1 |
დაცარიელებული ვენახია ისრაელი, ნაყოფსაც თავის მსგავსს იძლევა; რა უხვი ნაყოფიც
ჰქონდა, ასევე გააუხვა სამსხვერპლოები; რა კარგი მიწაც ჰქონდა, ასევე დაამშვენა
სვეტები. |
1 |
ვენაჴი რქაკეთილი ისრაჱლი, ნაყოფი კეთილცენებულ მისი, სიმრავლისაებრ ნაყოფთა
მათთასა განამრავლნა მსხუერპლისსაცავნი კეთილთაებრ ქუეყანისა მისისათა, აღაშენნა
ძეგლებნი,
|
2 |
ორგულნი არიან, მაგრამ ახლა კი მსჯავრი დაედებათ;
შემუსრავს მათ სამსხვერპლოებს, დალეწავს მათ სვეტებს. |
2 |
განნაწილნეს გულნი მათნი, აწ უჩინო იქმნენ. მან დათხარნეს
საკლურთხეველნი მათნი და საძაგელ იქმნნეს ძეგლები მათი |
3 |
რადგან ახლა ამბობენ, მეფე არა გვყავსო, რადგან უფლის არ
გვეშინიაო; მეფემ კი - რა უნდა გვიყოსო მეფემ. |
3 |
მით, რამეთუ იტყჳან: აწ არა არს ჩუენდა მეფე, რამეთუ არა
შევიშინეთ უფლისაჲ, ხოლო მეფემან რაჲ მიყოს ჩუენ? |
4 |
მხოლოდ სიტყვებს ლაპარაკობენ, ცრუდ ფიცულობენ აღთქმის
დადებისას; აღმოცენდება მსჯავრი, როგორც შხამიანი ბალახი ყანის ხნულებში. |
4 |
მეტყუელმან სიტყუათა მიზეზისა ცრუჲსათა აღთქუას აღთქმაჲ.
აღმოსცენდეს, ვითარცა კლერტი, მსჯავრი კორდსა ზედა ველსა, |
5 |
შეშინდებიან სამარიის მცხოვრებნი ბეთ-ავენის ხბოების
გამო, რადგან იგლოვებენ მას მისი ერი და მისი ქურუმები, მისით ხომ
ხარობდნენ; გამოიგლოვენ მის დიდებას, რადგან განეშორა მას. |
5 |
ჴბოსა სახლისა ოონისსა მსხემ იქმნნეს დამკჳდრებულნი
სამარიასა, რამეთუ იგლოვა ერმან მისმან მის ზედა და ვითარცა განამწარეს
იგი, იხარებდენ დიდებასა ზედა მისსა, რამეთუ გარდაეშენნეს მათ ზედა. |
6 |
თავად მას კი იარებ მეფეს მიართმევენ ძღვნად; სირცხვილი
აიტანს ეფრემს და ისრაელს შერცხვება თავისი განზრახვისა. |
6 |
და მისთა ასსურასტანელთა მიმართ შემკრველთა მიჰგუარეს
ძღუნა მეფესა არიმისასა მისაცემელად, ეფრემ შეიწყნაროს, სირცხჳლეულ იქმნეს
ისრაჱლ განზრახვისა მიერ მისისა. |
7 |
გაქრება სამარია თავისი მეფითურთ როგორც ქაფი წყლის
ზედაპირზე. |
7 |
განაგდო სამარიამან მეფე თჳსი, ვითარცა ქარქუეტი პირსა
ზედა უფლისასა. |
8 |
განადგურდება ავენის გორაკები - ისრაელის ცოდვა;
ნარ-ეკალი და ძეძვი ამოვა მათ სამსხვერპლოებზე და ეტყვიან მთებს:
გადაგვეფარეთო და ბორცვებს - თავზე დაგვემხეთო! |
8 |
და აღღებულ იქმნენ ბომონნი ონისნი, ცოდვანი ისრაჱლისანი.
