1 |
შემომეხვია სიცრუით ეფრემი და ტყუილით ისრაელის სახლი; ჯერ კიდევ ღმერთთან არის
იუდა და ერთგულია წმიდათა მიმართ. |
1 |
ხოლო ეფრემ ბოროტსა სულსა სდევდა სიცხესა დღესა სრულსა, ცუდთა და ამაოთა
განამრავლებდა და აღთქუმასა ასსურასტანელთა თანა აღსთქმიდა, და ზეთი ეგჳპტედ
შევიდოდა, |
2 |
ეფრემი მწყემსავს ქარს და ხორშაკს ედევნება; დღითი დღე
ამრავლებს ტყუილს და ძალადობას; აშურთან შეკრა კავშირი და ზეთი ეგვიპტეში
მიაქვს. |
|
|
3 |
დავა აქვს უფალს იუდასთან და მოჰკითხავს იაკობს მის
საქციელს; მის საქმეთაებრ მიაგებს მას. |
2 |
და საშჯელი უფლისაჲ იუდაჲს მიმართ შურის-გებად იაკობისა
გზათაებრ მისთა და სიმარჯუეთაებრ მისთა მიაგოს მას. |
4 |
დედის საშოში ქუსლზე მოეჭიდა თავის ძმას, მოღონიერდა და
ღმერთს შეერკინა. |
3 |
შორის მუცლისა განწიხნა ძმაჲ თჳსი და შრომათა მიერ მისთა
განძლიერდა ღმრთისა თანა. |
5 |
შეერკინა ანგელოზს და სძლია, თუმცა ტირილით ემუდარებოდა.
ბეთელში გვიპოვის ჩვენ და დაგველაპარაკება. |
4 |
განძლიერდა ანგელოზისა თანა და შეუძლო, რამეთუ ტიროდეს და მევედრნეს მე, სახლსა
შინა ონისსა მპოვეს მე და მუნ ითქუა მათდა მიმართ.
|
6 |
უფალია ცაბაოთ ღმერთი, უფალია მისი სახელი. |
5 |
ხოლო უფალი ღმერთი ყოვლისა მპყრობელი იყოს მოსაჴსენებელ
მისსა. |
7 |
შენ კი შენი ღვთისკენ მიიქეცი, ერთგულება და სამართალი დაიცავი და შენს ღმერთს
ესავდე მუდამ. |
6 |
და შენ ღმრთისა ჩუენისა მიიქცე, წყალობა და მსჯავრი
დაიცევ და მიეახლე ღმრთისა მიმართ შენისა მარადის. |
8 |
ქანაანელია, მატყუარა სასწორი რომ უჭირავს ხელში, და
ჩაგვრა უყვარს. |
7 |
ქანაან, ჴელსა შინა მისსა სასწორი უსამართლოებისა, მიმხუეჭელობა შეიყუარა.
|
9 |
თქვა ეფრემმა: აჰა, ხომ გავმდიდრდი და მოვიხვეჭე დოვლათი;
მთელს ჩემს ნამუშაკევში ვერ მიპოვნიან დანაშაულს, რომ რამეში შემეცოდოს. |
8 |
და თქუა ეფრემ: გარნა განვმდიდრდი, ვპოე აღმოფშჳნვაჲ მის
შორის. ყოველნი შრომანი მისნი არა იპოვნენ მისსა, სიცრუისა მიერ ცოდა. |
10 |
მე, უფალი, თქვენი ღმერთი ვარ ეგვიპტის ქვეყნიდან
მოყოლებული; კვლავ დაგასახლებთ კარვების ქვეშ, როგორც დღესასწაულის
დღეებში. |
9 |
ხოლო მე, უფალი ღმერთი შენი, აღმომყვანებელი შენი
ქუეყანისაგან ეგჳპტისა, მერმეცა დაგამკჳდრებ შენ კარავთა შინა, ვითარცა
დღეთა დღესასწაულისათა. |
11 |
მე ველაპარაკებოდი წინასწარმეტყველთ და მე გავამრავლე
ხილვები; წინასწარმეტყველთა პირით იგავურად ვლაპარაკობდი. |
10 |
და ვთქუა წინაწარმეტყველთა მიმართ, და მე ხილვანი
განვამრავლენ, ჴელსა შორის წინაწარ-მეტყუელთასა ვემსგავსე. |
12 |
თუ იყვნენ კერპები გალაადში, ნამდვილად გაცამტვერდნენ
ისინი; გილგალში ხარებს სწირავდნენ მსხვერპლად, მათი სამსხვერპლოებიც ქვის
გროვასავით ყრია ყანის ხნულებში. |
11 |
არა თუ გალაად არს, ტყუილ სადმე იყვნეს გალგას მთავარნი
მემსხუერპლენი და მსხუერპლისსაცავნი მათნი, ვითარცა კუვები, კორდსა ზედა
ველსა. |
13 |
გაიქცა იაკობი არამის ყანებში და შრომობდა ისრაელი ცოლის
გულისთვის; ცოლის გულისთვის იცავდა ფარას. |
12 |
და განეშორა იაკობ ველად ასურეთისა, და ჰმონა ისრაილ
დედაკაცისათჳს, და დედაკაცისათჳს დაიცვა. |
14 |
წინასწარმეტყველის მეშვეობით ამოიყვანა უფალმა ისრაელი
ეგვიპტიდან და წინასწარმეტყველის მეშვეობით იყო დაცული. |
13 |
და წინაწარმეტყუელისა მიერ აღმოიყვანა უფალმან ისრაილი
ქუეყანისაგან ეგჳპტისა და წინაწარმეტყუელისა მიერ დაცვულ იქმნა. |
15 |
მწარედ გააჯავრა ეფრემმა თავისი უფალი. ამიტომაც მასზევე
დაანთხევს მის დაღვრილ სისხლს და მოჰკითხავს მის სასირცხო საქმეებს. |
14 |
განამწყრალა ეფრემ და განარისხა, და სისხლი მისი მას
ზედავე გარდაესხას, და ყუედრება მათი მიაგოს მათ უფალმან. |