
| 
|
ოსია წინასწარმეტყველი
თავი მესამე
ახალი ქართულით |
ძველი ქართულით |
1 |
კვლავ მითხრა უფალმა: წადი, შეიყვარე ქმრის საყვარელი ცოლი, მაგრამ მემრუშე; როგორც
უფალს უყვარს ისრაელიანები, ისინი კი უცხო ღმერთებისკენ იყურებიან და ყურძნის
კვერები უყვართ. |
1 |
თქუა უფალმან ჩემდამო კუალად: წარვედ შენ და შეიყვარე დედაკაცი ერთი, რომელსა
უყუარდეს სიბოროტე და იყოს როსკიპ, ვითარცა შეიყვარა ღმერთმან ძენი ისრაჱლისანი.
ხოლო იგინი ჰმსახურებდეს ღმერთთა უცხოთა და უყვარან ნაგუდალნი ყურძნისანი. |
2 |
ნაყიდი მყავს ის თხუთმეტ ვერცხლად, ერთ ხომერ ქერად და
ერთ ლეთეხ ქერად, |
2 |
მორეწედ დავსდეგ ათხუთმეტისა ვეცხლისა და სათოველისა
ერთისა ქრთილისა და ნახევარ სათოველისა ქერისა. |
3 |
ვეუბნებოდი, დიდხანს დარჩი-მეთქი ჩემთან, ნუ იმრუშებ,
სხვისი ნუ გახდები-მეთქი. მეც ასევე მოგექცევი-მეთქი. |
3 |
და ვარქუ მას: მრავალთა დღეთა მგებდი მე, და არღარა
ისიძო, და არცა შეეყო კაცსა სხუასა და მეცა გგებდი შენა, |
4 |
რადგან დიდხანს დარჩებიან ისრაელიანები უმეფოდ, უსარდლოდ,
უმსხვერპლოდ და უსვეტოდ, უეფოდოდ და უთერაფიმოდ, |
4 |
რამეთუ დღესა მრავალსა ისხდენ ძენი ისრაჱლისანი თჳნიერ
მეფეთასა, და თჳნიერ მთავართათა, და თჳნიერ მსხუერპლთასა, და თჳნიერ
საკურთხეველისა, და თჳნიერ მღდელთასა და თჳნიერ ხილვათასა: |
5 |
მერე მოიქცევიან ისრაელიანები და ძებნას დაუწყებენ უფალს,
თავიანთ ღმერთს, და დავითს, თავიანთ მეფეს, და მოწიწებით განიმსჭვალებიან
უფლისა და მისი მადლის წინაშე უკანასკნელ დღეებში. |
5 |
ამისა შემდგომად მოიქცენ ძენი ისრაჱლისანი და იძიონ უფალი
ღმერთი მათი და დავით, მეფე მათი, და შეიშინონ უფლისა მიერ და კეთილი მათი
დღესა აღსასრულისასა. |
|
|

|
|