ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ნეემია

თავი მესამე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ადგენენ ელიაშიბ მღვდელმთავარი და მისი ძმები - მღვდლები და ცხვრის კარიბჭე აღადგინეს. განათლეს იგი, ჩაუყენეს კარები და განათლეს მეას კოშკამდე და ხანანელის გოდლამდე.

1

და აღდგა ელისუბ მღდელი იგი დიდი და ძმანი მისნი მღდელნი, და აღაშენეს ბჭე იგი ავაზანთა მათ ჯურღმულისათა, განწმინდეს იგი და ამართნეს ბჭენი იგი მისნი და განაგეს იგი ვიდრე გოდლადმდე ანამელისა.

2 მის გვერდით ერთ მხარეს იეროხონელები აშენებდნენ, მეორე მხარეს ზაქურ იმრის ძე აშენებდა. 2 და ჴელთა ძეთა კაცთა მათ იერიქოსთა და ჴელითა ძეთა მათ ზაქურისთა და ძეთა ამარისთა.
3 თევზთა კარიბჭეს ჰასენაას ძენი აშენებდნენ; გადახურეს იგი, კარი ჩაუყენეს, და ბოქლომ-ურდული გაუკეთეს. 3 სათევზური და ბჭე იგი იქთვიერანი აღაშენეს ძეთა ასნისათა და მათ გარდაართვეს და განაგეს იგი კლიტენი და მოქლონნი მისნი.
4 მათ გვერდით კედელს ამაგრებდა მერემოთი, ძე ურიასი, ძისა ჰაკოცისა, მის გვერდით ამაგრებდა მეშულამი, ძე ბერექიასი, ძისა მეშეზაბელისა, მის გვერდით ამაგრებდა ცადოკ ბაყანას ძე; 4 და ჴელისაგან მათისა ეპყრა მოსოლას, ძესა ბარუქისასა, ძისა მასიზებელისა, და ჴელითა მათითა ეპყრა სადუკს, ძესა ბანიესასა.
5 მის გვერდით თეკოაყელნი ამაგრებდნენ; მათი დიდებულები კი ქედს არ ხრიდნენ, რომ თავიანთი უფლისათვის ეშრომათ. 5 და ჴელისაგან მათისა ეპყრა თეკუიმადურიმე, და არცა მისცნეს ქედნი თჳსნი მათა მონებად.
6 ძველ კარიბჭეს იოიადაყ ფასეახის ძე და მეშეღამ ბესოდიას ძე ამაგრებდნენ; მათ გადახურეს იგი, კარები ჩაუყენეს და ბოქლომ-ურდული გაუკეთეს. 6 და ბჭე იგი ძველი ეპყრა იუდიას, ძესა ფალექისასა, და მესოლამს, ძესა ბასუდიასსა, და მათ განაგეს იგი და აღმართნეს ბჭენი მისნი და კართსაჴშველნი და მოქლონნი მისნი.
7 მათ გვერდით მელატია გიბყონელი და იადონე მეროთელი, გიბყონისა და მიცფას მკვიდრები, ამაგრებდნენ მდინარისგაღმელი მთავრის ტახტამდე. 7 მახლობელად მათსა აღაშენეს მელქაიას გაბონიტელმან და იადონ მერონიტელმან, გაბაონის და მასპის კაცთა მთავრისა მისთჳს, რომელი-იგი თემისა იყო წიად მდინარესა მის.
8 მის გვერდით ამაგრებდა ყუზიელ ხარჰაიას ძე - ოქრომჭედელი. მის გვერდით ამაგრებდა ხანანია ჰარაკახიმის ძე. აღადგინეს იერუსალიმი ფართო კედლამდე. 8 და შემდგომად მათისა მის განწესებისა დაიპყრნა ანანია, ძემან ჰოროკიმისმან, და უტევა იერუსალემელთა ვიდრე ზღუდემდე ურაკპარაკთასა.
9 მათ გვერდით ამაგრებდა რეფაია ხურის ძე, იერუსალიმის ნახევარი ოლქის მთავარი. 9 და შემდგომად მათსა დაიპყრა ჰარფია მთავარმან ადგილთა მათ იერუსალემისამან
10 მათ გვერდით და თავისი სახლის წინ იედაია ხარუმაფის ძე ამაგრებდა. მის გვერდით ამაგრებდა ხაცუშ საშაბნეიას ძე. 10 და ჴელისაგან მისისა დაიპყრა იერადია, ძემან იერომაქისამან, და სახლით კერძო თჳსით, და ჴელითა თჳსითა დაიპყრა ატტუს, ძემან ასბანისმან.
11

მეორე მხარეს ამაგრებდნენ მალქია ხარიმის ძე და ხაშუბ ფახად-მოაბის ძე; მათვე გაამაგრეს ღუმელთა გოდოლი.

