1 |
აჰა, გაისმა მთებზე მახარობლის ფეხის ხმა მშვიდობის მაცნედ! გამართე დღესასწაულები,
იუდა, აღთქმები შეასრულე, რადგან აღარ დაგეცემა თავს ბელიარი; საბოლოოდ განადგურდა. |
1 |
რამეთუ აღვიდა მბერავი პირისა შენისაჲ განმარინებელი ჭირისაგან. მოიმსტურე გზაჲ,
მოიმტკიცე წელი, განმჴნდი ძალითა ფრიად |
2 |
შემართულია შენს თავზე ურო, ნინევე! დაიცავი
ციხე-სიმაგრე, გზისკენ იყურე, წელი გაიმაგრე, ძალა მოიკრიფე! |
2 |
მით, რამეთუ გარემიაქცია უფალმან გინებაჲ იაკობისი,
ვითარ-იგი გინებაჲ ისრაჱლისი მით, რამეთუ განმბერტყელთა განბერტყნეს იგინი
და მონაგებნი მათნი განხრწნნეს. |
3 |
რადგან დააბრუნა უფალმა იაკობის დიდება, როგორც დიდება
ისრაელისა! რადგან გაძარცული ჰყავდათ ისინი მძარცველებს, აჩანაგებდნენ მათ
ვენახებს. |
3 |
ჭურნი ძლიერებისა მისისანი კაცთაგან. მამაცნი ძლიერნი
მომღერალნი ცეცხლითა, სადევენი ეტლებისა მათისანი დღესა შინა
განმზადებულებისა მისისასა და მჴედარნი. |
4 |
წითლად შეიღება გმირთა ფარები, მეწამული მოსავთ მეომრებს;
ცეცხლს აკვესებს ეტლების ფოლადი, როცა მზადაა საბრძოლველად, და ირხევიან
კვიპაროსის შუბები. |
|
|
5 |
დაქრიან ქუჩებში ეტლები, მოედნებზე დაგრიალებენ,
ჩირაღდნის ალივით ლაპლაპებენ, ელვასავით ელავენ. |
4 |
აღბორგნენ, გზათა ზედა შემოკრბენ ეტლნი და აღიხუნენ
შეიგანთა შორის, ხილვაჲ მათი ვითარცა ლამპარი ცეცხლისაჲ და ვითარცა ელვანი
წარმრბენელნი. |
6 |
გაიხსენებს თავის ძლიერებს, მაგრამ სრბოლისას
წაიფორხილებენ, მიაწყდებიან კედლებს და საფარს მოაწყობენ. |
5 |
და მოჴსენებულ იქმნენ დიდებულნი მათნი და მოუძლურდენ
სლვასა შინა მათსა და ისწრაფიან ზღუდეთა ზედა და განჰმზადებენ წინსაცავთა
მათთა. |
7 |
გაიღება მდინარეთა ჭიშკრები და აირ-დაირევა სასახლე. |
6 |
ბჭენი ქალაქთანი განეხუნეს და სამეფონი დაეცნეს. |
8 |
გადაწყდა: გასახლდება, გაიტაცებენ! მისი მხევლები მტრედის
ხმაზე მოთქვამენ, გულში ხელს იცემენ. |
7 |
და მონაგები გამოცხადნა და იგიაჲ აღვიდოდა. და მჴევალნი
მისნი უძღოდეს, ვითარცა ტრედნი მჴმობარენი გულთა შინა მათთა. |
9 |
წყლისგან დაიცალა ნინევე - წყალსატევი; ისინი კი გარბიან. დადექით! დადექით! მაგრამ
არავინ ბრუნდება უკან. |
8 |
და ნინევი, ვითარცა საბანელი წყლისაჲ, წყალნი მისნი და
იგინი ვითარცა მლტოლვარენი არ დადგეს. და არა იყო ზედამხედველი. |
10 |
დაიტაცეთ ოქრო, დაიტაცეთ ვერცხლი! არ დაილევა მდიდრული
ნახელავი, ძვირფასი ნივთები. |
9 |
და იტაცებდეს ვეცხლსა და იტაცებდეს ოქროსა და არა იყო ბოლოჲ მისი. დამძიმდეს უფროს
ყოველთასა ჭურჭელნი გულისსათქმელნი მისნი. |
11 |
გატიალდა, გაოხრდა, გაპარტახდა! დადნა გული და კანკალებს მუხლები, მოწყდათ წელი,
ფერი წაუვიდათ. |
10 |
განბერტყაჲ და წდოლაჲ და ჟრუნვაჲ, და გულისა შემუსრვაჲ, და დაჴსნაჲ მუჴლთა, და
ლმობანი ყოველსა ზედა წელსა და პირები ყოველთაჲ, ვითარცა ნაწუავი ქოთნისაჲ. |
12 |
სად არის ლომთა ბუნაგი და ბოკვერთა სანავარდო, სადაც დადიოდნენ ხვადი, ძუ ლომი და
მათი ლეკვი, და არავინ იყო დამაფრთხობელი? |
11 |
სადა არს სამკჳდრებელი ლომთა და საძოარი მყოფი ლეკუთად,
სადა ვიდოდა ლომი შესლვად, მუნ ლეკჳ ლომისაჲ და არა იყო მაშინებელი. |
13 |
ლომი გლეჯს თავისი ლეკვებისთვის და აღრჩობს თავისი
ძუსთვის; ნატაცებით ავსებს თავის ბუნაგს და გამოქვაბულს - დაგლეჯილი
ნადავლით. |
12 |
ლომმან იტაცნა კმასაყოფელნი ლეკუთა მისთანი და დაუშთვნა
ლეკუთა თჳსთა და აღავსო ნადირითა ბუდე თჳსი და სამკჳდრებელი თჳსი
ნატაცებითა. |
14 |
აჰა, მითქვამს შენთვის, ამბობს ცაბაოთ უფალი, ცეცხლში
დავწვავ შენს ეტლს, მახვილი შეჭამს შენს ბოკვერებს; შენს მტაცებლობას
აღვკვეთავ ქვეყანაზე და აღარ გაისმება შენს მოციქულთა ხმა. |
13 |
აჰა, ესერა, მე შენ ზედა - იტყჳს უფალი, ყოვლისმპყრობელი
- და შევწუა კუამლითა სიმრავლე შენი. და ლომნი შენნი დაჭამნეს მახჳლმან. და
მოვასრულო ქუეყანისაგან ნადირი შენი და არღა ისმნენ მერმე საქმენი შენნი. |