ეკალნი და კუროსთავნი აღდგენ მსხუერპლისსაცავთა მათთა ზედა. და ჰრქუან
მთათა: დამფარენით ჩუენ; ბორცუთა - დამეცენით ჩუენ ზედა, |
9 |
გიბყას დღეებიდან მოყოლებული სცოდავ, ისრაელო! იქ დგანან;
არ მიწვდენიათ მათ გიბყაში ბოროტეულთა წინააღმდეგ გალაშქრება. |
9 |
ვინათგან ბორცუთა შეცოდეს ისრაჱლსა, მუნ დაადგინნეს, ვერ
ეწიოს მათ. |
10 |
ჩემი ნებისაებრ დავსჯი მათ; შეიკრიბებიან მათ წინააღმდეგ
ხალხები, როცა შეპყრობილნი იქნებიან ორმაგი უკეთურების გამო. |
10 |
ბრძოლაჲ შვილთა ზედა სიცრუჲსათა მოიწია საწურთელად მათდა,
და შეკრბენ მათ ზედა ერნი განსაწურთელად მათდა, მრჩობლთა ზედა სიცრუეთა
მათთა. |
11 |
გაწვრთნილი ხბოა ეფრემი, ლეწვას შეჩვეული; მე თავად
გადავივლი მის სქელ ქედზე და გავხედნი ეფრემს; იუდა შეუდგება ხვნას, იაკობი
კი დაუფარცხავს. |
11 |
ეფრემ, დიაკეული წურთილი, მოყუარე ძლევისა, უკეთესა ზედა
ქედისა მისისასა ზედააღჴდეს ეფრემ. დავიდუმო მე იუდა, განძლიერებასა შინა
მისსა იაკობ. |
12 |
თესეთ თქვენთვის სიმართლე და მოიმკით წყალობას, გატეხეთ
თქვენთვის ყამირი, დროა უფლის ძიებისა, ვიდრე მოვიდოდეს და სიმართლეს
გაწვიმებდეთ. |
12 |
სთესეთ თავთა თჳსთა სიმართლედ, მოისთულეთ ნაყოფად
ცხოვრებისად, განუნათლეთ მათ ნათელი მეცნიერებისაჲ, გამოიძიეთ უფალი ვიდრე
მოსლვამდე ნაშობთა სიმართლისა თქუენისათა. |
13 |
თქვენ ხნავდით ბოროტს და იმკიდით უსამართლობას; ჭამდით
სიცრუის ნაყოფს, რადგან ესავდით თქვენს გზას, თქვენი მეომრების სიმრავლეს. |
13 |
რასათჳს დაიდუმეთ უთნოობა და სიცრუენი მისნი მოისთულენით?
შჭამეთ ნაყოფი ცრუჲ, რამეთუ ესვიდეს ეტლებისა მიმართ შენისა სიმრავლესა
შინა ძალისა შენისასა? |
14 |
აურზაური ატყდება შენს ხალხში და ყველა შენი ციხე-სიმაგრე
დაიქცევა; როგორც შალმანმა დააქცია ბეთ-არბელი ბრძოლის დღეს, როდესაც დედა
აკუწეს შვილებთან ერთად. |
14 |
და აღდგეს წარწყმედაჲ ერსა შორის შენსა და ყოველნი
მოზღუდვილებანი შენნი ოხრიდენ, ვითარცა მთავარი სალამა სახლისაგან
იერობოამისსა დღეთა შინა ბრძოლისათა, დედაჲ შვილთა ზედა დაახეთქეს. |
15 |
ასე დაგმართებთ თქვენ ბეთელი თქვენი უზომო ბოროტებისთვის.
ამოვა ცისკრის ვარსკვლავი და აღარ იქნება ისრაელის მეფე. |
15 |
ესრეთ გიყო თქუენ, სახლო ისრაჱლისაო, პირისაგან
უკეთურებათა თქუენთასა. |