1 |
როდესაც სანბალატმა, ტობიამ, გეშემ არაბმა და სხვა დანრჩენმა მტრებმა შეიტყვეს, რომ
კედელი ავაშენე და ზედ ბზარი არ დამიტოვებია (თუმცა საიმდროოდ ჯერ კიდევ არ მქონდა
კარიბჭეში კარი ჩაყენებული),
|
1 |
და იყო, ვითარცა ესმა სანაბალატს და ტობიას და ქუეყანასა მას არაბელთასა და
სხუათაცა მრავალთა მტერთა ჩუენთა, ვითარმედ აღვაშენეთ ზღუდე, და არა დაშთა მათ თანა
ძალი, და მუნ ოდეს ბჭეები არღარა განღებულ იყო.
|
2 |
სანბალატმა და გერშომმა კაცი გამომიგზავნეს და
შემომითვალეს: წამო და ერთად შევიყაროთ ონოს ხეობის რომელიმე სოფელში.
განზრახული ჰქონდათ, ჩემთვის ბოროტება შეემთხვიათ. |
2 |
და მოავლინეს სანაბალატ და გესამ და მრქუეს: მოვედ და
შევკრბეთ ერთად დაბნებსა მას ველისა მის ონასასა და მათ ეგულებოდა
ძჳრის-ზრახვა ჩემ ზედა. |
3 |
მოციქულები გავუგზავნე და დავაბარე: დიდ საქმეს ვაკეთებ
და არ შემიძლია ჩამოსვლა. რისთვის უნდა შეჩერდეს საქმე, როცა მივატოვებ მას
და თქვენთან ჩამოვალ-მეთქი? |
3 |
და მიუვლინენ მათ მოციქულნი და ვარქუ მათ: საქმესა ამას,
რომელსა ვიქმ მე დიდი არს და არა მცალს მე შთასლვად თქუენდა, რათა არა შუა
გამოჴდეს საქმე ესე, რაჟამს აღვასრულო საქმე ესე, მაშინ შთავიდე თქუენდა. |
4 |
ამგვარი სიტყვა ოთხჯერ შემომითვალეს და იგივე პასუხი
დავუბრუნე. |
4 |
და მოავლინეს ჩემდა მრავალგზის და მე იგივე სიტყუაჲ [!]
მიუგე მათ. |
5 |
ასეთი სიტყვით მეხუთედ გამომიგზავნა სანბალატმა თავისი
მსახური, რომელსაც ხელში გახსნილი წერილი ჰქონდა. |
5 |
და მოავლინა ჩემდა სანაბალატ ყრმა თჳსი და აქუნდა ჴელთა
მისთა წიგნი უბეჭდელი, |
6 |
მასში ეწერა: ხალხებში ხმა დადის და გეშემიც ამბობს, რომ
შენ და იუდაელებს განდგომა გაქვთ განზრახული და ამიტომაც აშენებ კედელს.
როგორც ამბობენ, შენ იქნები მათი მეფე. |
6 |
რომელსა წერილ იყო ესრეთ: ყოველთა წარმართთა მესმა,
ვითარმედ შენ და ურიათა გეგულების განდგომად მეფისაგან და მისთჳს აშენებ
ზღუდეთა მაგათ და განაძნელებ გოდოლთა მაგისთა, რამეთუ გეგულების შენ
მეფობად. |
7 |
წინასწარმეტყველებიც დაგიყენებია, რომ იერუსალიმში
იქადაგონ და თქვან: იუდაშიაო მეფე. ახლა, მეფის ყურამდე მივა ეს სიტყვები.
ამიტომ მოდი და ერთად მოვითათბიროთ. |
7 |
და ამისთჳს დაიდგინენ შენდა წინაწარმეტყუელნი, რამეთუ
გეგულების დაჯდომად იერუსალჱმს და მეფებად ურიასტანს ზედა, აწ ნუუკუე
მიუთხრან სიტყუაჲ ესე მეფესა: მოვედ და ამისთჳს ორთა ვიზრახოთ ერთად. |
8 |
გავუგზავნე კაცი და შევუთვალე: ასეთი სიტყვები არ თქმულა,
შენ რომ ამბობ, და შენი ჭკუით მოიგონე-მეთქი ეგენი. |
8 |
და მივავლინენ მისა და ვარქუ: არავისგან არს სიტყუაჲ ეგე,
რომელსა შენ იტყჳ, არამედ შენ თჳთ გულისაგან შენისა იტყჳ მაგას. |
9 |
ყველანი გვაშინებდნენ და ამბობდნენ: ხელები ჩამოუცვივათ საქმიდან და ვეღარც
დაასრულებენ. გევედრები, გაამაგრე ახლა ჩემი ხელები. |
9 |
რამეთუ ყოველნივე გვაშინებედ ჩუენ და იტყჳან: დაშთომილ
იყუნედ ჴელნი მათნი და არა აღასრულონ საქმე მათი, და აწ განვაძლიერენ ჴელნი
ჩემნი, ვიდრემდის აღესრულოს საქმე ესე სრულიად. |
10 |
შემაყიას, დელაია მეჰეტაბელის ძის ვაჟის სახლში შევედი,
ჩაკეტილი დამიხვდა; მითხრა: ერთად წავიდეთ ღვთის სახლში, შუაგულ ტაძარში და
ჩავკეტოთ ტაძრის კარი, რადგან შენს მოსაკლავად მოვლენ, სწორედ ამაღამ
მოვლენ შენს მოსაკლავადო. |
10 |
და მე შევედ სახლსა სემიასასა, ძისა ედალასასა, ძისა მეტაბელისასა, და იგი იყო
დადუმებულ სახლსა შინა თჳსსა და მრქუა მე: შევკრბეთ სახლსა უფლისასა და შევევედრნეთ
მას შინა და დავკრძალნეთ ბჭენი მისნი, ნუუკუე მოვიდენ მტერნი ჩუენნი ღამე და
მოგუკლან ჩუენ. |
11 |
ვუთხარი: ჩემნაირი კაცი როგორ უნდა გაიქცეს? ანდა ჩემნაირი კაცი სიცოცხლის
გადასარჩენად ტაძარში როგორ შევა? არ წამოვალ-მეთქი.
