1 |
მობრუნდი, მობრუნდი, სულამით, მობრუნდი, მობრუნდი, რომ გიცქერდეთ შენ! რად უცქერით
სულამითს როგორც მახანაიმის ფერხისაის?
|
1 |
ასულნი და დედოფალნი ეტყჳან სიძესა: რასა ჰხედავთ, სულამიტელნო? შორის მომავალი,
ვითარცა მწყობრი ბანაკთა.
|
2 |
როგორ გამშვენდნენ შენი ფეხები შენს ხამლებში: ზეპურო
ასულო! თეძოთა სიმრგვალე მანიაკს გიგავს, შექმნილს ხელოვანის ხელით. |
2 |
რაჲსა განშუენდეს კუალნი შენნი საჴამლობითა, ასულო ამინადიბისო? ნაწევრებულებაჲ
წვივთა შენთაჲ, მსგავსი მელევანდისაჲ, ნაქმარ ჴელოვნისა. |
3 |
შენი ჭიპი მრგვალი თასია, ღვინისაგან მოუკლებელი; შენი
მუცელი ხორბლის ხვავია, შროშანთაგან გრემოცული. |
3 |
უპე შენი - ტაკუკ წახნაგებულ, არამოკლებულ ზავებულისაგან;
მუცელი შენი - ხუავი იფქლისაჲ, მოკრძალული შროშნითა; |
4 |
ორი ძუძუ შენი ორი თიკანია ნიამორისა. მარჩბივნი. |
4 |
ორნი ძუძუნი შენნი, ვითარცა ორნი მარჩბივნი თიკანნი
ქურციკისანი; |
5 |
შენი ყელი სპილოსძვლის გოდოლია; შენი თვალები ხეშბონის
ტბორებია ბათ-რაბიმის კარიბჭეებთან; შენი ცხვირი ლიბანის გოდოლია, დამასკოს
მიმართ მიქცეული. |
5 |
კისერი შენი, ვითარცა გოდოლი პილოსძუალისაჲ; თუალნი
შენნი, ვითარცა ტბანი ესებონისანი, ცხჳრნი შენნი, ვითარცა გოდოლი ლიბანისაჲ
პირისპირ დამასკისა; |
6 |
შენი თავი ქარმელის მთაა და ნათხზენი შენს თავზე სმეფო
ძოწეული, კავებით შეკრული. |
6 |
თავი შენი შენ ზედა, ვითარცა კარმელი და ნათხზენი თავისა
შენისა, ვითარცა პორფირი, მეფე შეკრული თანაწარმვლელთა შორის. |
7 |
რა მშვენიერი ხარ, რა სანატრელი, საყვარელო, მენი
სიტკბოებით! |
7 |
სიდიდე შენი ემსგავსა ფინიკსა და ძუძუნი შენნი ტევანთა. |
8 |
შენი ტანი ფინიკის ხეა, შენი ძუძუნი - ვაზის მტევნები. |
8 |
რაბამ განშუენდი და რაბამ დასტკბა სიყუარული შუებათა
შენთა?! |
9 |
ვთქვი: ავალ ფინიკზე და მის რტოებს მოვეჭიდები; შენი
ძუძუნი იქნებოდნენ ვით ვაზის მტევნები და შენი ნესტოების სურნელი ვით
ვაშლის სურნელი. |
9 |
და ვთქუ: აღვიდე ფინიკსა და ვიპყრა სიმაღლე მისი. და
იყვნენ ძუძუნი შენნი, ვითარცა ტევანნი ვენაჴისანი, და ორთქლი ცხჳრთა შენთა,
ვითარცა ვაშლი, |
10 |
შენი სასარჩეული ღვინოა, ჩემი მეტრფისკენ მიღვარული, მძინარეთა ბაგეების
დამატკბობელი. |
10 |
სასა შენი, ვითარცა ღჳნო კეთილი. მომვლელი ძმისწულისა
მიერ ჩემისა სიწრფოებად, კმასაყოფელად ბაგეთა ჩემთა და კბილთა. |
11 |
მე ჩემი მეტრფისა ვარ და ჩემკენ მოილტვის ისიც. |
11 |
მე ძმისწულისა ჩემისა და ჩემდა მომართ მოქცევაჲ მისი. |
12 |
მოდი, მეტრფევ ჩემო, გავიდეთ ველად, სოფლებში ვათიოთ
ღამე; |
12 |
მოვედ, საყუარელო ჩემო, განვიდეთ აგარაკად, ვიქცეოდეთ დაბათა შინა; |
13 |
ავდგებოდით დილით სისხამზე ვენახთა მოსახილვად;
ვნახავდით, თუ ყვავის ვაზი, თუ იშლება ვაზის კვირტები, თუ ყვავის ბროწეული;
ჩემს ალერსს იქ მოგცემდი. |
13 |
ვიმსთოთ ვენაჴთა შინა, ვიხილოთ, უკუეთუ აღყვავნა ვენაჴი, უკუეთუ აღყუავნა
ბუტკოვნებაჲ, უკუეთუ აღყუავნეს ბროწეულნი. მუნ მოგცნე ძუძუნი ჩემნი შენ. |
14 |
სურნელებით ფშვიან მანდრაგორები, ყოველგვარი ხილია ჩვენი
კარის წინ - ახალი და ძველი. შენთვის მაქვს შენახული, მეტრფევ ჩემო. |
14 |
მანდრაგორთა შენთა გამოსცეს სულნელებაჲ და კართა ზედა ჩუენთა შენნი მწუერვალნი
ხეთანი, ახალნი ძუელთა თანა, რომელი მომცა დედამან ჩემმან, ძმისწულო ჩემო,
დაგიმარხო შენ. |