
| 
|
ნეემია
თავი მეთერთმეტე
ახალი ქართულით |
ძველი ქართულით |
1 |
ერისმთავრები იერუსალიმში დასახლდნენ: დანარჩენმა ხალხმა წილი ყარა, რათა ათიდან
ერთი იერუსალიმში - წმიდა ქალაქში, შეეყვანათ საცხოვრებლად, ხოლო ცხრანი სხვა
ქალაქებში.
|
1 |
და სხდეს მთავარნი იგი ერისანი იერუსალჱმს და წილ-იგდეს, რაჲთა ერთსა ათისაგანსა
ვის ხუდეს წილი, იგი დაჯდეს იერუსალჱმს ქალაქსა სიწმიდისასა და ცხრანი იგი მივიდენ
თჳთეულად ქალაქსა თჳსსა.
|
2 |
ხალხმა დალოცა ყველა ისინი, ვინც თავისი ნებასურვილით
დასახლდა იერუსალიმში. |
2 |
და აკურთხნეს ერმან ესე კაცნი, რომელნი-იგი განეყენნეს და
დასხდეს იერუსალჱმს. |
3 |
აჰა, ის ოლქის მთავრები, იერუსალიმში რომ დასახლდნენ.
იუდას ქალაქებში თავ-თავიანთ სამკვიდრებლებში და ქალაქებში ცხოვრობდნენ
ისრაელიანები, მღვდლები, ლევიანები, შეწირულნი და სოლომონის მორჩილთა
შთამომავალნი. |
3 |
და ესე არიან მთავარნი მის ქუეყანისანი, რომელნი დასხდეს
იერუსალიმს, მღდელნი, და ლევიტელნი, და ნათანიმელნი და ძენი მონათა მათ
სოლომონისანი. |
4 |
იერუსალიმში ცხოვრობდნენ იუდიანთაგან და ბენიამინთაგან;
იუდიანთაგან: ყათაია ყუზიას ძე, ზაქარიას ძე, ამარიას ძე, შეფატიას ძე,
მაჰალალიელის ძე - ფარეციანთაგან. |
4 |
და რომელნი სხდეს იერუსალჱმს, იყუნეს ნათესავისა მისგან
იუდასთანი და ბენიამენისნი, და ესენი არიან ძეთაგან იუდასთა: ათერ, ძე
ზაქარიასი, ძე სამარიასი, ძე საფატიასი, ძე მაელელისი, და ძეთაგან
ფარეზისთა |
5 |
მაყასეია ბარუქის ძე, ქოლ-ხოზეს ძე, ხაზაიას ძე, ყადაიას
ძე, იოიარიბის ძე, ზაქარიას ძე, ჰაშილონის ძე. |
5 |
და მალელისა, ძე ბარუქისი, და ძე ალაზასი, ძე ოზიასი, ძე
ადაიასი, ძე იორიბისი, ძე ზიქარიასი, ძე ელონისი. |
6 |
ფარესიანები, იერუსალიმში რომ ცხოვრობდნენ, რიცხვით ოთხას
სამოცდარვანი იყვნენ - მამაცი მოყმენი. |
6 |
და ყოველნი ძენი ფარეზისნი, რომელნი დასხდეს იერუსალჱმს -
ოთხასსამეოცდარვა, კაცნი ძლიერნი. |
7 |
აჰა, ბენიამინიანები: სალუ მეშელამის ძე, იოყედის ძე,
ფედაიას ძე, კოლაიას ძე, მაყასეიას ძე, ითიელის ძე, ესაიას ძე. |
7 |
ესე არიან ძენი ბენიამენისნი: სილონ, ძე მესულამისი, ძე
იუვადისი, ძე ფაადასი, ძე კოვლეასი, ძე მაარისი, ძე აბელისი, ძე იესაასი. |
8 |
მის შემდეგ გაბაი, სალაი, რიცხვით ცხრაას ოცდარვა. |
8 |
და შემდგომად მისა გებეია სელეია - ცხრაასორმოცდარვა. |
9 |
იოელ ზიქრის ძე იყო მათი ხელისუფალი; იუდა ჰასენუიას ძე მეორე კაცი იყო ქალაქში. |
9 |
და იოსეს, ძე ზექრისი, მეძიებელ და ზედამდგომელ იყო მათ
ზედა, იუდა, ძე ასანიასი, რომელი-იგი იყო მეორისა მისგან ქალაქისა. |
10 |
მღვდელთაგან: იედაყია იოიარიბის ძე, იაქინი, |
10 |
და მღდელთა მათ: აგდიდ, ძე იოარიბისი, იაქინ, |
11 |
სერაია ხილკიას ძე, მეშელამის ძე, ცადოკის ძე, მერაიოთის ძე, ახიტუბის ძე, ღვთის
სახლის წინამძღვარი.
