1 |
როცა დასძრავდა სიტყვას ეფრემი, შიშის ზარი იყო; იგი აღზევდა ისრაელში, მაგრამ
დადანაშაულდა ბაალის გამო და მოკვდა. |
1 |
სიტყჳსაებრ ეფრემისსა სამართალნი მოიხუნა მან შორის ისრაჱლისსა, და დაუდვა
ბაალსა და მოკუდა, |
2 |
ახლა უმატეს ცოდვას; ჩამოისხეს ქანდაკნი ვერცხლისგან,
ოსტატურად, კერპები, რომელთაც ყოველი მჭედელი აკეთებს; ისინი ამბობენ
მათზე: კაცის შემწირველნი ხბოებს კოცნიანო! |
2 |
და აწ შესძინა ცოდვად და ქმნნეს თავთა თჳსთად
გამოდნობილნი ვეცხლისაგან მათისა, ხატებისაებრ კერპთაჲსა ქმნულნი ხუროთანი
შესრულებულნი მათთჳს. იგინი იტყჳან: დაკლენით კაცნი, რამეთუ ზუარაკნი
მოაკლდეს. |
3 |
ამიტომაც დილის ნისლივით იქნებიან ისინი და ცვარივით,
ადრე რომ ქრება; კალოდან ქარისგან ახვეტილ ბზესავით და საკვამურიდან
ადევნილი კვამლივით. |
3 |
ამისთჳს იყვნენ, ვითარცა ღრუბელი განთიადისაჲ, და ვითარცა
ცუარი ცისკრისაჲ წარმავალი, ვითარცა მტუერი განბერული კალოჲსაგან და
ვითარცა ორთქლი ცრემლთაგან ნაკუამლევთა. |
4 |
მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი ეგვიპტის ქვეყნიდან
მოყოლებული, სხვას არავის იცნობთ ჩემს გარდა და არავინაა მხსნელი. |
4 |
ხოლო მე, უფალი ღმერთი შენი, რომელმან გამოგიყვანე
ქუეყანით ეგჳპტით, ღმერთი ჩემგან კიდე არა იცნა და არცა ვინ არის მაცხოვარ
ჩემსა გარეშე. |
5 |
მე გიცნობდი შენ უდაბნოში, მცხუნვარე მიწაზე. |
5 |
მე გმწყსიდი შენ უდაბნოსა, ქუეყანასა უშენსა, |
6 |
როცა საძოვრები გაუჩნდათ და გაძღნენ, გადიდგულდნენ,
ამიტომაც დამივიწყეს მე. |
6 |
საძოვრისა მათისა მახლობელად. ამოროხვით განძღომილ
იქმნეს, და გულნი მათნი აღიზუავნეს და დამივიწყეს მე. |
7 |
მე კი ლომად ვექცევი მათ, ვეფხვივით ჩავუსაფრდები გზაზე. |
7 |
მეცა ვიქმნე მათთჳს ლომი ძუჲ, ვითარცა ვეფხი გზასა ზედა
ასსურასტანისისა. |
8 |
ბელებწაგვრილი დათვივით დავეცემი თავს, შევუნგრევ
გულისფიცარს და, როგორც ლომი, შევჭამ მათ; ველის მხეცები დაგლეჯენ მათ. |
8 |
შევემთხჳო მათ, ვითარცა დათჳ უღონოქმნილი, და განვბძარო
შეჴშულობა გულისა მათისა და შეშჭამდენ მათ მუნ ლეკუნი მაღნარისანი, მჴეცთა
ველისათა განხეთქნენ იგინი. |
9 |
თავი წაიწყმიდე, ისრაელ, რადგან მხოლოდ ჩემშია შენი
შეწევნა! |
9 |
განხრწნილებასა შენსა, ისრაილ, ვინ შეეწიოს? |
10 |
სადა არის ახლა შენი მეფე, რომ გიხსნას ყოველ შენს
ქალაქში? ან შენი მსაჯულნი, რომლებზეც ამბობდით: მომეცი მეფე და მთავრებიო? |
10 |
სადა არს მეფე შენი ესე? და განგარინედ შენ ყოველთა შორის
ქალაქთა შენთა. გშმჯიდენ შენ, რომელ სთქუ: მომეც მე მეფე და მთავარი. |
11 |
მე მოგეცით მეფე განრისხებისას და წაგართმევთ
გულისწყრომაში. |
11 |
და მიგეც შენ მეფე რისხვითა ჩემითა და ვჰგებდ
გულისწყრომასა შინა ჩემსა. |
12 |
შეფუთულია ეფრემის უკეთურებანი, გადანახულია მისი
ცოდვები. |
12 |
გრიგალი სიცრუჲსაჲ ეფრემ, დაფარულ ცოდვაჲ მისი. |
13 |
მშობიარის ტკივილები ეწევა მას; უგუნური შვილია, თორემ არ
დაყოვნდებოდა საშოს კარებთან. |
13 |
და სალმობანი, ვითარცა შობადისანი, მოვიდენ მისსა. ესე
არს ძე შენი ცნობილი მით, რამეთუ აწ ვერ დაუთმოს შემუსრვასა შვილთასა. |
14 |
ჯოჯოხეთის ხელიდან გამოვისყიდი მათ, სიკვდილისგან ვიხსნი.
სად არის შენი ნესტარი, სიკვდილო? სად არის შენი ძლევა, ჯოჯოხეთო?
შებრალება მიეფარა ჩემს თვალს! |
14 |
ჴელისაგან ჯოჯოხეთისა ვიჴსნნე იგინი და სიკუდილისაგან
ვიჴსნნე იგინი. სადა არს ძლევაჲ შენი, სიკუდილო? სადა არს საწერტელი შენი
ჯოჯოხეთო? ნუგეშინის-ცემაჲ დაფარულ არს თვალთაგან ჩემთა |
15 |
თუმცა განივრცო ეფრემი ძმათა შორის, მაგრამ დაუბერავს
აღმოსავლეთის ქარი, უფლის ქარი ამოვარდება უდაბნოდან და დაშრება მისი წყარო
და დაწდება მისი სათავე; ის გაძარცვავს ყოველნაირ ძვირფას ჭურჭელთა
საგანძურს. |
15 |
მით, რამეთუ ამან საშუალ ძმათა განწვალოს, მოაწიოს
ცეცხლი, ქარი უფალმან უდაბნოჲთ მათ ზედა, და განაჴმნეს ძარღუნი მისნი და
მოაოჴრნეს წყარონი მისნი. ამან განაჴმოს ქუეყანაჲ მისი და ყოველნი ჭურჭელნი
გულისსათქმელნი მისნი. |