1 |
ელაპარაკა უფალი მოსეს და აარონს, უთხრა:
|
1 |
ეტყოდა უფალი მოსეს და აჰრონს და ჰრქუა:
|
2 |
თითოეულმა ისრაელიანმა თავის დროშასთან, თავისი
მამისსახლის სანიშნოებთან დაიბანაკოს; სადღესასწაულო კარვის ირგვლივ
დაიბანაკოს. |
2 |
კაცად-კაცადმან მახლობელად განწესებასა თჳსსა მსგასად
უწყებასა თჳსსა სახლად-სახლად და ტომად-ტომად დაიბანაკონ ძეთა ისრაჱლისათა
წინაშე უფლისა გარემო კარავსა წამებისასა. |
3 |
წინა მხარეს, აღმოსავლეთით, იქნებიან დაბანაკებულნი:
იუდას ბანაკის დროშა მათი ლაშქრების მიხედვით და იუდიანთა თავკაცი ნახშონ
ყამინადაბის ძე, |
3 |
დაიბანაკონ ძეთა ისრაჱლისათა და რომელთა დაიბანაკონ
პირველად აღმოსავალით განწესებულმან ბანაკმან იუდაჲსმან ძალითურთ მათით და
მთავარ ძეთა იუდაჲსთა, ნაასონ, ძე ამინადაბისი, |
4 |
და მისი ლაშქარი რიცხვით სამოცდათოთხმეტი ათას ექვსასი
კაცი. |
4 |
ძალი მისი აღხილული სამეოცდაათოთხმეტ ათას და ექუსას. |
5 |
მის გვერდით დაბანაკებული იქნებიან ისაქარის შტო და
ისაქარიანთა თავკაცი ნათანაელ ცუარის ძე, |
5 |
და რომელთა დაიბანაკონ მახლობელად მათსა ნათესავმან
იზაქარისმან და მთავარმან ძეთა ისაქარისთა, ნათანაელ, ძემან სოგორისმან. |
6 |
და მისი ლაშქარი რიცხვით ორმოცდათოთხმეტი ათას ოთხასი
კაცი. |
6 |
ძალი მისი აღხილული - ორმეოცდაათოთხმეტ ათას და ოთხას და |
7 |
ზებულონის შტო და ზებულონის თავკაცი ელიაბ ხელონის ძე, |
7 |
რომელთა დაიბანაკონ მახლობელად მათსა ნათესავმან
ზაბულონისმან და მთავარმან ძეთა ზაბულონისთა, ელიაბ, ძე ქიროსისი, |
8 |
და მისი ლაშქარი, რიცხვით ორმოცდაჩვიდმეტი ათას ოთხასი
კაცი. |
8 |
ძალი მისი აღხილული - ორმეოცდაშჳდ ათას და ოთხას. |
9 |
იუდას ბანაკს მიეთვალა სულ ასოთხმოცდაექვსი ათას ოთხასი
კაცი მათი ლაშქრებისდა მიხედვით; პირველად ესენი უნდა დაიძრან. |
9 |
ყოველნი აღრაცხილნი ნათესავთა თანა იუდაჲსთა
ასოთხმეოცდაექუს ათას და ოთხას ძალითურთ მათით, პირველად აღიძრნენ. |
10 |
სამხრეთით რეუბენის ბანაკის დროშა მათი ლაშქრებისდა
მიხედვით და რეუბენიანთა თავკაცი ელიცურ შედეურის ძე, |
10 |
განწესებული ბანაკი რუბენისი ჩრდილოჲთ ძალითურთ მათით და მთავარი ძეთა რუბენისთაჲ -
ელისურ, ძე ედიორისი. |
11 |
და მისი ლაშქარი, რიცხვით ორმოცდაექვსი ათას ხუთასი კაცი.
|
11 |
ძალი მისი აღხილული - ორმეოცდაექუს ათას და ხუთას.