|
11 |
და ვთქუ მე: ვინ არს იგი კაცი, რომლისაგან ვივლტოდი მე, ანუ ვინ არს კაცი
ჩემებრი, რომელი შევიდის სახლსა უფლისასა და განერეს იგი?
|
12 |
მივხვდი, ღვთის გამოგზავნილი რომ არ იყო. ჩემზე იმიტომ იწინასწარმეტყველა, რომ
ტობიას და სანბალატის მოსყიდული იყო. |
12 |
და გულისხმა-ვყავ, რამეთუ არა იყო ღმრთისაგან მოვლინებულ, არცა იყო სიტყუაჲ
წინაწარმეტყუელისა ჩემთჳს. |
13 |
იმისთვის მოისყიდეს, რომ მე შევშინებულიყავი, ისე მოვქცეულიყავი, რომ ცოდვა
ჩამედინა და ეს წამხდარი სახელი ჩემს დასამცირებლად გამოეყენებინათ. |
13 |
და ტობიას და სანაბალატს მონადეს სასყიდლით ერი მრავალი ჩემთჳს, რათამცა შევიშინე
და შევედ სახლსა უფლისასა და ვცოდო, რათამცა დამდვეს ჩემ ზედა სახელი ბოროტი. |
14 |
ღმერთო ჩემო, მათი ამ საქმეებისაებრ გაიხსენე ტობია და სანბალატი, აგრეთვე ნოყადია,
წინასწარმეტყველი ქალი, და სხვა დანარჩენი წინასწარმეტყველები, მე რომ მაშინებდნენ. |
14 |
მომიჴსენოს მე უფალმან ზაკჳსათჳს ტობისა და სანაბალატისა, რომელთა ზრახეს ჩემთჳს
ძჳრი და აწვევდეს სიცრუით წინაწარმეტყუელებად, რათა შემაშინოს და შემაძრწუნოს მე. |
15 |
ელულის თვის ოცდამეხუთე დღეს დასრულდა კედელი - ორმოცდათორმეტ დღეში. |
15 |
და აღესრულა ზღუდე იგი ოცდამეხუთესა თთუესა მის ელუასა და ერგასისდაორ დღე. |
16 |
როცა ეს ყველაფერი ჩვენმა მტრებმა გაიგეს და ჩვენს გარშემო მცხოვრებმა ხალხებმა
დაინახეს, დიდად დამცირდნენ საკუთარ თვალში და მიხვდნენ, რომ ჩვენი ღმერთის მიერ
იყო ეს საქმე გაკეთებული. |
16 |
და იყო, ვითარცა ესმა ყოველთა მათ მტერთა ჩუენთა, შეძრწუნდეს ყოველნი წარმართნი,
რომელნი გარემოს იყუნეს ჩუენსა, და დაეცა მათ ზედა ზარი და შიში ფრიად და
გულისხმა-ყვეს, რამეთუ ღმრთისაგან იყო აღსრულება საქმისა მის ჩუენისა. |
17 |
იმავე დღეებში დიდებულები იუდადან წერილებს უგზავნიდნენ ტობიას, ტობიასგან კი მათ
მოსდიოდათ; |
17 |
და მათ დღეთა შინა დიდითა პატივითა მიუძღუანეს ურიათა მათ წიგნი ტობის, და ტობი
მოვიდა მათა. |
18 |
რადგან იუდაში მრავალი იყო მასთან ფიცით შეკრული, რაკი იგი შექანია არახის ძის სიძე
იყო, ხოლო მისმა ძემ, იოხანანმა, მეშელამ ბარექიას ძის ასული შეირთო. |
18 |
რამეთუ იყუნეს მეცნიერ ურთიერთას და იყო იგი სიძე სენექენასი. ძისა იერესა, და
იონათან, ძემან მისმან, შეირთო ცოლად ასული მესოლამისა, ძისა ბარაქოსი. |
19 |
მის სიკეთეს ამბობდნენ ჩემს წინაშე, ჩემი სიტყვები კი მასთან მიჰქონდათ. ტობია კი
წერილებს მიგზავნიდა, რომ დავეშინებინე. |
19 |
და სიტყუანი მისნი იყუნეს, რომელთა მოიღიან ჩემდა და ჩემი სიტყუაჲ მიუთხრიან მას,
და წიგნი მრავალი მოწერის, რათამცა შემაშინა მე. |