1 |
ფიცი დადეს ისრაელიანებმა მიცფაში და თქვეს: არც ერთმა ჩვენთაგანმა არ მიათხოვოს
თავისი ასული ბენიამინიანს.
|
1 |
და კაცმან ისრაჱლისამან ფუცა მასეფას მას დღესა შინა და თქუა: კაცმან ჩუენგანმან
არა მისცეს ასული თჳსი ბენიამენს ცოლად.
|
2 |
მივიდა ხალხი ბეთელში, საღამომდე ისხდნენ იქ ღვთის
წინაშე, მაღალი ხმით მოთქვამდნენ და მწარედ ტიროდნენ. |
2 |
და წარმოვიდა ერი იგი და მოვიდეს ბეთლემდ. და დასხდა მუნ
წინაშე უფლისა ვიდრე მწუხრადმდე და აღიღეს ჴმაჲ მათი და ტიროდეს ტირილითა
დიდითა. |
3 |
ამბობდნენ: უფალო, ისრაელის ღმერთო, რად მოხდა ისეთი რამ
ისრაელში, რომ დღეს მთელი ერთი შტო გამოაკლდა ისრაელს? |
3 |
და თქუეს: რაჲსა, უფალო ღმერთო ისრაჱლისაო, იქმნა ესე
ისრაჱლსა შორის, აჴოცად დღეს ისრაჱლსა შორის ნათესავი ერთი? |
4 |
მეორე დღეს დილაადრიან ადგა ხალხი, ააგო იქ სამსხვერპლო,
და აღსავლენი და სამადლობელი მსხვერპლი მიიტანა. |
4 |
და იყო ხვალისაგან, და აღიმსთო ერმან მან და აღაშენეს
საკურთხეველი და შეწირეს მსხუერპლები ცხორებისაჲ, |
5 |
თქვეს ისრაელიანებმა: ვინ არ მოვიდა შესაკრებელში უფლის
წინაშე ისრაელის შტოთაგან? რადგან დიდი წყევლა ჰქონდათ წარმოთქმული,
სიკვდილით უნდა დასჯილიყო, ვინც არ გამოცხადდებოდა. უფლის წინაშე მიცფაში. |
5 |
და თქუეს ძეთა ისრაჱლისათა: ვინ არა მოვიდა კრებულსა ამას
ყოველთაგან ტომთა ისრაჱლისათა უფლისა? რამეთუ ფიცი იყო დიდი, რომელი არა
მოვიდეს უფლისა მასეფად და თქუეს: სიკუდილით მოკუედინ იგი. |
6 |
შეებრალათ ისრაელიანებს ბენიამინი, თავიანთი ძმა და
თქვეს: მთელი ერთი შტო მოიკვეთა დღეს ისრაელიდან. |
6 |
და ნუგეშინის-იცეს ძეთა ისრაჱლისათა ბენიამენისთჳს, ძმისა
მათისა, და თქუეს: აღებულ არს დღეს ტომი ერთი ისრაჱლისაგან. |
7 |
რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ დანარჩენებთან ცოლების თაობაზე,
აკი უფალი დავიფიცეთ, რომ ჩვენს ასულებს არ გავათხოვებთო მათზე? |
7 |
რაჲმე უყოთ მათ, რომელნი დაშთომილ არიან უცოლოდ, რამეთუ
ჩუენ ვფუცეთ უფლისა, რამეთუ არა მივსცეთ მათ ცოლად ასულთაგანი ჩუენთა? |
8 |
თქვეს: ვინმე ხომ არ დარჩა მოუსვლელი ისრაელის შტოთაგან
უფლის წინაშე მიცფაში? აჰა, თურმე არავინ იყო მოსული გალაადის იაბეშიდან
უფლის წინაშე ბანაკში, შესაკრებელში. |
8 |
და თქუეს: ვინმე არს ერთი ტომი ნათესავისაგან ისრაჱლისა,
რომელი არა მოვიდა უფლისა მასეფად? და არა მოსრულ იყო კაცი ბანაკად |
9 |
შეამოწმეს ხალხი, და აჰა, არავინ იყო იქ გალაადის იაბეშიდან. |
9 |
იაბის გალაადისა კრებულსა მას და აღიხილეს ერი იგი. და
არა იყო მუნ კაცი მკუდრთაგან იაბის გალაადისათა. |
10 |
გაგზავნა მათთან საზოგადოებამ თორმეტი ათასი კაცი, მაგარი
ვაჟკაცები, უბრძანა: წადით და დედაწულიანად მახვილით მოსრეთ გალაადის
იაბეშის მკვიდრნი. |
10 |
და მიავლინნა მუნ ერმან მან ათორმეტი ათასი კაცი ძეთაგან ძლიერებისათა და ამცნეს
მათ და ჰრქუეს: წარვედით და მოსრენით ყოველნი დამკჳდრებულნი იაბის გალაადისანი
პირითა მახჳლისათა, დედანი და ერი მათი. |
11 |
ასე ჰქენით: ყოველი მამაკაცი და მამაკაცთან ნაწოლი ყოველი ქალი მოკალით.
