|
|
|
სძალი ეტყჳს: |
1 |
ქებათა ქება სოლომონისა.
|
1 |
ქება ქებათა სოლომონისა, რომელ არს კურთხევა კურთხევათა, რომელსა ეწოდების
ებრაელებ სირ ასირინ.
|
2 |
მეამბოროს თავისი ბაგეების ამბორით, რადგან ღვინოზე
ტკბილია შენი ალერსი! |
2 |
სძალი ეტყჳს: ამბორს-მიყავნ მე ამბორის-ყოფითა პირისა
მისისათა, რამეთუ უმჯობეს არიან ძუძუნი შენნი უფროჲს ღჳნისა, |
3 |
სურნელოვანია შენი ნელსაცხებელი და თავად სახელი შენი
დაღვრილი ნელსაცხებელია. ამის გამო უყვარხარ ქალწულებს. |
3 |
და სურნელებაჲ ნელსაცხებელთა შენთა უფროჲს ყოველთა
სურნელებათა. ნელსაცხელებელ წარმოცარიელებულ სახელი შენი, ამისთჳსცა
ქალწულთა შეგიყუარეს შენ, |
4 |
თან წარმიტაცე და ერთად გავიქცეთ. მეფემ შემიყვანა თავის
პალატებში. ვიხარებდით და ვიშვებდით შენით, ვაქებდით შენს ალერსს ღვინოზე
მეტად. ღირსად შეგიყვარეს შენ! |
4 |
მიგიზიდეს შენ, შემდგომად შენსა სულნელებასა
ნელსაცხებელთა შენთასა ვრბიოდით. ქალწულთა მიუთხრა სძალმან სიძისათჳს,
რომელიცა მიმადლა მას: შემიყვანა მე მეუფემან საუნჯეთა თჳსსა, - სძალმან
მიუთხრა ქალწულთა, და მათ თქუეს: ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ შენდამი.
შევიყუარნეთ ძუძუნი შენნი უფროჲს ღჳნისა. ქალწულნი სიძისა მიმართ ჴმობენ
სახელითა სიძისათა: სიწრფოებამან შეგიყვარა შენ, |
5 |
შავი ვარ, მაგრამ მშვენიერი, ასულნო იერუსალიმისა! ვით
კედარის კარავნი და ვით სოლომონის კრეტსაბმელნი. |
5 |
სძალი ეტყჳს: შავ ვარ მე და შუენიერ, ასულნო
იერუსალიმისანო, ვითარცა საყოფელნი კედარისანი და ვითარცა კარავი
სოლომონისი. |
6 |
ნუ უყურებთ, რომ შავი ვარ, რომ მზისგანა ვარ დამწვარი.
დედაჩემის ძენი შემომწყრნენ და დამადგინეს ვენახის მცველად, ჩემი ვენახი კი
ვერ დავიცავი. |
6 |
ნუ მხედავთ მე, რამეთუ დაშავებულ ვარ, რამეთუ
უგულებელს-მყო მე მზემან, ძენი დედისა ჩემისანი მლალვიდეს მე, დამადგინეს
მე მცველად ვენაჴისა, სავენაჴე ჩემი არა დავიცევ. |
7 |
მითხარი, ჩემი სულის შეყვარებულო. სად აძოვებ, სად
ისვენებ შუადღის ხვატში, რომ ფუჭად არ ვიხეტიალო შენი მეგობრების ჯოგებში? |
7 |
სიძე ეტყჳს სძალსა: მითხარ მე, რომელი შეგიყვარა სულმან
ჩემმან, სადა ჰმწყსი, სადა დააწვინნი შუვასამხრის? ნუუკუე ვიქმნე მე,
ვითარცა ვინ გარემოიცავნ კოლტსა სხჳსასა? |
8 |
თუ ვერ სცნობ, უმშვენიერესო ასულთა შორის, გაჰყევი ცხვრის
კვალს და მწყემსთა კარვების შორიახლო აძოვე შენი თიკნები. |
8 |
სიძე ეტყჳს სძალსა: უკუეთუ არა იცნა თავი შენი, კეთილო
დედათა შორის, განვედ შენ კუალსა სამწყსოთა შენთასა, და დამწყსენ თიკანნი
შენნი საყოფელსა მწყემსთასა. |
9 |
ჩემს ფაშატს, ფარაონის ეტლში შეკაზმულს, გამსგავსე შენ,
სატრფოვ ჩემო! |
9 |
კუალად სიძე ეტყჳს: ჰუნესა ჩემსა ეტლთა შორის ფარაოსთა
გამსგავსე შენ, მახლობელო ჩემო. |
10 |
მშენიერია შენი ღაწვები, მძივებით შემკულნი. და ყელი, მანიაკით მორთული. |
10 |
ქალწულნი ეტყჳან სძალსა: რაბამ განშუენდეს ღაწუნი შენნი,
ვითარცა გურიტისანი, ყელი შენი, ვითარცა მძივი დაცუმული. |
11 |
ოქროს საყურეებს გაგიკეთებთ, ვერცხლით დაწინწკლულთ. |
11 |
ქმნილებასა ოქროსასა გამსგავსოთ შენ და წულილად დასხმულსა ვეცხლსა. |
12 |
ვიდრემდის ინახით იჯდა მეფე, სურნელსა ფშვენდა ჩემი ნარდიონი.
|
12 |
ვიდრემდის მოასხნეს მას ჴელნი მისნი მეფემან. სძალი ეტყჳს თავსა თჳსსა და სიძესა:
ნარდიონმან ჩემმან გამოსცა სულნელებაჲ თჳსი.
|
13 |
მურრის ჭურჭელი - მეტრფე ჩემი ჩემთანაა, ჩემ ძუძუთა შორის
განისვენებს. |
13 |
შეკრული შტახში - ძმისწული ჩემი ჩემდა; შორის ძუძუთა ჩემთა განისუენენ.
|
14 |
ქოფერის მტევანია ჩემთვის ჩემი მეტრფე ენ-გადის
ვენახებში. |
14 |
ტევანი გამობუტკოვის, ძმისწული ჩემი ჩემდა, შორის ვენაჴოვანსა გაადისასა.
|
15 |
აჰა, მშვენიერი ხარ, სატრფოვ ჩემო, აჰა, მშვენიერი ხარ!
მტრედებია შენი თვალები. |
15 |
სიძე ეტყჳს სძალსა: აჰა, ეგერა, შუენიერ ხარ, მახლობელო ჩემო, აჰა, ეგერა, შუენიერ
ხარ, თუალნი შენნი ტრედ არიან.
|
16 |
აჰა, მშვენიერი ხარ, მეტრფევ ჩემო, და სანატრელი! ბალახია
ჩვენი სარეცელი. |
16 |
სძალი ეტყჳს სიძესა: აჰა, ეგერა, კეთილ ხარ, ძმისწულო ჩემო, და შუენიერ, ცხედარსა
ჩუენსა ზედა საგრილი.
|
17 |
სახურავი ჩვენი სახლისა ნაძვისაა, ჭერი - კვიპაროსის. |
17 |
მოსელნი სახლისა ჩუენისანი - ნაძჳსანი, მენაკნი - საროჲსანი. |