11

და მეორედ დაიპყრა მელქიას, ძემან არასისმან, და ასუბ, ძემან ფაათმოაბისამან, ვიდრე გოდლადმდე თანურიმად.

12 მის გვერდით ამაგრებდა შალუმ ჰალოხეშის ძე, იერუსალიმის ნახევარი ოლქის მთავარი, თავის ასულებთან ერთად. 12 და ჴელისაგან მისისა დაიპყრა სალუმან, ძემან ალულესამან, მთავარმან ზოგისა იერუსალემითკერძომან, თვით და ასულთა მისთა.
13 ხევის კარიბჭეს ამაგრებდნენ ხანუხი და ზანოახის მკვიდრები. მათ ააშენეს იგი, ჩაუყენეს კარები და ბოქლომ-ურდული გაუკეთეს. მათვე გაამაგრეს ათასი წყრთა კედელი სანაგვის კარიბჭემდე. 13 და ბჭე იგი ჴევისა დაიპყრეს ანუნ, და რომელნი დამკჳდრებულ არიან ზანუსს. მათ აღაშენეს იგი, და აღმართნეს ბჭენი მისნი, კართსაჴშველნი, მოქლონნი და ათასი წყრთა აღაშენეს ზღუდისა მისგანი ვიდრე ბჭედმდე სანაცრისა.
14 თვით სანაგვის კარიბჭეს კი ამაგრებდა მალქია რექაბის ძე, ბეთ-ჰაქერემის ოლქის მთავარი; მან ააშენა, ჩაუყენა კარი და თავისი ბოქლომ-ურდული გაუკეთა. 14 და ბჭე იგი სანაცრისა დაიპყრა მელქი, ძემან არექაბისმან, მთავარმან ადგილთა მათ ბეთაქარამისთა. მან თჳთ და ადგილთა მისთა გარდაართვეს იგი, და აღმართნეს ბჭენი მისნი და კლიტენი და მოქლონნი მისნი.
15 წყაროს კარიბჭეს ამაგრებდა შალუმ ქოლ-ხოზეას ძე, მიცფას ოლქის მთავარი. ააშგნა მან, გადახურა იგი, ჩაუყენა კარი და თავისი ბოქლომ-ურდული გაუკეთა. მანვე ააშენა მეფის ბაღის წინ სილოამის ტბორის კედელი, დავითის ქალაქიდან ჩასასვლელ კიბეებამდე. 15 და ზღუდე იგი წყალთა სადინელთა მათ წყაროთა დაიპყრა ურიდიონ, მთავარმან მეფისამან, ვიდრე აღსავალამდე, რომელი შთავიდოდა ქალაქად დავითისად.
16 მის იქით ამაგრებდა ნეემია ყაზბუკის ძე, ბეთ-ცურის ნახევარი ოლქის მთავარი, დავითის სამარხის მოპირდაპირე მხარემდე, ხელოვნურ ტბორამდე და გმირთა სახლამდე. 16 შემდგომად მისა დაიპყრა ნემან აზბუქისამან, მთავარმან ბეთსურისამან, ვიდრე მტილადმდე დავითისად წყალთგარდამოსაქანელთა მათამდე განგებულთა და ვიდრე ბეთაგაბარიდმდე.
17 მის იქით ამაგრებდნენ ლევიანები: რეხუმ ბანის ძე; მის გვერდით თავისი ოლქის სახელით ამაგრებდა ხაშაბია, კეყილას ნახევარი ოლქის მთავარი, 17 და შემდგომად მისა დაიპყრეს ლევიტელთა: არაუმ, ძემან ბანეასმან, და ჴელისგან მისისა დაიპყრა, ასაბია მთავარმან კელიათკერძომან.
18 მის იქით ამაგრებდნენ მათი ძმები: ბავაი ხენადადის ძე, კეყილას ნახევარი ოლქის მთავარი. 18 და ამისა შემდგომად დაიპყრეს ძმათა მისთა: გვნაია, ძემან ადადისმან, მთავარმან კელიად კერძომან.
19 მის გვერდით ყეზერ იეშუაყის ძე, მიცფას მთავარი, ამაგრებდა მეორე მხარეს, საჯაბადროს ასასვლელის პირდაპირ, კუთხესთან. 19 და მისა შემდგომად დაიპყრა ასურ, ძემან ისუამან, მთავარმან მასფეასმან, ზომი მეორის მის ზღუდისა, რომელი-იგი აღვიდოდა და შემდგომად კიდესა მის გოდლისასა.
20 მის იქით თავგამოდებით ამაგრებდა მეორე მხარეს ბარუხ ზაბაის ძე, კუთხიდან ელიაშიბ მღვდელმთავრის სახლის კარამდე. 20 და შემდგომად მისა დაიპყრა ბარუქ, ძემან ზაბუნისამან, საზომი მეორისა მისგან კიდისა ვიდრე ბჭემდე ბეთულუვასუბის, სადა დგან მღდელი იგი დიდი.
21

მის იქით მეორე მხარეს ამაგრებდა მერემოთი, ძე ურიასი, ჰაკოცის ძისა, ელიაშიბის სახლის კარიდან ელიაშიბის სახლის ბოლომდე.

