1 |
აჰუდის სიკვდილის შემდეგაც უკუღმართად იქცეოდნენ ისრაელიანები უფლის თვალში.
|
1 |
და შესძინეს ძეთა ისრაჱლისათა ყოფად ბოროტისა წინაშე უფლისა.
|
2 |
და უფალმა ხელში ჩაუგდო ისინი იაბინს, ქანაანის მეფეს,
რომელიც ხაცორში მეფობდა და მხედართმთავრად ჰყავდა სისარა, რომელიც
ხაროშეთ-გოიმში ცხოვრობდა. |
2 |
და მისცნა იგინი უფალმან ჴელთა იაბისსა, მეფისა
ქანანელთასა, რომელი მეფობდა ასურს შინა, და მთავარ ერისა მისისა იყო
სისარაჲ. და დამკჳდრებულ იყო არისოთს წარმართთასა. |
3 |
შეჰღაღადეს ისრაელიანებმა უფალს, რადგან იაბინს ცხრაასი
დარკინული ეტლი ჰქონდა და სასტიკად ჩაგრავდა ისრაელიანებს ოცი წელი. |
3 |
და ღაღად-ყვეს ძეთა ისრაჱლისათა უფლისა მიმართ, რამეთუ
ცხრაასი ეტლი რკინისა იყო მისი, და იგი აჭირვებდა ისრაჱლსა ფრიად ოც წელ. |
4 |
იმჟამად ისრაელის მსაჯული იყო წინასწარმეტყველი დებორა,
ლაპიდოთის ცოლი. |
4 |
და დებორა იყო დედაკაცი წინასწარმეტყუელა, ცოლი
ლაფიჭუდისი და იგი შჯიდა ისრაჱლსა მას ჟამსა შინა. |
5 |
დებორას ფინიკის ქვეშ ცხოვრობდა იგი, რამასა და ბეთელს
შორის, ეფრემის მთაში, და მიდიოდნენ ისრაელიანები მასთან რჯულის საქმეზე. |
5 |
და დამკჳდრებულ იყო იგი დანაკისკუდსა მას ქუეშე დებორასა
შორის რამასა და შორის ბეთელსა, მთასა ეფრემისსა. მოვიდიან მისა ძენი
ისრაჱლისანი საშჯელად. |
6 |
კაცები გაგზავნა და ნაფთალის კადეშიდან დაიბარა ბარაკი,
აბინოყამის ძე და უთხრა ასე: გიბრძანებს უფალი, ისრაელის ღმერთი: ადექი და
ადი თაბორის მთაზე, თან ათი ათასი კაცი წაიყვანე ნაფთალიანთაგან და
ზებულონიანთაგან, |
6 |
და წარავლინა დებორა და მოუწოდა ბარაკს, ძესა
აბინოემისსა, კედენეთ, რომელ არს ლეფთალიმისი, და ჰრქუა მას: ანუ არა, აჰა
ეგერა, გიბრძანა შენ უფალმან ღმერთმან ისრაჱლისამან და წარხვიდე შენ მთასა
მას თაბორსა და მიიყვანო შენ თანა ათ ათასი კაცი ძეთაგანი ლეფთალემისთაჲ და
ძეთაგანი ზაბულონისაჲ. |
7 |
ხოლო მე კიშონის ხევთან მოგგვრი იაბინის მხედართმთავარს
სისარას თავისი ეტლებითა და ურიცხვი ლაშქრითურთ და ხელში ჩაგაგდებინებ. |
7 |
და მიიყვანო შენ ჴევსა მას კიშოვნისასა სისარაჲს ზედა,
ერისთავისა მის იაბინისა, და ეტლებსა მისსა და სიმრავლესა მისსა ზედა. და
მოგცე იგი ჴელსა შენსა. |
8 |
ბარაკმა უთხრა: თუ წამომყვები, წავალ, თუ არ წამომყვები,
არ წავალ, რადგან არ ვიცი, რა დღეს მომივლენს უფალი თავის ანგელოზს. |
8 |
და ჰრქუა მას ბარაკ: უკუეთუ მოხჳდე შენ, მოვიდე მეცა და
უკუეთუ არა მოხჳდე ჩემ თანა, მე არა წარვიდე; რამეთუ არა ვიცი დღე იგი,
რომელსა წარმოუმართოს ანგელოზსა მას უფალმან ჩემ თანა. |
9 |
დებორამ უთხრა: წამოყოლით წამოგყვები, ოღონდ იცოდე, შენი აღარ იქნება დიდება ამ
