1 |
ასე იგალობა იმ დღეს დებორამ, და ბარაკმა, აბინოყამის ძემ:
|
1 |
და გალობდეს დებორა და ბარაკ, ძე აბინოემისი, მის დღესა შინა და თქუეს,
|
2 |
ორომტრიალი შეიქნა ისრაელში, ხალხი ემზადება
საბრძოლველად, აკურთხეთ უფალი! |
2 |
ვითარმედ: იწყეს აღმაღლებად მთავართა ისრაჱლისათა,
გულსმოდგინებითა ერისათა აკურთხევდით უფალსა, ისმინეთ მეფეთა. |
3 |
ისმინეთ, მეფენო, ყური მომაპყარით, მთავარნო: ეს მე ვარ,
მე ვუგალობ უფალს, მე ვუმღერი უფალს, ისრაელის ღმერთს. |
3 |
და ყურად-იღეთ მთავართა, რამეთუ უფალსა ვაქებდე და
უგალობდე ღმერთსა ისრაჱლისასა. |
4 |
როცა სეყირიდან გადმოხვედი, უფალო, როცა ედომის ველზე
გამოხვედი, მიწა ირყეოდა, ცაც კი იღვრებოდა, ღრუბლებიც კი წყლად
იღვრებოდნენ. |
4 |
უფალო, გამოსლვასა შენსა სეირით და აღმაღლებასა შენსა
ველთაგან ედომისათა ქუეყანაჲ შეიძრა და ცანი შეძრწუნდეს. და ღრუბელნი
ცროდეს წყალთა. |
5 |
მთები იდრიკებოდნენ უფლის წინაშე, თავად ეგ სინაიც კი,
უფლის წინაშე, ისრაელის ღვთისა. |
5 |
და მთანი შეიძრნეს პირისაგან უფლისა ელოისა, პირისაგან
ღმრთისა ისრაჱლისა. |
6 |
შამგარის დროს, ყანათის ძისა, იაყელის დროს, დაცარიელდა
შარაგზები, სწორზე ვეღარავინ ბედავდა სიარულს, შორიდან არჩევდნენ შემოვლას. |
6 |
დღეთა სემეგარისთა, ძისა ანათისთა, დღეთა იაელისთა
მოაკლდეს გზანი და ვიდოდეს ალაგებსა, ვიდოდეს გზათა გულარძნილთა. |
7 |
სიცოცხლე ჩამკვდარიყო ისრაელის დაბა-სოფლებში, ჩამკვდარი
იყო, ვიდრე არ აღვდექი მე, დებორა, ვიდრე არ აღვდექი მე, დედა ისრაელში. |
7 |
მოაკლდეს დამკჳდრებულნი ისრაჱლისანი, მოაკლდეს, ვიდრემდე
აღდგა დებორა, ვიდრემდე აღდგა დედაჲ შორის ისრაჱლისა. |
8 |
ახალი ღმერთები ირჩიეს, ამიტომაც ომია კარიბჭესთან. თუ
უჩანს ფარ-შუბი ორმოცი ათასს ისრაელში? |
8 |
შეჰრაცხნეს, ვითარცა პურნი ქრთილისანი, კერპნი მათნი
ცუდნი. მაშინ ჰბრძოდეს ქალაქნი მთავართანი ფარითა ჭაბუკთაჲთა და ლახურითა
ორმეოცითა ათასითა ისრაჱლისა. |
9 |
ისრაელის წინამძღოლებს ჩემი გული, ხალხში თავგამოდებულებს! აკურთხეთ უფალი! |
9 |
გული ჩემი განწესებულთა თანა ისრაჱლისათა, ძლიერნი
ერისანი, აკურთხევდით უფალსა. |
10 |
თეთრ სახედრებზე ამხედრებულნო, ხალიჩებზე ფეხმორთხმულნო,
გზებზე ქვეითად დამავალნო, თქვით საგალობელი! |
10 |
რომელნი ზესხედთ ცხენებსა შუვასამხრის და საჴედრებსა საგრილითა სამშჯავროდ
მიმავალნი შესაკრებელთასა, იტყოდეთ ჴმითა სახიობისათა. |
11 |
იქ, სადაც დასარწყულებლად თავს უყრიან ნახირს, უფლის სიმართლეს იმღერებენ, ისრაელის
წინამძღოლთა სიმართლეს! კარიბჭესთან მოზღვავდა მაშინ უფლის ერი! |
11 |
შორის მოხარულთასა. მუნ მისცეს უფალსა სიმართლე, სიმართლე განაძლიერე ისრაჱლსა
შორის. მაშინ შევიდა ერი იგი ქალაქებსა უფლისასა. |
12 |
გაიღვიძე, გაიღვიძე, დებორა! გაიღვიძე, გაიღვიძე, იმღერე საგალობელი! აღიძარ,
ბარაკ! დაატყვევე შენი დამატყვევარი, აბინოყამის ძეო!
