1 |
ზღვის ქვიშასავით იქნება ისრაელიანთა რიცხვი, რომელიც არც გაიზომება და არც
აღირიცხება; და ნაცვლად იმისა, რომ უთხრან ლოყამი ხართო, ეტყვიან ცოცხალი ღმერთის
შვილები ხართო. |
|
|
2 |
შეიყრებიან ერთად იუდაელები და ისრაელიანები და დაისვამენ
ერთ მთავარს და გამოვლვნ ქვეყნიდან, რადან დიდი იქნება იზრეყელის დღე. |
|
|
3 |
დაუძახეთ თქვენს ძმებს: ყამი (ჩემი ერი) და თქვენს დებს: რუხამა (შეწყალებული).
|
1 |
არქუთ ძმათა თქუენთა: ერი ჩემი და დასა თქუენსა:
შეწყალებული. |
4 |
უჩივლეთ დედათქვენს, უჩივლეთ, რადგან აღარ არის ის ჩემი
ცოლი და მეც აღარ ვარ მისი ქმარი; ჩამოიცილოს გარყვნილება პირისახიდან და
მრუშობა მკერდიდან; |
2 |
ესაჯენით დედასა თქუენსა, ესაჯენით, რამეთუ იგი არა ცოლი
ჩემი, და მე არა ქმარი მისი. განაგდოს სიძვაჲ პირისაგან მისისა და მრუშებაჲ
მისი შორის ძუძუთაგან მისთა, |
5 |
თორემ გავაშიშვლებ და ისე გამოვაჩენ, როგორც დაბადების
დღეს იყო. უდაბნოსავით ვაქცევ, უწყლო მიწად გავხდი და წყურვილით მოვკლავ. |
3 |
განვაშიშულო იგი და დავადგინო, ვითარცა დღესა შობისა
მისისასა, და დავდვა იგი, ვითარცა უდაბნოჲ, და ვყო, ვითარცა ქუეყანა
ურწყული, და მოვსპო იგი წყურილითა, |
6 |
არ შევიწყალებ მის შვილებს, რადგან გარყვნილების შვილები
არიან; |
4 |
ძენი მისნი არა შევიწყალნე, რამეთუ ძენი მრუშებისანი
არიან. |
7 |
რადგან გარყვნილებას სჩადიოდა მათი დედა და თავს
ირცხვენდა მათი მშობელი; რადგან თქვა: გავეკიდები ჩემს საყვარლებს,
რომლებიც მაძლევენ პურსა და წყალს, მატყლსა და სელს, ზეთსა და სასმელსო. |
5 |
რამეთუ სიძვით ისიძვა დედამან მისმან და სირცხჳლვულ-ყო,
რომელმან შვნა იგინი, და იტყოდა: შეუდგე ტრფიალათა ჩემთა, რომელნი მომცემენ
პურსა და წყალსა ჩემსა, მატყლსა და სამოსელსა ჩემსა, და ზეთსა, და
სასმელსა. |
8 |
ამიტომ, აჰა, ეკალ-ბარდებით გადავუღობავ გზას და კედელს
აღვუმართავ წინ, რომ ვერ გაიგნოს ბილიკები. |
6 |
ამისთჳს დავჴშნე გზანი შენნი ბრწამლითა და მოგზღუდნე
ყორითა, და კვალნი შენნი არა იპოვნეს. |
9 |
გაედევნება თავის საყვარლებს და ვერ დაეწევა; ძებნას დაუწყებს მათ და ვერ იპოვნის;
იტყვის: წავალ, დავბრუნდები ჩემს პირველ ქმართან, რადგან მაშინ ახლანდელზე უკეთ
ვიყავიო. |
7 |
მისდევდენ ტრფიალთა თჳსთა და ვერ ეწინეს მათ, ეძიებდეს
მათ და არა პოვნეს. და თქუა: შევიქცე და მივიდე ქმრისა ჩემისა პირველისა,
რამეთუ მაშინ უმჯობეს იყო ჩემდა, ვიდრე აწ. |
10 |
მაშინ კი არ იცოდა, რომ მე ვაძლევდი მას პურს, ღვინოს და
ზეთს, რომ მე გავუმრავლე ოქრო და ვერცხლი, რომელსაც ბაალს ახარჯავდა. |
8 |
ხოლო მან არა უწყოდა, თუმცა მე მივეც მათ იფქლი და ღჳნო და ზეთი, და განუმრავლენ
მას ვეცლხლი და ოქროჲ, რომელი უქმნეს ბაალსა. |
11 |
ამიტომაც უკან წავიღებ ჩემს პურს მის სიმწიფეში და ჩემს ღვინოს მისი დაღვინებისას,
წავართმევ ჩემს მატყლსა და სელს, რითაც სიშიშვლე უნდა დაეფარა. |
9 |
ამისთჳს მოვიქცე და მოუღო იფქლი ჩემი ჟამსა თჳსსა და განვსძარცო მისგან მატყლი ჩემი
და სელი ჩემი, რომლითა დაიფარვიდენ სირცხჳლთა თჳსსა. |
12 |
ახალ კი გამოვააშკარავებ მის სირცხვილს მისი საყვარლების თვალწინ და ვერავინ
გამომტაცებს ხელიდან. |
10 |
და აწ განვაცხადო სიცოფე მისი წინაშე ტრფიალთა მისთა, და კაცმან ვერ განარინნეს
ჴელთაგან ჩემთა. |
13 |
გავაუქმებ ყველა მის სიხარულს, ზეიმს, ახალმთვარობას, შაბათს და ყველა დღესასწაულს; |
11 |
