1 |
მოვიდა უფლის ანგელოზი გილგალიდან ბოქიმში და ბეთელში ისრაილის სახლთან და თქვა:
ასე ამბობს უფალი: გამოგიყვანეთ ეგვიპტიდან და მოგიყვანეთ ამ ქვეყანაში, რომელიც
თქვენს მამა-პაპას აღვუთქვი. ვუთხარი, არ დავარღვევ-მეთქი თქვენთან დადებულ აღთქმას
უკუნისამდე.
|
1 |
და აღმოვიდა ანგელოზი უფლისა გალგად და ადგილსა მას ტირილისასა და ბეთელდ და
სახლსა მას ისრაჱლისასა და ჰრქუა მათ. ამას იტყჳს უფალი: უფალმან აღმოგიყუანნა
თქუენ ეგჳპტით და შემოგიყუანნა თქვენ ქუეყანასა ამას, რომლისათჳს ეფუცა მამათა
თქუენთა მოცემად თქუენდა. და თქუა: არა განვაქარვო აღთქუმაჲ ჩემი, რომელ არს
თქუენდა მიმართ უკუნისამდე.
|
2 |
ოღონდ ნუ შეკრავთ-მეთქი კავშირს ამ ქვეყნის ხალხთან, ნუ
იწამებთ მათ ღმერთებს, დაამსხვრიეთ მათი კერპები, დაანგრიეთ-მეთქი მათი
სამსხვერპლოები. თქვენ კი არ ისმინეთ ჩემი. ეს რა ჩაიდინეთ! |
2 |
და თქუენ არა აღუთქუათ აღთქუმაჲ მკჳდრთა მათ ამის
ქუეყანისათა, არცა თაყუანის-სცვმდეთ კერპთა მათთა, არამედ გამოქანდაკებულნი
იგი კვრპნი მათნი შეჰმუსრენით და საკურთხეველები მათი დაარღჳეთ. და თქუენ
არა ისმინეთ ჴმისა ჩემისა და ესე ყოველი ჰყავთ. |
3 |
ამიტომაც გეუბნებით: მათ, ვის აყრასაც ვაპირებდი, აღარ
ავყრი. აღარ ავყრი მათ თქვენგან, რომ ხუნდებად გექცნენ ისინი, მახედ
გექცნენ მათი ღმერთები. |
3 |
და მე ვთქუ: არღარა შევსძინო განსხმად ერისა მის,
რომლისა-იგი ვთქუ განსხმაჲ არა აღვჴოცნე იგინი პირისაგან თქუენისა და
იყვნენ იგინი თქუენდა მაჭირვებელ და ღმერთნი იგი მათნი იყვნენ თქუენდა
საცთურ. |
4 |
როცა უფლის ანგელოზები ამ სიტყვებს ეუბნებოდა
ისრაელიანებს, ხმამაღლა ატირდა ხალხი. |
4 |
და იყო, ვითარცა იტყოდა ანგელოზი იგი უფლისა სიტყუათა
ამათ ყოველთა მიმართ ძეთა ისრაჱლისათა, და აღიღო ერმან მან ჴმაჲ მათი და
ტიროდეს. |
5 |
ამიტომ უწოდეს იმ ადგილს სახელად ბოქიმი (მოტირალნი).
