1 |
ნინევეს განაჩენი. ელკოშელი ნაუმის ხილვის წიგნი.
|
1 |
მიღებაჲ სანინევოჲ; წიგნი ხილვისა ნაუმ ელკესელისაჲ. |
2 |
იჭვიანი და შურისმგებელი ღმერთია უფალი; შურისმგებელია
უფალი და რისხვიანი; შურს მიაგებს უფალი თავის მოწინააღმდეგეთ და ჯავრს არ
შეარჩენს თავის მტრებს. |
2 |
ღმერთი მოშურნე და შურისმგებელი, უფალი გულისწყრომისა
თანა, შურისმეძიებელი უფალი წინააღმდგომთა მისთა და აღმღებელი თჳთ მტერთა
თჳსთა. |
3 |
სულგრძელია უფალი და დიდძალოვანი, დაუსჯელს არავის
გაუშვებს; გრიგალშია უფალი და ქარბორბალაშია მისი სავალი; ღრუბელი მის
ფერხთა მტვერია. |
3 |
უფალი სულგრძელ და დიდ ძალი მისი. და უბრალოჲ არ უბრალო
ყოს უფალმან. აღსასრულისა შორის და ძრვისა შორის გზაჲ მისი და ღრუბლებ
მტუერი ფერჴთა მისთაჲ. |
4 |
დაემუქრება ზღვას და ამოაშრობს, და დაშრეტს ყველა
მდინარეს; გადახმება ბაშანი და ქარმელი, დაჭკნება ლიბანის ყვავილი. |
4 |
მქადაგებელი ზღჳსაჲ და განმაჴმობელი მისი და ყოველთა
მდინარეთა მომაოჴრებელი. შემცირდა ბასანელი და კარმელი და ყუავილოვნება
ლიბანისანი მოაკლდეს. |
5 |
მის ქვეშ იდრიკებიან მთები და ლღვებიან ბორცვები;
წამოიმართება მის წინაშე დედამიწა, სამყარო და ყოველი მისი მკვიდრი. |
5 |
მთანი შეიძრნეს მისგან და ბორცუნი შეირყინეს და კდემულ
იქმნა ქუეყანაჲ პირისაგან მისისა თანად ყოველნი და ყოველნი დამკჳდრებულნი
მის შორის. |
6 |
ვინ გაუძლებს მის წყრომას, ვინ აიტანს მის მძვინვარებას?
ცეცხლად იღვრება მისი რისხვა, კლდეები ირღვევიან მისგან. |
6 |
პირისაგან რისხვისა მისისა ვინ დაუთმოს და ვინ
წინააღუდგეს წინააღმდეგად გულისწყრომასა მისსა? და გულისწყრომაჲ მისი
დაადნობს დასაწყისთა. და კლდენი დაიფუშნეს მისგან. |
7 |
კეთილია უფალი - ციხე-სიმაგრე გასაჭირში - და ცნობს თავის
მოიმედეთ. |
7 |
ტკბილ არს უფალი მოთმინეთა მისთათჳს დღესა ჭირისასა და
მცნობელ მოკრძალვათა მკრძალავთა მისთა და საფლავსა შორის. |
8 |
მოვარდნილი ნიაღვარივით წალეკავს მის ადგილს და თავის
მტრებს ჩარეკავს წყვდიადში. |
8 |
და რღუნასა სლვისასა მოსრულებაჲ ყოს მან. ზედაღდგომილთა
და მტერთა მისთა სდევდეს ბნელი. |
9 |
რა განუზრახავთ უფლის წინააღმდეგ? ბოლოს მოუღებს ყველაფერს და ვეღარ აღდგება მტერი. |
9 |
რაჲსა ჰსიტყუავთ უფლისა ზედა? მან ყოს მოსრულება.
არშურ-იგო ორგზის ერთბამად ჭირსა შინა, |
10 |
რადგან ეკალ-ბარდებივით ჩახლართულნი და ლოთებივით
გალეშილნი ერთიანად გადაიბუგებიან ხმელ ჩალასავით. |
10 |
რამეთუ ვიდრე საფუძველთამდე მისთა განკორდნენ და ვითარ ბრწამლი მოხუეული შეიჭამოს
და ვითარცა ლელწამი სავსე სიჴმელითა. |
11 |
შენგან გამოვიდა უფლის წინააღმდეგ ავისმზრახველი, ბელიარის მრჩეველი. |
11 |
შენგან გამოვიდეს გულისსიტყვა ძჳნად უფლისა ბოროტი განმზრახი წინააღმდგომთაჲ. |
12 |
ასე თქვა უფალმა: თუნდაც ჯანით სავსენი იყვნენ და უამრავნიც, მაინც გაწყდებიან,
გადაშენდებიან. ხომ გაგტანჯე, მაგრამ მეტად აღარ გაგტანჯავ. |
12 |
ამათ იტყჳს უფალი განმთავრებული წყალთა ზედა მრავალთა და
ესრეთ განიკერძნენ და სასმენელმან შენმან არ შეისმინოს მერმე. |
13 |
ახლა კი დავლეწავ მის უღელს, ქედზე რომ გადევს, და
დავწყვეტ შენს ბორკილებს. |
13 |
და აწ შევმუსრო კუერთხი მისი შენგან და საკრველნი შენნი
განვბძარნე. |
14 |
ასე ბრძანა შენზე უფალმა: აღარ მოშენდება შენი სახელი;
გავაქრობ კერპსა და ქანდაკს შენი ღმერთის სახლიდან; საფლავს გაგიმზადებ,
რადგან არარაობა ხარ. |
14 |
და ამცნოს შენთჳს უფალმან - არ დაითესოს სახელისაგან
შენისა მერმე; სახლისაგან ღმრთისა შენისა მოვსპნე წახნაგებულნი და
გამოდნობილნი დავსხნე საფლავად შენდა. |
|
|
15 |
რამეთუ მალეობენ, ეგერა, ფერჴნი მთათა ზედა მახარებელისა
და მიმთხრობელისათა მშჳდობისა. დღესასწაულობდ, იუდა, დღესასწაულთა შენთა,
უკუნსცენ აღთქმანი შენნი უფალსა მით, რამეთუ არღა შესძინონ მერმე განვლაჲ
დასაძუელებელად მოესრულოს, მოიკლას. |