|
11 |
და ესე სიტყუაჲ არს, რომელი ჰყოთ: ყოველივე მამაკაცი და ყოველივე დედაკაცი,
რომელმან იცის საწოლი მამაკაცისაჲ, შეჩუენებულ-ყავთ, ხოლო ქალწულნი განარინენით! და
მათ ყვეს ეგრეთ.
|
12 |
ნახეს გალაადის მკვიდრთა შორის მამაკაცის საწოლის უნახავი
ოთხასი ქალწული და მიიყვანეს ბანაკში, სილოამში, რომელიც ქანაანის
მხარეშია. |
12 |
და პოვეს მკჳდრთაგან იაბის გალაადისათა ოთხასი ქალწული
ქალი, რომელთა არა იცოდეს მამაკაცი საწოლითა მამაკაცისაჲთა, და მოიყვანნეს
იგინი ბანაკად სელომდ, რომელ არს ქალაქსა ქანაანისასა. |
13 |
კაცები - დაგზავნა მთელმა საზოგადოებამ, რომ
მოლაპარაკებოდა რიმონის კლდეში მყოფ ბენიამინიანებს და ზავი
გამოეცხადებინათ მათთვის. |
13 |
და მიავლინნეს ყოველმან კრებულმან და ეტყოდეს ძეთა
ბენიამენისთა, რომელნი-იგი იყუნეს კლდესა მას რემონისასა, და მოუწოდეს მათ
მშჳდობად. |
14 |
დაბრუნდნენ მაშინ ბენიამინიანები და მისცეს ისრაელიანებმა
ქალები, რომლებიც ცოცხალი დატოვეს გალაადის იაბეშის ქალთაგან, მაგრამ არ
შეხვდა ყველას. |
14 |
და მოიქცა ბენიამენ ძეთა ისრაჱლისათა მას ჟამსა შინა, და
მისცეს მათ ცოლები, რომელნი იყუნეს დედათაგან იაბის გალაადისათანი, და
სათნო-უჩნდა მათ ესრე. |
15 |
ნანობდა ხალხი ბენიამინის გამო, რომ დაანაკლისა უფალმა
ისრაელი. |
15 |
და ერმან, რომელმან ნუგეშინის-იცა ბენიამენის ზედა,
რამეთუ ყო უფალმან განკუეთაჲ ტომთა შორის ისრაჱლისათა. |
16 |
თქვეს საზოგადოების უხუცესებმა: როგორ მოვიქცეთ
დარჩენილებთან ცოლების თაობაზე, რადგან ქალები ამოუწყდნენ ბენიამინს. |
16 |
და თქუეს მოხუცებულთა მის კრებულისათა: რაჲმე ვყოთ ნეშტთა
ამათთჳს, რომელნი დაშთეს უცოლოდ, რამეთუ აღიჴოცა ბენიამენისგან დედაკაცი? |
17 |
თქვეს: მემკვიდრეობა მიეცეს დარჩენილ ბენიამინიანებს, რომ
შტო არ გაქრეს ისრაელიდან. |
17 |
და ჰრქუეს: სამკჳდრებელ განრინებულ ბენიამენს და არა
აღიჴოცოს ტომი ისრაჱლსა შორის. |
18 |
მაგრამ ჩვენს ასულებს ვერ მივათხოვებდი, რადგან ფიცი
დასდეს ისრაელიანებმა და თქვეს: წყეული იყოს, ვინც ქალი მისცეს ბენიამინს. |
18 |
და ჩუენ ვერ ჴელ-გუეწიფების მიცემად მათა ცოლი ასულთაგან
ჩუენთა, რამეთუ ვფუცეთ ძეთა ისრაჱლისათა და ვთქუთ: წყეულ იყავნ, რომელმან
მისცეს ცოლი ბენიამენს. |
19 |
თქვეს: აჰა, ყოველ წელიწადს საუფლო დღესასწაული იმართება
სილოამში, რომელიც ბეთელის ჩრდილოეთით, ბეთელ-შექემის გზის აღმოსავლეთით.