|
11 |
სარია, ძე მელქიასი, ძე მესულამისი, ძე სადუკისი, ძე მარაუთისი, ძე ეტობისი. და იყო
სახლები მათი მახლობელად ტაძარსა მას უფლისასა. |
12 |
მათი ძმები, რომელნიც სახლის სამსახურს ეწეოდნენ, რიცხვით რვაას ოცდაორნი იყვნენ.
ყადაია იეროხამის ძე, ფელალიას ძე, ამცის ძე, ზაქარიას ძე, ფაშხურის ძე, მალქიას
ძე, |
12 |
და ძმანი მისნი, რომელნი იქმოდეს საქმესა მსახურებისასა სახლსა მას უფლისასა,
იყუნეს რვაასოცდაორი, და ადა, ძე ემორისი, ძისა ფალაასისა, ძისა ამესისა, ძე
ზაქარიასი, ძე ფესეურისი, ძე მელქისი.
|
13 |
და მისი ძმები - მამისსახლთა თავკაცები, ორას ორმოცდაორნი იყვნენ. ყამაშსაი
ყაზარელის ძე, ახაზაის ძე,- მეშილმოთის ძე, იმერის ძე. |
13 |
და ძმანი მისნი მფლობელნი მამათმთავარნი მათ - ორასორმეოცდაორი და ამასია, ძე
ეზრიელისი. |
14 |
მათი ძმები, მამაცი ვაჟკაცები, ას ოცდარვანი იყვნენ. მათი ხელისუფალი იყო ზაბდიელ
ჰაგედოლიმის ძე. |
14 |
და ძმანი მისნი ძლიერნი ყოვლითურთ ასოცდარვა. და მოღუაწენი და ზედამდგომელნი მათნი
ზექრიელ, რომელი-იგი იყო დიდთა მათ მთავართაგანი. |
15 |
ლევიანთაგან: შემაყია ხაშების ძე, ყაზრიკამის ძე, ხაშაბიას ძე, ბენის ძე, |
15 |
და ლევიტელთა მათგან: სამეა, ძე ასუბისი, ძე ეზრომისი, |
16 |
შაბთაი და იოზაბადი - ღვთის სახლის გარე საქმეების გამრიგე ლევიანთა თავკაცთაგან. |
16 |
და საპატაბ, და იოსაბედ. ყოველნივე სამუშაკოდ იყუნენ სახლისა ღმრთისა გარემოთა,
ლევიტელნი მთავართა მიერ |
17 |
მათანია მიქას ძე, ზაბდის ძე, ასაფის ძე, ლოცვისას სადიდებლის მთავარი დამწყები,
ბაკბუკია, მისი მეორე ძმა, ყაბდა შამუაყის ძე, გალადის ძე, იედუთუნის ძე. |
17 |
და ნათანიმელნი იგი: ძენი მიქესნი და იოაბ, ძე სამუისი, - ორას სამეოცდაათოთხმეტ. |
18 |
წმიდა ქალაქში სულ ორას ოთხმოცდაოთხი ლევიანი იყო. |
18 |
ყოველნივე ლევიტელნი წმიდა ქალაქსა შინა ორასოთხმოცდაოთხნი. |
19 |
კარისმცველნი: ყაკუბი, ტალმონი და მათი ძმები, კარიბჭეებს რომ იცავდნენ, ას
სამოცდათორმეტნი იყვნენ. |
19 |
და მეკარენი იგი აკუბ, ლეტემინ და ძმანი მისნი - ორასსამოცდაათორმეტ. |
20 |
დანარჩენი ისრაელიანები და ლევიანები იუდას ყველა ქალაქში ცხოვრობდნენ, თავ-თავიანთ
სამკვიდროებში. |
20 |
და ნეშტნი ისრაჱლისაგან მღდელნი და ლევიტელნი ყოველნივე ქალაქსა შინა იუდასა
სამკჳდრებელსა თჳსთა. |
21 |
შეწირულნი ყოფელში ცხოვრობდნენ; შეწირულთ ციხა და გიშფა ადგნენ თავს.