21

და შემდგომად მისა დაიპყრა მერამოთ, ძემან ურიასმან, ძემან აკსისამან, და საზომი მეორისით ბჭითგან ბეთელისუბ ვიდრე დასასრულამდე მისა.

22 მის იქით იერუსალიმის სანახებში მცხოვრები მღვდლები ამაგრებდნენ. 22 და შემდგომად მისა დაიპყრეს მღდელთა მათ კაცთა აქექამისთა.
23 მათ იქით თავიანთი სახლის წინ ამაგრებდნენ ბენიამინი და ხაშუბი. მათ იქით თავისი სახლის ახლოს ამაგრებდა ყაზარია მაყასეიას ძე, ყანანიას ძე. 23 და შემდგომად მისა დაიპყრა ბენიამენ და ასუბ წინაშე სახლთა თჳსთა, და შემდგომად მისა დაიპყრა აზარიამ, ძემან მასურისამან, ძისა ანანიასმან, მახლობელად სახლთა თჳსთა.
24 მის იქით მეორე მხარეს ბინუი ხედადის ძე ამაგრებდა ყაზართას სახლიდან კუთხემდე და მოსახვევამდე. 24 და შემდგომად მისა დაიპყრა ბანაია, ძემან ენადადისმან, საზომი მეორითგან ბეთაზარით და ვიდრე საკიდურადმდე.
25 მის იქით ფალალ უზაის ძე ამაგრებდა კუთხისა და იმ გოდლის მოპირდაპირე მხარეს, რომელიც მეფის ზემო სახლიდან გამოდის და სატუსაღოს ეზოს ემიჯნება. მას იქით ფედაია ფარყოშის ძე ამაგრებდა. 25 და მოსაქცეველი იგი მოსავლისა მის ადგილისა დაიპყრა ფალაქ, ძემან ოზიასამან, პირისპირ სადგურისა მის, და გოდოლი იგი, რომელი იყო გარე კერძო ტაძართა სამეუფოთა უზეშთაეს ეზოსა მის საპყრობელსა.
26 შეწირულებმა კი სოფელში რომ ცხოვრობდნენ, გაამაგრეს წყლის კარიბჭის მოპირდაპირე მხარემდე, აღმოსავლეთისკენ და გამოშვერილ გოდლამდე. 26 და შემდგომად მისა დაიპყრა ფადია, ძემან ფოროსისმან, და ნათაიმელნი იგი, რომელნი დამკჳდრებულ იყვნეს ოფელეოს მტილისა გზასა ბჭესა წყაროთა მათ კერძოთასა მზისა აღმოსავლით და გოდოლი იგი გარე კერძო
27 მათ იქით მეორე მხარეს ამაგრებდნენ თეკოაყელები დიდი გამოშვერილი გოდლის საპირისპირო მხრიდან ყოფელის კედლამდე. 27 და შემდგომად მისა დაიპყრეს თეკუვილთა საზომი მეორე პირისპირ გოდლისა მის დიდისა, რომელი-იგი იყო გარეშე ვიდრე ზღუდედმდე სოფილადისა.
28 ცხენების კარიბჭის ზემოთ მღვდლები ამაგრებდნენ, თითოეული თაეისი სახლის წინ. 28 და უზეშთაეს ბჭისა მის ცხენთასა დაიპყრეს მღდელთა მათ, კაცმან თჳთოეულმან პირისპირ სახლისა თჳსისა.
29 მათ იქით თავისი სახლის წინ ამაგრებდა ცადოკ იმერის ძე. მის იქით ამაგრებდა შემაია შექანიას ძე, აღმოსავლეთის კარიბჭის მცველი. 29 და შემდგომად მისა დაიპყრა სადუკ, ძემან ეზერისმან. პირისპირ სასახლისა (!) თჳსისა, და შემდგომად მისა დაიპყრა სამეა, ძემან ზექენისამან, რომელი იყო ჴუმილ ბჭეთა მათ მზისა აღმოსავლისათა, და შემდგომად მისა დაიპყრა ანანია, ძემან სელემისამან, და ანონ, ძემან სელეფორისამან, საზომი მეორე, და შემდგომად დაიპყრა მესოლამ, ძემან ბარაქისამან, პირისპირ სახლსა საფასისა თჳსისასა
30 მის იქით მეორე მხარეს ამაგრებდნენ ხანანია შედემიას ძე და ხანუნი, ცალაფის მეექვსე ვაჟი. მის იქით თავისი ოთახის წინ ამაგრებდა მეშელამ ბერექიას ძე.    
31