გზაზე, რომლითაც მიდიხარ, რადგან უფალი დიაცის ხელში ჩააგდებს სისარას. ადგა დებორა
და წაჰყვა ბარაკს კადეშში. |
9 |
და ჰრქუა მას დებორა: მოსლვით მოვიდე შენ თანა, ხოლო
უწყოდე, რამეთუ არა იყოს პირველი ჴელის-ყოფაჲ შენი გზასა მაგას, რომელსა
შენ წარხუალ, და ჴელსა დედაკაცისასა მოსცეს უფალმან სისარა. და აღდგა
დებორა და წარვიდა ბარაკის თანა კედემით. |
10 |
დაიბარა ბარაკმა კადეშში ზებულონი და ნაფთალი, წაიყვანა
ათი ათასი კაცი და წაჰყვა დებორაც. |
10 |
და უბრძანა ბარაკ ზაბულონსა და ნეფთალიმსა კედეს შინა. და მივიდეს მის თანა ათ
ათასოდენ კაც, და მივიდა დებორაცა მის თანა. |
11 |
ქებერ კენიელი ცალკე გამოჰყოფოდა კენიელებს, მოსეს მოყვრის ქობაბის შთამომავლებს,
და ცაყანამის მუხნარში გაეშალა კარვები, კადეშის მახლობლად. |
11 |
და მახლობელნი იგი კენეველთანი გამოეშორნეს კინევეთ ძეთაგან იობაბესთა, სიმამრისა
მოსესისა, და აღმართა კარავი თჳსი მუხასა მას თანა განსასუენებელთასა, რომელ არს
მახლობელად კადესა. |
12 |
შეატყობინეს სისარას, რომ ბარაკ აბინოყამის ძე თაბორის მთაზე იყო ასული.
|
12 |
და უთხრეს სისარას, ვითარმედ: აღმოვიდა ბარაკ, ძე აბინუმისი, მთასა მას თაბორსა.
|
13 |
ხაროშეთ-გოიმიდან კიშონის ხევთან იხმო სისარამ მთელი
თავისი ეტლიონი, ცხრაასი დარკინული ეტლი და მთელი ხალხი, რაც კი ჰყავდა. |
13 |
და მოუწოდა სისარა ყოველსა ეტლებსა მისსა, ცხრაასსა ეტლსა
რკინისასა, და ყოველსა ერსა მისსა თანა არისოთით რომელ არს წარმართთა,
ჴევად კიშოვნისა. |
14 |
უთხრა დებორამ ბარაკს: გაემზადე, რადგან მოვიდა ის დღე,
როცა უფალი ხელში ჩაგიგდებს სისარას. თვითონ გიწინამძღვრებს უფალი.
ჩამოვიდა ბარაკი მთიდან და ჩამოჰყვა ათი ათასი კაცი. |
14 |
და ჰრქუა დებორა ბარაკს: აღდეგ აწ, რამეთუ ესე არს დღე,
რომელსა მოგცეს უფალმან სისარა ჴელთა შენთა, რამეთუ უფალი არს წინამძღუარად
შენდა და შთავიდა ბარაკ მთისაგან თაბორისა და ათი ათასი კაცი მის თანა. |
15 |
უფალმა დააფრთხობინა მახვილის პირით ბარაკის წინაშე
სისარა, მთელი მისი ეტლიონი და მთელი მისი ლაშქარი. გადმოხტა სისარა
ეტლიდან და ფეხით გაიქცა. |
15 |
და განაკრთო უფალმან სისარა წინაშე ბარაკისა და ყოველი
ეტლები მისი და ყოველივე ბანაკი მისი. და დაეცნეს იგინი პირითა მახჳლისათა
წინაშე ბარაკისა, და გარდამოჴდა სისარა ეტლისაგან თჳსისა და ევლტოდა იგი
ფერჴითა თჳსითა. |
16 |
ხაროშეთ-გოიმამდე სდია ბარაკმა მის ეტლიონსა და ლაშქარს. მახვილით გაიწყვიტა
სისარას მთელი ლაშქარი, კაციშვილი არ გადარჩენილა. |
16 |
და ბარაკ დევნა შემდგომად ეტლთა მათ მისთა და შემგომად
ბანაკისა მის ვიდრე მაღნარადმდე წარმართთასა; და დაეცა ყოველივე იგი ბანაკი
სისარასი პირითა მახჳლისათა და არა დაშთა ერთიცა. |
17 |