|
12 |
დაბანაკებული იქნებიან მის გვერდით სიმონის შტო და
სიმონიანთა თავკაცი შელუმიელ ცურიშადაის ძე, |
12 |
და რომელთა დაიბანაკონ მახლობელად მათსა ნათესავმან
სჳმეონისმან და მთავარმან ძეთა სჳმეონისთა - სალამიელ, ძემან
სურისადაჲსმან. |
13 |
და მისი ლაშქარი, რიცხვით ორმოცდაცხრამეტი ათას სამასი
კაცი. |
13 |
ძალი მისი აღხილული - ორმეოცდაათცამეტ ათას და სამას. |
14 |
გადის შტო და გადიანთა თავკაცი ელიასაფ რეღუელის ძე, |
14 |
და რომელთა დაიბანაკონ მახლობელად მათსა ნათესავმან
გადისმან და მთავარ ძეთა გადისთა - ელისაფატ, ძე რაგუჱლისი. |
15 |
და მისი ლაშქარი, რიცხვით ორმოცდახუთი ათას ექვსას
ორმოცდაათი კაცი. |
15 |
ძალი მისი აღხილული - ორმეოცდახუთ ათას ექუსას და
ერგასის. |
16 |
რეუბენის ბანაკს მიეთვალა სულ ორმოცდათერთმეტი ათას ოთხას
ორმოცდაათი კაცი მათი ლაშქრებისდა მიხედვით. მეორენი ესენი უნდა დაიძრან. |
16 |
ყოველნივე აღრაცხილ ბანაკსა თანა რუბენისსა - ასერგასის
და ერთ ათას და ოთხას და ერგასის ძალითურთ მათით. |
17 |
მერე დაიძრება სადღესასწაულო კარავი, ლევიანთა ბანაკი
ბანაკებს შორის იქნება. როგორც არიან დაბანაკებულნი, ისევე უნდა იყვნენ
გზაშიც, თითოეული თავის დროშასთან. |
17 |
მეორედ აღიძრნენ და აღიღონ კარავი წამებისაჲ და ბანაკი
ლევიტელთაჲ შორის ბანაკთა, ვითარცა დაიბანაკონ, ეგრეცა აღიძრნენ თითოეულად
მახლობელად განწესებასა მათსა. |
18 |
დასავლეთით ეფრემის ბანაკის დროშა მათი ლაშქრებისდა
მიხედვით და ეფრემიანთა თავკაცი ელიშამაყ ამიჰუდის ძე, |
18 |
განწესებული ბანაკი ეფრემისი ზღჳთ ძალითურთ მათით და
მთავარი ძეთაგანი ეფრემისთაჲ. |
19 |
და მისი ლაშქარი, რიცხვით ორმოცი ათასი ხუთასი. |
19 |
ელისამა, ძე ემეუდისი, ძალი მისი აღხილული ორმეოც ათას და
ხუთას. |
20 |
მის გვერდით მენაშეს ტომი და მენაშეანთა თავკაცი გამალიელ
ფედაცურის ძე, |
20 |
და რომელთა დაიბანაკონ მახლობელად მათსა ნათესავმან
მანასჱსმან და მთავარ ძეთაგან მანასჱსთა გამალიელ ძემან ფადასორისმან. |
21 |
და მისი ლაშქარი, რიცხვით ოცდათორმეტი ათას ორასი კაცი.
|
21 |
ძალი მისი აღხილული - ოცდაათორმეტ ათას და ორას.
