო. |
4 |
არამედ ეკრძალე და ნუ ჰსუამ ღჳნოსა და თაფლუჭსა, ნუცა
სჭამ ყოველსავე არაწმიდასა. |
5 |
რადგან, აჰა, დაორსულდები და ვაჟი შეგეძინება,
სამართებელი არ უნდა მიეკაროს მის თავს, რადგან ღვთის მოწმიდარი იქნება იგი
დედის მუცლიდანვე და შეუდგება ისრაელის დახსნას ფილისტიმელთა ხელიდან. |
5 |
რამეთუ შენ მუცლად-იღო და ჰშვე ძე. და მახჳლი თავსა მისსა
ნუ შეეხებინ, რამეთუ წმიდაჲ ღმრთისაჲ იყოს ყრმაჲ იგი შობითგან მისით. და
მან იწყოს განრინებად ისრაჱლისა ჴელისაგან უცხოთესლთა, ფილისტიმელთასა. |
6 |
წამოვიდა ქალი და უთხრა თავის ქმარს: ღვთისკაცი მოვიდა
ჩემთან, ღვთის ანგელოზივით იერი ჰქონდა, დიდად საკრძალველი იერი. არ
მიკითხავს მისთვის სადაურობა და არც მას გაუმხელია ჩემთვის თავისი სახელი. |
6 |
და შევიდა ცოლი და ჰრქუა ქმარსა თჳსსა: რამეთუ კაცი
უფლისაჲ მოვიდა ჩემდა და ხილვა მისი. ვითარცა ხილვა ანგელოზისა ღმრთისაჲ,
შუენიერ იყო ფრიად. და ვკითხე მას: ვინა მოხვალ? და სახელი მისი არა მითხრა
მე. |
7 |
მითხრა: აჰა, დაორსულდები და ვაჟი შეგეძინება, ოღონდ არ
დალიო ღვინო და თაფლუჭი, უწმიდურიც არაფერი ჭამო, რადგან ყმაწვილი დედის
მუცლიდან სიკვდილამდე ღვთის მოწმიდარი იქნებაო. |
7 |
და მრქუა მე: ეგერა, შენ მუცლად-იღო და ჰშვე ძე. და მრქუა
მე: ნუ სუამ ღჳნოსა და თაფლუჭსა და ნუ სჭამ ყოველსავე არაწმიდასა, რამეთუ
წმიდაჲ ღმრთისაჲ იყოს ყრმაჲ იგი საშოჲთგანვე სიკუდიდმდე მისა. |
8 |
ლოცვა აღუვლინა მანოახმა უფალს და უთხრა: უფალო, ერთხელ
კიდევ გვეწვიოს შენგან მოვლენილი ღვთისკაცი და გვითხრას, რა ვუყოთ
ყმაწვილს, რომელიც გაჩნდება. |
8 |
და ევედრებოდა უფალსა მანოე და იტყოდა: მოიხილე ჩემდა,
უფალო! და კაცი იგი ღმრთისაჲ, რომელი მოავლინე ჩუენდა, მერმეცა მოვედინ
ჩუენდა, და მაუწყენ ჩუენ, რაჲ უყოთ ყრმასა მას. რომელ იგი იშვეს! |
9 |
უსმინა ღმერთმა მანოახს და ღვთის ანგელოზი ხელახლა მოვიდა ქალთან, როცა იგი ყანაში
იყო, და მანოახი, მისი ქმარი, თან არ ახლდა. |
9 |
და შეისმინა ღმერთმან ვედრებაჲ იგი მანოესი, და მოვიდა
ანგელოზი იგი უფლისაჲ დედაკაცისა მის. ხოლო დედაკაცი იგი ჯდა ველსა გარე,
და მანოე, ქმარი მისი, არა იყო მის თანა. |
10 |
მაშინვე გამოიქცა ქალი და შეატყობინა ქმარს: აჰა,
გამომეცხადა ის კაცი, ამასწინათ რომ მოვიდა ჩემთან. |
10 |
და ისწრაფა დედაკაცმან მან და მირბიოდა და უთხრა ქმარსა თჳსსა და ჰრქუა მას: აჰა
ესერა, მეჩუენა მე კაცი იგი, რომელი მოვიდა მას დღესა ჩემდა. |
11 |
ადგა მანოახი, წაჰყვა თავის ცოლს, მივიდა იმ კაცთან და უთხრა: შენ ხარ ის კაცი, ამ
ქალს რომ ელაპარაკა? მიუგო: მე ვარ.
|
11 |
და აღდგა მანოე და შეუდგა ცოლსა თჳსსა და მოვიდა კაცისა მის და ჰრქუა მას:
უკუეთუ შენ ხარა კაცი იგი, რომელ ეტყოდე ცოლსა ჩემსა? და მან ჰრქუა: მე ვარ.