თვითონ სისარა ფეხით გაიქცა იაყელის, ხებერ კენიელის
ცოლის კარვისაკენ, რადგან ხაცორის მეფეს იაბინსა და ხებერ კენიელის სახლს
შორის მშვიდობა სუფევდა. |
17 |
და სისარა ივლტოდა ფერჴითა თჳსითა კარვად იაელისაჲ,
ცოლისა ქაბერისა კინეველისა, რამეთუ მშჳდობაჲ იყოს შორის იაბენისა, მეფისა
ასურისა, და შორის სახლისა ქაბერისა კინეველისა. |
18 |
გამოეგება იაყელი სისარას და უთხრა: მობრძანდი ბატონო,
შემობრძანდი ჩემთან, შიში ნურაფრის გექნება. შეიყვანა კარავში და ხალქვეშ
დამალა. |
18 |
და გამოვიდა იაჱლ შემთხუევად სისარასა და ჰრქუა მას:
მოაქციე ჩემდა, და ნუ გეშინინ! და მიაქცია კარვად მისა და დამალა იგი
მაშკსა ქუეშე მისსა. |
19 |
უთხრა სისარამ: ცოტა წყალი მომიტანე და დამალევინე,
რადგან მწყურია. გაუხსნა ქალმა რძით სავსე ტიკი, დაალევინა და ისევ წააფარა
ხალი. |
19 |
და ჰრქუა მას სისარა: მასუ მე წყალი მცირედ, რამეთუ
მწყურის. და განჰჴსნა თხიერსა სასძეურსა და ასუა მას. და დაჰბურა სამუმლელი
პირსა მისსა. |
20 |
უთხრა სისარამ: კარვის კართან დადექი, თუ ვინმემ
ჩამოიაროს და გკითხოს, ვინმე ხომ არ არისო მანდ, მიუგე არა-თქო. |
20 |
და ჰრქუა მას სისარა: დეგ შენ კართა ზედა კარვისათა. და
იყოს, უკუეთუ ვინმე მოვიდეს შენდა და გრქუას შენ: არს ვინა კაცი აქა? შენ
არქუ: ვითარმედ არავინ არს. |
21 |
იაყელმა, ხებერის ცოლმა აიღო კარვის პალო, ხელში ურო
დაიკავა, ფეხაკრეფით მიეპარა სისარას და ისე ჩაურჭო პალო საფეთქელში, რომ
მიწას დააჭედა. მას კი დაღლილ-დაქანცულს ჩასძინებოდა, და მოკვდა. |
21 |
და მოიღო იაელ მანაჲ კარვისაჲ და ჴუედა ჴელითა მისითა და
შევიდა მისა მდუმრიად. და დაასვა მანაჲ იგი ყურიმალსაჲ მისსა, და დაჰმჭუალა
ქუეყანასა; და იგი მიმოგორვიდა და მოკუდა. |
22 |
აჰა, მოდის ბარაკი სისარას კვალზე. გაეგება იაყელი და
უთხრა: შემობრძანდი, გიჩვენო ის კაცი, შენ რომ ეძებ. შევიდა და, აჰა,
მკვდარი აგდია სისარა, პალო აქვს გარჭობილი საფეთქელში. |
22 |
და აჰა ესერა, ბარაკ სდევდა სისარას; და მოიწია მუნ, და
იაელ განვიდა გარე, და მიეგებვოდა მას და ჰრქუა: ბარაკ, მოვედ და გიჩუენო
შენ კაცი, რომელსა შენ ეძიებ! და შევიდა იგი მისსა და იხილა, და სისარა
იდვა მკუდარი, და მანაჲ იგი განწონილი ყურიმალსა მისსა. |
23 |
იმ დღეს დაუმორჩილა ღმერთმა ისრაელიანებს იაბინი,
ქანაანის მეფე. თანდათან დამძიმდა ისრაელიანთა ხელი იაბინზე, ქანაანის
მეფეზე, ვიდრე სრულად არ დაღუპეს იაბინი, ქანაანის მეფე. |
23 |
და დაამდაბლა უფალმან იაბინი, მეფე ქანაანისაჲ, მას დღესა
შინა წინაშე ძეთა ისრაჱლისათა. |
|
|
24 |
და ვიდოდა ჴელი ძეთა ისრაჱლისათა სლვით და აღმაღლდებოდა
იაბინის, ზედა, მეფისა ქანანელთასა, ვიდრემდე. მოსრნეს იგინი სრულიად. |