|
12 |
აღდეგ, დებორა, აღდეგ, აღდეგ, აღდეგ და იტყოდე გალობით. აღდეგ, ბარაკ, და
წარმოიღე ტყუჱ შენი, ძეო აბინოემისო.
|
13 |
მაშინ ძლიერთა ნატამალს დაუმორჩილა ხალხი, უფალმა
დამიმორჩილა ვაჟკაცები. |
13 |
მაშინ განდიდნა ძალი მისი, ერო უფლისაო, დამიმდაბლენ მე
უძლიერესნი ჩემსა. |
14 |
ეფრემიდან მოვიდნენ ყამალეკში დამკვიდრებულნი; ბენიამინიც
შენთანაა, შენს ხალხს შორის; მაქირიდან მოვიდნენ თავკაცები, ზებულონიდან -
წინამძღოლთა კვერთხის მპყრობელები. |
14 |
ერმან უფლისამან ტანჯნა იგინი ღელეთა შინა და ძმაჲ შენი
ბენიამენ ერისა შენისა თანა. ჩემგან მაქირ გამოვიდა გამოძიებად და
ზაბულონისგან განძლიერებულნი ტომითა მითხრობისა მწიგნობრისათა. |
15 |
ისაქარის მთავრებიც დებორასთან არიან; ბარაკის კვალდაკვალ
მოიჭრა ველზე ისაქარიც. რეუბენის წყაროებთან დიდი თათბირია. |
15 |
და ერისთავნი იზაქარისნი დებორაჲს თანა და ბარაკის თანა,
ესრეთ ბარაკ ღელეთა შიდა განირთხა ფერჴი თჳსი განყოფასა რუბენისსა.
დიდ-დიდნი განკითხვანი არიან გულისანი. |
16 |
რას დამჯდარხარ ფარეხთა შორის და უსმენ ცხვრების ბღავილს? რეუბენის წყაროებთან დიდი
თათბირია. |
16 |
რაჲსათჳს ჰზი შენ შორის მოსმეთამსა სმენად სტუენასა
განმაღჳძებელთასა? განსლვად რუბენისსა დიდ-დიდნი გამოძიებანი გულისანი, |
17 |
გალაადი იორდანეს გაღმა დავანებულა; რატომ შეყუჟულა დანი
ხომალდებში? ზღვისპირას დამჯდარა აშერი და თავის სანახებთან დავანებულა. |
17 |
გალად წიაღ იორდანესა დაიმკჳდრა. და დან რაჲსათჳს მკჳდრ
ხარ ნავთა შინა? ასერ დაეშენა კიდეთა ზღუათასა და განშორებულსა მისსა
დაემკჳდროს. |
18 |
სიკვდილი არად მიაჩნია ზებულონის ხალხს. ტრამალის
ბორცვებზე ნაფთალია. |
18 |
ზაბულონ ერმან აყუედრა სულსა მისსა სიკუდიდმდე; და
ლეფთალიმს სიმაღლესა ზედა ველისასა, მოუჴდეს მას მეფენი და ეწყვნეს. |
19 |
მოვიდნენ მეფენი, შეიბნენ; მაშინ შეიბნენ ქანაანის მეფენი
თაყანახში, მეგიდოს წყლებთან, მაგრამ მცირედი ვერცხლიც ვერ მოიალაფეს. |
19 |
მაშინ ჰბრძოდეს მეფენი ქანანელთანი თანაქს შინა წყალთა
ზედა მაგიდონისათა: ნაანგარები ვეცხლი არა მოვიღე. |
20 |
ციდან ებრძოდნენ, თავიანთი გზებიდან ებრძოდნენ
ვარსკვლავები სისარას. |
20 |
ზეცით შეეწყვნეს მათ ვარსკულავნი, წესთაგან მათთა
შეეწყვნეს სისარაჲს თანა. |
21 |
კიშონის ხევმა წაიღო ისინი, ძველმა ხევმა, კიშონის ხევმა.