და ლებონის სამხრეთით მდებარეობს. |
19 |
და თქუეს: ესერა, დღესასწაული არს უფლისაჲ სელომს დღეთა
წელიწადისათა, რომელ არს ბღუარით კერძო ბეთლემსა მზისაღმოსავალით მებოძირთა
მათ, რომელი აღვალს ბეთლემით სიკიმად, და სამხრით კერძო ლებონასა. |
20 |
უბრძანეს ბენიამინიანებს: წადით და ვენახებში ჩასაფრდით. |
20 |
და ამცნეს ძეთა მათ ბენიამენისთა და ჰრქუეს: წარვედით და მზირ-უყავთ ვენაჴოვანსა
შინა.
|
21 |
თვალი გეჭიროთ და, როცა საფერხულოდ გამოვლენ სილოამელი ქალიშვილები, თქვენც
გამოდით, თითოეულმა თითო საცოლე გაიტაცეთ სილოამელ ქალიშვილთაგან, და დაბრუნდით
ბენიამინის მხარეში.
|
21 |
და იხილეთ, რაჟამს გამოვიდენ ასულნი იგი მკჳდრთა
სელომისთანი და მძნობრები მძნობრად, გამოეტევენით ვენაჴოვანთა მათგან! და
იტაცენ კაცად-კაცადმან თავისა თჳსისა ცოლი ასულთაგან სელომისთა, და
წარიყვანეთ და წარვედით ქუეყანად ბენიამენისა. |
22 |
როცა მათი მამები ან ძმები საჩივლელად მოვლენ ჩვენთან,
ჩვენ ვეტყვით: მიუტევეთ, რადგან ძალით წაიყვანეს ქალები, როგორც ომის დროს
ხდება. ნებით რომ მოგეცათ, დამნაშავენი იქნებოდით. |
22 |
და იყოს, რაჟამს მოვიდენ მამანი მათნი, გინათუ ძმანი
მათნი სასჯელად თქუენდა, ჰრქუათ მათ: შეიწყალენით იგინი, რამეთუ არა
გამოიყვანა კაცმან ცოლი თჳსი ბრძოლასა მას შინა; არა თუ თქუენ მისცნეთ მათ
და არცაღა ბრალი რაჲ ჰქმენით თქუენ. |
23 |
ბენიამინიანები ასეც მოიქცნენ: თითოეულმა თითო საცოლე
გაიტაცა მეფერხულეთაგან და ითხოვეს. მერე წავიდნენ და დაბრუნდნენ თავიანთ
წილხვდომილში, ააშენეს ქალაქები და ცხოვრობდნენ შიგ. |
23 |
და ყვეს ეგრე ძეთა ბენიამენისთა და მოიყვანეს ცოლები
მსგავსად რიცხჳსა მის მათისა მძნობართა მათგანი, რომელნი იტაცნეს, და
წარვიდეს და მოიქცეს სამკჳდრებელსა მათსა და აღაშენეს ქალაქები და
დაემკჳდრნეს მათ შინა. |
24 |
მაშინ წავიდ-წამოვიდნენ იქიდან ისრაელიანები. თითოეული
თავის შტოში და საგვარეულოში, ყველა თავის წილხვედრში დაბრუნდა იქიდან. |
24 |
და წარმოვიდეს მიერ ძენი ისრაჱლისანი მას ჟამსა შინა. და
მივიდა კაცად-კაცადი ტომსა თჳსსა და ნათესავსა თჳსსა და მიეგო კაცად-კაცადი
სამკჳდრებელსა თჳსსა. მათ დღეთა შინა არა იყო მეფე ისრაჱლსა შორის და
კაცად-კაცადი ნებასა თავისა თჳსისასა თუალთა წინაშე მისთა ჰყოფდა. |
25 |
იმ დროში მეფე არა ჰყავდა ისრაელს, ვის როგორ უნდოდა, ისე
იქცეოდა. |
|
დიდებაჲ შენდა, უფალო! დაესრულა წიგნი მსაჯულთაჲ. |