1 |
კიცხავდნენ მოსეს მირიამი და აარონი ქუშელი ცოლის გამო, რომელიც ნათხოვი ჰყავდა,
რადგან ქუშელი ქალი ითხოვა ცოლად.
|
1 |
და იტყოდეს მარიამ და აჰრონ მოსეს ზედა დედაკაცისა მისთჳს ჰინდოჲსა, რამეთუ ცოლი
ჰინდოჲ მოიყვანა.
|
2 |
ამბობდნენ: ნუთუ მხოლოდ მოსეს ელაპარაკებოდა უფალი? განა
ჩვენც არ გველაპარაღებოდა? გაიგონა ეს უფალმა. |
2 |
და თქუეს: მოსეს ხოლო ნუ ეტყოდაა უფალი, ანუ ჩუენ არა
გუეტყოდა? და ესმა ესე უფალსა. |
3 |
მოსე უთვინიერესი კაცი იყო დედამიწის ზურგზე. |
3 |
და კაცი მოსე მშჳდ იყო ფრიად უფროს ყოველთა კაცთა,
რომელნი არიან ქუეყანასა ზედა. |
4 |
უთხრა მოულოდნელად უფალმა მოსეს, აარონს და მირიამს:
გამოდით სამივენი სადღესასწაულო კარავთან. და გამოვიდნენ სამივენი. |
4 |
და ჰრქუა უფალმან მეყსეულად მოსეს და აჰრონს და მარიამს:
გამოვედით თქუენ სამნივე გარეშე კარვად საწამებელისა, და გამოვიდეს სამნივე
იგი კარვად საწამებელისა. |
5 |
ჩამოვიდა უფალი ღრუბლის სვეტში და გაჩერდა კარვის
შესასვლელთან. უხმო აარონს და მირიამს, და წინ წადგნენ ორივენი. |
5 |
და გარდამოჴდა უფალი სუეტითა ღრუბლისაჲთა, და დადგა კართა
წინაშე კარვისა მის საწამებელისათა და უწოდა აჰრონს და მარიამს. და
განვიდეს ორნივე. |
6 |
თქვა: ისმინეთ ჩემი სიტყვები. თუ ვინმე გყავთ უფლის
ქადაგი, ხილვაში ვეცხადები, სიზმარში ვლაპარაკობ მასთან. |
6 |
და ჰრქუა მათ უფალმან: ისმინნეთ სიტყუანი ჩემნი: უკუეთუ
იყოს ვინმე თქუენგანი წინაწარმეტყუელ უფლისა, ჩუენებით გამოვეცხადო მას და
ძილსა შინა ვეტყოდი მას. |
7 |
ასეთი არ არის ჩემი მორჩილი მოსე. მთელი ჩემი ერის
ერთგულია იგი. |
7 |
ხოლო არა ვითარცა მოსეს, მსახურსა ჩემსა, სარწმუნო არს, |
8 |
პირისპირ ველაპარაკები მას, ცხადლივ, და არა იგავურად.
უფლის ხატებას ჭვრეტს იგი. რატომ არ გეშინიათ, ჩემს მორჩილს მოსეს რომ
ჰკიცხავთ? |
8 |
პირისპირ ვეტყოდი მას ხილვით და არა იგავით, დიდებაჲ
უფლისა იხილა და ვითარ არა შეიშინით ძჳრისსიტყუად მსახურისა ჩემისა
მოსესთჳს? |
9 |
აღინთო უფლის რისხვა მათ მიმართ. და წავიდა. |
9 |
და რისხვაჲ გულისწყრომისა უფლისაჲ ყო მათ ზედა, წარვიდეს. |
10 |
აშორდა ღრუბელი კარავს, და, აჰა, მირიამი თოვლივით დაფარა კეთრმა. მიბრუნდა აარონი
მირიამისკენ და, აჰა, კეთრი მოსდებია მას.
|
10 |
და ღრუბელი იგი განეშოვრა მიერ კარვით და, აჰა, ესერა, მარიამ განკეთრდა,
ვითარცა თოვლი და მიჰხედა აჰრონ მარიამს. და იგი განკეთრებულ იყო და |
11 |
უთხრა აარონმა მოსეს: გევედრები, ჩემო ბატონო, ცოდვად ნუ ჩაგვითვლი ჩვენს სიბრიყვეს
და შეცოდებანს. |
11 |
ჰრქუა აჰრონ მოსეს: გევედრები, უფალო, ნუ მომაგებ ჩუენ ცოდვისა მისთჳს, |
12 |
ნუ გახდი მას მკვდარშობილივით, ნახევრად შეჭმული სხეულით
რომ გამოდის დედის საშოდან. |
12 |
რამეთუ უმეცარ ვიქმნენით და შეგცოდეთ შენ, რათა არა იყოს
სწორად სიკუდილისა, ვითარცა მორყუნილი, რომელ გამოვალნ საშოჲსაგან დედისა
და შეჰჭამს ზოგსა ჴორცთა მისთასა. |
13 |
შეჰღაღადა მოსემ უფალს: ღმერთო, განკურნე, გევედრები. |
13 |
და ღაღად-ყო მოსე უფლისა მიმართ და თქუა: უფალო,
გევედრები შენ, ულხინე ამას. |
14 |
უთხრა უფალმა მოსეს: მამას რომ მიეფურთხებინა მისთვის
სახეში, შვიდ დღეს ხომ ვერ გამოჩნდებოდა სირცხვილით? შვიდი დღე დაიმალოს
ბანაკის გარეთ და მერე დაბრუნდეს. |
14 |
და ჰრქუა უფალმან მოსეს: უკუეთუმცა მამამან მისმან პირსა
ჰნერწყვა, არამცა შეიკდიმაა შჳდ დღე? განჴედინ გარეშე ბანაკსა და მისსა
შემდგომად შემოვედინ. |
15 |
შვიდ დღეს იმალებოდა მირიამი ბანაკის გარეთ და არ დაძრულა
ხალხი, ვიდრე მირიამი არ დაბრუნდა. |
15 |
და განჴადეს მარიამ გარეშე ბანაკსა მას შჳდ დღე. და ერი
არა წარიძრა, ვიდრემდე განწმიდნა მარიამ. |
16 |
მერე დაიძრა ხალხი ხაცოროთიდან და ფარანის უდაბნოში
დაბანაკდა. |
16 |
|