1 |
პირთან მიიტანე ბუკი! რადგან არწივი ადგას უფლის სახლს, რაკი გადავიდნენ ჩემს
აღთქმას და ჩემი რჯული დაარღვიეს. |
1 |
წიაღთა მიმართ მათთა ვითარცა ქუეყანაჲ, ვითარცა არწივი სახლსა ზედა უფლისასა მის
წილ, რომელ გარდაჰჴდეს აღთქმასა ჩემსა და ძჳნად შჯულისა ჩემისა უთნო იქმნნეს.
|
2 |
შემომღაღადებენ: ღმერთო ჩემო, შეგიცანიო ისრაელმა! |
2 |
მე მიღაღადებდენ: ღმერთო, გიცანთ შენ, |
3 |
მაგრამ უარყო ისრაელმა სიკეთე, მტერი დაედევნება |
3 |
რამეთუ ისრაჱლი განვაყენე კეთილსა, მტერმა დევნა იგინი. |
4 |
მეფე დაისვეს ჩემს უნებართვოდ, მთავრები დაისვეს ჩემს
დაუკითხავად; თავიანთი ოქრო-ვერცხლით გაიკეთეს კერპები თავის დასაღუპად. |
4 |
თავითა მათითა მეფობდეს, და არა ჩემ მიერ იმთავრეს, არა
მიცნეს მე, ვეცხლი მათი და ოქროჲ მათი ქმნნეს თავთა მათთა კერპებად, რაჲთა
მოისრნენ. |
5 |
დაგაგდო შენმა ხბომ, სამარია! აღიგზნო ჩემი რისხვა მათ
წინააღმდეგ. როდემდის უნდა იყო უწმიდური? |
5 |
მოსპე ჴბოჲ შენი, სამარია! განძჳნდა გულისწყრომაჲ ჩემი
მათ ზედა, ვიდრე რომლისამდე ვერ უძლავსყე განწმედად ისრაჱლისა შორის. |
6 |
რადგან ისრაელის საქმეა ეს: ოსტატის ნახელავია, ღმერთი არ
არის; ამიტომაც დანაფოტდება სამარიის ხბო. |
6 |
და იგი ხურომან შექმნა და არა ღმერთი არს მით, მაცთურ იყო
ჴბოჲ შენი, სამარია, |
7 |
რადგან ქარს თესენ და ქარიშხალს მოიმკიან; თავთავები არა
აქვს, მარცვალს ვერ გაიკეთებს მცენარე; თუ გაიკეთებს, უცხონი ჩაყლაპავენ. |
7 |
რამეთუ ქარრყუნილებასა სთესავს და დაქცევაჲ მათი ელის
ამათ. მჭელელსა არა აქუს ძალი ყოფად ფქჳლისა. ხოლო უკეთუ ყოსცა, უცხოთა
შეჭამნენ იგინი. |
8 |
ჩაიყლაპება ისრაელი; ახლა უსარგებლო ჭურჭელივით არის
ხალხთა შორის. |
8 |
დაინთქა ისრაჱლი. აწ იქმნა წარმართთა შორის, ვითარცა
ჭურჭელი უჴმარი, |
9 |
აშურში წავიდა თავისთვის გარეული ვირივით; გასცემდა
სასიყვარულო საჩუქრებს. |
9 |
რამეთუ იგინი აღვიდეს ასურასტანელთამი. აღმომორჩდა
თჳსაგან ეფრემ-ძღუენი შეიყუარა. |
10 |
თუმცა გასცემდნენ ხალხებში, ახლა შევკრებ მათ; ცოტაც და,
დაიტანჯებიან მთავართა მეფის ტვირთის ქვეშ. |
10 |
ამისთჳს მიეცნენ წარმართთა შორის. აწ შევიწყნარნე იგინი,
და დაშურენ მცირედ ცხებად მეფისა და მთავართა. |
11 |
რადგან შესაცოდად გაამრავლა ეფრემმა სამსხვერპლოები,
შესაცოდად აქვს მას სამსხვერპლოები. |
11 |
რამეთუ განამრავლნა ეფრემ მსხუერპლისსაცავნი, ცოდვა მისი
იქმნეს მსხუერპლისსაცავნი შეყვარებულნი. |
12 |
დავუწერე მას მთავარი რჯული, მაგრამ უცხოდ შერაცხა იგი. |
12 |
დავაწერო მას სიმრავლე, შჯულვილნი მისნი უცხოდ შერაცხილ
იქმნეს, |
13 |
მოაქვთ სამსხვერპლო ძღვენი ჩემთვის, მიკლავენ საკლავს და
ხორცს თავადვე ჭამენ; უფალს არ ეთნევა ისინი; ახლა კი გაიხსენებს მათ
უკეთურებას და მოჰკითხავს ცოდვებს; ეგვიპტეში დაბრუნდებიან. |
13 |
სამშჯავრონი შეყუარებულნი მით, რამეთუ, უკუეთუ დაკლან
საკლველი და ჭამონ ჴორცი, უფალი არ შეიწყნარებს ამათ. აწ მოიჴსენნეს
სიცრუენი მათნი და შურ-იგოს უსჯულოებათა მათთათჳს. იგინი ეგჳპტედ მიიქცეს
და ასსურასტანს არაწმიდას ჭამდენ. |
14 |
დაივიწყა ისრაელმა თავისი შემქმნელი და სასახლეებს
აშენებს; იუდამ გაამრავლა ციხე-ქალაქები, მაგრამ მე ცეცხლს მოვავლენ მის
ქალაქებზე და ის შთანთქავს მის დარბაზებს. |
14 |
და დაივიწყა ისრაჱლმან შემოქმედი თჳსი და აღაშენნეს
ტაძარნი, და იუდა განამრავლნა ქალაქნი მოზღუდვილნი. და გამოვავლინო ცეცხლი
ქალაქთა მისთა ზედა და შეჭამნეს საფუძველნი მათნი. |