მის იქით ამაგრებდა მალქია ჰაცორფის ძე, ნეთინელთა და ვაჭართა სახლამდე, ჰამიფკადის მოპირდაპირე მხრეს და კუთხის ოთახამდე.

30 და შემდგომად მისა დაიპყრა მელქია, ძემან სარეფისამან, ვიდრე ბეთანათაიმდე და სხვათა მათ მდიდართა ქალაქისათა პირისპირ ბჭესა მას მაიფაკდისასა ვიდრე გამოსავალამდე მოსაქცეველისა მის.
32 კუთხის ოთახსა და ცხვრის კარიბჭეს შორის ამაგრებდნენ ოქრომჭედლები და ვაჭრები. 31 და საშუვალ ბჭესა მას წყალთა გარდამოსიქანელთა დაიპყრეს ქელკანე და მდიდართა მათ ქალაქისათა.
      თავი 4
33 როცა სინბალატმა შეიტყო, რომ ჩვენ კედელს ვაშენებთ, გაცხარდა, ბევრი იჯავრა და მასხრად აიგდო იუდაელები. 1

და იყო, ვითარცა ესმა სანაბატალს, ვითარმედ ჩუენ ვაშენებთ ზღუდეთა მათ, აღვმართებთ გოდლებთა მისთა, ბოროტ-უჩნდა მას და შეძრწუნდა მის წინაშე, და განრისხებულ იყო ძლიერად. ეკიცხევდა ჰურიასტანსა.

34 თავისი მოძმეებისა და სამარიელი მეომრების წინაშე ამბობდა: ამას რას აკეთებენ ეს ბეჩავი იუდაელები? ნუთუ ამის უფლებას მისცემენ? ნუთუ მსხვერპლს შესწირავენ? ნუთუ ოდესმე მოამთავრებენ? ნუთუ ქვები გაცოცხლდებიან გადაბუგული ფერფლის გროვებიდან? 2 და თქვა წინაშე ძმათა მათ თჳსთა: ესე არს ძლიერებაჲ იგი თქუენიო, ჵ სამორიელნო, ვითარ ჰურიანი იგი აშენებენ და განაძლიერებენ ქალაქთა მათთა?
35 ტობია ყამონელმა, მის გვერდით რომ იყო, მიუგო: როგორც არ უნდა ააშენონ, მელა რომ მიადგეს, ისიც კი გაარღვევს მათ ქვის კედელს. 3 და ტობის ამანიტელი მოსრულ იყო ხილვად მათდა და ეტყოდა: ნუთუ შე-ვითარ-უძლონ აღშენებად, ანუ შეწირვად საკვერთხთა, ანუ ჭამად შესაწირავთა მათგან და ადგილსა მას მათსა? და არა მიერ გამოჴდენა მელნი, დაარღვინენ ქვანი ზღუდეთა მისთანი? ვთქვათ ჩუენ:
36 ისმინე, ღმერთო ჩვენო, რადგან განკიცხულნი შევიქმენით, მათი შეურაცხყოფა მათვე დაათიე და საძარცვად მიეცი ისინი თავიანთი ტყვეობის ქვეყანაში. 4 ისმინე ჩუენი, უფალო, ღმერთო ჩუენო, რამეთუ ვიქმნენით ჩუენ საკიცხელ და შეურაცხ მტერთაგან, და მიაგე ყუედრება მათი თავთა მათთა და მისცენ იგინი საკიცხელად წინაშე წარმტყუენველთა მათთა.
37 ნუ დაფარავ მათ უკეთურებას და ნუ წარიხოცება მათი ცოდვა შენს წინაშე, რადგან მათ მშენებელნი გაანაწყენეს. 5 და ნუ დაეფარნენ უსჯულოებანი მათნი, და ნუცა ცოდვანი მათნი პირისაგან შენისა აღიჴოცნენ, რამეთუ შეურაცხ-ყოფენ მაშენებელთა.
38 ვაშენებდით კედელს და მთელი კედელი შეიკრა სანახევროდ. ხალხს კიდევ უწევდა გული სამუშაოდ. 6 შემდგომად ამისა აღვაშენეთ ზღუდენი იგი, გარემოვავლენით კერძო ზღუდისა მის.