1 |
როცა ისრაელს ვკურნავდი, გამოაშკარავდა ეფრემის უკეთურებაც და სამარიის
ბოროტებაც, რადგან თვალთმაქცურად იქცეოდნენ; მოდის ქურდი, ყაჩაღები დაძრწიან გარეთ!
|
1 |
განკურნებასა შინა ჩემგან ისრაჱლისსა გამოცხადნეს სიბოროტე ეფრემისი და სიბოროტე
სამარიაჲსაჲ, რამეთუ ქმნეს სიცრუე და მპარავი მისსა მიმართ შევიდეს, განმძარცუელი
ავაზაკი გზასა ზედა მისსა, |
2 |
არც უფიქრიათ გულში, რომ მე მახსოვს ყოველი მათი
ბოროტება; ახლა გარემოუცავთ ისინი თავიანთ ავ საქმეებს; აჰა, ჩემს წინაშე
არიან. |
2 |
რაჲთა თანსახიობდენ, ვითარცა მსახიობელნი გულსა მათსა.
ყოველნი უკეთურებანი მათნი მოვიჴსენნე, აწ მოიცვალნეს იგინი გულისზრახვათა
მათთა, წინაშე პირსა ჩემსა იქმნნეს. |
3 |
თავიანთი ბოროტებით ამხიარულებენ მეფეს და თავიანთი
ტყუილებით - მთავრებს. |
3 |
უკეთურებათა მიერ მათთა აშუებდეს მეფესა და ცრუობათა მიერ
მათთა მთავართა |
4 |
მრუშობენ ყველანი ხაბაზის გახურებულ თონესავით, რომელიც
ანელებს ცეცხლს, სანამ ახალი ცომი არ გაფუვდება. |
4 |
ყოველნი მმრუშებელნი, ვითარცა თორნე მგზებარე, განლევად
სიცხისა ალისა მიერ შესვარულობისაგან ცმელისა ვიდრე შეფუვნებამდე მისსა |
5 |
ჩვენი მეფის დღეს მთავრები სნეულდებიან ღვინის
სიმხურვალისგან, მეფე კი მასხარებისკენ იწვდის ხელს. |
5 |
დღენი მეფეთა თქუენთანი. იწყეს მთავართა გულისწყრომად
ღჳნისაგან, განირთხა ჴელი მისი ბუგრიანთა თანა |
6 |
რადგან თონესავით გახდა მათი გული მზაკვრობისგან; მთელი
ღამე სძინავს ხაბაზს, დილით კი ანთია თონე აგიზგიზებული ცეცხლივით. |
6 |
მით, რამეთუ აღეტყინნეს, ვითარაც თორნე, გულნი მათნი
განბძარვასა შინა მათსა, სრულსა ღამესა ძილითა განძღა ეფრემ, განთიადი
იქმნა, აღეგზნა, ვითარცა ცეცხლი მთებარე. |
7 |
ყველანი გახურებულნი არიან თონესავით და ჭამენ თავიანთ
მსაჯულებს; განმდგარია ყველა მათი მეფე, არავინ მიხმობს მათ შორის. |
7 |
ყოველნი განჴურდეს, ვითარცა თორნე. და შეჭამნა მსაჯულნი
მისნი. ყოველნი მეფენი მათნი დაეცნეს, არა იყოს მხადელი ჩემდამო. |
8 |
ეფრემი შეერია ხალხებს, გადმოუბრუნებელი კოკორივით
შეიქნა. |
8 |
ეფრემ ერთა მისთა თანა აღრეულ იყო. ვფრემ იქმნა ყუერბეულ
არგარდაქცეულ. |
9 |
უცხოთესლი ჭამს მის ძალას, მას კი ვერაფერი შეუტყვია;
ჭაღარა შეერია კიდეც, მას კი ვერაფერი შეუტყვია. |
9 |
შესჭამდეს უცხონი ძალსა მისსა, ხოლო მან ვერ აგრძნა და
მჴცენი აღყუავნეს მისნი. და მან ვერსადა ცნა. |
10 |
თავისი ამპარტავნობა ამხილებს ისრაელს, მაგრამ არ
უბრუნდებიან უფალს, თავიანთ ღმერთს; არა და არ ეძებენ მას. |
10 |
და დამდაბლდეს ვნება ისრაჱლისა პირისა მიმარათ მისისა, და
არა მოიქცეს უფლისა მიმართ ღმრთისა მათისა. და არა იძიეს იგი ამათ ყოველთა
ზედა. |
11 |
ბრიყვი და უგნური მტრედივით იქცა ეფრემი: ეგვიპტეს
უხმობენ, აშურში კი მიდიან. |
11 |
და იყო ეფრემ, ვითარცა ტრედი, უგონებოჲ, არმქონებელი
გულისაჲ, ეგჳპტესა ჰხადოდა და ასსურასტანელთა მიმართ წარვიდეს, |
12 |
როგორც კი წავლენ, ჩემს სათხეველს მოვისვრი მათზე და ცის
ფრინველებივით ჩამოვბერტყავ; დავსჯი მათ, როგორც გამოეცხადათ მათ. |
12 |
რაჲთა, ვითარ ისიძვიდენ, გარდავჰბურნე მათ ზედა ბადენი
ჩემნი, ვითარცა მფრინველნი ცისანი, გარდამოვყარნე იგინი, ვწუართნე იგინი
ბავთითა ჭირისა მათისაჲთა. |
13 |
ვაი მათ, რადგან ზურგი მაქციეს! დაღუპვა მათ, რადგან
შემცოდეს მე! მათი გამოსყიდვა მსურს, ისინი კი მზაკვრობენ ჩემს წინააღმდეგ! |
13 |
ვაჲ მათდა, რამეთუ განვლიდეს ჩემგან, ჯაბან არიან, რამეთუ
იუსჯულოეს ჩემდამო, ხოლო მე ვიჴსნიდ მათ. ხოლო მათ ზრახეს ძჳნად ჩემდა
ცრუჲ. |
14 |
გულით არ შემომღაღადებენ, არამედ კვნესიან თავიანთ
საწოლებში; პურისა და ღვინის გულისთვის იკრიბებიან, მე კი განმიდგნენ. |
14 |
და არა ჴმა-ყვეს ჩემდამო გულთა მათთა, არამედ ვალალებდეს
საწოლთა ზედა მათთა, იფქლსა ზედა და ღჳნოსა დაიჭრებოდეს, იწუართნეს ჩემ
მიერ. |
15 |
მე დავმოძღვრე, მკლავი გავუმაგრე, ისინი კი ავს
მიზრახავენ. |
15 |
და მე განვაძლიერნე მკლავნი მათნი, და ჩემდამო ზრახეს
ბოროტი |
16 |
არ მიიქცნენ, უზენაესისკენ; მოშვებულ მშვილდს
დაემსგავსნენ; მახვილით დაეცემიან მათი მთავრები უტიფარი ენის გამო. ეს
იქნება მათი სირცხვილი ეგვიპტის ქვეყანაში. |
16 |
და იქნნეს არარად, ვითარცა მშჳლდი მორთხმული, დაეცნენ
მახჳლითა და მთავარნი მათნი უსწავლელობისათჳს ენისა მათისა, ესე
საქიქელობაჲ მათი ქუეყანასა შინა ეგჳპტისასა. |