მოუღო ყოველი სიხარული მისი, და დღესასწაული მისი, და თთჳსთავნი მისნი, და
შაბათობანი მისნი, და ყოველნი დღეკეთილობანი მისნი |
14 |
გავუჩანაგებ ვაზსა და ლეღვის ხეებს, რომლებზეც ამბობს, ჩემი საჩუქრებია, ჩემმა
საყვარლებმა მაჩუქესო; ტყედ ვაქცევ და გარეული მხეცები შეჭამენ მათ. |
12 |
უგულებელს-ვყუნე, ვენაჴნი მისნი და ლეღოვანნი მისნი, რომელთათჳს იტყოდა:
მიზდი მრუშებისა ჩემისა არს ესე, რომელნი მომცეს მე ტრფიალთა ჩემთა, - ხოლო დავსხნა
იგინი ოჴრად და მოსჭამდენ მას მჴეცნი უდაბნოსანი. |
15 |
მას მოვკითხავ ბაალთა დღეებს, როცა გუნდრუკს უკმევდა მათ, და რგოლებითა და
სამკაულებით თავს იმშვენებდა; როცა საყვარლებს დასდევდა, მე კი მივიწყებდა, თქვა
უფალმა. |
13 |
შურ-ვაგო დღეთა ბაალისთა, რომელ უზორვიდა და შეიმკობდა სამკაულითა თჳსითა და ვიდოდა
ტრფიალთა თანა თჳსთა და მე დამივიწყა, იტყჳს უფალი, |
16 |
ამიტომაც, აჰა, შევიტყუებ და უდაბნოში წავიყვან, რომ გულითადად ველაპარაკო. |
14 |
ამისთჳს განვაძო იგი და წარვდევნო უდაბნოსა და ვიტყოდე შორის გულისა მისისა. |
17 |
იქ მივცემ მას თავის ვენახს და ყაქორის (მწუხარების) ხეობას
იმედის კართან; იქ იმღერებს, როგორც ყმაწვილქალობისას მღეროდა, როცა ეგვიპტის
ქვეყნიდან ამომყავდა. |
15 |
და მივცე მას მონაგები თჳსი, მასვე ადგილსა, ღელე ნაქორისა სასოდ მოსაღებელად და
იმღერდეს დღეთაებრ სიჭაბუკისა თჳსისა და დღეთაებრ გამოსლვისა ქვეყანით ეგჳპტით. |
18 |
იმ დღეს იქნება, თქვა უფალმა, რომ დამიძახებ ჩემო ქმარო - და აღარ დამიძახებ ჩემო
ბაალო (ბატონო). |
16 |
და იყოს მას დღესა შინა, - იტყჳს უფალი, - მხადოს მე მან ქმარი. ჩემი და არღარა
ხადოს მან ბალამის. |
19 |
მოვაშორებ მის ბაგეებს ბაალთა სახელებს, რომ აღარ იხსენიებოდნენ თავიანთი
სახელებით. |
17 |
და მოიღოს სახელი ბალამის პირისა მისისაგან და არღარა მოიჴსენონ სახელები მათი. |
20 |
დავდებ იმ დღეს მათთვის აღთქმას ველის მხეცებთან, ცის ფრინველებთან და
ქვეწარმავლებთან; მოვსპობ ქვეყანაზე მშვილდს, მახვილს და ომიანობას და მშვიდობით
დავავანებ მათ. |
18 |
და აღუთქუა მათ აღთქმა მათი მათ დღეთა შინა მჴეცთა თანა ველისათა, და მფრინველთა
ცისათა და ქუეწარმავალთა ქუეყანისათა მშმჳლდი და ბრძოლა და მახჳლი შევმუსრო
ქუეყანით. და დაგამკჳდრო შენ სასოებით, |
21 |
და მე საუკუნოდ დაგწინდავ ჩემთვის, დაგწინდავ სიმართლით და სამართლით, წყალობითა და
სიყვარულით; |
19 |
და მოგითხოო შენ თავისა ჩემისა საუკუნოდ, |
22 |
დაგწინდავ რწმენით და შეიცნობ უფალს. |
20 |
და მოგითხოო შენ თავისა ჩემისა სიმართლით, და განკითხვით, და წყალობით, და მოგითხოო
შენ თავისა ჩემისა სარწმუნოებით, და იცნა შენ უფალი. |
23 |
იმ დღეს იქნება, რომ გავეხმიანები, თქვა უფალმა, გავეხმიანები ცას და ისიც
გაეხმიანება მიწას; |
21 |
და იყოს მას დღესა შინა, - იტყჳს უფალი, - ვისმინო მე ცისა. და ცამან ისმინოს
ქუეყანისა და ქუეყანამან ისმინოს იფქლისა და ღჳნისა, და მათ ისმინონ იეზრაელისა. |
24 |
მიწა გაეხმიანება პურსა და ღვინოს და ზეთს, ხოლო ესენი გაეხმიანებიან იზრეყელს. |
|
|
25 |
და ჩემთვის დავთესავ მას ქვეყანაში და შევიწყალებ ლორუხამას (არაშესაწყალისს), ვეტყვი ლოყამის
(არა, ჩემს ერს) ჩემი ერი ხარ-მეთქი და ის მეტყვის, ჩემი ღმერთი ხარო. |
22 |
და დავსთესო იგი თავისა ჩემისა ქუეყანასა და შევიწყალო არა შეწყალებული იგი. და
ვრქუა არა ერსა ჩემსა: ერი ჩვმი ხარი შენ. და მან მრქუას: უფალი ღმერთი ჩემი ხარი
შენ. |