1 |
იყო კაცი ვინმე ეფრემის მთაში, სახელად მიქაიეჰუ.
|
1 |
და იყო კაცი მთისა ეფრემისი და სახელი მისი მიქა.
|
2 |
უთხრა დედას: შენ რომ ათას ასი ვერცხლი წაგიღეს, რომლის
გამოც ჩემი თანდასწრებით წყევლა წარმოთქვი, ჩემთანაა ეს ვერცხლი, ჩემი
აღებულია. თქვა დედამისმა: დაილოცოს უფლისაგან ჩემი შვილი. |
2 |
და ჰრქუა დედასა თჳსსა: ათასი იგი ფასი, რომელი მოგართუეს
შენ, და მაფუცე და მარქუ ყურთა ჩემთა, აჰა ესერა, ვეცხლი იგი ჩემ თანა არს,
მე მოვიღო იგი. და ჰრქუა დედამან თჳსმან: კურთხეულ არს ძე ჩემი უფლისა
მიერ! |
3 |
დაუბრუნა დედას ათას ასი ვერცხლი. თქვა დედამისმა: ჩემი
ხელით შემიწირავს ეს ვერცხლი უფლისათვის ჩემი შვილის სახელზე ქანდაკისა და
ჩამოსხმული კერპის გასაკეთებლად. აჰა, შენთვის დამიბრუნებია. |
3 |
და კუალად მისცა ათასდაასი იგი ვეცხლი დედასა თჳსსა. და
თქუა დედამან მისმან: განწმედით განწმიდე ვეცხლი იგი უფლისათჳს ჴელთაგან
ჩემთა თჳსაგან საქმედ გამოქანდაკებული და გამოდნობილი, და აწ მიგცე შენ იგი
დედასა თჳსსა. |
4 |
როცა დაუბრუნა ვერცხლი დედამისს, აიღო დედამისმა ორასი
ვერცხლი, მიუტანა გადამდნობელს, ქანდაკი და ჩამოსხმული კერპი გააკეთებინა
და იდგა ისინი მიქაიეჰუს სახლში. |
4 |
და მოიღო დედამან მისმან ორასი ვეცხლი და მისცა იგი
მჭედელსა და შექმნა იგი კერპად გამობერილად. და იყო იგი სახლსა შინა
მიქაჲსსა. |
5 |
ჰქონდა ამ კაცს, მიქას, ღვთის სახლი. გააკეთა მან ეფოდი
და თერაფიმი, აუვსო ხელი თავის ერთ-ერთ ვაჟს და ჰყავდა იგი მღვდლად. |
5 |
და სახლი იგი მიქაჲსი იყო სახლად ღმრთისა. და ქმნა ევფუდი
და თერაფინი და აღავსო ჴელი ერთისა ძისა მისთაგანისაჲ და იყო იგი მისა
მღდელად. |
6 |
იმ დროს ისრაელს მეფე არ ჰყავდა და ვისაც რა უნდოდა, იმას
სჩადიოდა. |
6 |
მათ დღეთა შინა არა იყო მეფე ისრაჱლსა შორის, რამეთუ კაცი
ნებასა თავისა თჳსისასა თუალთა წინაშე მისთა იქმოდა. |
7 |
ცხოვრობდა ერთი ყმაწვილი იუდას ბეთლემში, იუდას ტომში,
ლევიანი იყო და იქ მდგმურობდა. |
7 |
და იყო ყრმაჲ ერთი ბეთლემელი იუდასაჲ ნათესავისაგან
ტომისა იუდაჲსი. და ესე იყო ლევიტელი და მწირობდა იგი მუნ. |
8 |
წავიდა ეს კაცი იუდას ბეთლემიდან, რომ სადმე მდგმურად
დამდგარიყო, სადაც მოუხვდებოდა და, თავის გზით მიმავალი, ეფრემის მთაში
მიქას სახლს მოადგა. |
8 |
და წარვიდა კაცი იგი ქალაქისაგან იუდაჲსა ბეთლემით
მწირობად, სადაცამცა პოვა და მოვიდა ვიდრე მთადმდე ეფრემისა და ვიდრე
სახიდმდე მიქაჲსა მიგზავნებით გზისა თჳსისა. |
9 |
უთხრა მიქამ: საიდან მოდიხარ? მან მიუგო: ლევიანი ვარ, იუდას ბეთლემიდან, დავდივარ,
რომ სადმე მდგმურად დავდგე, სადაც მომიხდება. |
9 |
და ჰრქუა მას მიქა: ვინა მოხვალ? და მან ჰრქუა: მე ვარ
ლევიტელი ბეთლემით, რომელ არს იუდაჲსა, მივალ მწირობად. |
10 |
უთხრა მიქამ: დარჩი ჩემთან, გამიხდი მამად და მღვდლად.
წლიურად ათ ვერცხლს მოგცემ, შესამოსელს და სარჩოს. მივიდა ლევიანი. |
10 |
და ჰრქუა მას მიქა: დაადგერ შენ ჩემ თანა და მექმენ მე მამაჲ და მღდელ და მე მიგცე
შენ ათი ვეცხლი დღეთა წელიწადისათა და სამოსელი და საზრდელი შენი. |
11 |
და გადაწყვიტა ლევიანმა, დარჩენილიყო ამ კაცთან. და გახდა ყმაწვილი მისთვის, როგორც
ერთი შვილთაგანი. |
11 |
და შევიდა ლევიტელი იგი და დაადგრა მკუდრობად კაცისა მის თანა და იყო ყრმაჲ იგი
მისა, ვითარცა ერთი ძეთა მისთაგანი. |
12 |
აუვსო ხელი მიქამ ლევიანს, გახდა ყმაწვილი კაცი მისი
მღვდელი და ცხოვრობდა მიქას სახლში. |
12 |
და აღავსო მიქა ჴელი ლევიტელისაჲ და იყო ყრმაჲ იგი მისა
მღდელად და იყოფოდა სახლსა შინა მიქაჲსსა. |
13 |
თქვა მიქამ: ახლა კი ვიცი, სიკეთეს მომაგებს უფალი,
რადგან ლევიანი მყავს მღვდლად. |
13 |
და თქუა მიქა: აწ გულისჴმა-ვყავ, ვითარ კეთილი მიყო მე
უფალმან, რამეთუ მექმნა მე ლევიტელი ესე. |
|
|
14 |
მღდელ. მათ დღეთა შინა არა იყო მეფე ისრაჱლსა შორის. |