გაემართე, სულო ჩემო, ძლიერებით! |
21 |
ჴევთაგან კიშოვნისათა განასხნეს იგინი ჴევთა კადემისათა,
ჴევთა კიშოვნისათა. დათრგუნოს იგინი სულმან ჩემმან ძლიერმან, |
22 |
სრბოლისაგან იმსხვრეოდნენ ცხენთა ფლოქვები მაშინ, მისი
ვაჟკაცების სრბოლისაგან. |
22 |
მაშინ ძარღუნი დაჰკუეთნეს ტერფსა ცხენთასა და დატკებნეს
იგინი ბრჭყალმან ჩემმან, გინებანი იგი განკრთომისა მათისანი. |
23 |
დაწყევლეთ მეროზი, ამბობს ანგელოზი უფლისა, დაწყევლეთ, დაწყევლეთ მისი მკვიდრნი,
რადგან არ გამოვიდნენ უფლის საშველად, უფლის საშველად ვაჟკაცებთან ერთად!
|
23 |
სწყევდით მარუსს, თქუა ანგელოზმან უფლისამან: წყევით სწყევდით მკჳდრთა მისთა,
რამეთუ არა მოვიდეს შემწედ უფლისა უფალი შემწე მბრძოლთა მათ შორის.
|
24 |
კურთხეულ იყოს დიაცთა შორის იაყელი, ხებერ კენიელის ცოლი!
კარავში მცხოვრებ დიაცთა შორის კურთხეულ იყოს! |
24 |
იკურთხენ დედათაგან იაელ, ცოლი ქაბერისი კინეველისაჲ,
დედათაგან კარავსა შინა იკურთხენ. |
25 |
წყალი მოსთხოვა და რძე მიართვა, სეფეთასით მიართვა
მოუხდელი რძე. |
25 |
წყალსა სთხოვდა და სძე მოართუა მას ფილითა წყლისათა, და
მოართუა მას ერბოჲ. |
26 |
მარცხენა ხელით პალოს დასწვდა, მარჯვენით უროს. მოუქნია
სისარას, თავში დაჰკრა, გაუპო, საფეთქელი შეულეწა. |
26 |
ჴელი მარცხენე მისი მიყო მანასა და მარჯუენე მიყო
ჴუედასა, რათა სრულიად უჴმარ ქმნეს, და აღასრულა სისარა და დაასვა
ყურიმალსა მისსა, და განავლინა თავსა მისსა და მოკლა. |
27 |
მის ფეხებთან ჩაიკეცა, დაეცა, ვეღარ ადგა; მის ფეხებთან
ჩაიკეცა, დაეცა; სადაც ჩაიკეცა, იქვე დაეცა განგმირული. |
27 |
შორის ფერჴთა მისთა დაეცა და დაიძინა შორის ბარკალთა
მისთა. რომელთა ზედა მოდრკა, ვითარცა-იგი მიდრკა მუნ, დაეცა უბადრუკი იგი. |
28 |
სარკმლიდან იყურება, კანკლედიდან გაჰკივის სისარას დედა:
რატომ იგვიანებს მისი მხედრობა, რამ შეაფერხა მისი ეტლის თვლები? |
28 |
სარკუმლით გარდამოხედვიდა დვდაჲ სისარაჲსი კანკლედით
გამო, რამეთუ დააყოვნა ეტლმან მისმან მისლვად, რაჲსათჳს დაყოვნეს კუალსა
ეტლთა მისთასა? |
29 |
პასუხობენ გონიერი სეფექალები, თვითონვე ამბობს თავისივე
სიტყვების პასუხად: |
29 |
ბრძენნი დედანი მთავარნი მისნი მიეგებვოდეს მას. და იგი
იტყოდა სიტყუათა მისთა თავით თჳსით. |
30 |
ნადავლს იშოვნიდნენ და იყოფენ: თითო მხევალი, ორ-ორი
მხევალი თითო მეომარს, ნაალაფარი ჭრელი სამოსელი სისარას, ნაალაფარი ჭრელი
სამოსელი, ორხოულად მოქსოვილი, ტყვის ტანზე შემოძარცული. |
30 |
არა პოონ იგი განყოფასა ნატყუენავისასა? და სიყუარულსა
მეგობართასა თავისა კაცისათა. ნატყუენავი ღებილთა სისარას, ნატყუენავი
ღებილთა თითოფერთაჲ, ღებილი ჭრელთა იგი ქედსა მისსა ნატყუენავითურთ. |
31 |
ყველა მტერი ასე დაგელიოს, უფალო! მისი მოყვარულნი
ამომავალ მზესავით გაძლიერდნენ! და დაისვენა ქვეყანამ ორმოცი წელი. |
31 |
ესრეთ წარწყმდედ ყოველნი მტერნი შენნი, უფალო, და
მოყუარენი შენნი, ვითარცა აღმოსავალი მზისა ძლიერებითა შენითა, და დამშჳდნა
ქუეყანაჲ ორმეოც წელ. |