1 |
ვაი სისხლიან ქალაქს! სიცრუით არის გატენილი, სავსეა ძალადობით და არ ეშვება
მტაცებლობას. |
1 |
ქალაქი სისხლთაჲ, ყოველი ტყუილითა, უსამართლობითა სავსე. არა ძიებულ იქმნეს
ნადირი. |
2 |
შოლტის ხმა და ბორბლების გრიალი, ცხენების ჭიხვინი და
ეტლების დგანდგარი, |
2 |
ჴმაჲ გუემათაჲ და ჴმაჲ ძრვისა ურმისთუალთაჲსა, და ცხენისა
მდევრისა, და ეტლისა აღმომდუღარისაჲ, ცხენოსნისა აღმომავალისა. |
3 |
მხედართა კვეთება და მახვილთა კვესება, შუბების ელვა,
უამრავი დახოცილი გვამების გროვა! არ დაილია ცხედრები, ფორხილობენ მათ
ცხედრებზე. |
3 |
და ბრკიალისა მახჳლისაჲ, და აელვებულთა საჭურველთაჲ, და
სიმრავლე წყლულთაჲ, და სიმძიმე დაცემულებისაჲ. და არა იყო ბოლოჲ ნათესავთა
მისთაჲ და მოუძლურდენ სხეულთა შორის მათთა. |
4 |
ბოზი დიაცის უზომო ბოზობის გამოა, მომხიბვლელისა და
ჯადოქრისა, რომელიც თავის ბოზობით ჰყიდის ხალხებს და ჯადოქრობით - ტომებს. |
4 |
სიმრავლისაგან უკეთურებისა მეძავი ქმნულკეთილი და
მოხარული მძღუანელი წამლვათაჲ, განმფრდელი ნათესავისაჲ სიძვისა მიერ თჳსისა
და ტომთაჲ წამლვათა მიერ მისთა. |
5 |
აჰა, მითქვამს შენთვის, ამბობს ცაბაოთ უფალი, ბოლომდე
აგიწევ კალთას, რომ ხალხებს დავანახო შენი სიშიშვლე, სამეფოებს - შენი
სირცხვილი. |
5 |
აჰა, ესერა, მე შენ ზედა - იტყჳს უფალი ყოვლისმპყრთბელი,
- და გამოვაცხადნე უკანანი შენნი პირსა ზედა შენსა და უჩუენო ნათესავთა
სირცხჳლი შენი და მეფობათა - უპატიოებაჲ შენი. |
6 |
მოგაყრი ნაგავს, წაგბილწავ და სასეიროდ გაგხდი. |
6 |
და ზედ დავაგდო შენ ზედა საძაგელებაჲ. და დაგდვა მე შენ
მაგალითად. |
7 |
ვინც კი შეგხედავს, გაგეცლება და იტყვის: გაძარცულია
ნინევე, ვინ შეიბრალებსო? სად მოგიძებნო ნუგეშისმცემელი? |
7 |
და იყოს, ყოველი მხილველი შენი, შთავიდეს შენგან და
თქუას: საწყალობელი ნინევი, რად სულთითქუამს იგი, ვინაჲ ვიძიო
ნუგეშინის-ცემაჲ მისი? |
8 |
რითი სჯობიხარ ნო-ამონს, მდინარეთა შორის რომ ცხოვრობდა
და წყლები ევლებოდა გარშემო? რომლის დოვლათი ზღვა იყო და ზღვისგანვე იყო
მისი კედელი? |
8 |
მოჰრთე ლარი ნაწილი აამმონისი, განჰმზადე კერძი ამმონისი.