|
21 |
და ნათანელნი, რომელნი ოფელასა შინა და სანასა შინა და გასპასა შინა. |
22 |
ლევიანთა ხელისუფალი იერუსალიმში იყო ყუზია ძე ბანისა, ძე ხაშაბიასი, ძე მათანიასი,
ძე მიქასი, იმ ასაფიანთაგან, რომელნიც მგალობლებად იყვნენ ღვთის სახლის სამსახურში. |
22 |
და მოღუაწენი და ზედამდგომელნი იგი ლევიტელთანი იერუსალჱმს: აზა, ძე განისი, ძე
ასაბიასი, ძე მატთანისი, ძე მიქეასი, ძეთა მათგან ასაფისთა, შემასხმელნი მახლობელად
სახლსა უფლისა ჩუენისასა. |
23 |
რადგან მეფის ბრძანება იყო მათზე, ყოველდღიური სარჩო იყო მგალობელთათვის
დაწესებული. |
23 |
რამეთუ ბრძანება მეფისა იყო მათ მიმართ ყოფად მუნ და დაუცხრომელად მსახურებად. |
24 |
ფეთასია მეშაბელის ძეს, ზარას იუდას ძის ძეთაგანს, ყველა სახალხო საქმე მეფის მიერ
ჰქონდა მინდობილი. |
24 |
და ფაათია, ძე მესია ზაბილისი ზარჱსგან, ძისა იუდასი, რომელსა ჴელისაგან
მეფისასა აქუნდა ყოველივე განსაგებელი.
|
25 |
თავიანთ სოფლებში და ყანებში იუდიანთაგან ცხოვრობდნენ კირიათ-ჰაარბაყში და მის
დაბა-სოფლებში, დიბონში და მის დაბა-სოფლებში, იეკაბცელში და მის სოფლებში, |
25 |
და დამკჳდრებულ იყო აგარაკსა თჳსსა და ძეთა მათგან იუდასთა, რომელნი დასხდეს
კარიათარბას, დიბოს, და კაბსაელს და აგარაკთა მისთა, |
26 |
იეშუაყში, მოლადაში, ბეთ-ფალეტში, |
26 |
და ისუს, და მოლოდას, და ბეთბალედ, |
27 |
ხაცარ-შეყალში, ბერშაბეში და მის დაბა-სოფლებში, |
27 |
და ასერსავალს, და ბერსაბეს, |
28 |
ციკლაგში, მექონაში და მის დაბა-სოფლებში, |
28 |
და სიკელექს და მოგონას, |
29 |
ყენ-რიმონში, ცარყაში, იარუმუთში, |
29 |
და რემონს და სარას და იერმოთს, |
30 |
ზანოახში, ყადულამში და მათ სოფლებში, ლაქიშში და მის მინდვრებში, ყაზეკაში და მის
დაბა-სოფლებში. ისინი დასახლდნენ ბერშაბედან ჰიმონის ხევამდე. |
30 |
ზანოას, ოდოლას, და დაბნებსა მათსა: ლაქისს და აგარაკთა მათთა, და ზეკას და
დაემკჳდრნეს ბერსაბეს ვიდრე ღელემდე ენომისა. |
31 |
ბენიამინიანები დასახლდნენ გაბაყიდან მოკიდებული მიქმაშში ყაიაში, ბეთელში და მის
დაბა-სოფლებში, |
31 |
და ძენი ბენიამენისნი: გაბაით მაქმასს, და აინ მეთიელს, |
32 |
ყანათოთში, ნობში, ყანანიაში, |
32 |
ანათოთს, ნაობს, ანანიას, |
33 |
ყაცორში, რამაში, გითაიმში, |
33 |
ასორს, რამას, გეთაიმს, |
34 |
ხადიდში, ცებოყიმში, ნებალატში, |
34 |
ადიდეს, სებოიმს, ნებალათს, ლოთას, |
35 |
ლოდში და ონოში, ხარაშიმის ხევში. |
35 |
ონოს და ღელე შუენიერთა, |
36 |
იუდას ლევიანთაგან ერთი ნაწილი ბენიამინს მიეკუთვნა. |
36 |
და ლევიტელნი მათგანნი ნაწილნი იუდასნი და ბენიამენისნი. |
|
|

|
|