1 |
ნეტავ ჩემი ძმა ყოფილიყავი, დედაჩემის ძუძუნაწოვი! გარეთ გიპოვნიდი, გაკოცებდი და
არ დამძრახავდნენ.
|
1 |
ვინ მოგცნეს შენ, ძმისწულო ჩემო, წოვნად ძუძუნი დედისა ჩემისანი? გარე გპოვე,
ამბორს- გიყავ შენ, და არა შეურაცხ-გყავ.
|
2 |
წაგიძღვებოდი და, ვინც გამზარდა, დედაჩემის სახლში
შეგიყვანდი, სურნელოვან ღვინოს - ჩემი ბროწეულის წვენს შეგასმევდი. |
2 |
მოგეხჳე შენ და შეგიყვანე სახლსა დედისა ჩემისასა და საუნჯეთა მუცლადმღებელისა
ჩემისათა. და გასუა შენ ღჳნისაგან სულნელთასა, სინედლისაგან ბროწეულთა ჩემთასა. |
3 |
მისი მარცხენა ჩემს თავქვეშ იქნებოდა, მარჯვენა
მომეხვეოდა მისი! |
3 |
მარცხენე მისი თავსა ზედა ჩემსა და მარჯუენე მისი
გარემომეხჳა მე. |
4 |
გაფიცებთ თქვენ, ასულნო იერუსალიმისა, არ გააღვიძოთ, არ
აღძრათ სიყვარული, ვიდრემდის თავად არ ინებოს! |
4 |
გაფუცებ თქუენ, ასულნო იერუსალიმისანო, ძალთა მიმართ და
ძლიერებათა მიმართ აგარაკისათა, უკუეთუ აღსდგეთ და აღადგინოთ სიყუარული,
ვიდრემდისცა ენებოს. |
5 |
ვინ არის იგი, უდაბნოდან ამომავალი, თავისი მეტრფის მხარს
დაყრდნობილი? ვაშლის ხის ქვეშ გაგაღვიძე შენ. იქ გშვა დედამ შენმა, იქ გშვა
მშობელმა შენმა. |
5 |
ასულნი და დედოფალნი ეტყჳან: ვინ არს ისი აღმომავალი
უდაბნოთ? დავამტკიცოთ იგი სიყვარულსა მისსა ზედა; ვაშლსა ქუეშე განგაღჳძე
შენ. მუნ ელმოდა შენთჳს დედასა შენსა, მუნ ელმოდა მშობელსა შენსა. დამდვეს
მე, ვითარცა საბეჭდავი გულსა ზედა შენსა, ვითარცა საბეჭდავი, მკლავსა ზედა
შენსა, |
6 |
დამდევდი, როგორც ბეჭედი შენს მკერდზე, როგორც ბეჭედი
შენს მკლავზე; რადგან ძლიერია სიკვდილივით სიყვარული, სასტიკია ჯოჯოხეთივით
შური; არმური მისი ცეცხლის არმურია, უფლის ალი. |
6 |
რამეთუ მტკიცე არს, ვითარცა სიკუდილი, სიყვარული. ფიცხელ
არს, ვითარცა ჯოჯოხეთი, შური; გარემოჲს მისსა კლდე, გარემოჲს მისსა კლდე
ცეცხლისაჲ, ცეცხლისა ალთა მისთაჲ. |
7 |
ვერ დაშრეტს სიყვარულს წყალი მრავალი და მდინარე ვერ
წარხოცავს მას. კიდეც რომ გასცეს კაცმა სახლის მთელი დოვლათი სიყვარულის
წილ, მაინც არ ასცდება სიძულვილი. |
7 |
წყალსა მრავალსა ვერ ძალ-უც დაშრეტა სიყვარულისა.
მდინარენი ვერ წარღუნიან მას, უკუეთუ მისცეს კაცმან ყოველი ცხორებაჲ თჳსი
სიყვარულსა, შეურაცხ-ყონ იგი შეურაცხებით |
8 |
პატარაა დაი ჩვენი და ჯერ არ დამჩნევია ძუძუები. რა ვუყოთ
ჩვენს დას იმ დღეს, როცა დაუდგება ნიშნობის ჟამი? |
8 |
ქალწულნი იტყჳან: ჯ დაჲ ჩუენი მცირე არს და ძუძუნი არა
ასხენ, რაჲმე უყოთ დასა ჩუენსა დღესა, რომელსა ითქუას მისსა მიმართ? |
9 |
ზღუდე რომ იყოს, ვერცხლის ქონგურებს დავუშენებდით; კარი
რომ იყოს, ნაძვის ფიცრებს მივუდგამდით. |
9 |
უკუეთუ ზღუდე არს, აღვაშენნეთ მას ზედა აღსამატებელნი
ვეცხლისანი და, უკუეთუ კარი არს, დავამსჭუალოთ მას ზედა ფიცარი ნაძჳსაჯ. |
10 |
მე ზღუდე ვარ და გოდლებივით მაქვს ძუძუები. ახლა კი მოწიფული ვჩანვარ მის თვალში. |
10 |
სძალმა იკადრა და ეტყჳს: მე - ზღუდე და ძუძუნი ჩემნი -
გოდოლნი. მე ვარ წინაშე თუალთა მისთა, ვითარცა მპოვნელი მშჳდობისა. |
11 |
ჰქონდა ბაალ-ჰამონში ვენახი ხოლომონს და ჩააბარა მცველებს
ვენახი. თითოეულს ათასი მოჰქონდა ვერცხლი ყურძნის სანაცვლოდ. |
11 |
ვენაჴი იყო სოლომონისი ვევლამონოს. |
12 |
ჩემი ვენახი კი ჩემს წინაშეა. ათასი შენია, სოლომონ,
ორასი - ნაყოფთა მცველების. |
12 |
ვენაჴი ჩემი ჩემდა წინაშე ჩემსა, მამაკაცი არს ჟამსა მისსა ათასის ვეცხლის, ათასნი
- სალმონს და ორასნი - მცველთა ნაყოფისა მისისათა, |
13 |
ბაღების მკვიდრო, მეგობრები ისმენენ შენს ხმას - მასმინე
მეცა! |
13 |
რომელი მჯდომარე არს მტილთა შინა, მოყუასნი მოელოდეს: ჴმაჲ შენი მასმინე! |
14 |
გაიქეცი, მეტრფევ ჩემო! ემსგავსე ნიამორს ანუ ირმის
ნუკრს, სურნელოვან მთებზე მოარულთ. |
14 |
ივლტოდე, დისწულო ჩემო, და ემსგავსე ქურციკსა, ანუ ნუკრსა ირმისასა მთათა ზედა
ღელოვანთასა. |