1 |
მსჯავრი დაედება სამარიას, რადგან აუჯანყდა თავის ღმერთს. მახვილით დაეცემიან, მათი
ბავშვები აიკუწებიან და მათი ორსულნი გაიფატრებიან.
|
1 |
უჩინო იქმნეს სამარია, რამეთუ წინააღმდგომ იქმნა ღმრთისა მიმართ მისისა,
მახჳლისა მიერ დაეცნენ, და მძუძებანი მათნი უჩინო იქმნენ და მუცელქმნულნი მათნი
განიბძარნენ.
|
2 |
მოიქეც, ისრაელ, უფლისკენ, შენი ღვთისკენ, რადგან
წაფორხილდი შენს უკეთურებაზე. |
2 |
მოიქეც, ისრაჱლ, უფლისა მიმართ ღმრთისა შენისა მით,
რამეთუ მოუძლურდი უსამართლოებათა მიერ შენთა. |
3 |
შეიგონეთ სიტყვები და მიიქეცით უფლისკენ. უთხარით,
სრულიად აგვხადე-თქო უკეთურება, მიითვალე სიკეთე და ხბოების ნაცვლად ჩვენს
ბაგეებს შემოგწირავთ-თქო მსხვერპლად. |
3 |
მიიხუენით თავთა თქუენთა თანა სიტყუანი, და მოიქეცით
უფლისა მიმართ, არქუთ მას: ძალ-გიც მიტევებად ცოდვათა, რამეთუ არა მიიღოთ
სიცრუე, და მოიღოთ კეთილი, და მივაგოთ ნაყოფი ბაგეთა ჩუენთა და განშუენდენ
კეთილითა გულნი თქუენნი. |
4 |
ვეღარ გვიხსნის-თქო აშური, ცხენებზე აღარ ავმხედრდებით და
ჩვენს ღმერთებად აღარ შევრაცხავთ-თქო ჩვენსავე ნახელავს, რადგან მხოლოდ
შენში ჰპოვებს შებრალებას ობოლი. |
4 |
ასურ ვერ მიჴსნეს ჩუენ, ცხენთა არა ავსხდეთ, არღარა
ვთქუათ: ღმერთნი ჩვენნი ქმნილნი ჴელთაგან კაცთაჲსა, რომელი არს შენ შორის,
ობოლი შეიწყალოს, |
5 |
განვკურნავ მათ განდგომილებისგან და ნებისაებრ შევიყვარებ
მათ, რადგან გაივლის ჩემი რისხვა მათდამი. |
5 |
და განვკურნო საყოფელი მათი და შევიყუარნე იგინი
ერთბამად, რამეთუ მოიქცა გულისწყრომა ჩემი მათგან. |
6 |
ვიქნები ცვარი ისრაელისთვის; აყვავდება როგორც შროშანი და
ლიბანივით გაიდგამს ფესვებს. |
6 |
ვეყო, ვითარცა ცუარი ისრაჱლსა, აყუავნეს, ვითარცა
შროშანი. დ, განიბნეს ძრნი მისნი, ვითარცა ლიგანმან. |
7 |
განზე წავლენ მისი რტოები, ზეთისხილის ბრწყინვალება
ექნება და ლიბანის სურნელი. |
7 |
ვიდოდინ რტონი მისნი, და იყოს, ვითარცა ზეთისხე
ნაყოფიერი, და საყნოსი მისი, ვითარცა გუნდრუკი. |
8 |
დაბრუნდებიან მის ჩრდილში მსხდომარენი; სიცოცხლეს
მიანიჭებენ ხორბალს და ვაზივით აყვავილდებიან; ლიბანის ღვინოსავით
გაითქვამს სახელს. |
8 |
მოიქცენ და დასხდენ საფარველსა ქუეშე მისსა. ცოცხალ
იყუნენ და განმტკიცნენ იფქლითა, და აღყუავნეს, ვითარცა ვენაჴი, საჴსენებელი
მისი, ვითარცა ღჳნოჲ ლიბანისაჲ. |
9 |
რაღა მესაქმება, ეფრემ, კერპებთან? მე შევიწყნარე და
მივხედავ მას; მე ამწვანებული ალვა ვარ, ჩემგან გექნება შენ ნაყოფი. |
9 |
ეფრემსა - რაჲ არს მისი და კერპთაჲ? მე დავამდაბლე იგი და
განვაძლიერო იგი. მე, ვითარცა ნაძჳ შროშანი ამაღლებული. ჩემგან ნაყოფი შენი
იპოოს. |
10 |
ვინც ბრძენია, შეიგნოს ეს; ვინც გონიერია, იცოდეს ეს,
რადგან სწორია უფლის გზები და მართალნი ადგანან მას, განდგომილნი კი
ფორხილობენ მასზე. |
10 |
ვინ არს ბრძენ და გულისხმა-ყუნეს ესენი? გულისხმიერ და
ცნეს ესენი მით? რამეთუ წრფელ არიან გზანი უფლისანი და მართალნი ვიდოდიან
მათ ზედა, ხოლო უთნონი მოუძლურდენ მათ ზედა. |