დამამკჳდრებელმან მდინარეთა წყალი გარემო მისსა, რომლისა დასაბამ ზღუაჲ და
წყალი ზღუდეთა მისთაჲ. |
9 |
ქუშის ქვეყანა გამაგრებდა და უსაზღვრო ეგვიპტე, ფუტი და ლუბიელნი გიჭერდნენ მხარს. |
9 |
და ეთიოპიაჲ ძალ მისსა და ეგჳპტე. არა არს დასასრული
ლტოლვისა შენისაჲ და ლიბიელნი იქმნეს შემწე მისა. |
10 |
ისიც გადაასახლეს, ტყვედ წაიყვანეს, მის ბავშვებსაც
თავები დაუჭეჭყეს გზაჯვარედინებზე; მის დიდებულებზე წილს ყრიდნენ და
წარჩინებულებს ბორკილს ადებდნენ. |
10 |
და იგი გარდასახლებად წარვიდეს ტყუე. და ჩჩჳლნი მისნი დაეხეთქნენ დასაწყისსა გზათა
მისთასა და ყოველთა ზედა დიდებულთა მისთა განიგდონ წილი და ყოველნი დიდ-დიდნი მისნი
შეიკრნენ ჴელბორკილითა. |
11 |
დათვრები და დაიმალები, მტრებისგან თავშესაფრს დაუწყებ ძებნას. |
11 |
და შენ დაითრო და იყო უგულებელსქმნილ. და შენ ეძიებ თავისა შენისა შეწევნასა
მტერთაგან. |
12 |
შენი ციხე-კოშკები მწიფენაყოფიანი ლეღვის ხეა - თუ შეარხიე, პირში ჩაუცვივა
მჭამელს. |
12 |
ყოველნი სიმაგრენი შენნი შენდა ლეღუსა, ებგურთა
მქონებელნი, უკუეთუ შეიძრნენ, შთაცჳვენ პირსა მჭამელისასა. |
13 |
აჰა, შენი ერი საქალეთია შენს წიაღში! ფართედ გაეღება
შენს მტრებს შენი ქვეყნის კარიბჭეები, ცეცხლი შეჭამს შენს ურდულებს. |
13 |
აჰა, ესერა, ერი შენი ვითარცა დედები შენ შორის. მტერთა
შენთა განხმულნი განეხუნენ ბჭენი ქუეყანისა შენისანი. და დაჭამნეს ცეცხლმან
მოქლონნი შენნი. |
14 |
მოიმარაგე საალყოდ წყალი, გაამაგრე ციხე-კოშკები; მოჭერი
თიხა, მოზილე ალიზი, შეაკეთე სააგურე ქურა. |
14 |
წყალი მოცვისა მიიზიდე თავისა შენისა. განამტკიცენ
სიმაგრენი შენნი, შთაიღურჭუმო თიჴადმი და აღჰზელდე ბზითა, განაძლიერე
საალიზედ. |
15 |
იქ შეგჭამს ცეცხლი, გაგწყვეტს მახვილი; შეგჭამს, როგორც
კალია. შექუჩდი კალიასავით, მოზღვავდი ბოცომკალივით! |
15 |
მუნ შეგჭამოს შენ ცეცხლმან, მოგასრულოს შენ მახჳლისა მიერ
და შეგჭამოს შენ, ვითარცა მკალმან და დაგიმძიმდეს შენ, ვითარცა ბოცომკალი. |
16 |
მოვაჭრეები ცის ვარსკვლავებზე მეტად გაგიმრავლებია -
კალია ფრთებს გაშლის და გაფრინდება. |
16 |
განამრავლე სავაჭრონი შენნი უფროს ვარსკულავთა ცისათა,
მკალმან მიიმართა და აღფრინდა. |
17 |
შენი მოხელეები ბოცომკალივითაა, შენი იასაულები; მოჭერი
თიხა, მოზილე ალიზი, შეაკეთე სააგურე ძირას რომ იბუდებენ: მზე ამოვა და
გაიფანტებიან, მათ კვალს ვეღარავინ მიაგნებს. |
17 |
აღსუბუქნა, ვითარცა პეპელი, შემყოფი შენი, ვითარცა მკალი
აღსრული ღობესა ზედა დღესა შინა ყინელისასა. მზე აღმოჰჴდა და განიტევა და
არა იცნობა ადგილი მისი. ვაჲ მათდა. |
18 |
ჩასძინებიათ შენს მწყემსებს, განისვენებენ შენი
დიდებულები, მთებში გაფანტულა შენი ხალხი და არავინაა შემკრები. |
18 |
მიერულა მწყემსთა შენთა. მეფემან ასსურასტანისამან
დააძინენ ძლიერნი შენნი, განიყარა ერი შენი მთათა ზედა და არა იყო მემლოდე. |
19 |
არ გიშუშდება ჭრილობა, გაგიარჯლდა წყლული. ვინც კი
გაიგებს შენს ამბავს, ტაშს დაგცემს, რადგან ვის არ მისწვდენია შენი
გამუდმებული სიავე? |
19 |
არა არს კურნება შემუსრვილებასა შენსა. წუთხიან იქმნა
წყლულებაჲ შენი, ყოველთა მსმენელთა ჰამბავისა შენისათა დაიტყუელნენ ჴელნი
შენ ზედა მით, რამეთუ ვისცა ზედა არა მივიდა ძჳრი შენი მარადის. |