მსხვერპლი შესწირეს იქ უფალს. |
5 |
ამისთჳს ეწოდა სახელი ადგილსა მას ტირილისა და შეწირეს
მუნ მსხუერპლი უფლისა. |
6 |
დაითხოვა იესომ ხალხი და წავიდ-წამოვიდნენ ისრაელიანები
თავ-თავიანთ სახლებში, თავ-თავიანთ წილხვდომილ ქვეყნებში, რათა
დაემკვიდრებინათ იგი. |
6 |
და წარავლინა ისო ერი იგი და წარვიდეს ძენი ისრაჱლისანი
კაცად-კაცადი სამკჳდრვბელსა თჳსსა დაპყრობად ქუეყანისა. |
7 |
უფალს ემსახურებოდა ერი იესოს მთელ სიცოცხლეში და
უხუცესთა მთელ სიცოცხლეში, რომლებიც იესოს შემდგომ იყვნენ და ნანახი
ჰქონდათ ყველა დიადი საქმე, ისრაელისათვის რომ აღასრულა უფალმა. |
7 |
და ჰმონებდა ერი იგი უფალსა ყოველთა დღეთა მათ
მოხუცებულთასა, რომელნი დღეგრძელ იყვნეს ისოჲს თანა, და რომელთა იცნოდეს
ყოველნი საქმენი უფლისანი, და დიდნი, რომელ იყო ისრაჱლსა თანა. |
8 |
მოკვდა იესო, ნავეს ძე, უფლის მორჩილი, ას ათი წლისა, |
8 |
და აღესრულა ისო, ძე ნავესი, მონაჲ უფლისაჲ, ასდაათისა
წლისა. |
9 |
და დამარხეს თავის წილხვდომილში, თიმნათ-სერახში, ეფრემის მთაზე, გაყაშის მთის
ჩრდილოეთით. |
9 |
და დაჰფლეს იგი მთასა მას სამკჳდრებელისა თჳსისასა
თამნასაქარს, მთასა მას ეფრემისსა, ბღუარით კერძოჲ მთისა მის გაასისსა. და
ყოველი ნათესავი წარჴდა და შეეძინნეს მამათა მათთა. |
10 |
მთელი ის თაობაც გადავიდა მამა-პაპასთან. მოვიდა სხვა
თაობა რომელსაც არ გაეგონა უფალი, არც მისი საქმენი, ისრაელისთვის რომ
აღასრულა. |
10 |
და აღდგა ნათესავი სხუაჲ შემდგომად მათსა, რომელთა არა იცოდეს [უფალი] და საქმენი.
რომელ ქმნნა ისრაჲლსა თანა. |
11 |
უკუღმართად იქცეოდნენ ისრაელიანები უფლის თვალში და ემსახურებოდნენ ბაალებს. |
11 |
და ქმნეს ძეთა ისრაჱლისათა ბოროტი წინაშე უფლისა და ჰმსახურებდეს ბაალიმსა. |
12 |
დაივიწყეს უფალი, თავიანთი მამა-პაპის ღმერთი, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან
გამოიყვანა ისინი, მიიქცნენ უცხო ღმერთებისკენ, მეზობელ ხალხთა ღმერთებისაკენ და
თაყვანს სცემდნენ მათ.
|
12 |
და დაუტევეს უფალი ღმერთი მამათა მათთა, რომელმან გამოიყუანნა იგინი ქუეყანით
ეგჳპტით და ვიდოდეს იგინი შემდგომად ღმერთთა უცხოთა, ღმერთთა მათ ერისათა, რომელნი
იყვნეს გარემო მათსა, და თაყუანისცემდეს მათ და განარისხეს უფალი.
|
13 |
დაივიწყეს უფალი და ემსახურებოდნენ ბაალებსა და
აშთორეთებს. |
13 |
და დაუტევეს იგი და ჰმსახურებდეს ბაალსა და ასტარტესა. |
14 |
აღიგზნო უფლის რისხვა ისრაელიანთა მიმართ, ხელში ჩაუგდო
ისინი მძარცველებს და აძარცვინა. ხელში ჩაუგდო გარშემორტყმულ მტერს და
ვეღარ უმკლავდებოდნენ მათ. |
14 |
და განრისხნა გულისწყომით უფალი და მისცნა იგინი ჴელთა
წარმტყუენველთა მათთასა. და წარტყუენნეს იგინი გარემოჲს და ვერ ეძლო
დადგომად წინაშე პირსა მტერთა მათთასა ყოველთავე მით, რომელსა იქმოდეს. |
15 |
სადაც არ უნდა წასულიყვნენ, ავბედითად წარმართავდა მათ
უფლის ხელი, როგორც უთხრა მათ უფალმა და დაემუქრა მათ უფალი. დიდად
შეაჭირვა ისინი. |
15 |
