|
|
|
სძალი ევედრების სიძესა და ეტყჳს:
|
1 |
ჩავედი ჩემს ბაღში, სძალო, დაო ჩემო: მოვისთვლე მურრი და ჩემის სურნელებანი. ვიგემე
პური ჩემი და თაფლი ჩემი, ვსვი ღვინო ჩემი და რძე ჩემი. ჭამეთ, მოყვასნო, სვით და
დაითვრვნით, მეტრფენო!
|
1 |
შევედ მტილსა ჩემსა, დაო ჩემო, სძალო! მოვისთულე მური ჩემი ნელსაცხებელით ჩემითურთ,
ვჭამე პური ჩემი თაფლითა ჩემითა. ვსუ ღჳნოჲ ჩემი სძითა ჩემითა. ჭამეთ, მოყუასნო
ჩემნო, და სუთ, დაითრვენით, ძმისწულნო ჩემნო. |
2 |
მე მძინავს, გული კი მღვიძარეა ჩემი. აჰა, მესმის ხმა
ჩემი მეტრფისა, რომელიც რეკავს: გამიღე კარი, დაო ჩემო, სატრფოვ ჩემო,
მტრედო ჩემო, უბიწოვ ჩემო! რადგან თავი ცვარმა ამივსო და თმები - ღამის
წვეთებმა. |
2 |
მე მძინავს, და გული ჩემი მღჳძარე არს. სძალი მოვიდეს
სიძისა მიმართ და ირეკდეს კარსა: ჴმაჲ ძმისწულისა ჩემისა ჰრეკს კარსა. სიძე
უჴმობს სძალსა: განაღე, დაო ჩემო, მახლობელო ჩემო, ტრედო ჩემო, სძალო ჩემო,
რამეთუ თავი ჩემი აღივსო ცუარითა, და თმანი ჩემნი - ცუართაგან ღამისათა. |
3 |
გახდილი მაქვს პერანგი, როგორღა ჩავიცვა? დაბანილი მაქვს
ფეხები, როგორღა დავისვარო? |
3 |
სძალი იტყჳს: განვიძარცუე სამოსელი ჩემი, ვითარმე
შევიმოსო იგი? დავიბანენ ფერჴნი ჩემნი, ვითარმე შევაგინნე იგინი? |
4 |
ჩემმა მეტრფემ შემოყო ხელი კარის ღრიჭოში და შემეძრა მის
გამო შიგნეული. |
4 |
ძმისწულმან ჩემმან მოყო ჴელი მისი სარკუმლით გამო და
მუცელი ჩემი აღიძრა მის ზედა. |
5 |
ავდექი, რომ გამეღო ჩემი მეტრფისათვის; ხელებიდან
მწვეთავდა მურრი, თითებიდან ეწვეთებოდა მურრი კარის სახელურს. |
5 |
აღვდეგ მე განღებად კარისა ძმისწულისა ჩემისა, ჴელთა
ჩემთა დასწუთა მური, თითთა ჩემთა მური სავსედ კართა ზედა საჴშველისათა. |
6 |
გავუღე კარი მეტრფეს ჩემსა, მაგრამ გაბრუნდა მეტრფე ჩემი
და წავიდა. სული ჩემი ილეოდა მის ხმაზე. ვეძებდი მას და ვერ ვპოულობდი,
ვუხმობდი მას, არ მესიტყვებოდა. |
6 |
განუღე მე ძმისწულსა ჩემსა, ძმისწული ჩემი წარვიდა და
სული ჩემი განვიდა სიტყუასა მისსა თანა. ვეძიებდ მას და არა ვპოვე იგი,
უჴმობდ მას და არა ჴმა-მცა. |
7 |
შემომხვდნენ მცველნი, ქალაქის შემომვლელნი. მცემეს და
დამჭრეს, მომხადეს მოსასხამი ზღუდის მცველებმა. |
7 |
მპოვეს მე მჴუმელთა, რომელნი მოჰვლიდეს ქალაქსა, მცეს და
მწყლეს მე და განმძარცუეს სამოსელი ჩემი მცველთა ზღუდისათა. |
8 |
გაფიცებთ თქვენ, ასულნო იერუსალიმისა, თუ ჰპოვოთ მეტრფვ
ჩემი, რას ეტყვით მას? უთხარით, დავსნეულდი სიყვარულისგან. |
8 |