|
12 |
უთხრა მანოახმა: თუ მართლა ახდა შენი სიტყვა, რა უნდა
ვუყოთ ამ ყმაწვილს, როგორ უნდა მოვექცეთ? |
12 |
და ჰრქუა მას მანოე: აწ, რაჟამს მოიწიოს სიტყუაჲ შენი,
რაჲმე იყოს სამართალი ყრმისა მის და საქმე მისი? |
13 |
უთხრა უფლის ანგელოზმა მანოახს: ერიდოს ყველაფერს, რაც
ქალს ვუთხარი. |
13 |
ხოლო ანგელოზმან უფლისამან ჰრქუა მანოეს: ყოველივე,
რომელი ვარქუ ცოლსა შენსა, ეკრძალენ. |
14 |
არაფერს გაეკაროს ვაზისაგან მოწეულს, არც რამე უწმიდური
ჭამოს. შეასრულოს ყველაფერი, რაც ვუბრძანე. |
14 |
და ყოველივე რომელი გამოვალს ვენაჴისგან, ნუ ჭამნ; და
ღჳნოსა და თაფლუჭსა ნუ სუამნ და ყოველსავე არაწმიდასა ნუ ჭამნ; და ყოველივე
რომელი ვამცენ მას, ეკრძალენ. |
15 |
უთხრა მანოახმა უფლის ანგელოზს: დარჩი გევედრები, თიკანს
დაგიკლავ. |
15 |
მიუგო და ჰრქუა მანოე ანგელოზსა მას უფლისასა: გაიძულოთ
შენ და მოვჰმზადოთ შენ წინაშე თიკანი ერთი თხათაჲ. |
16 |
უთხრა უფლის ანგელოზმა მანოახს: რაც უნდა მევედრო, მაინც
არ გავტეხ შენს პურს. თუ გინდა, რომ უფალს აღსავლენი მსხვერპლი შესწირო,
შესწირე. არ იცოდა მანოახმა, რომ ეს უფლის ანგელოზი იყო. |
16 |
და ჰრქუა ანგელოზმან მან უფლისამან მანოეს: დაღათუ
მაიძულოთ, მე არა ვჭამო პური შენი. ხოლო შე-თუ-სწირავ მსხუერპლსა, უფლისა
შეწირე იგი, რამეთუ. ვერ გულისჴმა-ყო მანოე, ვითარმედ ანგელოზი უფლისაჲ
არს. |
17 |
უთხრა მანოახმა უფლის ანგელოზს: სახელად რა გქვია? ხომ
უნდა დაგლოცოთ, როცა შენი სიტყვა ახდება. |
17 |
და ჰრქუა მანოე ანგელოზსა მას უფლისასა. რაჲ არს სახელი
შენი? რათა, რაჟამს მოიწიოს სიტყუაჲ შენი, გადიდებდე შენ! |
18 |
უთხრა უფლის ანგელოზმა: რისთვის მეკითხები სახელს?
საიდუმლოა იგი. |
18 |
ჰრქუა მას ანგელოზმან უფლისამან: რაჲსათჳს ესრეთ მკითხავ
მე სახელსა ჩემსა? და იგი არს საკჳრველ. |
19 |
მოიტანა მანოახმა თიკანი და ძღვენი და ქვაზე დააწყო, რომ
შეეწირა უფლისათვის, ხოლო მან სასწაული მოახდინა მანოახისა და მისი ცოლის
თვალწინ. |
19 |
და მოიღო მანოე თიკანი იგი თხათაჲ და შესაწირავი. და
შეწირა იგი უფლისა საკჳრველმოქმედისა კლდესა მას ზედა; და მანოე და ცოლი
მისი ჰხედვიდეს. |
20 |
როცა სამსხვერპლოდან ალი ცისკენ ავარდა, უფლის ანგელოზი
ზეაჰყვა სამსხვერპლოს ალს. ეს რომ დაინახეს, მიწაზე დაემხვნენ მანოახი და
მისი ცოლი. |
20 |
და იყო, ვითარ-იგი აღვიდოდა ალი იგი ზედა კერძო
საკურთხეველსა მას ზეცად, თანააღვიდა ანგელოზი იგი უფლისაჲ ალსა მას. და
მანოე და ცოლმან მისმან იხილეს და დაცჳვეს იგინი პირსა ზედა თჳსსა
ქუეყანად. |
21 |
მიეფარა უფლის ანგელოზი მანოახისა და მისი ცოლის თვალს. მაშინ კი მიხვდა მანოახი,
რომ ეს უფლის ანგელოზი იყო.
|
21 |
და არღარა შესძინა ანგელოზმან უფლისამან ჩუენებად მანოესა და ცოლსა მისისა.
მაშინ გულისჴმა-ყო მანოე, ვითარმედ ანგელოზი უფლისაჲ არს.
|
22 |
უთხრა მანოახმა ცოლს: სიკვდილი არ აგვცდება, რადგან უფლის
ანგელოზი ვიხილეთ. |
22 |
და ჰრქუა მანოე ცოლსა თჳსსა: სიკუდილით მოვსწყდეთ, რამეთუ
ღმერთი ვიხილეთ. |
23 |
ცოლმა უთხრა: უფალს რომ ჩვენი სიკვდილი ნდომოდა, არ
მიიღებდა აღსავლენს და ძღვენს ჩვენი ხელიდან. არ დაგვანახებდა და არ
მოგვასმენინებდა ყველაფერს ამას. |
23 |
და ჰრქუა მანოეს ცოლმან თჳსმან: უკუეთუმცა უნდა უფალსა
სიკუდილი ჩუენი. არამცა შეიწირა ჴელთაგან ჩუენთა მსხუერპლი ესე და
შესაწირავი; და არამცა მაუწყა ჩუენ ესე ყოველი, და არამცა მასმინა ჩუენ. |
24 |
შობა ქალმა ვაჟი და უწოდა სამსონი. გაიზარდა ყმაწვილი და
უფალმა აკურთხა იგი. |
24 |
და შვა დედაკაცმან მან ყრმაჲ იგი და უწოდა სახელი მისი
სამსონ და აკურთხა იგი უფალმა. |
25 |
უფლის სულმა იწყო მისი აღძვრა დანის ბანაკში ცორასა და
ეთშაოლს შორის. |
25 |
და აღორძნდა ყრმაჲ იგი, და იწყო სულმან უფლისამან სლვად
მის თანა ბანაკსა მას დანისსა შორის სარაასა და შორის ასთალონსა. |