1 |
როცა ყრმა იყო ისრაელი და მიყვარდა იგი, ეგვიპტიდან გამოვიხმე ჩემი ძე.
|
1 |
ცისკარს განაგდეს, განიგდო მეფე ისაჱლისაჲ, რამეთუ ჩჩჳლ იყო ისრაჱლ, და მე
შევიყუარე იგი და ეგჳპტით გარდამოუწოდე ძესა ჩემსა, |
2 |
რაც უფრო ვუხმობდი მას, მით უფრო გარბოდა ჩემგან, რომ
მსხვერპლი შეეწირა ბაალებისთვის და კერპებისთვის საკმეველი ეკმია. |
2 |
ვითარცა გარდამოუწოდე მათ, ეგრეთ წარწყმდენ პირისაგან
ჩემისა. იგინი ბაალიმსა უგებდეს და ქანდაკებულთა უკუმევდეს. |
3 |
მე ვასწავლე ეფრემს სიარული; ჩემს მკლავებზე მყავდა
აყვანილი, მაგრამ არ იცოდნენ, რომ ვკურნავდი |
3 |
და მე შევაბრკოლე ეფრემ, აღვიღე იგი მკლავსა ჩემსა ზედა
და არა ცნეს, ვითარმედ განვჰკურნებდ მათ. |
4 |
ვიზიდავდი მათ ადამიანური გრძნობის საკვრელებით,
სიყვარულის ძაფებით; ლაგმის ჩამომგდებივით ვიყავი მათთვის მათი ყბებიდან,
მათზე ვიყავი გადმოხთილი და ვკვებავდი მათ. |
4 |
განხრწნილებასა შინა კაცთასა, მორთხმულ ვყვენ იგინი
საკრველთა მიერ შეყუარებისა ჩემისათა, და ვიყო მე მათდა, ვითარცა
მყურიმლავი კაცი ღაწუთა ზედა მისთა. და მე ვიხილო მისდამი, შეუძლო მას. |
5 |
არ გაბრუნებულან ეგვიპტის ქვეყნისკენ, მაგრამ აშური
იქნება მათი მეფე, რადგან არ ინდომეს ჩემსკენ მობრუნება. |
5 |
დაეშენა ეფრემ ეგჳპტეს შინა და ასურ იგი მეფე მათდა,
რამეთუ არა ინება უკმოქცევაჲ. |
6 |
მახვილი დატრიალდება მის ქალაქში და მუსრს გაავლებს მის
მრჩევლებს. შთანთქავს მათ ავი განზრახვების გამო. |
6 |
და მოუძლურდა მახჳლისა მიერ შორის ქალაქთა მისთა, და
დასცხრა ჴელთა შინა მისთა, და ჭამდენ გულისზრახვათაგან მათთა. |
7 |
მიდრეკილია ჩემგან განდგომად ჩემი ერი, უღლისკენ
მოუწოდებენ, მაგრამ არავინ გადმოუგდებს მას. |
7 |
და ერი მისი დამოკიდებულ მსხემობისაგან მისისა, და ღმერთი
პატიოსანთა მისთა ზედა განმწყრალდეს და არ აღამაღლოს იგი. |
8 |
როგორ გაგიმეტო, ეფრემ? როგორ გაგწირო, ისრაელ? როგორ
გაგიმეტო ადმასავით? როგორ მოგექცე ცებოიმივით? გადამიბრუნდა გული,
ერთიანად ამიტანა სიბრალულმა. |
8 |
რაჲ აღგითქუა შენ, ეფრემ? შეგეწიო შენ, ისრაილ? რაჲ
აღგითქუა შენ, ვითარცა ადამაჲ, და დაგდვა შენ მე, ვითარცა სევოიმი.
გარდაიქცა გული ჩემი მებრ მის შორის. შეშფოთნა შენანება ჩემი. |
9 |
აღარ ავინთები რისხვით, აღარ აღვიძრები ეფრემის
დასაღუპად, რადგან ღმერთი ვარ მე და არა კაცი; მე წმიდა ვარ თქვენს შორის
და რისხვით არ მოვალ. |
9 |
არა ვყო რისხვისაებრ გულისწყრომისა ჩემის და არა დაუტეო
აღჴოცად ეფრემი მით, რამეთუ ღმერთი ვარ მე, და არა კაცი შენ შორის წმიდაჲ
და არა შევიდე ქალაქად. |
10 |
უფალს გაჰყვებიან; ლომივით ბრდღვინავს ის და როცა
დაიწყებს ბრდღვინვას, შიშით წამოვლენ დასავლეთიდან შვილები. |
10 |
შემდგომად უფლისა ვიდოდი, ვითარცა ლომი იბრდღუენდეს,
რამეთუ იგი მუღროოდის და განჰკრთენ შვილნი წყალთანი, |
11 |
შიშით წამოვლენ, როგორც ჩიტები, ეგვიპტიდან და, როგორც
მტრედები, აშურის ქვეყნიდან; და დავასახლებ მათ თავიანთ სახლებში, ამბობს
უფალი. |
11 |
განჰკრთენ ვითარცა მფრინველი ეგჳპტით გამო და ვითარცა
ტრედი ქუეყანით გამო ასსურასტანელთაჲთ, და კუალად ვაგნე იგინი სახლთავე
მათთა, - იტყჳს უფალი, - მომიცვა მე ტყუილით ეფრემ და უთნოობით სახლმან
ისრაჱლისამან და იუდაჲსამან. აწ იცნნა იგინი ღმერთმან და ერი წმინდა ეწოდოს
ღმრთისაჲ. |