გაფუცებ თქუენ, ასულნო იერუსალიმისანო, ძალთა და
სიმტკიცეთა აგარაკისათა, უკუეთუ სადა ჰპოვოთ ძმისწული ჩემი, უთხართ მას,
ვითარმედ წყლულ ვარ მე სიყუარულითა. |
9 |
რითა სჯობს მეტრფე შენი სხვათა მეტრფეებს, უმშვენიერესო
ასულთა შორის? რითა სჯობს მეტრფე შენი სხვათა მეტრფეებს, ასე რომ გვაფიცებ? |
9 |
ასულთა იერუსალიმისათა და მცველთა ზღუდისათა ჰკითხეს
სძალსა: რაჲ არს ძმისწული შენი ძმისწულისაგან, შუენიერო დედათა შორის? რაჲ
არს ძმისწული შენი ძმისწულისაგან, რამეთუ ეგრეთ გუაფუცებ ჩუენ? |
10 |
თეთრ-ყირმიზია მეტრფე ჩემი, ათიათასთაგან გამორჩეული. |
10 |
სძალმან წამ-უყო ძმისწულისათჳს, ვითარ-რაჲ იყო და ეტყჳს: დისწული ჩემი მწყაზარ
და მწითურ, გამორჩეულ შობითგან ბევრეულთაგან;
|
11 |
თავი მისი ოქროა რჩეული, ხვეულია თმები მისი, შავია
ყორანივით. |
11 |
თავი მისი - ოქროჲსა ოფაზისაჲ, თხზული თმათა მისთაჲ, ვითარცა ჭედილი, შავ, ვითარცა
ყორანი; |
12 |
თვალები მისი მტრედებია წყლის ნაკადულებთან, რძეში
განბანილნი, ბუდეში მსხდარნი. |
12 |
თუალნი მისნი, ვითარცა ტრედისანი, სავსებასა ზედა წყალთასა განბანილნი სძითა,
მჯდომარე სავსებასა ზედა წყალთასა; |
13 |
ღაწვები მისი სურნელთა კვლებია, საამოდ მფშვენნი, მისი
ბაგეები შროშანებია, მდინარი მურრით მწთოლარენი. |
13 |
ღაწუნი მისნი, ვითარცა ფიალნი ნელსაცხებელთანი, ფშჳან სულნელებასა
ნელსაცხებელთმგბოლველთასა, ბაგენი მისნი - შროშან და მომწთოლვარე მურითა სავსედ. |
14 |
ხელები მისი თლილი ოქროა, იაგუნდებით მოოჭვილი; მუცელი
მისი გათლილი სპილოსძვალია, ლაჟვარდივით მოჭედილი. |
14 |
ჴელნი მისნი - ოქროჲსანი, წახნაგებულ, აღვსებულ თარშითა, მუცელი მისი, ვითარცა
ფიცარი პილოჲსძუალისაჲ, თუალსა ზედა საფიროვნსა; |
15 |
წვივები მისი მარმარილოს სვეტებია, ოქროს კვარცხლბეკზე
დაფუძნებული; მისი პირისახე მსგავსია ლიბანისა და დიდებულია, როგორც
კედარი. |
15 |
წჳვნი მისნი - სუეტნი მარმარილოსანი, დაფუძნებულნი ხარისხსა ზედა ოქროჲსასა; ხილვაჲ
მისი, ვითარცა ლიბანი რჩეული და ვითარცა ნაძუნი; |
16 |
მისი სასა სიტკბოებაა, თავად კი - ყოვლად სანატრელი. ეს
არის მეტრფე ჩემი, ეს არის საყვარელი ჩემი, ასულნო იერუსალიმისა! |
16 |
ჴორჴი მისი - სიტკბოებაჲ და ყოვლად საწადელ. ესე არს ძმისწული ჩემი და ესე არს
მახლობელი ჩემი, ასულნო იერუსალიმისანო. |
|
|
17 |
ჰკითხვიდეს ასულნი იერუსალიმისანი, სადა წარვალს ძმისწული მისი: ვიდრე ვიდა
ძმისწული შენი, შუენიერო დედათა შორის? ვიდრე მიიმართა ძმისწულმან შენმან? და
ვიძიოთ იგი შენ თანა? |