და ჴელი უფლისა იყო მათ ზედა ბოროტისა საქმედ, ვითარცა
ეტყოდა უფალი, და ვითარცა-იგი ფუცა უფალმან, და აჭირებდა მათ ფრიად |
16 |
დაუდგინა მათ უფალმა მსაჯულები, რომლებიც მძარცველებისაგან იფარავდნენ მათ. |
16 |
და აღადგინნის უფალმან მსაჯულნი, და განარინნის იგინი
უფალმან ჴელთაგან წარმტყუენველთა მათთასა და მათცა არავე ისმინეს. |
17 |
მაგრამ არც მსაჯულებს უჯერებდნენ, უზნეობდნენ უცხო
ღმერთების კვალზე, თაყვანს სცემდნენ მათ და მალევე უხვევდნენ იმ გზიდან,
რომლითაც დადიოდა მათი მამა-პაპა, უფლის მცნებათა მორჩილი. ესენი იმათ
მსგავსად არ იქცეოდნენ. |
17 |
და ისიძვიდეს შემდგომად ღმერთთა უცხოთა და
თაყუანის-სცემდეს მათ. და განარისხეს უფალი და გარდაჴდეს ადრე გზისა
მისგან, რომელსა ვიდოდეს მამანი მათნი არა სმენად მცნებათა უფლისათა, არცა
ყვეს ეგრეთ. |
18 |
მას შემდეგ, რაც მსაჯულები დაუდგინა მათ უფალმა, უფალი
იყო მსაჯულთან და მტრებისაგან იფარავდა მათ მსაჯულის სიცოცხლეში. რადგან
ებრალებოდა ისინი უფალს, როცა ესმოდა, როგორ გმინავდნენ მჩაგვრელთა და
შემავიწროებელთა ხელში. |
18 |
და რამეთუ აღუდგინის მათ უფალმან მსაჯული და არნ უფალი
მსაჯულისა მის თანა. და იჴსნეს იგი ჴელთაგან მტერთა მისთასა ყოველთა დღეთა
მის მსაჯულისათა: და ნუგეშინის-სცის უფალმან სულთქუმისათჳს მათისა
პირისაგან მათისა, რომელთა გარემოიცვნიან იგინი და ბოროტსა უყოფედ მათ. |
19 |
მაგრამ მოკვდებოდა თუ არა მსაჯული, მამებზე უარესს
ჩადიოდნენ, მიიქცეოდნენ უცხო ღმერთებისკენ, ემსახურებოდნენ და თაყვანს
სცემდნენ მათ. არ ეშვებოდნენ თავიანთ ბოროტ საქმეს და ურჩობის გზას არ
სტოვებდნენ. |
19 |
და არნ, ვითარცა მოკუდის მსაჯული იგი, გარდაიქციან და
კუალად განიხრწნიან უფროს მამათა მათა მისლვად კუალსა მათსა ღმერთთა
უცხოთასა. და ჰმსახურებედ და თაყუანის-სცემედ მათ და არა განიშორნეს სლვანი
გზისა მისგან მათისა. |
20 |
აღიგზნო უფლის რისხვა ისრაელის მიმართ და თქვა მან: რაკი
ამ ერმა უღალატა ჩემსა და მათ მამაპაპას შორის დადებულ აღთქმას და აღარ
მიჯერებს, |
20 |
და განრისხნა გულის წყრომით უფალი ისრაჱლსა ზედა და თქუა:
ამისთჳს, რამეთუ დაუტევა ნათესავმან ამან შჯული ჩემი, რომელ ვამცენ მამათა
მათთა, და არა ისმინეს ჴმისა ჩემისა. |
21 |
აღარ ავყრი მათგან აღარცერთ ამ ხალხს, რომელიც აუყრელი
დარჩა იესოს, როცა მოკვდა, |
21 |
და მე არღარა შევსძინო აღჴოცად კაცისა პირისაგან მათისა
წარმართთა მათგანი, რომელნი დაუტევა ისო, ძემან ნაჱესმან. |
22 |
რათა გამოვცადო ისრაელი მათით, დაადგებიან თუ არა უფლის
გზას და ივლიან თუ არა იმ გზით, როგორც მათი მამა-პაპა დადიოდა. |
22 |
და დააცადა გამოცდად მათ შორის ისრაჱლისა, და-თუ-იმარხნენ
გზანი უფლისანი, და ვიდოდიან მას, ანუ თუ არა, ვითარცა-იგი დაიმარხნეს
მამათა მათთა. |
23 |
ამიტომ იყო, აუყრელი რომ დატოვა ეს ხალხები უფალმა,
თავიდანვე რომ არ აჰყარა და არ ჩაუგდო ხელში იესოს. |
23 |
და დაუტევნა უფალმან ნათესავნი ჱსე და არა აღჴოცნა ადრე,
არა მისცნა იგინი ჴელთა ისოჲსსთა. |