|
22 |
ბენიამინის შტო და ბენიამინიანთა თავკაცი აბიდან გიდეონის
ძე, |
22 |
და რომელთა დაიბანაკონ მახლობელად მათსა ნათესავმან
ბენიამისმან და მთავარი ძეთა ბენიამისთაჲ - აბიდან, ძე გედეონისი. |
23 |
და მისი ლაშქარი, რიცხვით ოცდათხუთმეტი ათას ოთხასი კაცი. |
23 |
ძალი მისი აღხილული - ოცდაათხუთმეტ ათას და ოთხას,
რომელთა დაიბანაკონ მახლობელად მათსა ნათესავმან ბენიამენისამან და მთავარი
ძეთა ბენიამენისთაჲ - აბედან, ძე გედეონისი. ძალი მისი აღხილული -
ოცდათხუთმეტ ათას და ორას. |
24 |
ეფრემის ბანაკს მიეთვალა სულ ასრვა ათას ასი კაცი მათი
ლაშქრებისდა მიხედვით. მესამენი დაიძრებიან ესენი. |
24 |
ყოველნი აღრაცხილ ბანაკთა თანა ეფემისთა ასდარვა ათას და
ორა ძალითურთ მათით. |
25 |
ჩრდილოეთით დანის დროშა მათი ლაშქრებისდა მიხედვით და
დანიანთა თავკაცი ახიყეზერ ყამიშადაის ძე, |
25 |
მესამედ აღიძრნედ განწესებული ბანაკი დანისი ჩრდილოჲთ
ძალითურთ მათით, და მთავარი ძეთა დანისთაჲ - აქეზერ, ძე ამისადისი. |
26 |
და მისი ლაშქარი, რიცხვით სამოცდაორი ათას შვიდასი კაცი. |
26 |
ძალი მათი აღხილული - სამეოცდაორ ათას და შჳდას. |
27 |
მის გვერდით იქნებიან დაბანაკებულნი აშერის შტო და
აშერიანთა თავკაცი ფაგიელ ყაქრანის ძე, |
27 |
და რომელთა დაიბანაკონ მახლობელად მათსა ნათესავმან
ასერისმან და მთავარ ძეთა ასერისთა - ფაგელ, ძე ექრანისი. |
28 |
და მისი ლაშქარი, რიცხვით ორმოცდაერთი ათას ხუთასი კაცი. |
28 |
ძალი მისი აღხილული - ორმეოცდაერთ ათას და ხუთას. |
29 |
ნაფთალის შტო და ნაფთალიანთა თავკაცი ახირაყ ყენანის ძე, |
29 |
და რომელთა დაიბანაკონ მახლობელად მათსა ნათესავმან
ნეფთალისმან და მთავარი ძეთა ნეფთალემისთაჲ - აქირე, ძე ენანისი. |
30 |
და მისი ლაშქარი, რიცხვით ორმოცდაცამეტი ათას ოთხასი
კაცი. |
30 |
ძალი მისი აღხილული - ორმეოცდაათ ათას და ოთხას. |
31 |
დანის ბანაკს მიეთვალა სულ ას ორმოცდაჩვიდმეტი ათას ექვსასი კაცი. უკანასკნელნი
უნდა დაიძრნენ ესენი თავიანთი დროშებით.
|
31 |
ყოველნი აღრაცხილნი ბანაკსა თანა დანისსა ასერგასისდაშჳდ ათას და ექუსას
ძალითურთ მათით. უკანაჲსკნელ აღიძრნენ მსგავსად განწესებულებისა მათისა.
|
32 |
ეს არის ისრაელიანთა რიცხვი მათი მამისსახლების მიხედვით.
მათი სრული რიცხვი ბანაკებში მათი ლაშქრებისდა მიხედვით იყო ექვსას სამი
ათას ხუთას ორმოცდაათი. |
32 |
ესე რიცხჳ ძეთა ისრაჱლისათაჲ და სახლად-სახლად მამათა
მათთაჲ და ყოველი აღხილვაჲ ბანაკთა მათთა ძალითურთ მათით ექუსას ათას და
სამ ათას და ხუთას და ერგასის. |
33 |
ლევიანები არ აღრიცხულან ისრაელიანთა შორის, როგორც
ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს. |
33 |
ხოლო ლევიტელნი არა შეარაცხნეს მათ, ვითარცა უბრძანა
უფალმან მოსეს. |
34 |
ყველაფერი ისე გააკეთეს ისრაელიანებმა როგორც ნაბრძანები
ჰქონდა უფალს მოსესთვის. ასე ბანაკდებოდნენ თავ-თავისი დროშების მიხედვით
და ასე მგზავრობდნენ თავ-თავისი საგვარეულოების მიხედვით, მამისსახლებად. |
34 |
და ყვეს ძეთა ისრაჱლისათა, ვითარცა უბრძანა უფალმან
მოსეს, ესრესახედ დაიბანაკეს მსგავსად განწესებულებასა მათსა და ესრეთ
აღიძრნიან თითოეულად მახლობელად ტომად-ტომად მათა მსგავსად სახლად-სახლად
მამათა მათთა. |